მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე:

"აჰა, ქალ­წუ­ლი მუც­ლად იღებს, და შობს ძეს, და უწო­დე­ბენ მას სა­ხე­ლად ემ­მა­ნუ­ელს, რაც თარ­გმა­ნით ნიშ­ნავს: ჩვენ­თან არს ღმერ­თი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგე­ბა დღე შე­უ­და­რე­ბე­ლი, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა მარ­ტო კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, არა­მედ მთე­ლი სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბა­შიც. ის, რაც 2022 წლის წინ იე­რუ­სა­ლი­მის მახ­ლობ­ლად, ბეთ­ლე­მის ერთ მი­ტო­ვე­ბულ, პი­რუ­ტყვის თავ­შე­საფ­რად გა­მო­ყე­ნე­ბულ გა­მოქ­ვა­ბულ­ში ზამ­თრის ცივ ღა­მეს აღეს­რუ­ლა, ენი­თუთ­ქმე­ლი სას­წა­უ­ლია, - იშვა ემა­ნუ­ე­ლი! მა­ნამ­დე ღმერ­თი კა­ცობ­რი­ვად არ მოვ­ლე­ნი­ლა. მსგავ­სი რამ სამ­ყა­რო­ში არა­სო­დეს მომ­ხდა­რა და არც მოხ­დე­ბა. ეს არის დღე ცისა და მი­წის, შე­მოქ­მე­დი­სა და ადა­მი­ა­ნის ერ­თო­ბი­სათ­ვის გზის გამ­კვა­ლა­ვი, ეს არის დღე უფალ­თან ჩვე­ნი დიდი მშვი­დო­ბის, დიდი შე­რი­გე­ბის, დიდი სი­ხა­რუ­ლის და­სა­წყი­სი­სა.

გა­ცხად­და ია­კობ მა­მამ­თავ­რის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა: "წა­ერ­თმე­ვა კვერ­თხი იუ­დას.. ვიდ­რე არ მოვა მისი მფლო­ბე­ლი და ის იქ­ნე­ბა იმე­დი ხალ­ხთა“ (დაბ. 49, 10), რაც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ, რო­დე­საც ის­რა­ელს აღარ ეყო­ლე­ბო­და კა­ნო­ნი­ე­რი მეფე იუ­დას ტო­მი­დან, მა­შინ მო­ევ­ლი­ნე­ბო­დათ ზე­ცი­უ­რი მე­უ­ფე. მარ­თლაც, რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, მის უკი­დუ­რეს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, იუ­დე­ა­ში, პირ­ვე­ლი წარ­მარ­თი და უცხო­ტო­მე­ლი მე­ფის, იდუ­მი­ე­ლი ჰე­რო­დეს მმარ­თვე­ლო­ბის ჟამს უც­ნა­ურ­მა ვარ­სკვლავ­მა და ან­გე­ლოზ­თა დას­მა სამ­ყა­როს ამ­ცნო იე­სოს შობა. ეს იყო უფ­ლის მო­წყა­ლე­ბის და კა­ცობ­რი­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლის მიერ ღვთის გან­კა­ცე­ბის მრა­ვა­ლ­ა­თას­წლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შე­დე­გი. ამ გზა­ზე იყო ებ­რა­ელ­თა ერის მრა­ვალ­გზი­სი გან­დგო­მა ღვთის­გან, გა­უ­ცხო­ე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის­გან, შიში წარ­მართ დამ­პყრო­ბელ­თა წი­ნა­შე და მათი გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­ვა...

მაგ­რამ იყო სი­ნა­ნუ­ლიც, ღვთი­სად­მი თავ­გან­წი­რუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბაც და უფ­ლი­სა და მოყ­ვა­სი­სათ­ვის მსა­ხუ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც. დიდი რყე­ვე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი ქარ­ტე­ხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ნას მთა­ზე მოსე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის­თვის მი­ცე­მუ­ლი უფ­ლის მცნე­ბე­ბი ის­რა­ე­ლი­ან­თა ღირ­სე­ულ­მა მოღ­ვა­წე­ებ­მა და­იც­ვეს და მო­ამ­ზა­დეს კა­ცობ­რი­ო­ბა მა­ცხოვ­რის გან­კა­ცე­ბის­თვის.

და, აი, და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შთა­მო­მა­ვალ ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულ მა­რი­ა­მის­გან მო­ევ­ლი­ნა ამ ქვე­ყა­ნას "ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა", რომ­ლის­გან ყო­ვე­ლი­ვე შე­იქ­მნა და მის გა­რე­შე არც ერთი რამ იქ­მნა" (ინ.1,3); მო­ევ­ლი­ნა, რათა კაც­თა მოდ­გმის­თვის ეხა­რე­ბი­ნა:

