მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე?
რა განცხადებას ავრცელებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე?

"ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი" თა­ვი­სი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის ‐ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა. რო­გორც "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის" გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან, რო­მე­ლიც ეცა­და, ჩა­ეკ­ლა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი.

„მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შემ­დეგ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მათ თავ­ზე კვლავ ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დე­ბულს ტო­ვებს უსა­ფუძ­ვლო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ ბრალ­დე­ბას. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იყო და არის პო­ლი­ტი­კუ­რი და მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო­სა და მთავ­რო­ბის მიერ. სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სა­ფუძ­ვლით, თუმ­ცა თვით­ნე­ბუ­რად გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა თაღ­ლი­თო­ბით, რისი კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვე­ლიც მას არ ჰქონ­და. ეს შე­დე­გი ფარ­სია, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რას ასეთ და­ნა­შა­ულ­ზე არ წა­რუდ­გე­ნია ბრა­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და სა­სა­მარ­თლო­ზე ის არ გან­ხი­ლუ­ლა. ჩვე­ნი გა­და­სა­ხე­დი­დან, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გან­ზრახ­ვაა ‐ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ან თუ გაგ­რძელ­დე­ბა, არა კონ­სორ­ცი­უ­მის ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბა უდა­ოდ მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­და­პირ­ვე­ლი ბრალ­დე­ბის უსა­ფუძ­ვლო­ბა ზე­და­პირ­ზე­ვე ნა­თე­ლი იყო, რა­საც ასე­ვე ადას­ტუ­რებ­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სა და Transparency International‐სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დას­კვნე­ბი. თუმ­ცა ამან ვერ შე­ა­ჩე­რა მთავ­რო­ბის მხრი­დან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბე­ბი და ვერ უზ­რუნ­ველ­ყო სა­ხელ­მწი­ფო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის აღ­კვე­თა.

ეს არის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის გაგ­რძე­ლე­ბა, რა­მაც არ­სე­ბი­თად და­ა­ზი­ა­ნა კონ­სორ­ცი­უ­მის საქ­მი­ა­ნო­ბა ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც მოჰ­ყვა მთავ­რო­ბის მიერ პრო­ექ­ტის უკა­ნო­ნო შე­წყვე­ტა და შე­სა­ბა­მი­სი სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვე­ბის და­წყე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ეს უკა­ნას­კნე­ლი და­ცინ­ვა კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია იმის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ რე­პუ­ტა­ცი­ულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ­მა ჯგუ­ფებ­მა არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ინ­ვეს­ტი­ცია პრო­ექ­ტში.

სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ზი­ა­ნის­მომ­ტა­ნი შე­დე­გე­ბი ნა­თე­ლია: ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­თა და ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის­თვის ძი­რის გა­მო­თხრით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბამ ასე­ვე გან­დევ­ნა პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას. ეს იმ ფარ­სის გაგ­რძე­ლე­ბაა, რომ­ლი­თაც მთავ­რო­ბა ხელს უწყობს სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ‐ის მთავ­რო­ბე­ბის და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ტყუ­ე­ბას ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მისი ნამ­დვი­ლი ზრახ­ვე­ბის შე­სა­ხებ. ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის მი­სა­მარ­თით დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ იგი აქ­ტი­უ­რად აჩე­რებს ან ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რა­ი­მე პროგ­რესს დიდი ხნის ნა­ნატ­რი ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ იმას უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­ი­დოს ის დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი ანაკ­ლი­ა­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ სა­მი­ვე მათ­განს მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლა და ისი­ნი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში სცნო დამ­ნა­შა­ვედ. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­დათ 7 წლის ვა­დით, თუმ­ცა, მუხ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო გა­უქ­მდა, ასე­ვე გა­უქ­მდა და­დე­ბუ­ლი ყა­და­ღე­ბიც.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლოლი
2

დაგავიწყდაათ საკუთარი ოჯახებიდან გამოყრილი ხალხი.

tngh
9

ქ. ლაზიკა და ანაკლიის პორტი არის საუკუნის "აფიორა"...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე?

რა განცხადებას ავრცელებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე?

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" თავისი აქციონერების ‐ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. როგორც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ჰქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა. ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა ‐ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით.

საერთაშორისო საზოგადოებრიობა უდაოდ მიაქცევს ყურადღებას ამ გადაწყვეტილებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ თავდაპირველი ბრალდების უსაფუძვლობა ზედაპირზევე ნათელი იყო, რასაც ასევე ადასტურებდა სახალხო დამცველისა და Transparency International‐საქართველოს დამოუკიდებელი დასკვნები. თუმცა ამან ვერ შეაჩერა მთავრობის მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობები და ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში არსებული დარღვევების აღკვეთა.

ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება.

სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანისმომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით „ქართული ოცნების“ მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ‐ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ. ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.