მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანელმა ვიცე-ადმირალმა არ იცოდა, რომ კონფიდენციალური შეხვედრა ვიდეოკამერით იწერებოდა - რა თქვა შიონბახმა ისეთი, რის გამოც გადადგომა მოუწია?
გერმანელმა ვიცე-ადმირალმა არ იცოდა, რომ კონფიდენციალური შეხვედრა ვიდეოკამერით იწერებოდა - რა თქვა შიონბახმა ისეთი, რის გამოც გადადგომა მოუწია?

"დო­ი­ჩე ვე­ლეს" (DW) ცნო­ბით, გერ­მა­ნი­ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი, ვიცე-ად­მი­რა­ლი კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. პო­ზი­ცია ად­მი­რალ­მა მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი გან­ცხა­დე­ბა პუ­ტინ­თან, ყი­რიმ­თან და ანექ­სი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცელ­და.

"მე ვთხო­ვე თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ქრის­ტი­ნე ლამ­ბრეხტს, გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ“, - გა­ნა­ცხა­და ვიცე-ად­მი­რალ­მა კაი-ახიმ ში­ონ­ბახ­მა. მი­ნის­ტრმა მისი მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ინ­დო­ეთ­ში ვი­ზი­ტი­სას, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კაია ახიმ ში­ონ­ბახ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტი­ნი პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს.

"ად­ვი­ლია ის პა­ტი­ვის­ცე­მა მივ­ცეთ, რო­მელ­საც ითხოვს და რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­თლაც იმ­სა­ხუ­რებს“, - აღ­ნიშ­ნა სარ­დალ­მა და დას­ძი­ნა, რომ რუ­სე­თი ძვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა.

გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა. მათი თქმით, ისი­ნი სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ვიცე-ად­მი­რა­ლის გან­ცხა­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბი­ან. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვიცე-ად­მი­რა­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ას არ გა­მო­ხა­ტავს.

მომ­ხდა­რის გარ­შე­მო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ წყდე­ბა გერ­მა­ნულ პრე­სა­ში.

გა­ზეთ "ბერ­ლი­ნერ ცა­ი­ტუნ­გში“ (Berliner Zeitung) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "რა თქვა სი­ნამ­დვი­ლე­ში ვიცე-ად­მი­რალ­მა ში­ონ­ბახ­მა“ (ავ­ტო­რი - მი­ხა­ელ მა­ი­ე­რი), ვკი­თხუ­ლობთ:

"გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის სარ­დლი­სათ­ვის ის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის ირ­გვლივ მის­მა გა­მო­ნათ­ქვა­მებ­მა გა­მო­იწ­ვია, ალ­ბათ, მოწ­მენ­დი­ლი ცი­დან მე­ხის და­ცე­მას ჰგავ­და.

კაი-ახიმ ში­ონ­ბახს - ბოლო დრომ­დე სავ­სე­ბით სა­მა­გა­ლი­თო ოფი­ცერს, რო­მელ­მაც სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა ბუნ­დეს­ვე­რის ლე­გენ­და­რუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი ისნ­პექ­ტო­რის ვოლ­ფგანგ შნა­ი­დერ­ბა­ხის ადი­უ­ტან­ტის რან­გში და­ი­წყო, 21 იან­ვარს, ინ­დო­ეთ­ში ყოფ­ნის დროს, ნიუ-დე­ლის თავ­დაც­ვი­თი კვლე­ვე­ბის და ანა­ლი­ზის ინ­სტი­ტუ­ტში გა­მარ­თუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რი­სას ჰკი­თხეს, თუ რო­გორ აფა­სებ­და იგი ევ­რო­პულ სი­ტუ­ა­ცი­ას რუ­სე­თი­სა და ნა­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე.

ვიცე-ად­მი­რალ­მა, რო­გორც ჩანს, არ იცო­და, რომ მისი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი ვი­დე­ო­კა­მე­რით იწე­რე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ნათ­ქვა­მის და­ახ­ლო­ე­ბით ორ­წუ­თი­ა­ნი ფრაგ­მენ­ტი ტვი­ტერ­ში გა­მოჩ­ნდა, ორი­ო­დე სა­ა­თის შემ­დეგ კი, შა­ბათს, გერ­მა­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­ს­მე­დი­ა­ში "გრი­გა­ლი ამო­ვარ­და“ - ყვე­ლა დო­ნი­სა და ყვე­ლა მრწამ­სის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მის გა­დად­გო­მას მო­ი­თხოვ­დნენ. კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მათი სურ­ვი­ლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა - თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა გა­მო­ა­ცხა­და და თხოვ­ნით მი­მარ­თა თავ­დაც­ვის მი­ნისტრს და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

  • რა თქვა ვიცე-ად­მი­რალ­მა, რა­მაც ასე­თი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია?

