მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას აქვს ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოში შესაძლო შემოჭრის შესახებ.
"ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა.ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე.არამგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა. დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგას, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ.სხვათაშორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ." - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე".
მაგ წყაროს ისიც ხომ არ უთქვამს, ანაკლიას ქვემო აფხაზეთი დავარქვათო?
ყველა კარგად დაუკბირდით რას წერთ რა. აქედან ასე წერა და კლავიატურაზე დაჭერა ყველას შეუძლია. ძალიან მაინტერესებს რომელმა თქვენგანმა რა გააკეთა ქვეყნისთვის. დაგისვიათ თქვენი თქვისთვის ეს კითხვა ოდესმე? მე არც სააკაშვილს ვადიდებ და ამ მთავრობას ხომ მითუმეტეს. ჯერ კარგად გადახედეთ ისტორიას ვინ რა გააკეთა და მერე წერეთ ძალიან გთხოვთ. იმას რო იტყვი რო სააკაშვილამდე საქართველო კარგად იყოო რაღა უნდა ვილაპარაკოთ. ასე მართლა არ შეიძლება. ნუთუ ვერ ხვდებით, როგორც ზვიადს მოვექეცით ისე ვექცევით ამ კაცსაც. კი ბევრი უპატიებელი ცოდვა აწევს კისერზე მაგრამ შეუცდომელი არავინაა და მინდა შეგახსენოთ რო ზუსტად სააკაშვილის დროს დაიწყო ამერიკამ ჩვენი ქვეყნის შეიარაღების გაძლიერების პროგრამა. გადახედეთ ამ კაცის კარგ მხარეებსაც, მხოლოდ ცუდს ნუ შეხედავთ.