"მო­ვე­დით ჩემ­და ყო­ველ­ნი მაშ­ვრალ­ნი და ტვირ­თმძი­მე­ნი, და მე გან­გის­ვე­ნო თქვენ;“ (მთ. 11.28) "მე ვარ პური სი­ცო­ცხლი­სა, ჩემ­თან მომ­სვლელს არ მო­შივ­დე­ბა"(ინ. 6.35); "მე ვარ კარი ცხო­ვარ­თა, ვინც შე­დის ჩე­მით, გა­დარ­ჩე­ბა" ( ინ. 8,12); "მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერ­წე­ბი, ვინც ჩემ­ში არ დარ­ჩე­ბა, გა­რეთ გა­ნიგ­დე­ბა“ (ინ.15,5-6); „მე ვარ გზა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და სი­ცო­ცხლე“ (ინ. 14,8). - რას გუ­ლის­ხმობს, უფრო სწო­რად, რის­კენ მოგ­ვი­წო­დებს ეს სი­ტყვე­ბი? - სი­ნერ­გი­ი­სა­კენ, - ღვთა­ებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ნე­ბის შე­ერ­თე­ბი­სა და შერ­წყმი­სა­კენ.

ანუ იმის­კენ, რაც უნდა იყოს ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი აზრი და მი­ზა­ნი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა; ყვე­ლა­ფე­რი სხვა კი, მას­თან შე­და­რე­ბით, ამა­ო­ე­ბაა. ჩვენ­ში რომ მოხ­დეს სი­ნერ­გია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შევ­ძლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ღმერ­თის, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, შეც­ნო­ბა; ამის­თვის კი უპირ­ვე­ლე­სი პი­რო­ბა ის არის, რომ ადა­მი­ა­ნი წმინ­და ნათ­ლო­ბით შე­უ­ერ­თდეს ქრის­ტეს; ასე­ვე, ყოვ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში მოხ­დეს პი­როვ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა ღმერ­თთან. ეს აუხ­სნე­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მე­ლი მე­ტად შთამ­ბეჭ­და­ვი მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, ვის­თან და რო­დის აღეს­რუ­ლე­ბა. ისიც შე­იძ­ლე­ბა, რომ არას­წო­რად ვცხოვ­რობ­დეთ, ცუ­დად ვიქ­ცე­ო­დეთ, ღმერ­თზე ფიქ­რსაც კი გა­ვურ­ბო­დეთ, მაგ­რამ გან­საც­დე­ლი, ან სხვა რამ შემ­თხვე­ვა გა­მოგ­ვა­ფხიზ­ლებს, თვალს აგ­ვი­ხელს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის წესს სრუ­ლი­ად შესცვლის და ჩვე­ნი ნე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით სი­ხა­რუ­ლით მიგვმარ­თავს ცხო­ნე­ბის ვიწ­რო და ეკ­ლი­ა­ნი გზი­სა­კენ.

***

დღეს სხვა დროა, იტყვის მა­ვა­ნი... ჩვენ სხვა სამ­ყა­რო­ში შე­ვა­ბი­ჯეთ და ის, რაც ადრე იყო მი­სა­ღე­ბი და მო­სა­წო­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე­თათ­ვის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და არაფ­რის­მომ­ცე­მი. მარ­თლაც, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­მა მო­იც­ვა მსოფ­ლიო, ახა­ლი ერა და­ი­წყო. ტექ­ნი­კის სფე­რო­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, ახლა უკვე სა­ო­ცა­რი პროგ­რე­სია მიღ­წე­უ­ლი, თუმ­ცა თავი იჩი­ნა ფრი­ად სე­რი­ო­ზულ­მა გა­მოწ­ვე­ვებ­მაც, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი დე­და­მი­წის, რო­გორც უკვე ერ­თი­ა­ნი სა­ერ­თო სივ­რცის ნა­წილ­ნი, ყო­ფით ცხოვ­რე­ბას ან მკვეთ­რად გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სებთ, ან გა­და­უ­ლა­ხა­ვი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

გა­მო­სა­ვა­ლი, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს და იგი, ჩვე­ნის აზ­რით, მხო­ლოდ ერ­თია: ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ყვე­ლას მიერ გა­და­ტა­ნი­ლი უნდა იქ­ნას ადა­მი­ან­ზე და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ წინა პლან­ზე წა­მო­ი­წი­ოს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­მა, რაც მას შე­მოქ­მედ­თან და­ა­ახ­ლო­ებს; ზე­ა­და­მი­ა­ნად გახ­დო­მის ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი სურ­ვი­ლი კი და­ღუპ­ვის წი­ნა­პი­რო­ბად გვექ­ცე­ვა.

