პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ ასაკსაც მოაქვს, გინდა გაექცე ხმაურს, ხალხმრავლობას..." - თბილისიდან გადასახლებული მუსიკოსის აგარაკი, რომელიც მეუღლესთან ერთად წალკოტად აქცია
"ალბათ ასაკსაც მოაქვს, გინდა გაექცე ხმაურს, ხალხმრავლობას..." - თბილისიდან გადასახლებული მუსიკოსის აგარაკი, რომელიც მეუღლესთან ერთად წალკოტად აქცია

მუ­სი­კო­სი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი უკვე ორი წე­ლია, თბი­ლის­თან ახ­ლოს, ახალ­და­ბა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. სახ­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი წლე­ბის წინ სა­ა­გა­რა­კოდ იყე­ნებ­და, ახლა მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლია. მომ­ღე­რალ­მა მე­უღ­ლეს­თან, ხა­თუ­ნა დო­ლი­ძეს­თან ერ­თად ეზო ნამ­დვილ წალ­კო­ტად აქ­ცია. მათ ბაღ­ში 200 სა­ხე­ო­ბის ვარდს, უამ­რავ დე­კო­რა­ტი­ულ, ერ­თწ­ლი­ან და მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რეს შეხ­ვდე­ბით. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­საც აქ ხე­დავთ, წყვილ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით და შრო­მით მო­ა­წყო.

ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი:

- ეს და­სახ­ლე­ბა 1984 წელს აშენ­და. „მთა­ვარ­საქწყალმშე­ნის“ სა­უ­წყე­ბო აგა­რა­კე­ბი იყო, სა დაც მა­მა­ჩე­მიც მუ­შა­ობ­და. ამ აგა­რაკ­ზე ზა­ფხულ­ში ის­ვე­ნებ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 90-იანი წლე­ბის შუ­ა­ლედ­ში მოხ­და პრი­ვა­ტი­ზე­ბა და ეს აგა­რა­კე­ბი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­და. მა­შინ ეზო-კა­რის მო­წყო­ბა დი­დად არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ეს ინ­ტე­რე­სი და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ნელ-ნელა და­ვი­წყეთ ეზოს ფორ­მი­რე­ბა, მო­წყო­ბა. სახ­ლის უკან გო­რა­კი იყო, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად სახ­ლში შე­მო­დი­ო­და და ბუჩ­ქნა­რი ჩან­და. მოვ­ჭე­რით ეს მიწა და ჩემი ხე­ლით, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ავა­შე­ნე საყ­რდე­ნი კე­დე­ლი. ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლია მშრა­ლი ქვის წყო­ბა. ეს გახ­ლავთ ნიჩ­ბი­სის ქვა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ეფექ­ტუ­რია, თან არც ძვი­რი ჯდე­ბა. საკ­მა­ოდ დიდი სა­ძირ­კვე­ლი აქვს და მყა­რია. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთელ გო­რაკს ეს კე­დე­ლი აკა­ვებს.

სახ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად აზ­ბო­ცე­მენ­ტის ხი­მინ­ჯებ­ზე იდგა და ორი წლის წინ გა­მო­ვა­ცა­ლეთ, მი­წაც გა­მო­ვი­ღეთ და თა­ვი­დან შე­მო­ვა­შე­ნეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვამ­თავ­რებთ. სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია რუ­სუ­ლი ლა­რიქ­სის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გამ­ძლე­ო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. რამ­დე­ნი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ და პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი არ არის.

- ხში­რად ამო­დი­ხართ აგა­რაკ­ზე?

- უკვე ორი წე­ლია, პრაქ­ტი­კუ­ლად აქ ვცხოვ­რობ.

- რა­ტომ მი­ი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ბევ­რი ფაქ­ტო­რის გამო. სულ სა­მუ­შა­ოა აქ, თან სამი ძაღ­ლი მყავს და მათ ვერ დავ­ტო­ვებ. ალ­ბათ ასაკ­საც მო­აქვს, გინ­და გა­ექ­ცე ხმა­ურს, ხალ­ხმრავ­ლო­ბას. დიდი ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა გამ­შვი­დებს და ენერ­გი­ას გმა­ტებს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, თქვენც ხომ არ გეგ­მავთ ახლო მო­მა­ვალ­ში, აქ სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მოს­ვლას?

ხა­თუ­ნა დო­ლი­ძე:

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სულ აქ ვი­ყა­ვი. ზა­ფხულ­საც აქ ვა­ტა­რებ. სი­ა­მოვ­ნე­ბით გად­მო­ვი­დო­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ სა­ნამ ბავ­შვი სკო­ლა­შია, ვერ შევ­ძლებ. როცა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რებს, მერე - შე­იძ­ლე­ბა.

- ეზოს მო­წყო­ბის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად ხართ ჩარ­თუ­ლი?

