პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინ დიდი კარიერა ელოდა, როცა საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა" - ქართული კინოს მშვენების უცნობი ცხოვრება და თურქეთში აკრძალული "ფატიმას" ისტორია
"წინ დიდი კარიერა ელოდა, როცა საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა" - ქართული კინოს მშვენების უცნობი ცხოვრება და თურქეთში აკრძალული "ფატიმას" ისტორია

ფილ­მი "ფა­ტი­მა" კარ­გა­და არის ცნო­ბი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს ფილ­მი არა­ერ­თხელ უნა­ხავს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის მის შე­სა­ხებ, ვინც მთა­ვა­რი როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი სერ­გი ცენ­ტე­რა­ძე წლე­ბია ქარ­თუ­ლი კი­ნოს და მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ სე­რი­ო­ზულ კვლე­ვებს აწარ­მო­ებს. ამ­ჯე­რად იგი თა­მარ კო­კო­ვას შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს...

სერ­გი ცენ­ტე­რა­ძე:

- არის ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რე­ბელ­თა შო­რის უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და დრო მათ ვე­რა­ფერს აკ­ლებს... 1958 წელს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და სიკო დო­ლი­ძის ფილ­მი-შე­დევ­რი "ფა­ტი­მა". ფილ­მი ქარ­თუ­ლი კი­ნოს კლა­სი­კად ით­ვლე­ბა და დღემ­დე მა­ყუ­რე­ბე­ლი დიდი ემო­ცი­ე­ბით (ვინ პირ­ვე­ლად, ვინ მე­რამ­დე­ნედ ) ადევ­ნებს თვალს ფილ­მის გმი­რე­ბის თავ­გა­და­სა­ვალს ეკ­რან­ზე... შე­სა­ნიშ­ნავ­მა რე­ჟი­სორ­მა ამ ფილმში თავი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მსა­ხი­ო­ბებს მო­უ­ყა­რა. მა­ყუ­რე­ბელ­მა პირ­ვე­ლად იხი­ლა დიდ ეკ­რან­ზე ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვე­ბი: ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და თენ­გიზ არჩვა­ძე. "ფა­ტი­მას" როლს კი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი თა­მარ კო­კო­ვა ას­რუ­ლებ­და.

ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი ოსი კლა­სი­კო­სის კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პო­ე­მის მი­ხედ­ვით. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი, მთის მკაც­რი ადათ-წე­სე­ბი და მშვე­ნი­ე­რი ქა­ლის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია, აი ფილ­მის ძი­რი­თა­დი საკ­ვან­ძო თე­მე­ბი. ფილ­მის ში­ნა­არსს არ მოვ­ყვე­ბი, რად­გან ყვე­ლა კი­ნო­მოყ­ვა­რულ­მა ლა­მის ზე­პი­რად იცის. ვი­ტყვი მხო­ლოდ იმას, რომ ფილ­მის პო­პუ­ლა­რო­ბა ბევ­რმა ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა: არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი და მათი შე­უ­და­რე­ბე­ლი თა­მა­ში, შე­სა­ნიშ­ნა­ვი კოს­ტი­უ­მე­ბი, სულ­ში ჩამ­წვდო­მი მუ­სი­კა და გა­და­მე­ტე­ბუ­ლად არ ჩა­მეთ­ვლე­ბა თუ ვი­ტყვი, რომ ამ ფილმში მარ­თლაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­მარ კო­კო­ვა - მომ­ხიბ­ვლე­ლი, ნაზი, მე­ლან­ქო­ლი­უ­რი, სა­ო­ცა­რი მზე­რით, რა­ღაც­ნა­ი­რი სევ­და­ნა­რე­ვი ღი­მი­ლით, არა­მი­წი­ე­რი სი­ლა­მა­ზით და შე­სა­ნიშ­ნა­ვი გარ­და­სახ­ვის უნა­რით.

თა­მარ კო­კო­ვა–ფა­ტი­მა, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი–ჯამ­ბუ­ლა­ტი

მისი ყო­ვე­ლი მო­მენ­ტი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია, რო­მელ ერ­თზე დავ­წე­რო, ჯამ­ბუ­ლატ­თან ფა­რუ­ლი შეხ­ვედ­რი­სას, რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით შეს­ცქე­რის სატ­რფოს თუ გა­მო­თხო­ვე­ბი­სას, როცა ერ­თგუ­ლე­ბის ფიცს აძ­ლევს და მე­და­ლი­ონს უსახ­სოვ­რებს. რამ­დე­ნი სევ­და და ტკი­ვი­ლია მის ხმა­ში, როცა იბ­რა­ჰიმს ესა­უბ­რე­ბა ტყე­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ფილ­მის ფი­ნა­ლუ­რი კად­რე­ბი, როცა ქმრის ( იბ­რა­ჰი­მის ) და­ღუპ­ვას შე­ი­ტყობს ჯამ­ბუ­ლა­ტის­გან და თა­მარ კო­კო­ვას გმი­რი ჭკუ­ი­დან გა­და­ვა: მი­მი­კა, მზე­რა, ჟეს­ტე­ბი და­მა­ჯე­რებ­ლად აჩ­ვე­ნებს მა­ყუ­რე­ბელს გმი­რის ში­ნა­გან ტრა­გე­დი­ას.