"სი­ცო­ცხლე ან სიკ­ვდი­ლი" - ამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა დღეს ადა­მის მთე­ლი მოდ­გმა. ასე­თი მას­შტა­ბუ­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ნა­ბი­ჯი მა­ნამ­დე არ გვქო­ნია გა­და­სად­გმე­ლი. "აირ­ჩიე სი­ცო­ცხლე" - მოგ­ვი­წო­დებს მო­ცი­ქუ­ლი. მორ­წმუ­ნე­თათ­ვის ეს ნიშ­ნავს მცნე­ბე­ბის დაც­ვით უფ­ლის მიმსგავ­სე­ბას, მა­ღალზ­ნე­ობ­რივ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ნიშ­ნავს ღვთის სა­დი­დებ­ლად სხვის­თვის ცხოვ­რე­ბას, რათა შემ­დეგ ცათა სა­სუ­ფევ­ლის მკვიდ­რნი გავ­ხდეთ და მა­რა­დი­უ­ლად ღმერ­თთან ვმყო­ფობ­დეთ. ათე­ის­ტე­ბი­სათ­ვის კი ასე­თი აზ­როვ­ნე­ბა გა­უ­გე­ბა­რია და მი­უ­ღე­ბე­ლი, რად­გან ისი­ნი ეყ­რდნო­ბი­ან ფორ­მუ­ლი­რე­ბას: მჯე­რა ის, რა­საც ვხე­დავ და არ მჯე­რა იმის, რაც უხი­ლა­ვია. ამი­ტო­მაც არც ღმერ­თის სწამთ, არც ჩვე­ნი სუ­ლის არ­სე­ბო­ბის და არც მისი უკ­ვდა­ვე­ბის; ამას­თან, მი­იჩ­ნე­ვენ რა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მიღ­წე­ვას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არ ერი­დე­ბი­ან.

მაგ­რამ, მორ­წმუ­ნე­ნი ვართ, თუ ურ­წმუ­ნო­ნი, რო­დე­საც თუნ­დაც ამ­ქვეყ­ნი­ურ ჩვენს უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­იჭ­რე­ბა მრა­ვა­ლი კი­თხვა, მათ შო­რის იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ დავძლი­ოთ სი­ღა­ტა­კე, უმუ­შევ­რო­ბა, დევ­ნილ­თა პრობ­ლე­მე­ბი, რო­გორ აღ­ვიდ­გი­ნოთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა? ... მაგ­რამ, ასე­ვე, წა­მო­იჭ­რე­ბა სხვა კი­თხვე­ბიც, რომ­ლე­ბიც მუ­დამ აწუ­ხებ­და კა­ცობ­რი­ო­ბას: რა­ტომ და­ვი­ბა­დეთ? რა­ტომ ვკვდე­ბით? ვინ მოგ­ვცა სი­ცო­ცხლე? რა არის იგი? რის­თვის ვართ მო­წო­დე­ბულ­ნი? ...

რა თქმა უნდა, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გვმარ­თებს ფიქ­რი, მაგ­რამ ამ ეპის­ტო­ლე­ში იმ თე­მებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, რაც სუ­ლი­ერ სფე­როს მო­ი­ცავს და ღვთის­კენ სა­ვა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

***

ბიბ­ლი­ის პირ­ვე­ლი­ვე თა­ვი­დან გა­ცხა­დე­ბუ­ლია დიდი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი მცე­ნა­რე­თა, ცხო­ველ­თა, ზღვის და ცის ბი­ნა­დარ­თა, ასე­ვე, ღვთის მიერ სამ­ყა­როს შექ­მნის, ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბი­სა და მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

„მე ვარ ანი და ჰოე, და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი“(გა­მო­ცხ. 1., - ბრძა­ნებს მა­ცხო­ვა­რი.

„და­სა­წყის­ში იყო სი­ტყვა (ლო­გო­სი) და სი­ტყვა იყო ღმერ­თთან და სი­ტყვა იყო ღმერ­თი ... ყო­ვე­ლი­ვე მის მიერ შე­იქ­მნა, მას­ში იყო სი­ცო­ცხლე და სი­ცო­ცხლე იყო ადა­მი­ან­თა ნა­თე­ლი ...“ (ინ I.1-4); "წყა­ლო­ბით მდი­დარ­მა ღმერ­თმა ... შე­ცო­დე­ბით მკვდარ­ნი გაგ­ვა­ცო­ცხლა ქრის­ტეს­თან ერ­თად“ (ეფეს.2,4-5) და "ღვთის ძი­სად­მი რწმე­ნით გვაქვს სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლე“ (I ინ. 5,13), - ვკი­თხუ­ლობთ "ახალ აღ­თქმა­ში".

სიკ­ვდი­ლი კი ცოდ­ვის შე­დე­გია, რო­მე­ლიც მის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ცოდ­ვის სა­ზღა­უ­რი არის სიკ­ვდი­ლი“ (რომ. 6,23), - ბრძა­ნებს მო­ცი­ქუ­ლი. ხოლო რად­გან „გუ­ლის­თქმა ხორ­ცის, გუ­ლის­თქმა თვა­ლის და ამ­პარ­ტავ­ნე­ბა ამ­ქვეყ­ნი­სა­გან მომ­დი­ნა­რე­ობს“ (I ინ. 2-16) და უფალ­თან კავ­ში­რი არა აქვს, ამ წე­სით მცხოვ­რებ­ნი თა­ვი­სი ნე­ბით შორ­დე­ბი­ან სი­ცო­ცხლის, სიწ­მინ­დის, სი­ნათ­ლის წყა­როს, - ღმერ­თს და სუ­ლი­ერ სიკ­ვდილს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან.

