პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში სახლი გავყიდეთ და აქ გადმოვედით... ამ ტერიტორიას "მილიონერების უბანს" ეძახიან" - სოფელში გადასახლებული წყვილის მეურნეობა
"თბილისში სახლი გავყიდეთ და აქ გადმოვედით... ამ ტერიტორიას "მილიონერების უბანს" ეძახიან" - სოფელში გადასახლებული წყვილის მეურნეობა

თბი­ლი­სი­დან სოფ­ლად და­სახ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხის შე­სა­ხებ უნდა მო­გი­თხროთ, რომ­ლის წევ­რებ­საც ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვართ და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვაც გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­მოს­დით. თუმ­ცა სა­ნამ სოფ­ლად ცხოვ­რე­ბას გა­და­წყვეტ­დნენ, კარ­გად და­ფიქ­რდნენ, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უნა­რე­ბი შე­ა­ფა­სეს - შეძ­ლებ­დნენ ქა­ლაქ­ში გო­ნებ­რი­ვი შრო­მის­თვის სოფ­ლად ფი­ზი­კუ­რი შრო­მა შე­ე­თავ­სე­ბი­ნათ? იმა­ზეც იფიქ­რეს, ამ ყვე­ლა­ფერს ცოდ­ნა რომ სჭირ­დე­ბო­და და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბაც არ და­ი­ზა­რეს.

ბე­სიკ ან­დრი­ა­ძე:

- თბი­ლის­ში კერ­ძო სახ­ლი გავ­ყი­დეთ და სამი წლის წინ სო­ფელ თხინ­ვა­ლა­ში მიწა შე­ვი­ძი­ნეთ, სა­დაც სახ­ლი ავი­შე­ნეთ. ეს ად­გი­ლი თბი­ლისს ეკუთ­ვნის, ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა. ვცხოვ­რობთ მე, მე­უღ­ლე და ბავ­შვი. დავ­სახ­ლდით თუ არა, ნაკ­ვეთ­ში დავრგეთ ხე­ხი­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი. ფარ­თო­ბი 900 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, ოჯა­ხის­თვის საკ­მა­რი­სია. კომ­ფორ­ტს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ტე­რი­ტო­რია ისე სწრა­ფად გა­შენ­და, „მი­ლი­ო­ნე­რე­ბის უბან­საც“ კი ეძა­ხი­ან. წყა­ლი, დენი, ინ­ტერ­ნე­ტი გვაქვს.

მოკ­ლედ, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბოცვრე­ბი მო­ვა­შე­ნეთ, ოღონდ, ჩვე­ნი გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ხორცს არ მი­ვირ­თმევთ, თან დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბოც­ვე­რის ხორ­ცი არც იჭ­მე­ვა. ისი­ნი სი­ლა­მა­ზის გამო ირ­ჩე­ვა. სხვა­დას­ხვა ჯიში გვყავს, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ცა­ლია და ნელ-ნელა ვყი­დით.

- დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბოცვრის მოვ­ლის წე­სე­ბი რო­გო­რია?

- დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სწორ კვე­ბას, რად­გან კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა სუს­ტი აქვთ. ძი­რი­თა­დად, მარ­ცვლე­ულს (შვრია, ქერი) ჭა­მენ, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­სარ­გებ­ლო ბა­ლახს. ამა­შიც კარ­გად უნდა გა­ერ­კვე, რად­გან ზო­გი­ერ­თი ბა­ლა­ხი მომ­წამ­ვლე­ლია. ამი­ტომ საკ­ვებს სა­გან­გე­ბოდ ვურ­ჩევთ. ბა­ლა­ხი ვი­ტა­მი­ნე­ბით ამ­დიდ­რებს მათ ორ­გა­ნიზმს. იონ­ჯაც მო­ვიყ­ვა­ნეთ. შვრი­ა­სა და ქერს კი ვყი­დუ­ლობთ. წყა­ლი ჭურ­ჭელ­ში მუდ­მი­ვად უნდა ედ­გათ. სი­სუფ­თა­ვე მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ მუდ­მი­ვად ვი­ცავთ, რომ რამე ბაქ­ტე­რია არ შეჰ­ყვეთ და არ და­ა­ვად­დნენ. და­ა­ვა­დე­ბე­ბი სწო­რედ უსუფ­თა­ო­ბით ჩნდე­ბა. მოკ­ლედ, კვე­ბა­სა და სი­სუფ­თა­ვეს დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ.