და­მიბ­რუ­ნეთ ჩემი შვი­ლი! ტი­რი­ლით მი­მარ­თავს მათ, ვინც მისი შვი­ლი წა­იყ­ვა­ნა და ამ დროს ეკ­რან­ზე ფარ­თო პლა­ნით ვხე­დავთ ტკი­ვი­ლის­გან, დარ­დის­გან, ტან­ჯვის­გან და­მა­ხინ­ჯე­ბულ სა­ხეს, რო­მელ­საც გარს შე­მოხ­ვე­ვია ჩა­მოშ­ლი­ლი გა­წე­წი­ლი თმე­ბი და ცრემ­ლით სავ­სე, მუ­და­რით მომ­ზი­რალ თვა­ლებს, რამ­დე­ნი­მე წამ­ში კი გუ­ლის­მომ­კვლე­ლი ქვი­თი­ნი სლუ­კუ­ნით შე­იც­ვლე­ბა, მერე კი თა­ვა­წყვე­ტი­ლი, უზო­მო ხარ­ხა­რი გვეს­მის. ამ ეპი­ზოდ­ში მსა­ხი­ო­ბი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა და უზა­დო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გად­მოს­ცემს გმი­რის ემო­ცი­ებს და სუ­ლი­ერ გან­ცდებს. ფილ­მი მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე სი­უ­ჟე­ტი­სა, დღემ­დე ით­ვლე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­თა საყ­ვა­რელ ფილ­მად, თა­მარ კო­კო­ვა კი მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­ზეც დღეს ვსა­უბ­რობთ.

- ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის თა­მარ კო­კო­ვას ბი­ოგ­რა­ფია...

- თა­მარ კო­კო­ვა და­ი­ბა­და 1934 წლის 15 მარტს ქა­ლაქ ნალ­ჩიკ­ში ( ეროვ­ნე­ბით ყა­ბარ­დო­ე­ლი გახ­ლავთ ) სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა მოს­კო­ვის ლუ­ჩა­ნარ­სკის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა 1955 წელს, როცა მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, ფილმში "სატ­რფოს თავ­შა­ლი", სა­დაც მა­რი­ა­მის როლი შე­ას­რუ­ლა. 1958 წლი­დან არის კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" მსა­ხი­ო­ბი და მისი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი გახ­ლავთ მთა­ვა­რი როლი ფილმში "ფა­ტი­მა". ამ როლ­მა მას მო­უ­ტა­ნა არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა და მთა­ვა­რი პრი­ზი ქა­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის სა­კავ­ში­რო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. 1961 წლი­დან მოღ­ვა­წე­ო­ბას იწყებს მოს­კო­ვის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში.

"ფა­ტი­მას" წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ წამ­ყვა­ნი რე­ჟი­სო­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ თა­ვი­ანთ ფილ­მებ­ში გა­და­ე­ღოთ ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელს ხიბ­ლავ­და. მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი მოკ­ლე კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მო­ას­წრო ოც ფილმში გა­და­ღე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­პა­თი­ის მო­პო­ვე­ბა. მას წინ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა, როლი, ფილ­მე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სო­რებ­თან მუ­შა­ო­ბა ელო­და, მაგ­რამ...

1975 წელს გა­და­ღე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად ტაშ­კენ­ტში ჩა­ვი­და, აე­რო­პორ­ტი­დან მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი მოჰ­ყვა სა­ში­ნელ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და მრა­ვა­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბით და სა­ში­ნე­ლი ტრავ­მე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს.

გა­უ­კე­თეს რამ­დე­ნი­მე მძი­მე ოპე­რა­ცია, გა­დარ­ჩა, მაგ­რამ მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა კი­ნო­სამ­ყა­რო­ში დას­რულ­და (მხო­ლოდ ერთი ეპი­ზო­დუ­რი როლი კი­ნო­ში 1981 წელს და ფილ­მე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა).

ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის მე­უღ­ლე გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ად­ვო­კა­ტი მარკ ვოზ­ნე­სენ­სკი. წყვილს ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია, რო­მე­ლიც გახ­ლავთ ფი­ლო­ლო­გი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი. ( ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ გვერ­დი­დან)

- ფილ­მის (ფა­ტი­მას) ჩვე­ნე­ბა რა­ტომ­ღაც თურ­ქეთ­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო. რა­ტომ?

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ფილმში ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, თურ­ქე­თი ცოტა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კონ­ტექ­სტში არის ნახ­სე­ნე­ბი. თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლად ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. რუ­სულ წყა­რო­ებ­ში ხაზ­გას­მით იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ეგ ფაქ­ტი აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
13

სესილიას ცნობილი სცენა და თამარ კოკოვას შეურაცხადი სახე - მსგავსი ქართულ კინემატოგრაფიაში არ განმეორდება. უმაღლესი პილოტაჟი

 

ლალი ებრალიძე
15

ძალიან კარგი მსახიობი თამარ კოკოევა, მე ესე ვიცოდი, ბევრჯერ წამიკითხავს, რომ მოსკოვში ღამე გაქურდეს, დაჭრეს და გარდაიცვალა. რომელია სიმართლე,?" აქ ასე ჩანს ამ სტატიაში რომ ცოცხალია თითქოს, მერე გამსაკუია მისი გახმოვანება ,. ლეილა ძიგრაშვილი, საოცრად ახმოვანებს, მისი სიცი8ლი ეხლაც კი მესმის, საოცრებაა.... 

ავტორი:

"წინ დიდი კარიერა ელოდა, როცა საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა" - ქართული კინოს მშვენების უცნობი ცხოვრება და თურქეთში აკრძალული "ფატიმას" ისტორია

"წინ დიდი კარიერა ელოდა, როცა საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა" - ქართული კინოს მშვენების უცნობი ცხოვრება და თურქეთში აკრძალული "ფატიმას" ისტორია

ფილმი "ფატიმა" კარგადა არის ცნობილი და უმრავლესობას ეს ფილმი არაერთხელ უნახავს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მის შესახებ, ვინც მთავარი როლი განასახიერა. პროფესიით ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე წლებია ქართული კინოს და მსახიობების შესახებ სერიოზულ კვლევებს აწარმოებს. ამჯერად იგი თამარ კოკოვას შესახებ გვიამბობს...

სერგი ცენტერაძე:

- არის ფილმები, რომლებიც მაყურებელთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ და დრო მათ ვერაფერს აკლებს... 1958 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა სიკო დოლიძის ფილმი-შედევრი "ფატიმა". ფილმი ქართული კინოს კლასიკად ითვლება და დღემდე მაყურებელი დიდი ემოციებით (ვინ პირველად, ვინ მერამდენედ ) ადევნებს თვალს ფილმის გმირების თავგადასავალს ეკრანზე... შესანიშნავმა რეჟისორმა ამ ფილმში თავი არაჩვეულებრივ მსახიობებს მოუყარა. მაყურებელმა პირველად იხილა დიდ ეკრანზე ქართული კინოს ვარსკვლავები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიული ჭოხონელიძე და თენგიზ არჩვაძე. "ფატიმას" როლს კი დამწყები მსახიობი თამარ კოკოვა ასრულებდა.

ფილმი გადაღებულია ცნობილი ოსი კლასიკოსის კოსტა ხეთაგუროვის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით. სასიყვარულო სამკუთხედი, მთის მკაცრი ადათ-წესები და მშვენიერი ქალის ტრაგიკული ისტორია, აი ფილმის ძირითადი საკვანძო თემები. ფილმის შინაარსს არ მოვყვები, რადგან ყველა კინომოყვარულმა ლამის ზეპირად იცის. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ფილმის პოპულარობა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა: არაჩვეულებრივი მსახიობები და მათი შეუდარებელი თამაში, შესანიშნავი კოსტიუმები, სულში ჩამწვდომი მუსიკა და გადამეტებულად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ამ ფილმში მართლაც გამოირჩეოდა თამარ კოკოვა - მომხიბვლელი, ნაზი, მელანქოლიური, საოცარი მზერით, რაღაცნაირი სევდანარევი ღიმილით, არამიწიერი სილამაზით და შესანიშნავი გარდასახვის უნარით.

