სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილისგან იზოლირებული ვარ... თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად, მცხეთაში, მის სახლში ვარ, ორივეს დაგვიდასტურდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ნინი ბადურაშვილი?
"შვილისგან იზოლირებული ვარ... თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად, მცხეთაში, მის სახლში ვარ, ორივეს დაგვიდასტურდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ნინი ბადურაშვილი?

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დნენ. მომ­ღერ­ლე­ბი ვირუსს ერ­თად, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მცხე­თის სახ­ლში ებ­რძვი­ან. დღეს ინ­ფი­ცი­რე­ბის მე­სა­მე დღეა და ამ­ბო­ბენ, რომ თავს კარ­გად გრძნო­ბენ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი მა­ინც აწუ­ხებთ. Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ნინი ამ­ბობს, რომ გა­და­დე­ბის წყა­რო არ იცის და არც ის, ახლა რო­მე­ლი შტა­მით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი...

ნინი:

- კო­ვი­დი მაქვს, უკვე მე­სა­მე დღეა. ჩემი შვი­ლი ნორ­მა­ლუ­რად არის, მის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი ვარ და არ და­დას­ტუ­რე­ბია. მე ცალ­კე ვარ, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან ერ­თად. ორი­ვეს დაგ­ვი­დას­ტურ­და და მცხე­თა­ში ვართ თა­კოს­თან სახ­ლში. ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და ნორ­მა­ლუ­რად მი­დის ყვე­ლა­ფე­რი. მე ორი დოზა სი­ნო­ფარ­მით ვარ აც­რი­ლი. წყა­რო არ ვი­ცით, ვის­გან და­ვინ­ფი­ცირ­დით.

- ხომ არ იცით, ომიკ­რო­ნით ხართ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თუ დელ­ტა შტა­მით?

- არ ვიცი, რო­მე­ლი შტა­მია, მაგ­რამ კო­ვი­დი რომ მაქვს, ნამ­დვი­ლად ვიცი.

- რა სიმპტო­მე­ბით და­გე­წყოთ?

- ყე­ლის ტკი­ვი­ლი მქონ­და, შემ­დეგ სი­ცხე მომ­ცა და ხვე­ლა და­მე­წყო. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი მქონ­და, თუმ­ცა სხვა ვირუ­სე­ბის­გან გას­ხვა­ვე­ბით, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბე­ბი მაქვს. ხან ზურ­გი მტკი­ვა, უცებ თავი ამ­ტკივ­დე­ბა, ხან თავ­ბრუს­ხვე­ვა მაქვს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა დაჯ­დე ერთ ად­გი­ლას, უნდა იმოძ­რა­ვო. სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის თვალ­საზ­რი­სით ქმნის პრობ­ლე­მებს რო­გორც ამ­ბო­ბენ. რო­დე­საც ერთ ად­გი­ლას ვზი­ვარ, კი­დუ­რე­ბის გა­ყინ­ვა მე­წყე­ბა, ამი­ტომ ყო­ველ­თვის უნდა იყოთ მოძ­რა­ო­ბა­ში.

- პირ­ვე­ლად და­ვირუს­დით? ექი­მი თუ და­გი­კავ­შირ­დათ...

- დიახ, პირ­ვე­ლად მაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი. ექი­მი დღეს და­მი­კავ­შირ­და და ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლ­ზეა. რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვას­რუ­ლებ, სი­თხე­ე­ბი და ლიმ­ნი­ა­ნი წყა­ლი. ასე­ვე ხვე­ლის წა­მა­ლი. თა­კო­საც ზუს­ტად ჩემ­ნა­ი­რი სიმპტო­მე­ბი აქვს.

- გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას გი­სურ­ვებთ, იმე­დია კლას­ტე­რი არ გე­ყო­ლე­ბათ.

- მად­ლო­ბა, ეგ ცოტა სა­ეჭ­ვოა კლას­ტე­რი არ მყავ­დეს, მაგ­რამ იმე­დი მა­ინც მაქვს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sato
3

 რარაც ფიგურა ვერა რა, ცელულიტიუს გროვიუს

313=999=911=239=1488=====33
4

სერიიდან აცრა დაასრულებს პანდემიას???))

ავტორი:

"შვილისგან იზოლირებული ვარ... თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად, მცხეთაში, მის სახლში ვარ, ორივეს დაგვიდასტურდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ნინი ბადურაშვილი?

"შვილისგან იზოლირებული ვარ... თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად, მცხეთაში, მის სახლში ვარ, ორივეს დაგვიდასტურდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ნინი ბადურაშვილი?

ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე კორონავირუსით დაინფიცირდნენ. მომღერლები ვირუსს ერთად, თაკო გაჩეჩილაძის მცხეთის სახლში ებრძვიან. დღეს ინფიცირების მესამე დღეა და ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ, თუმცა გარკვეული სიმპტომები მაინც აწუხებთ. Ambebi.ge-სთან საუბარში ნინი ამბობს, რომ გადადების წყარო არ იცის და არც ის, ახლა რომელი შტამით არის ინფიცირებული...

ნინი:

- კოვიდი მაქვს, უკვე მესამე დღეა. ჩემი შვილი ნორმალურად არის, მისგან იზოლირებული ვარ და არ დადასტურებია. მე ცალკე ვარ, თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად. ორივეს დაგვიდასტურდა და მცხეთაში ვართ თაკოსთან სახლში. ვაქცინირებულები ვართ და ნორმალურად მიდის ყველაფერი. მე ორი დოზა სინოფარმით ვარ აცრილი. წყარო არ ვიცით, ვისგან დავინფიცირდით.

- ხომ არ იცით, ომიკრონით ხართ ინფიცირებული თუ დელტა შტამით?

- არ ვიცი, რომელი შტამია, მაგრამ კოვიდი რომ მაქვს, ნამდვილად ვიცი.

- რა სიმპტომებით დაგეწყოთ?

- ყელის ტკივილი მქონდა, შემდეგ სიცხე მომცა და ხველა დამეწყო. ჩვეულებრივი ვირუსის სიმპტომები მქონდა, თუმცა სხვა ვირუსებისგან გასხვავებით, სხვადასხვანაირი შეგრძნებები მაქვს. ხან ზურგი მტკივა, უცებ თავი ამტკივდება, ხან თავბრუსხვევა მაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდე ერთ ადგილას, უნდა იმოძრავო. სისხლის მიმოქცევის თვალსაზრისით ქმნის პრობლემებს როგორც ამბობენ. როდესაც ერთ ადგილას ვზივარ, კიდურების გაყინვა მეწყება, ამიტომ ყოველთვის უნდა იყოთ მოძრაობაში.

- პირველად დავირუსდით? ექიმი თუ დაგიკავშირდათ...

- დიახ, პირველად მაქვს კორონავირუსი. ექიმი დღეს დამიკავშირდა და ყველაფერი კონტროლზეა. რეკომენდაციებს ვასრულებ, სითხეები და ლიმნიანი წყალი. ასევე ხველის წამალი. თაკოსაც ზუსტად ჩემნაირი სიმპტომები აქვს.

- გამოჯანმრთელებას გისურვებთ, იმედია კლასტერი არ გეყოლებათ.

- მადლობა, ეგ ცოტა საეჭვოა კლასტერი არ მყავდეს, მაგრამ იმედი მაინც მაქვს.