- ვაქ­ცი­ნა­ცია არ სჭირ­დე­ბათ?

- ბოცვრებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა, რად­გა­ნაც ცოფი არ ემარ­თე­ბათ. თუ სხვა ცხო­ვე­ლის­გან გა­და­ე­დოთ, იმ­დე­ნად სწრა­ფად იხო­ცე­ბი­ან, რომ ცო­ფის გა­და­ტა­ნას ვერც ას­წრე­ბენ. იმუ­ნი­ტე­ტი ძა­ლი­ან სუს­ტი აქვთ. მხო­ლოდ მუც­ლის ჭი­ა­ზე ვცრით, რომ ნაწ­ლა­ვებ­ში ჭია არ გა­უჩ­ნდეთ. დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბოც­ვე­რი სუფ­თა ცხო­ვე­ლია. მისი ნაკ­ბე­ნი თუ გა­ნა­კაწ­რი უსაფრ­თხოა, ადა­მი­ანს აცრა არ სჭირ­დე­ბა, თან ჩვე­ნი ბოცვრე­ბი ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, არც მი­წას ეხე­ბი­ან და არც სხვა ცხო­ვე­ლებს, გა­ლი­ებ­ში გვყავს.

- რა­ტომ?

- რო­გორც კი წა­მო­იზ­რდე­ბი­ან, მამ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ჩხუ­ბო­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თი მოკ­ლან კი­დეც. დე­დალ-მა­მა­ლი ხში­რად ჯვარ­დე­ბა და სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან. ამი­ტომ ყვე­ლას ცალ­კე "სახ­ლში" ვა­თავ­სებთ.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­შე­ბის ქათ­მე­ბიც გყო­ლი­ათ...

- დიახ, ახ­ლა­ხან და­ვი­წყეთ მო­შე­ნე­ბა, მეკ­ვერ­ცხუ­ლი და მე­ხორ­ცუ­ლი ჯი­შე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვი­ძიე. არც ჩვენს გაზ­რდილ ქათ­მებს მი­ვირ­თმევთ, კვერ­ცხს კი გე­ახ­ლე­ბით. ზამ­თარ­შიც დე­ბენ. მათი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა იმა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ღია ცის­ფერ და ღია მწვა­ნე კვერ­ცხებს დე­ბენ. ეს ერთ-ერთი ჩი­ნუ­რი ჯი­შია. სულ ოთხი უცხო ჯიში გვყავს. მათი კვერ­ცხი ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მი­ნე­რა­ლე­ბით არის მდი­და­რი.

- ქათ­მებ­საც ისე­ვე უვ­ლით, რო­გორც ბოცვრებს?

- სა­ქათ­მეს პა­ტა­რა შე­სას­ვლე­ლი აქვს, როცა და­სა­ძი­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, შე­დი­ან და იძი­ნე­ბენ, გა­იღ­ვი­ძე­ბენ და გა­მო­დი­ან. ეზო­ში თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან. სპე­ცი­ა­ლუ­რად არ სჭირ­დე­ბა და­ბი­ნა­ვე­ბა, კა­რის გახ­სნა-ჩა­კეტ­ვა. და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ. ეს ქათ­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბაა, ბოცვრე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით - ოჯა­ხად ცხოვ­რო­ბენ. სა­დაც ბოცვრე­ბის გა­ლი­ე­ბი მაქვს, იქ­ვეა ქათ­მე­ბის ტე­რი­ტო­რი­აც. ბოცვრის ნა­კე­ლი მი­წას რომ ერე­ვა, იქ ჭი­ა­ღუა, მატ­ლი ჩნდე­ბა, რა­საც ქათ­მე­ბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქე­ქა­ვენ, და­მა­ტე­ბით ვაძ­ლევთ სი­მინდს, ხორ­ბალს, ქერს - ყვე­ლა­ნა­ირ მარ­ცვლე­ულს. ჩვე­ნი ბა­ღის ვაშლსაც ვაჭ­მევთ, ბოსტნე­ულს, ბა­ლახს. ნა­თე­სა­ვებს უკ­ვირთ, ასე ნა­ტუ­რა­ლუ­რად გაზ­რდილ ქათ­მებს რო­გორ არ ჭამ­თო? ყვე­ლას ვუხ­სნით, რომ არ შეგ­ვიძ­ლია მათი დაკ­ვლა.