თამარ კოკოვა–ფატიმა, ოთარ მეღვინეთუხუცესი–ჯამბულატი

მისი ყოველი მომენტი დასამახსოვრებელია, რომელ ერთზე დავწერო, ჯამბულატთან ფარული შეხვედრისას, როგორი სიყვარულით შესცქერის სატრფოს თუ გამოთხოვებისას, როცა ერთგულების ფიცს აძლევს და მედალიონს უსახსოვრებს. რამდენი სევდა და ტკივილია მის ხმაში, როცა იბრაჰიმს ესაუბრება ტყეში. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ფილმის ფინალური კადრები, როცა ქმრის ( იბრაჰიმის ) დაღუპვას შეიტყობს ჯამბულატისგან და თამარ კოკოვას გმირი ჭკუიდან გადავა: მიმიკა, მზერა, ჟესტები დამაჯერებლად აჩვენებს მაყურებელს გმირის შინაგან ტრაგედიას.

დამიბრუნეთ ჩემი შვილი! ტირილით მიმართავს მათ, ვინც მისი შვილი წაიყვანა და ამ დროს ეკრანზე ფართო პლანით ვხედავთ ტკივილისგან, დარდისგან, ტანჯვისგან დამახინჯებულ სახეს, რომელსაც გარს შემოხვევია ჩამოშლილი გაწეწილი თმები და ცრემლით სავსე, მუდარით მომზირალ თვალებს, რამდენიმე წამში კი გულისმომკვლელი ქვითინი სლუკუნით შეიცვლება, მერე კი თავაწყვეტილი, უზომო ხარხარი გვესმის. ამ ეპიზოდში მსახიობი მოწოდების სიმაღლეზეა და უზადო პროფესიონალიზმით გადმოსცემს გმირის ემოციებს და სულიერ განცდებს. ფილმი მიუხედავად მძიმე სიუჟეტისა, დღემდე ითვლება მაყურებელთა საყვარელ ფილმად, თამარ კოკოვა კი მართლაც შესანიშნავი მსახიობია, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ.

- ძალიან ცოტამ თუ იცის თამარ კოკოვას ბიოგრაფია...

- თამარ კოკოვა დაიბადა 1934 წლის 15 მარტს ქალაქ ნალჩიკში ( ეროვნებით ყაბარდოელი გახლავთ ) სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის ლუჩანარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. მისი დებიუტი შედგა 1955 წელს, როცა მეორე კურსის სტუდენტი იყო, ფილმში "სატრფოს თავშალი", სადაც მარიამის როლი შეასრულა. 1958 წლიდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი და მისი სადიპლომო ნამუშევარი გახლავთ მთავარი როლი ფილმში "ფატიმა". ამ როლმა მას მოუტანა არნახული პოპულარობა და მთავარი პრიზი ქალის როლის შესრულებისთვის საკავშირო კინოფესტივალზე. 1961 წლიდან მოღვაწეობას იწყებს მოსკოვის კინომსახიობთა თეატრში.

"ფატიმას" წარმატების შემდეგ წამყვანი რეჟისორები ცდილობდნენ თავიანთ ფილმებში გადაეღოთ ნიჭიერი მსახიობი, რომელიც მშვენიერი გარეგნობით მაყურებელს ხიბლავდა. მსახიობმა თავისი მოკლე კარიერის მანძილზე მოასწრო ოც ფილმში გადაღება და მაყურებლის განსაკუთრებული სიმპათიის მოპოვება. მას წინ არაერთი საინტერესო წინადადება, როლი, ფილმები და საინტერესო რეჟისორებთან მუშაობა ელოდა, მაგრამ...

1975 წელს გადაღებების დასაწყებად ტაშკენტში ჩავიდა, აეროპორტიდან მომავალი მსახიობი მოჰყვა საშინელ ავტოკატასტროფაში და მრავალი მოტეხილობით და საშინელი ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს.

გაუკეთეს რამდენიმე მძიმე ოპერაცია, გადარჩა, მაგრამ მისი მოღვაწეობა კინოსამყაროში დასრულდა (მხოლოდ ერთი ეპიზოდური როლი კინოში 1981 წელს და ფილმების გახმოვანება).

ქალბატონი თამარის მეუღლე გახლავთ ცნობილი ჟურნალისტი და ადვოკატი მარკ ვოზნესენსკი. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი მარია, რომელიც გახლავთ ფილოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი. ( ბიოგრაფიული მონაცემები ამოღებულია ერთ-ერთი ინტერნეტ გვერდიდან)

- ფილმის (ფატიმას) ჩვენება რატომღაც თურქეთში აკრძალული იყო. რატომ?

- ალბათ იმიტომ, რომ ფილმში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განვითარებული საომარი მოვლენების გამო, თურქეთი ცოტა არასასიამოვნო კონტექსტში არის ნახსენები. თუმცა გადაწყვეტილად ვერაფერს ვიტყვი. რუსულ წყაროებში ხაზგასმით იყო აღნიშნული ეგ ფაქტი აკრძალვის შესახებ.