პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა" - ნიკა მელია
"ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა" - ნიკა მელია

"ამ ეტაპ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ვერ გა­ბე­და პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მარ­თა რი­გებს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი შე­მა­ტე­ბო­და, რად­გან მი­სი­ვე სტან­დარ­ტი­თაც კი ეს მე­ტის­მე­ტი იქ­ნე­ბო­და" - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ გა­ა­კე­თა.

მე­ლი­ას თქმით, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ბევ­რია ადა­მი­ა­ნი, ვინც იბ­რძვის, არ ნებ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავს არ უხ­რის.

"სწო­რედ ეს გათ­ვლა ჰქონ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ სხვა­დას­ხვა საქ­მის აღ­ძვრით ოპო­ზი­ცი­ურ ველს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან გა­მო­შიგ­ნავ­და, მაგ­რამ პი­რი­ქით - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავთო წე­რე­თე­ლი უფრო და უფრო შე­უ­პოვ­რე­ბი გახ­დნენ. რა თქმა უნდა, პრობ­ლე­მა არ­სად არ წა­სუ­ლა. უდი­დე­სია პრობ­ლე­მა, რაც პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ეხე­ბა და ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, რო­გორც ია­რა­ღი, ხელ­ში აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს ვერც ერთი მო­ქა­ლა­ქე თავს და­ცუ­ლად ვერ იგ­რძნობს.

ფაქ­ტია - ამ რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ყოფა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ეს სამ­წუ­ხა­როდ არის აქ­სი­ო­მა. ამი­ტომ ამ მძი­მე რე­ა­ლო­ბას რაც მალე შევ­ცვლით, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის მო­მავ­ლი­სათ­ვის. ამ რე­ჟი­მის და­სა­მარ­ცხებ­ლად ახა­ლი ტემ­პით უნდა მო­ვემ­ზა­დოთ! ერ­თი­ა­ნო­ბა და კონ­სო­ლი­და­ცია ამ პრო­ცეს­ში არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. არც ისე­თი დიდი ხანი გვა­შო­რებს იმ მო­მენტს, როცა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
0

როგორ მეცოდებით,.

კოკო
0

ვისი შეეშინდა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა" - ნიკა მელია

"ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა" - ნიკა მელია

"ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა, რადგან მისივე სტანდარტითაც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა" - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა.

მელიას თქმით, მისასალმებელია, რომ პოლიტიკურ სპექტრში ბევრია ადამიანი, ვინც იბრძვის, არ ნებდება და ხელისუფლებას თავს არ უხრის.

"სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები გახდნენ. რა თქმა უნდა, პრობლემა არსად არ წასულა. უდიდესია პრობლემა, რაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება და ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე თავს დაცულად ვერ იგრძნობს.

ფაქტია - ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება და თითოეული ადამიანის ყოფა ვერანაირად ვერ გაუმჯობესდება. ეს სამწუხაროდ არის აქსიომა. ამიტომ ამ მძიმე რეალობას რაც მალე შევცვლით, მით უკეთესი იქნება ქვეყნის მომავლისათვის. ამ რეჟიმის დასამარცხებლად ახალი ტემპით უნდა მოვემზადოთ! ერთიანობა და კონსოლიდაცია ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. არც ისეთი დიდი ხანი გვაშორებს იმ მომენტს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.