- ხილ-ბოსტნე­უ­ლიც სა­კუ­თა­რი გაქვთ?

- კი, ხი­ლიც ბლო­მად გვაქვს. ხე­ხილს ვსხლავთ, მაგ­რამ არ ვწამ­ლავთ, შხამ ქი­მი­კატს არ ვი­ყე­ნებთ. ამის გამო შე­იძ­ლე­ბა აქა-იქ ჭია ჰქონ­დეს, სა­მა­გი­ე­როდ, ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტია. ზა­ფხულ­ში ბოს­ტან­საც ვა­მუ­შა­ვებთ. ძი­რი­თა­დად, ის ბოსტნე­უ­ლი მოგ­ვყავს, რო­მე­ლიც ოჯახ­ში გვჭირ­დე­ბა.

- შრო­მა­ტე­ვად საქ­მეს ხართ შე­ჭი­დე­ბუ­ლი, თან თბი­ლის­ში სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ხართ და­საქ­მე­ბუ­ლი...

- კი, ჩემი მე­უღ­ლე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს, პრო­ფე­სო­რია, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ის­ტო­რი­ი­სა და ია­პო­ნუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია. მე ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ვირ­თუ­ლი ვარ... ჩემი მე­უღ­ლე ასე­ვე ვარ­დებ­სა და დე­კო­რა­ტი­ულ ხე-მცე­ნა­რე­ებს უვ­ლის. სა­სუ­ქად ბოცვრე­ბის ნა­კელს ვი­ყე­ნებთ.

- მოკ­ლედ, წი­ნას­წა­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­და­გაქვთ.

- კი, ასეა. პრაქ­ტი­კამ უფრო გა­აღ­რმა­ვა ჩვე­ნი ცოდ­ნა. ჩვე­ნი 12 წლის ბიჭი, ალექ­სან­დრეც, ინ­ტერ­ნე­ტით სწავ­ლობ­და ბოცვრე­ბის მოვ­ლას, შემ­დეგ თა­ვი­სი არ­ხიც შექ­მნა „იუ­თუბ­ზე“ და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ინ­გლი­სურ ენა­ზე მოვ­ლის წე­სებს ას­წავ­ლის.

- მას შემ­დეგ, რაც ქა­ლა­ქი და­ტო­ვეთ, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­იც­ვა­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის?

- სი­ცო­ცხლის ელექ­სი­რი­ვი­თაა. გვი­ხა­რია, რომ შრო­მა ამარ­თლებს, შე­დე­გი გვაქვს. ქათ­მებ­მა ფე­რა­დი კვერ­ცხე­ბი რომ დაგ­ვი­დეს, არ გვჯე­რო­და... ამ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა და ცხოვ­რე­ბა ზე­ი­მია, ოღონდ ამის­თვის ბევ­რი რა­მის შეს­წავ­ლა დაგ­ვჭირ­და.

- სოფ­ლად მე­ურ­ნე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს რა რჩე­ვას მის­ცემთ. ღირს ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა?