უფალ­თან ყოფ­ნა კი ნიშ­ნავს იმას, რომ უნდა მოვ­კვდეთ ცოდ­ვი­სათ­ვის, ანუ დავძლი­ოთ ის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა­ნი, ადა­მის და­ცე­მის შემ­დეგ რომ შე­ვი­ძი­ნეთ.

ღმერ­თთან მი­ახ­ლე­ბა­ში, მხო­ლოდ გან­სწავ­ლუ­ლო­ბა და მეც­ნი­ე­რუ­ლი პროგ­რე­სი ვერ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა; აუ­ცი­ლე­ბე­ლია სუ­ლი­ე­რი სიწ­მინ­დის მო­პო­ვე­ბა, რად­გან "ღმერ­თი სუ­ლია და მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მარ­თებთ სუ­ლი­თა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბით თაყ­ვა­ნის­ცე­მა“ (ინ. 4,24).

წმინ­და მა­კა­რი ეგ­ვიპ­ტე­ლი წერს: რო­გორც სხე­ულს სხვა და სხვა ორ­გა­ნო და ფუნ­ქცია აქვს, ასე­ვე სულ­საც აქვს სხვა და სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბა და ფუნ­ქცია.

სუ­ლის თვი­სე­ბაა, მა­გა­ლი­თად: გან­სჯა, ნე­ბე­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი; სირ­ცხვი­ლის, მო­რი­დე­ბის, თავ­მდაბ­ლო­ბის გრძნო­ბა; სი­მარ­თლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მო­წყა­ლე­ბა, სი­ნა­ნუ­ლი, სიბ­რა­ლუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი... ისი­ნი ღვთივ­ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენს ში­ნა­გან ადა­მი­ანს ქმნის.

ცოდ­ვე­ბით შე­ბღა­ლუ­ლი, უფ­ლის ნა­თელს მოკ­ლე­ბუ­ლი სუ­ლის თვი­სე­ბე­ბი კი არის: ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, შური, კად­ნი­ე­რე­ბა, ღვარ­ძლი, უსა­მარ­თლო­ბა ...

ამ უნა­რებს სული ჩვენს გულ­სა და გო­ნე­ბა­ში ავ­ლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხო­ლოდ ანა­ტო­მი­უ­რი გული და ტვი­ნი, მაგ­რამ სწო­რედ მათ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვენ­თვის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი კავ­ში­რი სულ­თან და, ძი­რი­თა­დად, აქ იყ­რის თავს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბი.

რაც თვა­ლია სხე­უ­ლი­სათ­ვის, ისაა გო­ნე­ბა სუ­ლი­სათ­ვის. გო­ნე­ბი­სა­გან მომ­დი­ნა­რე­ობს აზ­როვ­ნე­ბი­სა და გან­სჯის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გულ­ში კი მგრძნო­ბე­ლო­ბი­თო­ბა ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა, რა­საც ადა­მი­ა­ნი გრძნობს გუ­ლით, იგი გო­ნე­ბა­საც მო­ი­ცავს.

და ამ დროს უნდა მოხ­დეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ: გო­ნე­ბი­სა და გუ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, „გო­ნე­ბის ჩას­ვლა გულ­ში" და გო­ნე­ბის მიერ მისი წარ­მარ­თვა. ასე­თი გული არის გული გო­ნი­ე­რი. იგი სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს უკე­თურ ფიქ­რებს შე­მო­იჭ­რან და ცოდ­ვად იქ­ცნენ; არა­მედ ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბით უკუ­აგ­დებს მათ და არ შე­ი­წყნა­რებს. ამ­გვა­რი გული და გო­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლია უფ­ლი­სა­კენ და ჩვე­ნი სწო­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტრი ხდე­ბა. წმ. მა­მე­ბი წე­რენ: ძი­რი­თა­დად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ურის­ხვე­ლო­ბა, ჭირ­თა დათ­მე­ნა, წყე­ნის და­ვი­წყე­ბა.

ძი­რი­თა­დად, ასე­ვე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყ­ვა­სის სი­ძულ­ვი­ლი, შური, გან­კი­თხვა, მკვლე­ლო­ბა. სა­ერ­თოდ, გო­ნე­ბა ად­ვი­ლად იმღვრე­ვა, მაგ­რამ მა­ლე­ვე იწ­მინ­დე­ბა ლოც­ვით, წმინ­და წე­რი­ლის, წმინ­და­თა ცხოვ­რე­ბი­სა და მათი და­რი­გე­ბე­ბის კი­თხვით.

გუ­ლის სიწ­მინ­დის მო­პო­ვე­ბას კი ხან­გრძლი­ვი სუ­ლი­ე­რი შრო­მა სჭირ­დე­ბა. ამის მიღ­წე­ვა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, რად­გან ადა­მი­ა­ნის წრფე­ლი და გან­წმენ­დი­ლი გული არის ის ად­გი­ლი, სა­დაც ღმერ­თი ივა­ნებს. ინე­ბოს მა­ცხო­ვარ­მა, რო­გორც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ეს სი­ნერ­გია, ეს შეხ­ვედ­რა ყვე­ლას გულ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

უფალს ჩვე­ნი მო­ნა­ნუ­ლი და მად­ლი­ე­რი გული უნდა შე­ვა­გე­ბოთ და გა­ვა­ხა­როთ. სა­კუ­თარ ცოდ­ვა­თა შემცნო­ბი ადა­მი­ა­ნი ფრი­ად სათ­ნოა ღვთის­თვის.

