პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2021 წელს მკითხველის მიერ აღიარებული წიგნების სია - რომელია თქვენი ფავორიტი?
2021 წელს მკითხველის მიერ აღიარებული წიგნების სია - რომელია თქვენი ფავორიტი?

გულ­წრფე­ლად რომ ვთქვათ, გან­ვლი­ლი 2021 წელი არ იყო ისე­თი, რო­გორ­საც ვი­სურ­ვებ­დით. და­უ­ვი­წყა­რი თავგდა­სავ­ლე­ბის ნაც­ვლად მი­ვი­ღეთ გა­უქ­მე­ბუ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბი, გა­და­დე­ბუ­ლი ან რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლი ქორ­წი­ლე­ბი, ნათ­ლო­ბე­ბი, და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი, სა­მუ­შა­ოდ ოფი­სი­დან სახ­ლში გა­დას­ვლა და კი­დევ ვინ მოთ­ვლის, რამ­დე­ნი შეც­ვლი­ლი გეგ­მა.

მთე­ლი ამ აურ­ზა­უ­რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბი­სას კი­დევ უფრო მე­ტად და­ვა­ფა­სეთ წიგ­ნე­ბი და უკან და­ვუბ­რუნ­დით მათ. რას ნიშ­ნავს ეს უკან დაბ­რუ­ნე­ბა? - ალ­ბათ, ყვე­ლას გვქონ­და წა­სა­კი­თხი წიგ­ნე­ბის ვრცე­ლი სია, რო­მე­ლიც შემ­დეგ თა­როდ იქცა, თუმ­ცა მო­უც­ლე­ლო­ბის გამო მას­ზე მხო­ლოდ მტვერს თუ გა­დავ­წმენ­დდით. შვე­ბუ­ლე­ბის­თვის თუ შა­ბათ-კვი­რის­თვის შე­ძე­ნილ­მა ამ წიგ­ნებ­მა სწო­რედ პან­დე­მი­ი­სას შეგ­ვახ­სე­ნა თავი და ე. წ. ლო­ქ­და­უ­ნის თუ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი სა­სი­ა­მოვ­ნო და შე­მეც­ნე­ბით პრო­ცე­სად გვიქ­ცია. ამას­თან, კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ტვირ­თვის ეფექ­ტი­ა­ნი ფორ­მაა. 2021 წელს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მა „გუ­და­ბუქ­სის“ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია: მარკ მენ­სო­ნი - „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა“; ელიფ შა­ფა­ქი - „სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი“ და მარ­კუს ზუ­ზა­კი - „წიგ­ნის ქურ­დი“.

ამე­რი­კუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა Penguin Random House-ის ერთ-ერთ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ წიგ­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა 2021 წელს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და.

„პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე ბნე­ლი დღე­ე­ბი­დან გა­მო­ვე­დით, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი ისევ გრძელ­დე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს სულ პა­ტა­რა ვერ­ცხლის­ფერ ხა­ზად გას­დევს ერთი კარ­გი რამ: ამე­რი­კე­ლებ­მა 2021 წელს გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით კი­დევ უფრო მეტი წიგ­ნი შე­ი­ძი­ნეს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ Zoom-ის შეხ­ვედ­რე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა გა­ი­ზარ­და და პირ­და­პირ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას სახ­ლში დარ­ჩე­ნა­სა და მშვი­დად კი­თხვას ვამ­ჯო­ბი­ნებთ,“ - ნათ­ქვა­მია გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

წიგნ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ში“ გან­გვი­მარ­ტეს, 2021 წელს მკი­თხვე­ლი რო­გორც კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­წარ­მო­ე­ბებს დიდი ინ­ტე­რე­სით იძენ­და, რა­ზეც გა­ყიდ­ვე­ბიც მოწ­მობს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გთა­ვა­ზობთ იმ წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც 2021 წელს ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და:

  • რო­მა­ნი

ნე­ბის­მი­ერ წელს, რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც არ უნდა გვქონ­დეს, რო­მა­ნი არას­დროს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას, ასე იყო 2021 წელ­საც.

უკვე კარ­გად ნაც­ნობ და აღი­ა­რე­ბულ რო­მა­ნებს შო­რის წლის აღ­მო­ჩე­ნა იყო რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მელ­თა შო­რის არის მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლის „მარ­გა­ლი­ტე­ბი“, თი­ნა­თინ ბე­რი­ძის „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“.

„მარ­გა­ლი­ტე­ბი“ მოგ­ვი­თხრობს 15 წლის მარ­გოს შე­სა­ხებ, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც სავ­სეა წვრილ­მა­ნი სას­წა­უ­ლე­ბი­თა და ოც­ნე­ბე­ბით, „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“ კი „პა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სმა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტორ­მა“ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ავ­ტო­რი გვი­ამ­ბობს უწყი­ნა­რი ხუმ­რო­ბი­სა და შემ­თხვე­ვი­თო­ბის ამ­ბავს, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბა. სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნა­ჟის თვა­ლით და­ნა­ხულ ამ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას ერთი ამო­სუნ­თქვით წა­ი­კი­თხავთ.

2021 წლის ბესტსე­ლე­რებს შო­რის იყო აგა­ტა კრის­ტის უკ­ვდა­ვი დე­ტექ­ტი­ვიც „ვილა ჩა­ლის­ფე­რი ცხე­ნი“. დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დო­ფალ­მა სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით გვი­ამ­ბო ახალ­გაზ­რდა ის­ტო­რი­კო­სის, მო­გოლ­თა მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მკვლე­ვარ მარკ ის­თერბრუ­კის ის­ტო­რია. პერ­სო­ნა­ჟი უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნის მომსწრე ხდე­ბა, რომ­ლის ამოხ­სნაც მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს „ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტი“ და „მო­კა­ლი ევა“, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც Netflix-მა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი გა­და­ი­ღო.

  • პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა

გან­ვლი­ლი წელი პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხი­თაც რომ შე­ვა­ჯა­მოთ, იკ­ვე­თე­ბა, რომ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და. პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს ისე­თი აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის თარ­გმნა­სა და გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც მკი­თხველს პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და, ზო­გა­დად, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ამას­თან, იზო­ლა­ცი­ამ და ფი­ნან­სურ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა ჩვე­ნი და ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე წუ­ხილ­მა კი­დევ უფრო მე­ტად დაგ­ვა­ნა­ხა მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და მას­ზე ზრუნ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც სწო­რედ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ლი­ტე­რა­ტუ­რა გაძ­ლევთ. 2021 წელს სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

წლის ბესტსე­ლე­რებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მი­შელ ობა­მას „რო­გორ გავ­ხდი ის, ვინც ვარ“, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა სწრა­ფად აი­ტა­ცა. „ნიუ იორკ თა­იმ­სის“ ეს ბესტსე­ლე­რი „ლურ­ჯმა ოკე­ა­ნემ“ თარ­გმნა და ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის გა­ხა­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ის 2022 წლის რე­კორ­დებ­საც მოხ­სნის.

2021 წლის ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­შია „ცხოვ­რე­ბის 12 წესი“, რო­მე­ლიც პი­როვ­ნე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბა­ზე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბას გა­გი­ზი­ა­რებთ. მისი ავ­ტო­რი ჯორ­დან პე­ტერ­სო­ნი კლი­ნი­კუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის აღი­ა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­აზ­როვ­ნეა, რომ­ლის წიგნ­მაც გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მო­უ­ტა­ნა აღი­ა­რე­ბა.

მე­სა­მე და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნია „POST კო­რო­ნა“ , რო­მე­ლიც კო­ვიდ-პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და მის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მოგ­ვი­თხრობს. წიგ­ნის მი­ზა­ნია, გვიჩ­ვე­ნოს, ვინ მი­ი­ღო სარ­გე­ბე­ლი პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბით, რა რე­ა­ლო­ბა­ზე მო­უ­წევს ბიზ­ნესს და მომ­ხმა­რე­ბელს მორ­გე­ბა და რო­გო­რი იქ­ნე­ბა მათი მო­მა­ვა­ლი პან­დე­მი­ის შემ­დეგ.

  • ფენ­ტე­ზი და Sci-Fi

სხვა სამ­ყა­რო­ში გაქ­ცე­ვა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, როცა შენი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ოთხი კედ­ლით, სა­წო­ლი­თა და კომ­პი­უ­ტე­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ფენ­ტე­ზი და Sci-Fi კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ყო­ველ­თვის მოგ­ცემთ. ორი­ვე ჟან­რი გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მკი­თხველ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და 2021 წლის სტა­ტის­ტი­კაც გვიჩ­ვე­ნებს, რომ მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა.

ფენ­ტეზ­ზე სა­უბ­რი­სას შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გაგ­ვახ­სენ­დეს ჯ.რ.რ. ტოლ­კი­ნი და მისი სა­ო­ცა­რი სამ­ყა­რო. მისი „გონ­დო­ლი­ნის და­ცე­მა“2021 წელს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის აღ­მო­ჩე­ნა იყო. გონ­დო­ლი­ნი ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც ღმერ­თე­ბის შუღ­ლის ქარ­ტე­ხილ­შია მოქ­ცე­უ­ლი, თუმ­ცა მისი მდე­ბა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია. მოვ­ლე­ნე­ბი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლად, დრა­მა­ტუ­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა.