- თუ ადა­მი­ანს არ უყ­ვარს ბუ­ნე­ბა, ჯობს, ამ ნა­ბიჯს ნუ გა­დად­გამს. თუ მზად არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის და­წყე­ბა რთუ­ლია. მცე­ნა­რე, ბა­ლა­ხი უნდა გიყ­ვარ­დეს, მერე უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, რომ ამას მოს­დევს ტა­ლა­ხი, სუნი... ზოგ­ჯერ ქარ­ში, ყინ­ვა­ში გი­წევს საქ­მის კე­თე­ბა, თა­ნაც სამ­სა­ხუ­რის მერე. ეზოს მუდ­მი­ვი მოვ­ლა უნდა, ბა­ლა­ხის გა­თიბ­ვა, შე­მო­ღობ­ვა, დი­ზა­ინ­ზე ზრუნ­ვა... ამი­ტომ მთა­ვა­რია სიყ­ვა­რუ­ლი და ამ ყვე­ლა­ფერ­თან გა­აზ­რე­ბუ­ლად მიდ­გო­მა. მა­შინ გა­ა­მარ­თლებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგია
8

კარგია და მისასლმებელია რომ ქალაქს გაექცნენ და ლისზე გადავიდნენ სუფთა ჰაერზე საცხოვრებლად, მაგრამ "თხინვალა" მთლად სოფელი არ არის. თბილისში ბინის გაყიდვა საკმარისი არ იქნებოდა იქ სახლის ასაშენებლად, ლისის ფასები მაღალია, ანუ ოჯახს აქვს კარგი შემოსავალი. სამწუხაროდ უმრავლესობა არათუ მიწას, 20 კვადრატულსაც ვერ შეიძენს ქალაქში და სოფლეში ვინღა წავა, იქიდან გამორბიან. 

eteri
6

წარმატებები თქვენ საქმიანობას,ჭამეთ სახლში გამოზრდილი ქათმები ,ძნელია თქვენი გაზდილების დაკვლა,მაგრამ ვფიქრობ ბუნებამ ისინი ადამიანებისთვის გააჩინა ტურა და მელია ხომ იტაცებს ,ამიტომ უმჯობესია თქვენ მიირთვათ,კიდევ ერთხელ გისურვებთ წისვლას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

"თბილისში სახლი გავყიდეთ და აქ გადმოვედით... ამ ტერიტორიას "მილიონერების უბანს" ეძახიან" - სოფელში გადასახლებული წყვილის მეურნეობა

"თბილისში სახლი გავყიდეთ და აქ გადმოვედით... ამ ტერიტორიას "მილიონერების უბანს" ეძახიან" - სოფელში გადასახლებული წყვილის მეურნეობა

თბილისიდან სოფლად დასახლებული ახალგაზრდა ოჯახის შესახებ უნდა მოგითხროთ, რომლის წევრებსაც ბუნება ძალიან უყვართ და გარემოზე ზრუნვაც გამორჩეულად გამოსდით. თუმცა სანამ სოფლად ცხოვრებას გადაწყვეტდნენ, კარგად დაფიქრდნენ, საკუთარი შესაძლებლობები და უნარები შეაფასეს - შეძლებდნენ ქალაქში გონებრივი შრომისთვის სოფლად ფიზიკური შრომა შეეთავსებინათ? იმაზეც იფიქრეს, ამ ყველაფერს ცოდნა რომ სჭირდებოდა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებაც არ დაიზარეს.

ბესიკ ანდრიაძე:

- თბილისში კერძო სახლი გავყიდეთ და სამი წლის წინ სოფელ თხინვალაში მიწა შევიძინეთ, სადაც სახლი ავიშენეთ. ეს ადგილი თბილისს ეკუთვნის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა. ვცხოვრობთ მე, მეუღლე და ბავშვი. დავსახლდით თუ არა, ნაკვეთში დავრგეთ ხეხილი, დეკორატიული მცენარეები. ფართობი 900 კვადრატული მეტრია, ოჯახისთვის საკმარისია. კომფორტს რაც შეეხება, ეს ტერიტორია ისე სწრაფად გაშენდა, „მილიონერების უბანსაც“ კი ეძახიან. წყალი, დენი, ინტერნეტი გვაქვს.