მისი თქმით:

ყო­ველ სუ­ვე­რე­ნულ ქვე­ყა­ნას აქვს უფ­ლე­ბა ნა­ტოს წევ­რი გახ­დეს, თუ ის ევ­რო­კავ­ში­რის დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. "რუ­სეთს ვე­ტოს უფ­ლე­ბა არა­სო­დეს არ უნდა ჰქონ­დეს“. შვე­დეთ­მა და ფი­ნეთ­მა ნა­ტო­ში წევ­რო­ბის სურ­ვი­ლი რომ გა­მო­ხა­ტონ, მათი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არა­ვი­თა­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლომ წევ­რო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი დიდი ხა­ნია შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ მისი ალი­ან­სში მი­ღე­ბა ამ ეტაპ­ზე "გო­ნივ­რუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და“. უკ­რა­ი­ნა კი პი­რი­ქით, ნა­ტო­ში მი­ღე­ბის პი­რო­ბებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს - იმი­ტომ, რომ ამ ქვეყ­ნის ნა­წი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად დონ­ბა­სი, სხვა ქვეყ­ნის, კონ­კრე­ტუ­ლად რუ­სე­თის არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბით არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­ში მო­ლაშ­ქრე­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ვიცე-ად­მი­რალს არ სჯე­რა, რომ პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში "შე­იჭ­რე­ბა“ მი­წის "მცი­რე მო­ნაკ­ვე­თის“ გამო, ამის და­ჯე­რე­ბა "უაზ­რო­ბა“ იქ­ნე­ბო­და.

კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხის თქმით, "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რო­მელ­საც წინ უნდა აღ­ვუდ­გეთ, სარ­გებ­ლობს სი­ტუ­ა­ცი­ით და ევ­რო­პა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­ტა­ნას ცდი­ლობს“. ვიცე-ად­მი­რა­ლი აგ­რძე­ლებს:

"ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი უკ­რა­ი­ნას უკან აღარ და­უბ­რუნ­დე­ბა, ეს უკვე ფაქ­ტია. რაც ნამ­დვი­ლად სურს პუ­ტინს, ის არის, რომ იგი ითხოვს პა­ტი­ვის­ცე­მას ყვე­ლას­თან თა­ნას­წო­რად. ღმერ­თო ჩემო, განა პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მოვ­ლე­ნა ვინ­მეს მი­მართ და­საძ­რა­ხია? მე რომ მკი­თხონ (მაგ­რამ არა­ვინ მე­კი­თხე­ბა), ვი­ტყო­დი, რომ ამ კაცს იმ პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ვე­პყრო­ბო­დი, რო­მელ­საც იგი, ალ­ბათ, იმ­სა­ხუ­რებს“.

ვიცე-ად­მი­რა­ლი ჩი­ნეთ­ში დიდ საფრ­თხეს ხე­დავს:

"ჩვენ - ინ­დო­ეთს და გერ­მა­ნი­ას, ორი­ვეს გვჭირ­დე­ბა რუ­სე­თი, ჩი­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ“. რო­გორც ჩანს, კაი-ახიმ ში­ონ­ბახ­მა ჩი­ნე­თის შე­სა­ხებ ასე იმი­ტომ თქვა, რომ თა­ვი­სი ინ­დო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ე­პყრო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ეთს შო­რის უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია სა­სა­ზღვრო დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­მაც არა­ერ­თხელ გა­მო­იწ­ვია ინ­ცი­დენ­ტე­ბი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა მსხვერ­პლით.

რო­გორც კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხი აღ­ნიშ­ნავს, მის­თვის, ქრის­ტი­ან-კა­თო­ლი­კე­სათ­ვის, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ახ­ლოს დგას იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რომ ათე­ის­ტი იყოს. ევ­რო­კავ­შირს და სა­ერ­თოდ ევ­რო­პას რუ­სეთ­თან უფრო მეტი სა­ერ­თო აქვს, ვიდ­რე ჩი­ნეთ­თან. ეს თე­ზი­სი ერთ-ერთი მთა­ვა­რია ამე­რი­კე­ლი წამ­ყვა­ნი გე­ო­პო­ლი­ტი­კოს-სტრა­ტე­გო­სის ჰენ­რი კი­სინ­ჯე­რის თე­ზი­სე­ბი­დან, რო­მე­ლიც მან გა­ახ­მუ­ა­რა თა­ვის წიგნ­ში "მსოფ­ლიო წეს­რი­გი“ (და­ის­ტამ­ბა 2014 წელს).

