პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი სიყვარული ციხის მერე მოვიდა, სხვანაირი ადამიანი იყო" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე ოჯახსა და კომპლექსებზე
"დიდი სიყვარული ციხის მერე მოვიდა, სხვანაირი ადამიანი იყო" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე ოჯახსა და კომპლექსებზე

2021 წლის 21 ივ­ლისს ქარ­თუ­ლი სცე­ნის ლე­გენ­და ნანი ბრეგ­ვა­ძე 85 წლის გახ­და. "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "სხვა კი­თხვებ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას, მომ­ღე­რალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 80 წლის შემ­დეგ ასაკს აღარ მა­ლავს. აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი და გული სწყდე­ბა, რომ მისი პლე­ა­დის ხალ­ხი­დან ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია ცო­ცხა­ლი...

ნანი ბრეგ­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ ნიკა ხა­ჩი­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებს უპა­სუ­ხა...

ნანი ბრეგ­ვა­ძე:

- ასაკს 80 წლამ­დე ვმა­ლავ­დი. ეგ კი არა, მახ­სოვს პა­რიზ­ში რომ ვი­ყა­ვი და ოლიმ­პი­ა­ში გა­მოვ­დი­ო­დი, დი­რექ­ტორ­მა მკი­თხა, რამ­დე­ნი წლის ხარო, მა­შინ 27 წლის ვი­ყა­ვი და მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან დიდი ხნის ვი­ყა­ვი. ვუ­თხა­რი ძა­ლი­ან ბევ­რის ვარ-მეთ­ქი და რომ გა­ი­გო ჩემი ასა­კი, ბევ­რი იცი­ნა. 80 წლის შემ­დეგ ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს. უფრო აფა­სებ წლო­ვა­ნე­ბას და უფრო დიდი სიმ­პა­თია და­ვიმ­სა­ხუ­რე, რად­გან უფრო უკე­თე­სად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვარ ამ ასაკ­თან შე­და­რე­ბით, ვბრა­ზობ კი­დეც, და­მა­ნე­ბეთ თავი, აღარ მინ­და გა­მოს­ვლა, სიმ­ღე­რა, გას­ტრო­ლე­ბი. ალ­ბათ ასეა სა­ჭი­რო, ასე უნდა ღმერ­თს. ყვე­ლა წა­ვი­და, ჩემი პლე­ა­დის ხალ­ხი­დან, ორი-სა­მი­ღა დარ­ჩა.

როცა მოვა დრო, მინ­და, რომ წა­ვი­დე წყნა­რად. არ მინ­და ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დე, ეტ­ლში ჩავ­ჯდე და ისე მა­ტა­რებ­დნენ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ფორ­მა­ში ვიყო. ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­ვი­და ეს თემა ჩემ­თან, სიზ­მრე­ბიც მაქვს... თავს ვი­წყნა­რებ იმით, რომ ალ­ბათ იქაც რა­ღაც იქ­ნე­ბა...

- დედა გა­კონ­ტრო­ლებ­დათ?

- დიახ, დედა ყო­ველ­თვის მა­კონ­ტრო­ლებ­და. მეტი საქ­მე არ ჰქონ­და... ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი ამით, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მაძ­ლევ­და იმა­ში, რომ ჩემ­თან უნდა მო­სუ­ლი­ყო ყვე­ლა, ვის­თა­ნაც ვმე­გობ­რობ­დი. არ უნ­დო­და, რომ მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი სად­მე. მე დღე­საც სახ­ლში ყოფ­ნა მიყ­ვარს... დედა ისე ხვდე­ბო­და ყვე­ლას, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­წყდა ჩემ­თან ძვე­ლე­ბუ­რი სი­ა­რუ­ლი. შემ­დეგ მი­თხრეს, - გვე­გო­ნა, შენ­თან მო­დი­ო­დით და თურ­მე დე­და­შენ­თან დავ­დი­ო­დი­თო.

- მე­უღ­ლე­ზე რას გვე­ტყვით...