მოკლედ, დეკორატიული ბოცვრები მოვაშენეთ, ოღონდ, ჩვენი გაზრდილი ცხოველების ხორცს არ მივირთმევთ, თან დეკორატიული ბოცვერის ხორცი არც იჭმევა. ისინი სილამაზის გამო ირჩევა. სხვადასხვა ჯიში გვყავს, დაახლოებით 50 ცალია და ნელ-ნელა ვყიდით.

- დეკორატიული ბოცვრის მოვლის წესები როგორია?

- დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, რადგან კუჭ-ნაწლავის სისტემა სუსტი აქვთ. ძირითადად, მარცვლეულს (შვრია, ქერი) ჭამენ, ასევე სხვადასხვა სასარგებლო ბალახს. ამაშიც კარგად უნდა გაერკვე, რადგან ზოგიერთი ბალახი მომწამვლელია. ამიტომ საკვებს საგანგებოდ ვურჩევთ. ბალახი ვიტამინებით ამდიდრებს მათ ორგანიზმს. იონჯაც მოვიყვანეთ. შვრიასა და ქერს კი ვყიდულობთ. წყალი ჭურჭელში მუდმივად უნდა ედგათ. სისუფთავე მათთვის აუცილებელია, ამიტომ მუდმივად ვიცავთ, რომ რამე ბაქტერია არ შეჰყვეთ და არ დაავადდნენ. დაავადებები სწორედ უსუფთაობით ჩნდება. მოკლედ, კვებასა და სისუფთავეს დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

- ვაქცინაცია არ სჭირდებათ?

- ბოცვრებში ვაქცინაცია საქართველოში არ ხდება, რადგანაც ცოფი არ ემართებათ. თუ სხვა ცხოველისგან გადაედოთ, იმდენად სწრაფად იხოცებიან, რომ ცოფის გადატანას ვერც ასწრებენ. იმუნიტეტი ძალიან სუსტი აქვთ. მხოლოდ მუცლის ჭიაზე ვცრით, რომ ნაწლავებში ჭია არ გაუჩნდეთ. დეკორატიული ბოცვერი სუფთა ცხოველია. მისი ნაკბენი თუ განაკაწრი უსაფრთხოა, ადამიანს აცრა არ სჭირდება, თან ჩვენი ბოცვრები ძალიან ჯანმრთელები არიან, არც მიწას ეხებიან და არც სხვა ცხოველებს, გალიებში გვყავს.

- რატომ?

- როგორც კი წამოიზრდებიან, მამლები ერთმანეთში ჩხუბობენ, შეიძლება ერთმანეთი მოკლან კიდეც. დედალ-მამალი ხშირად ჯვარდება და სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ ყველას ცალკე "სახლში" ვათავსებთ.

- განსაკუთრებული ჯიშების ქათმებიც გყოლიათ...

- დიახ, ახლახან დავიწყეთ მოშენება, მეკვერცხული და მეხორცული ჯიშები მთელ საქართველოში მოვიძიე. არც ჩვენს გაზრდილ ქათმებს მივირთმევთ, კვერცხს კი გეახლებით. ზამთარშიც დებენ. მათი განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ ღია ცისფერ და ღია მწვანე კვერცხებს დებენ. ეს ერთ-ერთი ჩინური ჯიშია. სულ ოთხი უცხო ჯიში გვყავს. მათი კვერცხი ვიტამინებითა და მინერალებით არის მდიდარი.

- ქათმებსაც ისევე უვლით, როგორც ბოცვრებს?

