პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია" - რას აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოსა და უკრაინის შესახებ
"რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია" - რას აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოსა და უკრაინის შესახებ

რუ­სეთ­მა წი­ნათ გა­მო­ი­ყე­ნა სამ­ხედ­რო ძალა მე­ზობ­ლე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და სხვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ამი­ტომ საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია და დი­ა­ლოგ­ში ჩარ­თვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი გა­მო­ი­ძებ­ნოს, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა CBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ალი­ან­სი მზად უნდა იყოს, რომ რუ­სეთ­მა, შე­საძ­ლოა, კვლავ გა­მო­ი­ყე­ნოს ძალა.

"ამას­თან, მზად უნდა ვი­ყოთ, რომ რუ­სეთ­მა, შე­საძ­ლოა, კვლავ გა­მო­ი­ყე­ნოს ძალა. ჩვენ უნდა გა­ვაგ­ზავ­ნოთ ნა­თე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თუკი რუ­სე­თი ასე მო­იქ­ცე­ვა, ამას მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

უნდა გვეს­მო­დეს, რომ აგ­რე­სო­რი რუ­სე­თია, სწო­რედ რუ­სეთს აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი, ისი­ნი მხარს უჭე­რენ სე­პა­რა­ტის­ტებს დონ­ბას­ში, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კი­ბერ­თავ­დას­ხმებს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ,“- აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მან კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი, რომ ალი­ან­სი არ წავა დათ­მო­ბა­ზე ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბი ვერ წავ­ლენ დათ­მო­ბა­ზე ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის პრინ­ცი­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს უფ­ლე­ბა აირ­ჩი­ოს სა­კუ­თა­რი გზა, თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, სურს თუ არა მას ნატო-ს წევ­რი გახ­დეს,“- აღ­ნიშ­ნა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
0

შეშფოთდებიან, სანქციებს დააწესებენ და უყარე კაკალი. ან შემოგვიშვით ან დაგვანებეთ თავი.

muamar kadafi
12

სამართლიანობისთვის მებრძოლი ამერიკა - ვიეტნამი, იუგოსლავია, ლიბია, ერაყი და სხვა პატარ-პატარა. ე.ი. ორივე ერთნაირია

ავტორი:

"რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია" - რას აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოსა და უკრაინის შესახებ

"რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია" - რას აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოსა და უკრაინის შესახებ

რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია და დიალოგში ჩართვა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ პოლიტიკური გამოსავალი გამოიძებნოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • მისი თქმით, ალიანსი მზად უნდა იყოს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ძალა.

"ამასთან, მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ძალა. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ნათელი შეტყობინება, რომ თუკი რუსეთი ასე მოიქცევა, ამას მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

უნდა გვესმოდეს, რომ აგრესორი რუსეთია, სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული ყირიმი, ისინი მხარს უჭერენ სეპარატისტებს დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში და ახორციელებენ კიბერთავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ალიანსი არ წავა დათმობაზე ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

"ნატო-ს მოკავშირეები ვერ წავლენ დათმობაზე ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას ნატო-ს წევრი გახდეს,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.