ძველ „პა­ტე­რიკ­ში" წე­რია:

ერთხელ შე­წუ­ხე­ბულ­მა ხალ­ხმა ღმერ­თს მი­მარ­თა:

-რა­ტომ არის ამ­დე­ნი მკვლე­ლო­ბა, გა­უ­ტან­ლო­ბა, სი­ძულ­ვი­ლი, უბე­დუ­რე­ბა?

- თქვენ ეს არ მოგ­წონთ? - ჰკი­თხა უფალ­მა.

- რა თქმა უნდა, არა, - იყო პა­სუ­ხი.

და მი­უ­გო: - მაშ, რა­ტომ ომობთ, რა­ტომ ბო­როტ­მოქ­მე­დებთ, გა­ნი­კი­თხავთ და მძლავ­რობთ ერ­თმა­ნეთ­ზე?!

მარ­თლაც,ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ ჩვე­ნი ნე­ბის, ჩვე­ნი არ­ჩევ­ნის შე­დე­გია. რა­ო­დენ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლას ის გვე­კე­თე­ბი­ნა, რაც მო­სა­წო­ნია ღვთის­თვის!

მა­ცხოვ­რის მოვ­ლი­ნე­ბით თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის და­ბა­დე­ბას უდი­დე­სი აზრი მი­ე­ნი­ჭა, რად­გან ამ დღი­დან ყო­ველ ადა­მი­ანს, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, სქე­სი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა, აღმსა­რებ­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე უკ­ვდავ­ყოს და იე­სოს ამ­ქვეყ­ნად შობა აქ­ცი­ოს ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში, მა­რა­დი­ულ ნე­ტა­რე­ბა­ში, თა­ვი­სი შო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლად. ამი­ტო­მა­ცაა ეს დღე­სას­წა­უ­ლი ჩვენ­თვის დიდი ზე­ი­მის, სი­ხა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი.

ჩვენს მი­წი­ერ ყო­ფა­ში და­ცე­მაც და წა­მოდ­გო­მაც, წარ­მა­ტე­ბაც და წა­რუმ­ტე­ბე­ლო­ბაც მო­ნაც­ვლო­ბენ.

თუ დიდი ტკი­ვი­ლი ან გან­საც­დე­ლი შეგ­ხვდათ, ადა­მი­ან­თა ბო­რო­ტე­ბის, მტრო­ბის, შუ­რის, ღა­ლა­ტის მსხვერ­პლნი გახ­დით, გული არ გა­ი­ტე­ხოთ. მი­ი­ღეთ ეს, რო­გორც თქვენ­თვის სარ­გო მწა­რე, მაგ­რამ მა­კურ­ნე­ბე­ლი წა­მა­ლი, მი­ი­ღეთ, რო­გორც თქვენ­გან გა­სავ­ლე­ლი გზის სა­ჭი­რო მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა. თუმ­ცა მისი ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თქვე­ნი გული და გო­ნე­ბა რო­გორ უპა­სუ­ხებს ასეთ გა­მოწ­ვე­ვებს.

რა თქმა უნდა, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ჩვე­ნი ჯვა­რი გვაქვს სა­ტა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ არის სა­ერ­თო გან­საც­დე­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, დღეს პან­დე­მი­აა ასე­თი.

ხალ­ხი და­ით­რგუ­ნა მუდ­მი­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­კეტვით, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით ... მარ­თა­ლია, მსხვერ­პლი დი­დია და სიფრ­თხი­ლე ყოვ­ლა­და­უ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სა­სო­წარ­კვე­თას არ უნდა მი­ვე­ცეთ და არც შევ­შინ­დეთ. უნდა გან­გვამ­ტკი­ცოს რწმე­ნამ იმი­სა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს არ­სე­ბო­ბის შე­წყვე­ტას, რად­გან ადა­მი­ა­ნის სული უკ­ვდა­ვია. მთა­ვა­რია, სუ­ლი­ე­რი სიკ­ვდი­ლის, მა­რა­დი­უ­ლი ტან­ჯვის მსხვერ­პლნი არ გავ­ხდეთ.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბას ვა­ვედ­რებ ჩვენ­გან წა­სულ ჩვენს სუ­ლი­ერ შვი­ლებს, რომ შე­ი­წყა­ლოს ისი­ნი და აცხოვ­ნოს. სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მყოფთ, სა­ერ­თოდ, ყვე­ლას, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი და ვინც თავს ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის შვი­ლად მი­იჩ­ნევს, - გთხოვთ, იცხოვ­რეთ ერ­თმა­ნე­თი­სა და სამ­შობ­ლო­სათ­ვის.