- ამ პრო­ცეს­ში სრუ­ლად ვარ ჩარ­თუ­ლი, რაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ჩვე­ნი ეზო არ არის დიდი, ამი­ტომ ვე­ცა­დეთ, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბი მოგ­ვე­წყო, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მო­სუ­ლი­ყო....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
КАМАРЕЛЛИ
1

...არ ვიცნობ, მაგრამ სასიამოვნო წყვილი კი სჩანს ...გაიხარეთ და ბედნიერები იყავით!

hm
9

კი გადახვალ სოფელში მარა რითი უნდა ირჩინოს კაცმა თავი მანდ

ავტორი:

"ალბათ ასაკსაც მოაქვს, გინდა გაექცე ხმაურს, ხალხმრავლობას..." - თბილისიდან გადასახლებული მუსიკოსის აგარაკი, რომელიც მეუღლესთან ერთად წალკოტად აქცია

"ალბათ ასაკსაც მოაქვს, გინდა გაექცე ხმაურს, ხალხმრავლობას..." - თბილისიდან გადასახლებული მუსიკოსის აგარაკი, რომელიც მეუღლესთან ერთად წალკოტად აქცია

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი უკვე ორი წელია, თბილისთან ახლოს, ახალდაბაში გადავიდა საცხოვრებლად. სახლი, რომელსაც ოჯახი წლების წინ სააგარაკოდ იყენებდა, ახლა მუდმივი საცხოვრებელია. მომღერალმა მეუღლესთან, ხათუნა დოლიძესთან ერთად ეზო ნამდვილ წალკოტად აქცია. მათ ბაღში 200 სახეობის ვარდს, უამრავ დეკორატიულ, ერთწლიან და მარადმწვანე მცენარეს შეხვდებით. რაც მთავარია, ყველაფერი ის, რასაც აქ ხედავთ, წყვილმა საკუთარი ხელით და შრომით მოაწყო.

ზაზა ხუციშვილი:

- ეს დასახლება 1984 წელს აშენდა. „მთავარსაქწყალმშენის“ საუწყებო აგარაკები იყო, სა დაც მამაჩემიც მუშაობდა. ამ აგარაკზე ზაფხულში ისვენებდა. დაახლოებით 90-იანი წლების შუალედში მოხდა პრივატიზება და ეს აგარაკები კერძო საკუთრებაში გადავიდა. მაშინ ეზო-კარის მოწყობა დიდად არ მაინტერესებდა. ეს ინტერესი დაოჯახების შემდეგ გამიჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ ნელ-ნელა დავიწყეთ ეზოს ფორმირება, მოწყობა. სახლის უკან გორაკი იყო, რომელიც პრაქტიკულად სახლში შემოდიოდა და ბუჩქნარი ჩანდა. მოვჭერით ეს მიწა და ჩემი ხელით, მეგობრებთან ერთად ავაშენე საყრდენი კედელი. ჩემი გაკეთებულია მშრალი ქვის წყობა. ეს გახლავთ ნიჩბისის ქვა, რომელიც ძალიან ლამაზი და ეფექტურია, თან არც ძვირი ჯდება. საკმაოდ დიდი საძირკველი აქვს და მყარია. ფაქტობრივად, მთელ გორაკს ეს კედელი აკავებს.

სახლი თავდაპირველად აზბოცემენტის ხიმინჯებზე იდგა და ორი წლის წინ გამოვაცალეთ, მიწაც გამოვიღეთ და თავიდან შემოვაშენეთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვამთავრებთ. სახლის ასაშენებლად გამოყენებულია რუსული ლარიქსის მასალა, რომელიც გამძლეობითაც გამოირჩევა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და პრაქტიკულად გაფუჭებული არ არის.

- ხშირად ამოდიხართ აგარაკზე?

- უკვე ორი წელია, პრაქტიკულად აქ ვცხოვრობ.

- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ბევრი ფაქტორის გამო. სულ სამუშაოა აქ, თან სამი ძაღლი მყავს და მათ ვერ დავტოვებ. ალბათ ასაკსაც მოაქვს, გინდა გაექცე ხმაურს, ხალხმრავლობას. დიდი ქალაქიდან გასვლა გამშვიდებს და ენერგიას გმატებს.

- ქალბატონო ხათუნა, თქვენც ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში, აქ საცხოვრებლად გადმოსვლას?

ხათუნა დოლიძე:

- პანდემიის პერიოდში სულ აქ ვიყავი. ზაფხულსაც აქ ვატარებ. სიამოვნებით გადმოვიდოდი საცხოვრებლად, მაგრამ სანამ ბავშვი სკოლაშია, ვერ შევძლებ. როცა პროფესიას აირჩევს, უნივერსიტეტში ჩააბარებს, მერე - შეიძლება.

- ეზოს მოწყობის პროცესში რამდენად აქტიურად ხართ ჩართული?

- ამ პროცესში სრულად ვარ ჩართული, რაც დიდი სიამოვნებაა. ჩვენი ეზო არ არის დიდი, ამიტომ ვეცადეთ, ერთმანეთისგან განსხვავებული სივრცეები მოგვეწყო, რომ მრავალფეროვანი გამოსულიყო....წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები