სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე" - გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე
"საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე" - გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

"სა­უ­ბა­რია არა პერ­სო­ნა­ლი­ებ­ზე, არა­მედ ინ­სტი­ტუ­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე" - ასე ხსნის უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც მა­ჭა­რაშ­ვილ­მა ამ კონ­ტექ­სტში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფუნ­ქცი­ე­ბი და­ე­მა­ტა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ცალ­კე, და­მო­უ­კი­დებ­ლად ყო­ფი­ლი­ყო. მა­ჭა­რაშ­ვი­ლის თქმით, პრაქ­ტი­კამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ორი ფუნ­ქცი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლად შეს­რუ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა და ორი სამ­სა­ხუ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­რად უფრო გან­ვი­თარ­დე­ბა.

“სწო­რედ ამ სუ­რა­თის და­ნახ­ვის შემ­დე­გომ მომ­ზად­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი. ორი­ვე სამ­სა­ხურ­ში ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი ნარ­ჩუნ­დე­ბა, რაც არის: და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და­ნიშ­ვნის პრო­ცე­დუ­რა და გამჭვირ­ვა­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლებს, იქ­ნე­ბა 2-თვი­ა­ნი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი, ვიდ­რე ახა­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი შე­იქ­მნე­ბა და 1-ელ მარ­ტამ­დე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ამის შემ­დეგ ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის შერ­ჩე­ვა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის აყ­ვა­ნა მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას კან­დი­და­ტუ­რა რო­მე­ლი­მე ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე, მა­ჭა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რო­დე­საც ორ ახალ სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა, ნე­ბის­მი­ერ პირს სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა შე­ეძ­ლე­ბა - თუ ლონ­და თო­ლო­რა­ია სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, გა­ნა­ცხადს ისიც შე­ი­ტანს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი უქ­მდე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს დღეს წა­რედ­გი­ნე­ბა. პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ნაც­ვლად, ორი უწყე­ბა - სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იქ­მნე­ბა. სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­ულ­თა გა­მო­ძი­ე­ბის ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, მას პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის კონ­ტრო­ლის და ყვე­ლა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბელ მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრა­ლურ ბან­კში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კონ­ტრო­ლის ფუნ­ქცია ენი­ჭე­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებ­მა: რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა, გივი მი­ქა­ნა­ძემ, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა, და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა და გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­დეს. მათ მიერ მო­თხოვ­ნი­ლია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა, რა­ზეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბი­უ­რომ უნდა მი­ი­ღოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
15

ერთის ნაცვლად, ორი სამსახური იქმნება... "ნაც-ოპოზიცია" და "მეგრანტეები" კი, გაუქმებაზე ლაპარაკობენ. მათ დემაგოგიას ზღვარი არ აქვს. მიისწრაფვის უსასსრულობისაკენ... მოდი, და ნუ გაგეღიმება.

ბუმერაბგ
3

კაია, ქოცები რო წავლენ, მაგათაც ვერავინ დაიცავს. ეს სადმე რუსთავის კოლონიაში დარჩება რამდენიმე წელი. 

ავტორი:

"საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე" - გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

"საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე" - გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

"საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე" - ასე ხსნის უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც მაჭარაშვილმა ამ კონტექსტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავის დროზე, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს საგამოძიებო ფუნქციები დაემატა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცალკე, დამოუკიდებლად ყოფილიყო. მაჭარაშვილის თქმით, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ორი ფუნქციის დამოუკიდებლად შესრულება გაცილებით უფრო ეფექტური იქნება და ორი სამსახური ინსტიტუცირად უფრო განვითარდება.

“სწორედ ამ სურათის დანახვის შემდეგომ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები. ორივე სამსახურში ის ძირითადი პრინციპები ნარჩუნდება, რაც არის: დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელობის დანიშვნის პროცედურა და გამჭვირვალობა. რაც შეეხება თანამშრომლებს, იქნება 2-თვიანი გარდამავალი პერიოდი, ვიდრე ახალი სამსახურები შეიქმნება და 1-ელ მარტამდე ჩამოყალიბდება. ამის შემდეგ ხელმძღვანელების შერჩევა და თანამშრომლების აყვანა მოხდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას კანდიდატურა რომელიმე ახალი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ორ ახალ სამსახურთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება, ნებისმიერ პირს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა შეეძლება - თუ ლონდა თოლორაია საჭიროდ ჩათვლის, განაცხადს ისიც შეიტანს.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ცვლილებების პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. მათ მიერ მოთხოვნილია საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.