ჩვენ, ღვთის გან­გე­ბით, ერთ სივ­რცე­ში, ერთ პე­რი­ოდ­ში იმი­ტომ მოგ­ვი­წია ყოფ­ნა, რომ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში უნდა გა­მო­ვი­ცა­დოთ, უნდა შევ­ძლოთ ღვთის სა­დი­დებ­ლად „ურ­თი­ერ­თას სიმ­ძი­მე ვიტ­ვირ­თოთ და ეს­რეთ აღ­ვას­რუ­ლოთ სჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი“ (გა­ლატ. 6.2).

ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან, მშობ­ლებ­თან, და-ძმებ­თან, ახლო თუ შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, ნე­ბის­მი­ერ სხვა პი­როვ­ნე­ბას­თან, ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სნე­ულ­თა, პა­ტი­მარ­თა და გა­ჭირ­ვე­ბულ­თად­მი, პი­რა­დი და საქ­ვეყ­ნო საქ­მი­სად­მი, გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და წი­ნაპ­რე­ბი­სად­მი, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და გა­რე­მო­სად­მი ... უდი­დე­სი გა­მოც­დი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს, რად­გან სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ და ვინც არ უნდა ვი­ყოთ, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ძნე­ლია ასეთ დიდ სივ­რცე­ში იმოქ­მე­დო და შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვა. ჩვე­ნი ეგო­ის­ტუ­რი "მე“ ხომ მუდ­მი­ვად უძებ­ნის გა­მარ­თლე­ბას ჩვენს ცოდ­ვებს, არას­წორ საქ­ცი­ელს ... ამას­თან, სა­კუ­თარ თავს ად­ვი­ლად ვპა­ტი­ობთ იმას, რა­ზეც სხვას მკაც­რად ვთხოვთ პა­სუხს. ხში­რად კი, სა­ერ­თო­დაც ვერ ვხე­დავთ ჩვენს ცოდ­ვებს.

უნდა ვის­წავ­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­რე­დან შე­ხედ­ვა, ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის სხვი­სი თვა­ლით შე­ფა­სე­ბა და ობი­ექ­ტუ­რი გან­სჯა. ეს არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ჩვე­ნი სწო­რი სუ­ლი­ე­რი ხედ­ვის­თვის. მა­შინ უკვე ღვთის შე­წევ­ნით, სი­ნა­ნუ­ლით, აღ­სა­რე­ბი­თა და ზი­ა­რე­ბით ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბა და კე­თი­ლად წარ­მარ­თე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ერთი წლის მან­ძილ­ზე თუნ­დაც ერთი არას­წო­რი ჩვე­ვა ან თვი­სე­ბა რომ აღ­მოვ­ფხვრათ, რამ­დე­ნად უკე­თე­სი გახ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა! და­ი­სა­ხეთ ეს მიზ­ნად.

***

გა­უფრ­თხილ­დით დროს!

დრო ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, თუ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ცხო­ნე­ბას მო­ვი­პო­ვებთ; და­კარ­გულ დრო­ზე და­სა­ნა­ნიც არა­ფე­რია, თუ იგი წარ­წყმე­დის მი­ზე­ზად გვექ­ცე­ვა (ჩვენ კი ხში­რად სწო­რედ ფუ­ჭად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ით ვხა­რობთ). არ­და­ვი­წყე­ბა გვმარ­თებს იმი­საც, რომ დრო­ის მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, დრო­ის სული ცვა­ლე­ბა­დია; ხში­რად იგი ცრუ იდე­ა­ლებს გვთა­ვა­ზობს და ბევ­რი შეჰ­ყავს შეც­დო­მა­ში იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ხე­და­ვენ, რაც გუ­შინ სა­მა­გა­ლი­თოდ ით­ვლე­ბო­და, მას დღეს დას­ცი­ნი­ან და რა­საც დღეს აქე­ბენ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა და­ი­წუ­ნონ. სწო­რად მო­იქ­ცე­ვი, თუ შეძ­ლებ, იაზ­როვ­ნო ისე და აკე­თო ის, რაც მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი.

ამი­ტო­მაც, ორი­ენ­ტი­რად ღმერ­თი და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აირ­ჩიე, იგია მხო­ლოდ უც­ვა­ლე­ბე­ლი, ზედ­რო­უ­ლი და ჭეშ­მა­რი­ტი. მი­ემ­სგავ­სე ლოტს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­რე­მო­ში, სო­დომ­ში, ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ უფ­ლის მცნე­ბას არ ღა­ლა­ტობ­და. ამას შენც შეძ­ლებ, თუ მუდ­მი­ვად უფალს და­ეყ­რდნო­ბი და მისი მცნე­ბე­ბით იმოქ­მე­დებ. ეკ­ლი­ა­ნია ეს გზა, მაგ­რამ თან ახ­ლავს სი­ხა­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა გან­საც­დელს, ყვე­ლა სირ­თუ­ლეს ად­ვი­ლად დაგ­ვაძ­ლე­ვი­ნებს, ზოგს შე­უმ­ჩნევ­ლა­დაც, იმის მსგავ­სად, რო­გორც ჯან­საღ სხე­ულ­ში შე­უმ­ჩნევ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი. შენ ხარ მო­წო­დე­ბუ­ლი, რათა იყო შე­მოქ­მე­დის თვალ­შე­უდ­გა­მი ნათ­ლის თა­ნა­ზი­ა­რი;