- მომ­წონ­და ჩემი მე­უღ­ლე, მაგ­რამ არ მი­მი­წევ­და გული, მაგ­რამ დე­დამ მი­თხრა, აბა, რა... იმ დროს სინ­დი­სი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თვი­სე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნის. მი­თხრა, შენ სი­ტყვა მი­ე­ცი ამ კაც­სო... მეც ვი­თომ ოჯა­ხი მქონ­და, მაგ­რამ ამას არ ერ­ქვა ოჯა­ხი... თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. და­მად­გე­ბო­და ხოლ­მე თავ­ზე გას­ტროლ­ზე შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში, მაგ­რამ ისე ვი­ყა­ვით მე და ის ბი­ჭე­ბი, ვის­თა­ნაც ერ­თა­დაც ვმღე­რო­დი, რო­გორც და-ძმე­ბი.

დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ცი­ხის მერე მო­ვი­და, სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი იყო, თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. სულ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო. გას­ტროლ­ზე რომ მო­დი­ო­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო, რბი­ლი, თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი. შემ­დეგ და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, დედა, მამა, მე­გობ­რე­ბი, ეკა მხვდე­ბოდ­ნენ და ისე ვე­ღარ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას. მას უნ­დო­და რომ სრუ­ლად მისი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ეს არ გა­მო­ვი­და.

- გა­რეგ­ნო­ბის კომ­პლექ­სი გქო­ნი­ათ?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­რეგ­ნო­ბის კომ­პლექ­სი მქონ­და. იცით, რო­გო­რი კომ­პლექ­სით სავ­სე ვარ. მე ვიცი ჩემი ყვე­ლა ნაკ­ლი, ძა­ლი­ან თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ და ეს ძა­ლი­ან მიშ­ლი­და ცხოვ­რე­ბა­ში ხელს. რო­დე­საც სა­ერ­თო კონ­ცერ­ტი იყო, სხვა მომ­ღერ­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ ვინ­მე­ზე რა­ი­მე­თი მეტი ვარ.

არა­ვის მოვ­წონ­დი ალ­ბათ, მარ­ტო ვი­ყა­ვი ან­სამ­ბლში ქალი, ვიდ­რე ბუ­ბას მე­უღ­ლე ირა ქე­ბა­ძე არ ავიყ­ვა­ნეთ, რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე. ბუ­ბას ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და, მეც და ძა­ლი­ან, უნ­დო­დათ, რომ ცოლ-ქმა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ერთხელ სა­დღაც ვთქვი არ ვართ მე­უღ­ლე­ე­ბი - მეთ­ქი და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა თუ არ ხართ ერ­თა­დო. შემ­დეგ რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა რომ ფილ­მი გა­და­ი­ღო, იქ მე და ბუბა 50 წლის ცოლ-ქმა­რი ვი­ყა­ვით და ამის იუ­ბი­ლეს ვიხ­დი­დით. მა­შინ ვუ­თხა­რი, ძლივს არ გა­მოგ­ყე­ვი-მეთ­ქი ცო­ლად.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
4

თქვენ ხართ სიმღერის დეფოფალო და რომანსების მეფე დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.❤თქვენს კაბებზე ხომ აღარაფერს ვამბობ,რომელიც უნაკლო გემოვნების სიმბოლოა❤

არდაიჯერო
14

ქართული სიმღერის დედოფალი 

ავტორი:

"დიდი სიყვარული ციხის მერე მოვიდა, სხვანაირი ადამიანი იყო" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე ოჯახსა და კომპლექსებზე

"დიდი სიყვარული ციხის მერე მოვიდა, სხვანაირი ადამიანი იყო" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე ოჯახსა და კომპლექსებზე

2021 წლის 21 ივლისს ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა. "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა კითხვებში“ სტუმრობისას, მომღერალმა განაცხადა, რომ 80 წლის შემდეგ ასაკს აღარ მალავს. აქვს ძალიან ბევრი კომპლექსი და გული სწყდება, რომ მისი პლეადის ხალხიდან ძალიან ცოტა ადამიანია ცოცხალი...

ნანი ბრეგვაძემ ჟურნალისტ ნიკა ხაჩიძესთან ინტერვიუში, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა...

ნანი ბრეგვაძე:

- ასაკს 80 წლამდე ვმალავდი. ეგ კი არა, მახსოვს პარიზში რომ ვიყავი და ოლიმპიაში გამოვდიოდი, დირექტორმა მკითხა, რამდენი წლის ხარო, მაშინ 27 წლის ვიყავი და მეჩვენებოდა, რომ ძალიან დიდი ხნის ვიყავი. ვუთხარი ძალიან ბევრის ვარ-მეთქი და რომ გაიგო ჩემი ასაკი, ბევრი იცინა. 80 წლის შემდეგ ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს. უფრო აფასებ წლოვანებას და უფრო დიდი სიმპათია დავიმსახურე, რადგან უფრო უკეთესად გამოვიყურები. ძალიან დატვირთული ვარ ამ ასაკთან შედარებით, ვბრაზობ კიდეც, დამანებეთ თავი, აღარ მინდა გამოსვლა, სიმღერა, გასტროლები. ალბათ ასეა საჭირო, ასე უნდა ღმერთს. ყველა წავიდა, ჩემი პლეადის ხალხიდან, ორი-სამიღა დარჩა.