- საქათმეს პატარა შესასვლელი აქვს, როცა დასაძინებლად ემზადებიან, შედიან და იძინებენ, გაიღვიძებენ და გამოდიან. ეზოში თავისუფლად დადიან. სპეციალურად არ სჭირდება დაბინავება, კარის გახსნა-ჩაკეტვა. დამოუკიდებლად ცხოვრობენ. ეს ქათმის განსაკუთრებული თვისებაა, ბოცვრებისგან განსხვავებით - ოჯახად ცხოვრობენ. სადაც ბოცვრების გალიები მაქვს, იქვეა ქათმების ტერიტორიაც. ბოცვრის ნაკელი მიწას რომ ერევა, იქ ჭიაღუა, მატლი ჩნდება, რასაც ქათმები დღის განმავლობაში ქექავენ, დამატებით ვაძლევთ სიმინდს, ხორბალს, ქერს - ყველანაირ მარცვლეულს. ჩვენი ბაღის ვაშლსაც ვაჭმევთ, ბოსტნეულს, ბალახს. ნათესავებს უკვირთ, ასე ნატურალურად გაზრდილ ქათმებს როგორ არ ჭამთო? ყველას ვუხსნით, რომ არ შეგვიძლია მათი დაკვლა.

- ხილ-ბოსტნეულიც საკუთარი გაქვთ?

- კი, ხილიც ბლომად გვაქვს. ხეხილს ვსხლავთ, მაგრამ არ ვწამლავთ, შხამ ქიმიკატს არ ვიყენებთ. ამის გამო შეიძლება აქა-იქ ჭია ჰქონდეს, სამაგიეროდ, ნატურალური პროდუქტია. ზაფხულში ბოსტანსაც ვამუშავებთ. ძირითადად, ის ბოსტნეული მოგვყავს, რომელიც ოჯახში გვჭირდება.

- შრომატევად საქმეს ხართ შეჭიდებული, თან თბილისში სრული დატვირთვით ხართ დასაქმებული...

- კი, ჩემი მეუღლე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, პროფესორია, ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და იაპონური ენის სპეციალისტია. მე ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობ. მთელი დღის განმავლობაში დატვირთული ვარ... ჩემი მეუღლე ასევე ვარდებსა და დეკორატიულ ხე-მცენარეებს უვლის. სასუქად ბოცვრების ნაკელს ვიყენებთ.

- მოკლედ, წინასწარი შესწავლის შემდეგ ცოდნა პრაქტიკაში გადაგაქვთ.

- კი, ასეა. პრაქტიკამ უფრო გააღრმავა ჩვენი ცოდნა. ჩვენი 12 წლის ბიჭი, ალექსანდრეც, ინტერნეტით სწავლობდა ბოცვრების მოვლას, შემდეგ თავისი არხიც შექმნა „იუთუბზე“ და დაინტერესებულ ადამიანებს ინგლისურ ენაზე მოვლის წესებს ასწავლის.

- მას შემდეგ, რაც ქალაქი დატოვეთ, თქვენი ცხოვრების სტილი შეიცვალა. ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენთვის?

- სიცოცხლის ელექსირივითაა. გვიხარია, რომ შრომა ამართლებს, შედეგი გვაქვს. ქათმებმა ფერადი კვერცხები რომ დაგვიდეს, არ გვჯეროდა... ამ გარემოში ყოფნა და ცხოვრება ზეიმია, ოღონდ ამისთვის ბევრი რამის შესწავლა დაგვჭირდა.

- სოფლად მეურნეობით დაინტერესებულ ადამიანებს რა რჩევას მისცემთ. ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა?

- თუ ადამიანს არ უყვარს ბუნება, ჯობს, ამ ნაბიჯს ნუ გადადგამს. თუ მზად არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, ნებისმიერი რამის დაწყება რთულია. მცენარე, ბალახი უნდა გიყვარდეს, მერე უნდა გაითვალისწინო, რომ ამას მოსდევს ტალახი, სუნი... ზოგჯერ ქარში, ყინვაში გიწევს საქმის კეთება, თანაც სამსახურის მერე. ეზოს მუდმივი მოვლა უნდა, ბალახის გათიბვა, შემოღობვა, დიზაინზე ზრუნვა... ამიტომ მთავარია სიყვარული და ამ ყველაფერთან გააზრებულად მიდგომა. მაშინ გაამართლებს.