მთე­ლი სამ­ყა­რო, რო­გორც ცო­ცხა­ლი წიგ­ნი, შენს წი­ნა­შეა გა­დაშ­ლი­ლი და ქა­და­გებს ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის დი­დე­ბას. სიყ­ვა­რუ­ლით გვიმ­ზერს ბეთ­ლემს შო­ბი­ლი ყრმა იესო, თა­ვის­კენ გვიხ­მობს და მოგ­ვი­წო­დებს: აირ­ჩიე სი­ცო­ცხლე, აირ­ჩიე ნე­ტა­რი მა­რა­დი­უ­ლო­ბა! ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, რუს­ნო, ასი­რი­ელ­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, აზე­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, უდინ­ნო, იე­ზიდ­ნო, ქურთნო, ინ­გუშ­ნო, ჩერ­ქეზ­ნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო, ყო­ველ­ნო შვილ­ნო ივე­რი­ის ეკ­ლე­სი­ი­სა, - იხა­რებ­დით, რა­მე­თუ ღმერ­თი გა­მოჩ­ნდა დღეს ხორ­ცით; აქე­ბენ მოგ­ვნი, მწყემსთა თანა განკვირ­ვე­ბულ­ნი, შო­ბა­სა მის­სა ქალ­წუ­ლი­სა­გან და დი­დე­ბა­სა შეს­წირ­ვენ ან­გე­ლოზ­თა გუნდთა თანა (იო­ა­ნე მტბე­ვა­რი). ჩვენც ან­თე­ბუ­ლი სან­თლით კრძალ­ვით მი­ვე­ახ­ლოთ მას და სი­ხა­რუ­ლით ღა­ღადვ­ყოთ:

დი­დე­ბა ძალ­სა შენ­სა, მხსნე­ლო ყო­ველ­თაო! დი­დე­ბა და მად­ლო­ბა შენ­და, საღ­მრთო­ი­თა მად­ლი­თა სოფ­ლი­სა აღ­მავ­სე­ბე­ლო! დი­დე­ბა შენ­და, სა­სო­ე­ბაო ჩვე­ნო, დიდო მღვდელმთა­ვა­რო, მე­ფეო და ღმერ­თო ჩვე­ნო! თქვენ­თვის მა­რად­ჟამს სიყ­ვა­რუ­ლით მლოც­ვე­ლი

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრეი
3

ტენტიანი პაბედების დროინდელი ქოცი

beso
4

ალექსი-ს გაიხარეთ უწმინდესო.. >>>>>>>>>>>>შობას გილოცავ, ვულოცავ ყველას. >>>>>>>>>>>>>ჩვენ არ ვართ იმ უნარში, რომ ბევრი რამე გავიგოთ, მაგრამ აუხსენი სხვას, შენ რა გაიგე ან რაზე მოგეცა პასუხი ამ ძნელბედობის ჟამს!? >>>>>>>>>>>გასაგებია, რომ ცხოვრება დედამიწაზე ყოფის იქითაც გრძელდება, გასაგებია კონსპექტების მეტი რა მინახავს(ამ სახის კონსპექტი მართლაც არ მინახავს. რა/ვინ უბედურება, ან რა უნარი წერს ამას!? გიხაროდეთ!), სტუდენტის ვყოფილვარ. მერჩივნა ამ საკითხებზე სასულიერო სემინარიის ლექტორის ლექცია-საუბარი მომესმინა. ამის იქით რა, ველოდოთ ხომ როდის ჩამოივლის მატარებელი. გიხაროდეთ!>>>>>>>>>>>>>>>>>>ესაა ხომ ქრისტიანობა ადამიანისა და ერისა. დიდება უფალს!

ავტორი:

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე:

"აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არა მარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც. ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად, ბეთლემის ერთ მიტოვებულ, პირუტყვის თავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამეს აღესრულა, ენითუთქმელი სასწაულია, - იშვა ემანუელი! მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არასოდეს მომხდარა და არც მოხდება. ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის გამკვალავი, ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების, დიდი სიხარულის დასაწყისისა.

გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: "წაერთმევა კვერთხი იუდას.. ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49, 10), რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა კანონიერი მეფე იუდას ტომიდან, მაშინ მოევლინებოდათ ზეციური მეუფე. მართლაც, რომის იმპერიაში, მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდეს მმართველობის ჟამს უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროს ამცნო იესოს შობა. ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთის განკაცების მრავალათასწლიანი მოლოდინის შედეგი. ამ გზაზე იყო ებრაელთა ერის მრავალგზისი განდგომა ღვთისგან, გაუცხოება ჭეშმარიტი რწმენისგან, შიში წარმართ დამპყრობელთა წინაშე და მათი გავლენის ქვეშ მოქცევა...

