პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ინდივიდუალური მოგება 3.7 მლნ ლარია, ხოლო საოპერაციო - 9.8 მლნ ლარი
„საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ინდივიდუალური მოგება 3.7 მლნ ლარია, ხოლო საოპერაციო - 9.8 მლნ ლარი

სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ, ე.წ დიდი ოთხე­უ­ლის წევ­რმა KPMG-იმ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ 2020 წლის ფი­ნან­სუ­რი აუ­დი­ტი და­ას­რუ­ლა, დას­კვნის თა­ნახ­მად, „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის მი­ხედ­ვით, ფონ­დის შე­მო­სავ­ლე­ბი 16%-ით გა­ი­ზარ­და და 1.5 მი­ლი­არ­დი ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო სა­ო­პე­რა­ციო მო­გე­ბა თით­ქმის გა­ორ­მაგ­და და 213 მი­ლი­ონ ლარს გა­უ­ტოლ­და.

მი­უ­ხე­და­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის რე­კო­მენ­და­ცი­ით „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ შე­ზღუ­დუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო აქ­ტი­ვო­ბი­სა და პან­დე­მი­ი­სა, რო­მელ­მაც ყვე­ლა ქვე­ყა­ნას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, ფონდმა 2020 წელი მო­გე­ბით და­ას­რუ­ლა. „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ წმინ­და მო­გე­ბამ 3.7 მლნ ლარი, ხოლო სა­ო­პე­რა­ციო მო­გე­ბამ - 9.8 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფონ­დის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ან­გა­რიშ­გე­ბა გუ­ლის­ხმობს რო­გორც ფონ­დის, აგ­რეთ­ვე - მისი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის „გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ“ ან­გა­რიშ­გე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კურსთა­შო­რი­სი სხვა­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი რომ არა, 2020 წელს კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და მო­გე­ბა 133.8 მლნ ლარი და­ფიქ­სირ­დე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2012 წლი­დან დღემ­დე ფონ­დის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა $2.5 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, სა­ი­და­ნაც ფონ­დის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა $300 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რია - ანუ ფონდმა შეძ­ლო, მის მიერ სა­შუ­ა­ლოდ ინ­ვეს­ტი­რე­ბულ 1 აშშ დო­ლარ­ზე $8 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია მო­ე­ზი­და. „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ სა­შუ­ა­ლო ამო­ნა­გე­ბი ინ­ვეს­ტი­რე­ბულ კა­პი­ტალ­ზე კი შე­ად­გენს 15%-ს. ფონ­დის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის მი­ხედ­ვით, ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფონ­დი ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 17 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს და და­ახ­ლო­ე­ბით 20.5 მლნ ლა­რის უკუ­გე­ბას იღებს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­დან. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ფონ­დის მიერ 2018 წლამ­დე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში.

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტებ­სა და ფონდში შე­მა­ვალ სა­ხელ­მწი­ფო შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 15,000-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ფონ­დის პრო­ექ­ტე­ბი­სა და მისი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად ბი­უ­ჯეტ­ში 200 მლნ ლარ­ზე მეტი შე­დის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია KPMG-ის დას­კვნის მი­ხედ­ვით, 2019 წელი „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ 70.9 მი­ლი­ო­ნი ლა­რის მო­გე­ბით და­ას­რუ­ლა, მათ შო­რის, 44 მი­ლი­ო­ნი ლარი ფონ­დის სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი წმინ­და მო­გე­ბა იყო.

NS

ავტორი:

„საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ინდივიდუალური მოგება 3.7 მლნ ლარია, ხოლო საოპერაციო - 9.8 მლნ ლარი

„საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ინდივიდუალური მოგება 3.7 მლნ ლარია, ხოლო საოპერაციო - 9.8 მლნ ლარი

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ფინანსური აუდიტი დაასრულა, დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის შემოსავლები 16%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება თითქმის გაორმაგდა და 213 მილიონ ლარს გაუტოლდა.

მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით „საპარტნიორო ფონდის“ შეზღუდული საინვესტიციო აქტივობისა და პანდემიისა, რომელმაც ყველა ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა, ფონდმა 2020 წელი მოგებით დაასრულა. „საპარტნიორო ფონდის“ წმინდა მოგებამ 3.7 მლნ ლარი, ხოლო საოპერაციო მოგებამ - 9.8 მლნ ლარი შეადგინა.

მოგეხსენებათ, ფონდის კონსოლიდირებული ანგარიშგება გულისხმობს როგორც ფონდის, აგრეთვე - მისი შვილობილი კომპანიების „გაერთიანებულ“ ანგარიშგებას. აღსანიშნავია, რომ კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ხარჯები რომ არა, 2020 წელს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, წმინდა მოგება 133.8 მლნ ლარი დაფიქსირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება $2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა $300 მილიონი აშშ დოლარია - ანუ ფონდმა შეძლო, მის მიერ საშუალოდ ინვესტირებულ 1 აშშ დოლარზე $8 აშშ დოლარის ოდენობის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოეზიდა. „საპარტნიორო ფონდის“ საშუალო ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე კი შეადგენს 15%-ს. ფონდის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფონდი ყოველწლიურად საშუალოდ 17 მლნ ლარის ინვესტიციებს ახორციელებს და დაახლოებით 20.5 მლნ ლარის უკუგებას იღებს ინვესტიციებიდან. ზემოაღნიშნული ინვესტიციები განხორციელდა ფონდის მიერ 2018 წლამდე დამტკიცებული პროექტების ფარგლებში.

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და ფონდში შემავალ სახელმწიფო შვილობილ კომპანიებში დასაქმებულია 15,000-მდე თანამშრომელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდის პროექტებისა და მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით ყოველწლიურად ბიუჯეტში 200 მლნ ლარზე მეტი შედის.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის დასკვნის მიხედვით, 2019 წელი „საპარტნიორო ფონდმა“ 70.9 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, მათ შორის, 44 მილიონი ლარი ფონდის საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა მოგება იყო.

NS