სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია... პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა" - იან კელი
"ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია... პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა" - იან კელი

"ცოტა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უფრო აქ­ტი­უ­რი არ არის. ვერ ვი­ჯე­რებ, რომ პრე­მი­ერს ჯერ კი­დევ არ და­უ­რე­კავს კი­ევ­ში თა­ვის უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას­თან, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვფიქ­რობ, პირ­ში წყლის ჩა­გუ­ბე­ბა დიდი შეც­დო­მაა. რაც უფრო ჩა­ღუ­ნავთ თავს, მით უფრო წა­ა­ქე­ზებთ კრემ­ლის აგ­რე­სი­ას" - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში იან კელი რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თვე­ლე­ბის ად­გილ­ზე ის დიდ ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევ­და იმას, თუ რას ამ­ბო­ბენ ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი. რო­გორც იან კელი ფიქ­რობს, სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად მო­უ­წევს დიპ­ლო­მა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა ბრი­უ­სელ­თან, ბერ­ლინ­სა და პა­რიზ­თან.

"თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბა, ეს მთელ ევ­რო­პა­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­ვაჭ­რო სა­კი­თხებ­ზე, გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს შავი ზღვის აუზ­ზე. ვფიქ­რობ, პუ­ტი­ნი არაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მრა­ვალ ფრონტზე გახ­სნი­ლი ომით, ასე რომ, არა მგო­ნია, პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდე­გაც მი­მარ­თოს სამ­ხედ­რო აგ­რე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს, თუ ვა­შინგტო­ნი­სა და მოს­კო­ვის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს გა­დავ­ხე­დავთ, კარ­გი ისაა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი უკ­რა­ი­ნა­ზე სა­უბ­რი­სას, ხაზ­გას­მით ახ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­საც. ის ამ­ბობს - ჩვენ არას­დროს მი­ვუ­კე­ტავთ კარს უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს. ცუდი ისაა, რომ არც რუ­სეთს ავი­წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­დე­საც აცხა­დე­ბენ, რომ პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი ნა­ტო­ში არ უნდა გა­წევ­რი­ან­დნენ. არა მგო­ნია, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­ამ­ცი­როს - ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია მშვი­დად იყოს.

ვფიქ­რობ, უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი არ მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას აშშ-ის მხარ­და­ჭე­რა­ზე, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბის ად­გილ­ზე დიდ ყუ­რა­დღე­ბას მი­ვაქ­ცევ­დი იმას, თუ რას ამ­ბო­ბენ ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი - ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად მო­უ­წევს დიპ­ლო­მა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა ბრი­უ­სელ­თან, ბერ­ლინ­სა და პა­რიზ­თან,“- გა­ნა­ცხა­და იან კე­ლიმ.

კი­თხვა­ზე: არის თუ არა საკ­მა­რი­სი, რა­საც დღეს სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით აკე­თებს, იან კე­ლის თქმით, "არა!“.

"მოკ­ლე პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა - არა. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რად მეტს უნდა აკე­თებ­დეს. გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ცოტა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უფრო აქ­ტი­უ­რი არ არის. ვერ ვი­ჯე­რებ, რომ პრე­მი­ერს ჯერ კი­დევ არ და­უ­რე­კავს კი­ევ­ში თა­ვის უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას­თან, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. არ მეს­მის, ან პრე­ზი­დენ­ტი, ან პრე­მი­ე­რი, რა­ტომ არ მი­მარ­თავს კი­ევს და ამ­ბობს - ჩვენ თქვენ გვერ­დში ვდგა­ვართ.

თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლი თბი­ლი­სი - ეს გულ­და­სა­წყვე­ტი სა­ნა­ხა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მე­გობ­რის­თვის. რა­ტომ? თქვენ და კი­ევს ერთი და იგი­ვე მიზ­ნე­ბი გაქვთ - რა­ტომ არ ამ­ბობთ ამას? რა­ტომ არ ეკი­თხე­ბით ზე­ლენ­სკის: რა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, რა გა­ვა­კე­თოთ თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად? ვფიქ­რობ, ეს იმით აიხ­სნე­ბა, რომ [მთავ­რო­ბას] არ სურს კრემ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს. გა­სა­გე­ბია. მაგ­რამ განა ეს მიდ­გო­მა უნდა ჰქონ­დეს ქვე­ყა­ნას, რო­დე­საც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი, უკ­რა­ი­ნა სამ­ხედ­რო საფრ­თხის წი­ნა­შე დგას? ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ამ მიდ­გო­მას, ვფიქ­რობ, პირ­ში წყლის ჩა­გუ­ბე­ბა დიდი შეც­დო­მაა. რაც უფრო ჩა­ღუ­ნავთ თავს, მით უფრო წა­ა­ქე­ზებთ კრემ­ლის აგ­რე­სი­ას,“- აღ­ნიშ­ნა იან კე­ლიმ.

მკითხველის კომენტარები / 205 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
321
0

გკარნახობენ უკვე სად,როდის და ვის უნდა დაურეკოთ?

555
0

ამას ვინ ეკითხება ვინ სად დარეკავს?

ავტორი:

"ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია... პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა" - იან კელი

"ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია... პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა" - იან კელი

"ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი რადიო "თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ქართველების ადგილზე ის დიდ ყურადღებას მიაქცევდა იმას, თუ რას ამბობენ ევროპელი ლიდერები. როგორც იან კელი ფიქრობს, საქართველოს ნამდვილად მოუწევს დიპლომატიის გაძლიერება ბრიუსელთან, ბერლინსა და პარიზთან.

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მთელ ევროპაზე მოახდენს გავლენას, არა მხოლოდ საქართველოზე. ეს გავლენას მოახდენს სავაჭრო საკითხებზე, გავლენას მოახდენს შავი ზღვის აუზზე. ვფიქრობ, პუტინი არაა დაინტერესებული მრავალ ფრონტზე გახსნილი ომით, ასე რომ, არა მგონია, პარალელურად საქართველოს წინააღმდეგაც მიმართოს სამხედრო აგრესია. რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუ ვაშინგტონისა და მოსკოვის ბოლოდროინდელ განცხადებებს გადავხედავთ, კარგი ისაა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაზე საუბრისას, ხაზგასმით ახსენებს საქართველოსაც. ის ამბობს - ჩვენ არასდროს მივუკეტავთ კარს უკრაინასა და საქართველოს. ცუდი ისაა, რომ არც რუსეთს ავიწყდება საქართველო, როდესაც აცხადებენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ნატოში არ უნდა გაწევრიანდნენ. არა მგონია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეამციროს - ამ მხრივ საქართველოს შეუძლია მშვიდად იყოს.

ვფიქრობ, უკრაინის კრიზისი არ მოახდენს გავლენას აშშ-ის მხარდაჭერაზე, მაგრამ ქართველების ადგილზე დიდ ყურადღებას მივაქცევდი იმას, თუ რას ამბობენ ევროპელი ლიდერები - ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად მოუწევს დიპლომატიის გაძლიერება ბრიუსელთან, ბერლინსა და პარიზთან,“- განაცხადა იან კელიმ.

კითხვაზე: არის თუ არა საკმარისი, რასაც დღეს საქართველო უკრაინასთან მიმართებით აკეთებს, იან კელის თქმით, "არა!“.

"მოკლე პასუხი იქნება - არა. ვფიქრობ, საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს - ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ.

თავჩაქინდრული თბილისი - ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ - რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად? ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ [მთავრობას] არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას,“- აღნიშნა იან კელიმ.