პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს უნდა, მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, დილით წნევას ვუზომავთ, საღამოს - ტემპერატურას - დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს" - გია ხუხაშვილი
"სააკაშვილს უნდა, მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს,  დილით წნევას ვუზომავთ, საღამოს - ტემპერატურას - დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს" - გია ხუხაშვილი

"სა­ა­კაშ­ვილს უნდა, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­დეს, მისი თემა იყოს ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უამ­რა­ვი სხვა პრობ­ლე­მაა - ცოტა ხნით და­ის­ვე­ნოს და ჩვენც თავი დაგ­ვა­ნე­ბოს" - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც შე­ა­ფა­სა პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე სწო­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა და მისი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნა იქ­მნე­ბო­და.

"ისე­თი ინ­სტი­ტუ­ტის ბო­ი­კო­ტი­რე­ბა, რო­გო­რიც პარ­ლა­მენ­ტია, არ მგო­ნია შე­დე­გის მომ­ტა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კა იყოს. ბო­ი­კოტს აზრი აქვს მა­შინ, რო­დე­საც ის ტო­ტა­ლურ და სის­ტე­მურ ხა­სი­ათს ატა­რებს. მაგ­რამ, თუ ერთ ინ­სტი­ტუ­ტში ერთი პარ­ტია არ შევა, რაც არ უნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და დიდი იყოს, ამით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ეს პრო­ტეს­ტის შე­დე­გის მიღ­წე­ვას ხელს უშ­ლის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­დი­ხართ ომში და ამ­ბობთ, რომ თქვენ მხო­ლოდ თო­ფით გა­ის­ვრით და უარს იტყვით ტან­კებ­სა და ჯავ­შან­მან­ქა­ნებ­ზე - ამას ეძა­ხით სწორს, ეს ხომ სი­სუ­ლე­ლე გა­მო­ვა. არ­ცერთ ინ­სტრუ­მენტზე და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე უარი არ უნდა ით­ქვას. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­მა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას, იმ­დე­ნი თე­მაა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­ზეც ოპო­ზი­ცი­ამ ვერა და ვერ მო­ა­ხერ­ხა კო­მი­სი­ის შექ­მნა. გა­სა­გე­ბია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის თემა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს, მაგ­რამ ის სამ­ყა­როს ცენ­ტრი არაა, რომ მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­დეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­მო­მავ­ლოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა შეს­წავ­ლი­ლი იყოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე სწო­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა და ამის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნა იქ­მნე­ბო­და. სა­ა­კაშ­ვილს უნდა, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­დეს, მისი თემა იყოს ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამის გარ­და უამ­რა­ვი სხვა პრობ­ლე­მაა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი - სა­ა­კაშ­ვილს დი­ლით წნე­ვას ვუ­ზო­მავთ, სა­ღა­მოს - ტემ­პე­რა­ტუ­რას. იყოს ეს თემა, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვილ­მა, მის­მა პარ­ტი­ამ და ყვე­ლამ, უნდა იცო­დეს, რომ ხალ­ხს შია, სწყუ­რია, პან­დე­მი­ით იხო­ცე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ტო­ტა­ლუ­რი მოს­მე­ნაა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი მი­დის. ეს პრობ­ლე­მე­ბია და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დიდი ბო­დი­ში და დღე­ში 60 ადა­მი­ა­ნი რომ იღუ­პე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ბა­ვი კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე არაფ­რად ღირს? კი, ბა­ტო­ნო, ვიმ­სჯე­ლოთ მის თე­მა­ზეც, მაგ­რამ ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით ერთი, თუნ­დაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბის სა­კითხს სცილ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა ნა­ბი­ჯე­ბი დარ­ჩა ახლა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მო­თხოვ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უპი­რო­ბოდ გა­მო­უშ­ვან შე­დე­გის მომ­ტა­ნი არაა, ხოლო მის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სი­კე­თე იქ­ნე­ბა.

"მო­თხოვ­ნა, რომ უპი­რო­ბოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლო ადა­მი­ა­ნი, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნა არაა. ეს არის ერთი ადა­მი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბა­ნა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ემ­ხრო­ბა. ვი­ღა­ცას პი­რი­ქით, მი­აჩ­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა და უნდა, რომ ის ცი­ხე­ში იჯ­დეს. სწო­რი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მის მი­მართ, ეს იქ­ნე­ბო­და სი­კე­თე არა მხო­ლოდ ერთი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ, არა­მედ იქ­ნე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სი­კე­თე, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ გა­მო­უშ­ვან და შემ­დეგ ხა­ზა­რა­ძე და­ა­კა­ვონ, რა ვქნათ? ეს ხომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მან­კი­ე­რე­ბის თე­მას ვერ გა­და­წყვეტს?

სა­ა­კაშ­ვილ­მა სამ­ყა­რო თა­ვის თავ­ზე ჩა­კე­ტა და უნდა, მხო­ლოდ მას­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ცოტა ხნით და­ის­ვე­ნოს, ჩვენც თავი დაგ­ვა­ნე­ბოს, თვი­თო­ნაც და­ის­ვე­ნოს, რა­ღა­ცებ­ზე და­ფიქ­რდეს. ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით მას, რომ მის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა იყოს მიღ­წე­უ­ლი, რათა მას რაც და­უ­შა­ვე­ბია, იმა­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­ე­კის­როს. ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი - გა­მო­უშ­ვით, არ მგო­ნია, პო­ლი­ტი­კა იყოს და რაც მთა­ვა­რია, შე­დე­გის მომ­ტა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თვლის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მის საქ­მე­ზე პარ­ლა­მენ­ტში დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის მის მი­მართ "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის ფაქტს“. ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის თა­ვად წარ­დგეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე და კო­მი­სი­ის წევ­რებს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mamuka
0

xuxashvilo vinc eqspertoba dagabrala imas gavartyi ert adgilas

გიო
1

ხუხაშვილო, რაღაც იცი და გვიმალავ - ხაზარაძე რატომ ახსენე, მაგის რიგი მოვიდა?

