მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატოს მაგიდასთან და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა დაპირების შესასრულებლად" - ანდერს ფოგ რასმუსენი
"ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატოს მაგიდასთან და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა დაპირების შესასრულებლად" - ანდერს ფოგ რასმუსენი

ნა­ტოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი გა­მო­ცე­მა "პო­ლი­ტი­კო­ში“ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

ან­დრეს ფოგ რას­მუ­სე­ნის თქმით, რუ­სე­თის სურ­ვი­ლი ნატო-ს დაშ­ლაა და თუკი ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან რუ­სე­თის ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბის გან­ხილ­ვა­ში ევ­რო­პა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ, ეს პირ­და­პირ და­ეხ­მა­რე­ბა პუ­ტინს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ში.

გარ­და ამი­სა ნა­ტოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­მა 1999 წელს ეუთო-ს ქარ­ტი­ას მო­ა­წე­რა ხელი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს გა­რან­ტი­ას, რომ ყვე­ლა წევრ სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვად აქვს უფ­ლე­ბა აირ­ჩი­ოს და შეც­ვა­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, მათ შო­რის ალი­ან­სე­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბი.

"ჩვენ უნდა მო­ვუ­ღოთ ბოლო უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­ზე და­დე­ბულ დე ფაქ­ტო ვე­ტოს, რა­საც მან ამ ქვეყ­ნებ­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბით მი­აღ­წია, რო­მელ­თა ინ­ტენ­სი­ვო­ბა­საც პუ­ტი­ნი სა­კუ­თა­რი დღის წეს­რი­გის მი­ხედ­ვით ზრდის ან ამ­ცი­რებს”, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

მისი თქმით, დროა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში შეს­ვლას შე­უ­წყობს ხელს.

" ჩვენ დავ­პირ­დით სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას ად­გილს ნა­ტოს მა­გი­დას­თან 2008 წელს და დროა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა ჩვე­ნი და­პი­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა იმ პი­რო­ბით, რომ ნა­ტოს მე-5 მუხ­ლი მო­ი­ცავს მხო­ლოდ კი­ე­ვი­სა და თბი­ლი­სის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას. მაგ­რამ ნატო-ს არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ღია კა­რის ისე­თი პო­ლი­ტი­კა, სა­დაც კა­რის­კა­ცის როლს პუ­ტი­ნი ას­რუ­ლებს“, - წერს ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი.

კი­თხვა­ზე, შე­იჭ­რე­ბა თუ არა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში, დიპ­ლო­მა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს მხო­ლოდ რუ­სეთ­მა იცის და ასე­თი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა უნდა გა­იგ­ზავ­ნოს. ასე­ვე უნდა და­წეს­დეს ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას ჩა­მოშ­ლის, თუნ­დაც გაზ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტის "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 2“-ის გა­უქ­მე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
2

ხალხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ ყოფილი თანამდებობის პირების, თუნდაც მოქმედი მაღალჩინოსნების განცხადებები სრულიად ნოწყვეტილია რეალობას და მხოლოდ პოპულისტური დანიშნულება აქვს. სინამდვილეში, ყველაფერი ღრმა კულუარებში წყდება. ღიმილის მომგვრელია, როცა 1999 წელს ხელმოწერილ დოკუმენტს იშველიებენ. მას შემდეგ 22 წელი გავიდა, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. აშშ უპირობო ლიდერი აღარ არის და მსოფლიო სამპოლუსიანი გახდა. გაძლიერებული პუტინი არ ცნობს სუსტი და დამთმობი ელცინის დროინდელ დოკუმენტებს. ეგ ყველაფერში იკვეთება.

ნოდარი
4

ეხლა მარტო ყოფილი თანამდებობის პირები და ყოფილი გენერლები გვიჭერენ მხარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატოს მაგიდასთან და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა დაპირების შესასრულებლად" - ანდერს ფოგ რასმუსენი

"ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატოს მაგიდასთან და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა დაპირების შესასრულებლად" - ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოცემა "პოლიტიკოში“ წერილს აქვეყნებს.

ანდრეს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსეთის სურვილი ნატო-ს დაშლაა და თუკი ნატო-ს მოკავშირეები ჩაერთვებიან რუსეთის ახალი წინადადების განხილვაში ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ეს პირდაპირ დაეხმარება პუტინს მიზნის მისაღწევად ნაბიჯის გადადგმაში.

გარდა ამისა ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა 1999 წელს ეუთო-ს ქარტიას მოაწერა ხელი, რომელიც გულისხმობს გარანტიას, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს თავად აქვს უფლება აირჩიოს და შეცვალოს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის ალიანსების შეთანხმებები.

"ჩვენ უნდა მოვუღოთ ბოლო უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე დადებულ დე ფაქტო ვეტოს, რასაც მან ამ ქვეყნებში კონფლიქტების გაღვივებით მიაღწია, რომელთა ინტენსივობასაც პუტინი საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ზრდის ან ამცირებს”, - ნათქვამია წერილში.

მისი თქმით, დროა ჩამოყალიბდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლას შეუწყობს ხელს.

" ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატოს მაგიდასთან 2008 წელს და დროა ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ჩვენი დაპირების განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატოს მე-5 მუხლი მოიცავს მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიას. მაგრამ ნატო-ს არ შეიძლება ჰქონდეს ღია კარის ისეთი პოლიტიკა, სადაც კარისკაცის როლს პუტინი ასრულებს“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

კითხვაზე, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში, დიპლომატი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ რუსეთმა იცის და ასეთი სცენარის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო დახმარება უნდა გაიგზავნოს. ასევე უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციები, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ჩამოშლის, თუნდაც გაზსადენის პროექტის "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაუქმებით.