პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ ბარ­კა­ლა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს 730 თა­ნამ­შრო­მელს ხელ­ფა­სი 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან 60%-ით გა­ეზ­რდე­ბა.

რო­გორც ბარ­კა­ლა­ი­ამ სა­მი­ნის­ტრო­ში შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვის მიზ­ნით გაგ­რძელ­დე­ბა.

"სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი გა­ფი­ცუ­ლია და ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბას ითხო­ვენ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს ის სერ­ვი­სე­ბი არ შე­უ­წყდეთ, რო­მე­ლიც მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამის გა­რან­ტია ჩვენ დღეს გვაქვს. მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი წყვე­ტა გვქონ­და დღეს თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში, რო­მე­ლიც აღ­დგა და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 67-ვე ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ში გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ შე­წყვე­ტი­ლა და არ შე­წყდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნებს, რო­გორც იცით, რამ­დე­ნი­მე თვეა სოც­მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მო­თხოვ­ნის მიზ­ნით მუ­შა­ო­ბა.

წინა კვი­რა­ში მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სოც­მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებს, 730 პირს (და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო რგო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, უფ­რო­სი და მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი) 40-დან 60 პრო­ცენ­ტამ­დე მა­ტე­ბა აქვთ ხელ­ფა­სის. 490 ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სის მქონ­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან 750, 880, 990 და 1100 ლარს მი­ი­ღე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ აგენ­ტებს, ისი­ნი პროგ­რა­მით და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან - ეს არის ე.წ. მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის „სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის შე­ფა­სე­ბა მათი მო­წყვლა­დო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით“. ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტე­ბის ფუნ­ქცია. სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტე­ბის ხელ­ფა­სი ორ ნა­წი­ლა­დაა და­ყო­ფი­ლი - ერ­თია ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და მე­ო­რე - გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი 250 ლა­რია სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტის­თვის და 550 ლა­რია უფ­რო­სი სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტის­თვის. ასე­ვე არის 6 ლარი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა თითო დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე. სა­კი­თხი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­რა­ტო­რი­უ­მია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტე­ბი მხო­ლოდ ფიქ­სი­რე­ბულ ხელ­ფასს იღე­ბენ, რად­გან ისი­ნი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მუ­შა­ო­ბენ და მათი ფუნ­ქცია არ არის სა­ჭი­რო ამ პან­დე­მი­ი­დან და მო­რა­ტო­რი­უ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­ბას, ორი­ვე კომ­პო­ნენ­ტი იმა­ტებს, ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­იზ­რდე­ბა 250-დან 400 ლა­რამ­დე და უფ­რო­სი სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტის­თვის - 550-დან 700 ლა­რამ­დე, რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, 6 ლა­რი­დან 10 ლარი გახ­დე­ბა ერთი დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბა. ასე­ვე მათ­თვის ნო­ემ­ბერ­ში იყო შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ფიქ­სი­რე­ბულ ხელ­ფას­ზე გა­დას­ვლა, რა­ზეც მტკი­ცე უარი მი­ვი­ღეთ“, - გა­ნა­ცხა­და ბარ­კა­ლა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ფი­ცულ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რო­გორც ბარ­კა­ლა­ია აღ­ნიშ­ნავს, სა­მი­ნის­ტროს თვით­მი­ზა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა არ არის.

„გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რომ რა­ღაც ტი­პის კონ­სენ­სუსს მი­ვაღ­წი­ოთ. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი არ არის და­პი­რის­პი­რე­ბის რე­ჟიმ­ში ჩვე­ნი­ვე თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ყოფ­ნა. ჩვე­ნი სა­ერ­თო თვით­მი­ზა­ნი უნდა გახ­დეს ის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ შე­უ­წყდეთ სერ­ვი­სე­ბი, ამის გა­რან­ტი სა­ა­გენ­ტო ხდე­ბა - სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც გა­ფი­ცუ­ლე­ბი არ არი­ან, და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა­საც გა­ვა­კე­თებთ, რო ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლი არ დარ­ჩეს. ეს არის სა­ა­გენ­ტოს გაძ­ლი­ე­რე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი. ამის შემ­დგო­მი ეტა­პე­ბია რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე რე­სურ­სუ­ლი და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბაც, რო­მელ­საც მე­თო­დო­ლო­გი­ა­ში საკ­მა­ოდ დიდი და­ნაკ­ლი­სი აქვს. ამ ეტაპ­ზე, ის ანა­ზღა­უ­რე­ბა, რაც შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია, ვფიქ­რობთ, ადეკ­ვა­ტუ­რია. ვფიქ­რობთ, დღეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და მე­ნე­ჯმენ­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბის რე­სურ­სი სა­ა­გენ­ტო­ში არ­სე­ბობს, ჩვენ ამ რე­სურსს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და ბარ­კა­ლა­ი­ამ.

რო­გორც ბარ­კა­ლა­ი­ამ გან­მარ­ტა, სა­ა­გენ­ტო­ში 1000-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლია, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 400 გა­ფი­ცუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

როგორც მინისტრი იძახის ,,200 ლარიდან იზრდებაო,, რა სირცხვილით ამბობ ე.ი.პენსიონერებს უფრო მეტი ჰქონიათ.

დგ
1

 ისაც არ უნდა მუშაობა წავიდეს სახლში

ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება.

როგორც ბარკალაიამ სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თანამშრომლებთან კომუნიკაცია კონსენსუსის მიღწევის მიზნით გაგრძელდება.

"სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი გაფიცულია და ხელფასების მატებას ითხოვენ. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, რომ მოქალაქეებს ის სერვისები არ შეუწყდეთ, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. ამის გარანტია ჩვენ დღეს გვაქვს. მოკლევადიანი წყვეტა გვქონდა დღეს თბილისის ტერიტორიულ ერთეულებში, რომელიც აღდგა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში განცხადებების მიღება ხდება. ამ განცხადებების მიღება არ შეწყვეტილა და არ შეწყდება. რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც იცით, რამდენიმე თვეა სოცმომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის მიზნით მუშაობა.

წინა კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სოცმომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, 730 პირს (დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლები, სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები) 40-დან 60 პროცენტამდე მატება აქვთ ხელფასის. 490 ლარიანი ხელფასის მქონდე თანამშრომელი 1-ელი თებერვლიდან 750, 880, 990 და 1100 ლარს მიიღებენ. რაც შეეხება სოციალურ აგენტებს, ისინი პროგრამით დასაქმებული თანამშრომლები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან - ეს არის ე.წ. მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასება მათი მოწყვლადობის დადგენის მიზნით“. ეს არის სოციალური აგენტების ფუნქცია. სოციალური აგენტების ხელფასი ორ ნაწილადაა დაყოფილი - ერთია ფიქსირებული და მეორე - გამომუშავებაზე დამოკიდებული. ფიქსირებული ნაწილი 250 ლარია სოციალური აგენტისთვის და 550 ლარია უფროსი სოციალური აგენტისთვის. ასევე არის 6 ლარი გამომუშავება თითო დეკლარაციაზე. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიიდან გამომდინარე მორატორიუმია გამოცხადებული, შესაბამისად, სოციალური აგენტები მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს იღებენ, რადგან ისინი ორი წლის განმავლობაში არ მუშაობენ და მათი ფუნქცია არ არის საჭირო ამ პანდემიიდან და მორატორიუმიდან გამომდინარე. რაც შეეხება მატებას, ორივე კომპონენტი იმატებს, ფიქსირებული ანაზღაურება გაიზრდება 250-დან 400 ლარამდე და უფროსი სოციალური აგენტისთვის - 550-დან 700 ლარამდე, რაც შეეხება გამომუშავებას, 6 ლარიდან 10 ლარი გახდება ერთი დეკლარაციის შევსება. ასევე მათთვის ნოემბერში იყო შეთავაზებული ფიქსირებულ ხელფასზე გადასვლა, რაზეც მტკიცე უარი მივიღეთ“, - განაცხადა ბარკალაიამ.

რაც შეეხება გაფიცულ თანამშრომლებთან კომუნიკაციას, როგორც ბარკალაია აღნიშნავს, სამინისტროს თვითმიზანი დაპირისპირების რეჟიმში ყოფნა არ არის.

„გამოსავალი არის ის, რომ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციას, რომ რაღაც ტიპის კონსენსუსს მივაღწიოთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის დაპირისპირების რეჟიმში ჩვენივე თანამშრომლებთან ყოფნა. ჩვენი საერთო თვითმიზანი უნდა გახდეს ის, რომ მოქალაქეებს არ შეუწყდეთ სერვისები, ამის გარანტი სააგენტო ხდება - სხვა თანამშრომლები ჩაერთვებიან, რომლებიც გაფიცულები არ არიან, დამატებითი რესურსის მობილიზებასაც გავაკეთებთ, რო ჩვენი მოქალაქეების განცხადებები მიუღებელი არ დარჩეს. ეს არის სააგენტოს გაძლიერების პირველი ეტაპი. ამის შემდგომი ეტაპებია როგორც ფინანსური, ასევე რესურსული და მეთოდოლოგიური გაძლიერებაც, რომელსაც მეთოდოლოგიაში საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. ამ ეტაპზე, ის ანაზღაურება, რაც შეთავაზებულია, ვფიქრობთ, ადეკვატურია. ვფიქრობთ, დღეს თანამშრომლების და მენეჯმენტის მოლაპარაკების რესურსი სააგენტოში არსებობს, ჩვენ ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ბარკალაიამ.

როგორც ბარკალაიამ განმარტა, სააგენტოში 1000-ზე მეტი თანამშრომელია, აქედან დაახლოებით, 400 გაფიცულია.