"ევროპა ომთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე 30 წლის წინ იყო" - ინფორმაციას Reuters პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეუთო-ს შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზბიგნევ რაუმ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა.
"როგორც ჩანს, ეუთო-ს არეალში ომის რისკი ახლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ბოლო 30 წლის განმავლობაში“, - თქვა რაუმ გამოსვლაში.
"რამდენიმე კვირაა ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში დიდი სამხედრო ესკალაციის პერსპექტივის წინაშე ვდგავართ“, - დასძინა მან.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კონსულტაციები ვენაში დასრულდა. დიპლომატის თქმით, მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ უკრაინისა და მის გარშემო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე.
პირიქით, ეხლა რუსები ჩააყენებენ რაკეტებს აღმა დაღმა, და თქვენც დაწყნარდებით და ისინიც. ეგრე გადარჩა მსოფლიო ომს Iron Curtain პერიოდში. ეხლა დაიწყო ხალხმა გაბლატავება, არ ახსოვთ ომი რა არის და ... მშვიდობა და ძმობა ყოველთვის დიდი ილუზია იყო, ასე რომ ...