როცა მოვა დრო, მინდა, რომ წავიდე წყნარად. არ მინდა ლოგინად ჩავვარდე, ეტლში ჩავჯდე და ისე მატარებდნენ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფორმაში ვიყო. ძალიან ახლოს მოვიდა ეს თემა ჩემთან, სიზმრებიც მაქვს... თავს ვიწყნარებ იმით, რომ ალბათ იქაც რაღაც იქნება...

- დედა გაკონტროლებდათ?

- დიახ, დედა ყოველთვის მაკონტროლებდა. მეტი საქმე არ ჰქონდა... ძალიან დათრგუნული ვიყავი ამით, მაგრამ ძალიან დიდ თავისუფლებას მაძლევდა იმაში, რომ ჩემთან უნდა მოსულიყო ყველა, ვისთანაც ვმეგობრობდი. არ უნდოდა, რომ მე წავსულიყავი სადმე. მე დღესაც სახლში ყოფნა მიყვარს... დედა ისე ხვდებოდა ყველას, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ შეწყდა ჩემთან ძველებური სიარული. შემდეგ მითხრეს, - გვეგონა, შენთან მოდიოდით და თურმე დედაშენთან დავდიოდითო.

- მეუღლეზე რას გვეტყვით...

- მომწონდა ჩემი მეუღლე, მაგრამ არ მიმიწევდა გული, მაგრამ დედამ მითხრა, აბა, რა... იმ დროს სინდისი ყველაზე მაღალი თვისება უნდა ყოფილიყო ადამიანის. მითხრა, შენ სიტყვა მიეცი ამ კაცსო... მეც ვითომ ოჯახი მქონდა, მაგრამ ამას არ ერქვა ოჯახი... თურმე ეჭვიანობდა. დამადგებოდა ხოლმე თავზე გასტროლზე შორეულ აღმოსავლეთში, მაგრამ ისე ვიყავით მე და ის ბიჭები, ვისთანაც ერთადაც ვმღეროდი, როგორც და-ძმები.

დიდი სიყვარული ციხის მერე მოვიდა, სხვანაირი ადამიანი იყო, თურმე ეჭვიანობდა. სულ გაბრაზებული იყო. გასტროლზე რომ მოდიოდა, არაჩვეულებრივი იყო, რბილი, თბილი, ყურადღებიანი. შემდეგ დავაფიქსირე, რომ ჩამოსვლის შემდეგ, დედა, მამა, მეგობრები, ეკა მხვდებოდნენ და ისე ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას. მას უნდოდა რომ სრულად მისი ვყოფილიყავი და ეს არ გამოვიდა.

- გარეგნობის კომპლექსი გქონიათ?

- მთელი ცხოვრება გარეგნობის კომპლექსი მქონდა. იცით, როგორი კომპლექსით სავსე ვარ. მე ვიცი ჩემი ყველა ნაკლი, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ეს ძალიან მიშლიდა ცხოვრებაში ხელს. როდესაც საერთო კონცერტი იყო, სხვა მომღერლებს რომ ვუყურებდი არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმეზე რაიმეთი მეტი ვარ.

არავის მოვწონდი ალბათ, მარტო ვიყავი ანსამბლში ქალი, ვიდრე ბუბას მეუღლე ირა ქებაძე არ ავიყვანეთ, როგორც მოცეკვავე. ბუბას ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, მეც და ძალიან, უნდოდათ, რომ ცოლ-ქმარი ვყოფილიყავით. ერთხელ სადღაც ვთქვი არ ვართ მეუღლეები - მეთქი და ძალიან სამწუხაროა თუ არ ხართ ერთადო. შემდეგ რეზო გიგინეიშვილმა რომ ფილმი გადაიღო, იქ მე და ბუბა 50 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით და ამის იუბილეს ვიხდიდით. მაშინ ვუთხარი, ძლივს არ გამოგყევი-მეთქი ცოლად.