ავტორი:

"სააკაშვილს უნდა, მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, დილით წნევას ვუზომავთ, საღამოს - ტემპერატურას - დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს" - გია ხუხაშვილი

"სააკაშვილს უნდა, მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს,  დილით წნევას ვუზომავთ, საღამოს - ტემპერატურას - დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს" - გია ხუხაშვილი

"სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, მისი თემა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანაში, სადაც უამრავი სხვა პრობლემაა - ცოტა ხნით დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა.

ხუხაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე სწორი, სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა და მისი მექანიზმების შექმნა იქმნებოდა.

"ისეთი ინსტიტუტის ბოიკოტირება, როგორიც პარლამენტია, არ მგონია შედეგის მომტანი პოლიტიკური ტაქტიკა იყოს. ბოიკოტს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის ტოტალურ და სისტემურ ხასიათს ატარებს. მაგრამ, თუ ერთ ინსტიტუტში ერთი პარტია არ შევა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და დიდი იყოს, ამით არაფერი შეიცვლება. ეს პროტესტის შედეგის მიღწევას ხელს უშლის. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ომში და ამბობთ, რომ თქვენ მხოლოდ თოფით გაისვრით და უარს იტყვით ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე - ამას ეძახით სწორს, ეს ხომ სისულელე გამოვა. არცერთ ინსტრუმენტზე და ინსტიტუციურ შესაძლებლობაზე უარი არ უნდა ითქვას. რაც შეეხება სააკაშვილის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმდენი თემაა, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, რაზეც ოპოზიციამ ვერა და ვერ მოახერხა კომისიის შექმნა. გასაგებია, რომ სააკაშვილის თემა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ის სამყაროს ცენტრი არაა, რომ მის ირგვლივ ტრიალებდეს ყველაფერი. სამომავლოდ, სააკაშვილის მიმართ შეიძლება შესწავლილი იყოს მართლმსაჯულების განხორციელების სამართლიანობა. ამ ეტაპზე ყველაზე სწორი, სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა და ამის მექანიზმების შექმნა იქმნებოდა. სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, მისი თემა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანაში, სადაც ამის გარდა უამრავი სხვა პრობლემაა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა პოლიტიკური პროცესი - სააკაშვილს დილით წნევას ვუზომავთ, საღამოს - ტემპერატურას. იყოს ეს თემა, მაგრამ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ყველამ, უნდა იცოდეს, რომ ხალხს შია, სწყურია, პანდემიით იხოცებიან ადამიანები, ტოტალური მოსმენაა, კატასტროფული ინფლაციური პროცესები მიდის. ეს პრობლემებია და არანაკლებ მნიშვნელოვანი. დიდი ბოდიში და დღეში 60 ადამიანი რომ იღუპება, სააკაშვილის ჯანმრთელობის ამბავი კი მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ადამიანების სიცოცხლე არაფრად ღირს? კი, ბატონო, ვიმსჯელოთ მის თემაზეც, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომლებიც თავისი მასშტაბებით ერთი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების საკითხს სცილდება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რა ნაბიჯები დარჩა ახლა "ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ხუხაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა, რომ სააკაშვილი უპირობოდ გამოუშვან შედეგის მომტანი არაა, ხოლო მის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა სახელმწიფოებრივი სიკეთე იქნება.

"მოთხოვნა, რომ უპირობოდ გაათავისუფლო ადამიანი, ეს პოლიტიკური მოთხოვნა არაა. ეს არის ერთი ადამიანის გათავისუფლების ბანალური მოთხოვნა, რასაც საზოგადოების უმრავლესობა არ ემხრობა. ვიღაცას პირიქით, მიაჩნია, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და უნდა, რომ ის ციხეში იჯდეს. სწორი მოთხოვნა იქნებოდა სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება მის მიმართ, ეს იქნებოდა სიკეთე არა მხოლოდ ერთი პიროვნების მიმართ, არამედ იქნებოდა სახელმწიფოებრივი სიკეთე, რადგან სააკაშვილი რომ გამოუშვან და შემდეგ ხაზარაძე დააკავონ, რა ვქნათ? ეს ხომ მართლმსაჯულების მანკიერების თემას ვერ გადაწყვეტს?

სააკაშვილმა სამყარო თავის თავზე ჩაკეტა და უნდა, მხოლოდ მასზე ვილაპარაკოთ. ცოტა ხნით დაისვენოს, ჩვენც თავი დაგვანებოს, თვითონაც დაისვენოს, რაღაცებზე დაფიქრდეს. ჩვენ დავეხმარებით მას, რომ მის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულება იყოს მიღწეული, რათა მას რაც დაუშავებია, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა არ დაეკისროს. ფეხების ბაკუნი - გამოუშვით, არ მგონია, პოლიტიკა იყოს და რაც მთავარია, შედეგის მომტანი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ "არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.