მაგრამ იყო სინანულიც, ღვთისადმი თავგანწირული ერთგულებაც და უფლისა და მოყვასისათვის მსახურების გამორჩეული მაგალითებიც. დიდი რყევებისა და სულიერი ქარტეხილების მიუხედავად, სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველისთვის მიცემული უფლის მცნებები ისრაელიანთა ღირსეულმა მოღვაწეებმა დაიცვეს და მოამზადეს კაცობრიობა მაცხოვრის განკაცებისთვის.

და, აი, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან მოევლინა ამ ქვეყანას "ნათელი სოფლისა", რომლისგან ყოველივე შეიქმნა და მის გარეშე არც ერთი რამ იქმნა" (ინ.1,3); მოევლინა, რათა კაცთა მოდგმისთვის ეხარებინა:

"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ;“ (მთ. 11.28) "მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება"(ინ. 6.35); "მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება" ( ინ. 8,12); "მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება“ (ინ.15,5-6); „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14,8). - რას გულისხმობს, უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები? - სინერგიისაკენ, - ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა და შერწყმისაკენ.

ანუ იმისკენ, რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა; ყველაფერი სხვა კი, მასთან შედარებით, ამაოებაა. ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა და ღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესი პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე, ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა ღმერთთან. ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვის მიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი მოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიც შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევა გამოგვაფხიზლებს, თვალს აგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს სრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულით მიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისაკენ.

***

დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი... ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრისმომცემი. მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით.

გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა.

"სიცოცხლე ან სიკვდილი" - ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონია გადასადგმელი. "აირჩიე სიცოცხლე" - მოგვიწოდებს მოციქული. მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას, მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ. ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის, რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას, ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან.

მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე, უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა? ... მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? ...

რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება.

***

ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა, ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის, ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე.

„მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული“(გამოცხ. 1., - ბრძანებს მაცხოვარი.

„დასაწყისში იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ... ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი ...“ (ინ I.1-4); ,,წყალობით მდიდარმა ღმერთმა ... შეცოდებით მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფეს.2,4-5) და ,,ღვთის ძისადმი რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე“ (I ინ. 5,13), - ვკითხულობთ "ახალ აღთქმაში".

სიკვდილი კი ცოდვის შედეგია, რომელიც მის გარეშე არ არსებობს და მასზეა დამოკიდებული.

"ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (რომ. 6,23), - ბრძანებს მოციქული. ხოლო რადგან „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და ამპარტავნება ამქვეყნისაგან მომდინარეობს“ (I ინ. 2-16) და უფალთან კავშირი არა აქვს, ამ წესით მცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის, სინათლის წყაროს, - ღმერთს და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან.

უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ.

ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან "ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა“ (ინ. 4,24).

წმინდა მაკარი ეგვიპტელი წერს: როგორც სხეულს სხვა და სხვა ორგანო და ფუნქცია აქვს, ასევე სულსაც აქვს სხვა და სხვა გამოვლინება და ფუნქცია.

სულის თვისებაა, მაგალითად: განსჯა, ნებელობა, სიყვარული, შემოქმედებითი უნარი; სირცხვილის, მორიდების, თავმდაბლობის გრძნობა; სიმართლისმოყვარეობა, მოწყალება, სინანული, სიბრალული, სიხარული... ისინი ღვთივბოძებული ნიჭებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ადამიანს ქმნის.

ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა ...

ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავს ჩვენი შინაგანი განცდები.

რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კი მგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი გონებასაც მოიცავს.

და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის გაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში" და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არ შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება. წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება.

ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა, მკვლელობა. საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით.

გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს. ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს.

უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ. საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის.

ძველ „პატერიკში" წერია:

ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა:

-რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება?

- თქვენ ეს არ მოგწონთ? - ჰკითხა უფალმა.

- რა თქმა უნდა, არა, - იყო პასუხი.

და მიუგო: - მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?!

მართლაც,ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევნის შედეგია. რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია ღვთისთვის!

მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრი მიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცა შესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობა აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობის განმსაზღვრელად. ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი.

ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და წარუმტებელობაც მონაცვლობენ.

თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს.

რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი.

ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით ... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ.

ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, - გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის.

ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა, რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთის სადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2).

ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი ... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია.

ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს ... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.

უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი.

თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად.

***

გაუფრთხილდით დროს!

დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ). არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ. სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი.

ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა. ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს, ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი. შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი;

მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს: აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა! ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო, სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, - იხარებდით, რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ ანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი). ჩვენც ანთებული სანთლით კრძალვით მივეახლოთ მას და სიხარულით ღაღადვყოთ:

დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ყოველთაო! დიდება და მადლობა შენდა, საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო! დიდება შენდა, სასოებაო ჩვენო, დიდო მღვდელმთავარო, მეფეო და ღმერთო ჩვენო! თქვენთვის მარადჟამს სიყვარულით მლოცველი