ვიცე-ად­მი­რა­ლი კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხი მო­ნა­წი­ლე­ობ­და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით "ურ­ყე­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ და "ატა­ლან­ტა“, სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის სარ­დლად და­ნიშ­ვნამ­დე იგი მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­ი­სა და და­გეგ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად. "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის“ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტმა რე­ი­ნ­ჰარდ ბი­უ­ტი­კო­ფერ­მა კაი-ახიმ ში­ონ­ბა­ხის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე ტვი­ტერ­ში და­წე­რა, რომ [ვიცე-ად­მი­რა­ლის­გან] "ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია“.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაიმე
4

პუტინმა თუ წააგო, დავიღუპებით

მუსიკოსი
1

"ვიცე-ად­მი­რალ­მა, რო­გორც ჩანს, არ იცო­და, რომ მისი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი ვი­დე­ო­კა­მე­რით იწე­რე­ბო­და"

საქართველოში გავრცელებული მოდუსის თანახმად ამით ვიცე-ადმირალის უფლებები შეილახა და ამ ჩანაწერის გამავრცელებელი ისჯება.

როგორც გერმანიაში კი ასე არ ყოფილა, ასეთი კანონი არ ჰქონიათ.

ჩამორჩენილები არიან!

 ჩვენი სახალხო დამცველი, საია და არასამთავრობოები ხომ არ გავუგზავნოთ დემოკრატიის დასამყარებლად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გერმანელმა ვიცე-ადმირალმა არ იცოდა, რომ კონფიდენციალური შეხვედრა ვიდეოკამერით იწერებოდა - რა თქვა შიონბახმა ისეთი, რის გამოც გადადგომა მოუწია?

გერმანელმა ვიცე-ადმირალმა არ იცოდა, რომ კონფიდენციალური შეხვედრა ვიდეოკამერით იწერებოდა - რა თქვა შიონბახმა ისეთი, რის გამოც გადადგომა მოუწია?

"დოიჩე ველეს" (DW) ცნობით, გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. პოზიცია ადმირალმა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი განცხადება პუტინთან, ყირიმთან და ანექსირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გავრცელდა.

"მე ვთხოვე თავდაცვის მინისტრს ქრისტინე ლამბრეხტს, გავეთავისუფლებინე ჩემი მოვალეობებისგან დაუყოვნებლივ“, - განაცხადა ვიცე-ადმირალმა კაი-ახიმ შიონბახმა. მინისტრმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ინფორმაციისთვის, ინდოეთში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე კაია ახიმ შიონბახმა აღნიშნა, რომ პუტინი პატივისცემას იმსახურებს.

"ადვილია ის პატივისცემა მივცეთ, რომელსაც ითხოვს და რომელსაც, სავარაუდოდ, მართლაც იმსახურებს“, - აღნიშნა სარდალმა და დასძინა, რომ რუსეთი ძველი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

გერმანიის მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. მათი თქმით, ისინი საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალის განცხადებას არ ეთანხმებიან. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-ადმირალის მიერ გაკეთებული განცხადება თავდაცვის სამინისტროს პოზიციას არ გამოხატავს.

მომხდარის გარშემო გამოხმაურება არ წყდება გერმანულ პრესაში.

გაზეთ "ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "რა თქვა სინამდვილეში ვიცე-ადმირალმა შიონბახმა“ (ავტორი - მიხაელ მაიერი), ვკითხულობთ:

"გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლისათვის ის პუბლიკაციები და გამოხმაურებები, რომლებიც საერთაშორისო გეოპოლიტიკური სიტუაციის ირგვლივ მისმა გამონათქვამებმა გამოიწვია, ალბათ, მოწმენდილი ციდან მეხის დაცემას ჰგავდა.

კაი-ახიმ შიონბახს - ბოლო დრომდე სავსებით სამაგალითო ოფიცერს, რომელმაც სამხედრო კარიერა ბუნდესვერის ლეგენდარული გენერალური ისნპექტორის ვოლფგანგ შნაიდერბახის ადიუტანტის რანგში დაიწყო, 21 იანვარს, ინდოეთში ყოფნის დროს, ნიუ-დელის თავდაცვითი კვლევების და ანალიზის ინსტიტუტში გამართული კონფიდენციალური შეხვედრისას ჰკითხეს, თუ როგორ აფასებდა იგი ევროპულ სიტუაციას რუსეთისა და ნატოს ურთიერთობის ფონზე.

ვიცე-ადმირალმა, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ მისი კონფიდენციალური საუბარი ვიდეოკამერით იწერებოდა. მოგვიანებით მისი ნათქვამის დაახლოებით ორწუთიანი ფრაგმენტი ტვიტერში გამოჩნდა, ორიოდე საათის შემდეგ კი, შაბათს, გერმანულ და საერთაშორისო მასმედიაში "გრიგალი ამოვარდა“ - ყველა დონისა და ყველა მრწამსის მქონე პოლიტიკოსები მის გადადგომას მოითხოვდნენ. კაი-ახიმ შიონბახი იძულებული გახდა მათი სურვილი შეესრულებინა - თანამდებობიდან გადადგომა გამოაცხადა და თხოვნით მიმართა თავდაცვის მინისტრს დაედასტურებინა მისი გადაწყვეტილება.

  • რა თქვა ვიცე-ადმირალმა, რამაც ასეთი ხმაური გამოიწვია?

მისი თქმით:

ყოველ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება ნატოს წევრი გახდეს, თუ ის ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამება. "რუსეთს ვეტოს უფლება არასოდეს არ უნდა ჰქონდეს“. შვედეთმა და ფინეთმა ნატოში წევრობის სურვილი რომ გამოხატონ, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ არავითარი მიზეზი არ არსებობს. საქართველომ წევრობისათვის აუცილებელი პირობები დიდი ხანია შეასრულა, მაგრამ მისი ალიანსში მიღება ამ ეტაპზე "გონივრული არ იქნებოდა“. უკრაინა კი პირიქით, ნატოში მიღების პირობებს არ აკმაყოფილებს - იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ნაწილი, კონკრეტულად დონბასი, სხვა ქვეყნის, კონკრეტულად რუსეთის არმიის ნაწილებით არის ოკუპირებული, რომლებსაც რუსეთში მოლაშქრეებად მიიჩნევენ. ვიცე-ადმირალს არ სჯერა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში "შეიჭრება“ მიწის "მცირე მონაკვეთის“ გამო, ამის დაჯერება "უაზრობა“ იქნებოდა.

კაი-ახიმ შიონბახის თქმით, "ვლადიმერ პუტინი, რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ, სარგებლობს სიტუაციით და ევროპაში განხეთქილების შეტანას ცდილობს“. ვიცე-ადმირალი აგრძელებს:

"ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას უკან აღარ დაუბრუნდება, ეს უკვე ფაქტია. რაც ნამდვილად სურს პუტინს, ის არის, რომ იგი ითხოვს პატივისცემას ყველასთან თანასწორად. ღმერთო ჩემო, განა პატივისცემის გამოვლენა ვინმეს მიმართ დასაძრახია? მე რომ მკითხონ (მაგრამ არავინ მეკითხება), ვიტყოდი, რომ ამ კაცს იმ პატივისცემით მოვეპყრობოდი, რომელსაც იგი, ალბათ, იმსახურებს“.

ვიცე-ადმირალი ჩინეთში დიდ საფრთხეს ხედავს:

"ჩვენ - ინდოეთს და გერმანიას, ორივეს გვჭირდება რუსეთი, ჩინეთის წინააღმდეგ“. როგორც ჩანს, კაი-ახიმ შიონბახმა ჩინეთის შესახებ ასე იმიტომ თქვა, რომ თავისი ინდოელი კოლეგების ყურადღება მიეპყრო. როგორც ცნობილია, ჩინეთსა და ინდოეთს შორის უკვე მრავალი წელია სასაზღვრო დავა მიმდინარეობს, რომელმაც არაერთხელ გამოიწვია ინციდენტები სამხედრო მოსამსახურეთა მსხვერპლით.

როგორც კაი-ახიმ შიონბახი აღნიშნავს, მისთვის, ქრისტიან-კათოლიკესათვის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ახლოს დგას იმ შემთხვევაშიც კი, ვლადიმერ პუტინი რომ ათეისტი იყოს. ევროკავშირს და საერთოდ ევროპას რუსეთთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე ჩინეთთან. ეს თეზისი ერთ-ერთი მთავარია ამერიკელი წამყვანი გეოპოლიტიკოს-სტრატეგოსის ჰენრი კისინჯერის თეზისებიდან, რომელიც მან გაახმუარა თავის წიგნში "მსოფლიო წესრიგი“ (დაისტამბა 2014 წელს).

ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში კოდური სახელწოდებებით "ურყევი თავისუფლება“ და "ატალანტა“, სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლად დანიშვნამდე იგი მუშაობდა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსად. "მწვანეთა პარტიის“ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა რეინჰარდ ბიუტიკოფერმა კაი-ახიმ შიონბახის გამონათქვამებზე ტვიტერში დაწერა, რომ [ვიცე-ადმირალისგან] "ეს დაუჯერებელია“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