მე­ო­რე ბეს­ტე­ლე­რად ასე­ვე ტოლ­კი­ნის „ცე­ცხლი და სის­ხლი“ უნდა და­ვა­სა­ხე­ლოთ, რო­მე­ლიც ტარ­გა­რი­ენ­თა გავ­ლე­ნი­ა­ნი საგ­ვა­რე­უ­ლოს აღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს. თუ „სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შებ­ზე“ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ, ეს წიგ­ნი სწო­რედ თქვენ­თვი­საა.

და­ბო­ლოს, ყო­ველ­თვის, ყო­ვე­ლი წლის ბესტსე­ლე­რებს შო­რის ფენ­ტე­ზის ჟანრ­ში, ექ­ცე­ვა ტოლ­კი­ნის „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი“, რო­მელ­საც ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი ალ­ბათ უკვე კარ­გად იც­ნობს.

  • კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის წიგ­ნე­ბი

2021 წელი წიგ­ნე­ბის წელ­თან ერ­თად, აღ­მო­ჩე­ნე­ბი­საც იყო. ბევ­რმა ჩვენ­გან­მა სა­კუ­თარ თავ­ში კუ­ლი­ნა­რი­ის ნიჭი იპო­ვა და გა­ნა­ვი­თა­რა, რა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რამ შე­უ­წყო ხელი. სა­უზ­მე, სა­დი­ლი, დე­სერ­ტი, დამ­წყე­ბი თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კუ­ლი­ნა­რის გზამ­კვლე­ვი, მიმ­დი­ნა­რე წელს ყვე­ლა წიგ­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, რო­მე­ლიც რე­ცეპ­ტებს შე­ე­ხე­ბო­და.

როცა მთე­ლი ოჯა­ხი სახ­ლში იყო და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ან მათ­თან ერ­თად ახალ-ახალ კუ­ლი­ნა­რი­ულ თავ­გა­და­სავ­ლებს ვქმნი­დით, ეს ერ­თმა­ნეთ­თან კი­დევ უფრო გვა­ახ­ლო­ებ­და და რუ­ტი­ნულ დღე­ებ­ში სი­ახ­ლე შე­მოჰ­ქონ­და.

„პა­ლიტ­რა L-ის“ ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად წიგ­ნებს შო­რის არის „აზი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო“, რო­მე­ლიც სა­ოც­რად მა­დი­საღ­მძვრე­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტებს გვთა­ვა­ზობს. თუ ნუდლსის, სუ­ში­სა და აზი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს სხვა გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ, ეს რე­ცეპ­ტე­ბი მათს მომ­ზა­დე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ასე­ვე, „სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­ულ­მა ატ­ლას­მა“ბევრ ჩვენ­განს ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი თა­ვი­დან აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნა და, თუ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი ხართ, თქვენც და­გეხ­მა­რე­ბათ. წიგნ­ში კი „ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო“ ნა­ხავთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­ულ რე­ცეპ­ტებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან და აღ­მო­ა­ჩენთ, რე­ა­ლუ­რად რო­გორ მზად­დე­ბა კერ­ძი, რომ­ლის­თვი­საც, შე­საძ­ლოა, აქამ­დე სულ სხვა ინ­გრე­დი­ენ­ტებს იყე­ნებ­დით.

სა­მი­ვე წიგნ­მა 2021 წელს ახა­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნას შე­უ­წყო ხელი.

  • სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა

ბავ­შვე­ბის ნა­წილ­მა 2021 წელი ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ში ან სკო­ლა­ში, მაგ­რამ მა­ინც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფონ­ზე გა­ა­ტა­რა. ისი­ნი ვე­ღარ აღ­ნიშ­ნავ­დნენ და­ბა­დე­ბის დღე­ებს ხალ­ხმრა­ვალ გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში, აღარ ეწყო­ბო­და ზე­ი­მე­ბი, სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და მთელ­მა გა­სარ­თობ­მა პრო­ცე­სებ­მა ლეპ­ტო­პის ეკ­რან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. მშობ­ლებ­მა კი გა­და­წყვი­ტეს, გა­მო­სა­ვა­ლი ეპო­ვათ, ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის უფრო და უფრო მეტი წიგ­ნის შე­ძე­ნა და­ი­წყეს, რა­მაც შე­დე­გიც გა­მო­ი­ღო.

„პა­ლიტ­რა L-ის“ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ჩემი პირ­ვე­ლი კი­თხვე­ბის და პა­სუ­ხე­ბის წიგ­ნი - რა­ტომ აშე­ნე­ბენ ცი­ხე­სი­მაგ­რე­ებს ბორ­ცვებ­ზე? სა­ი­დან იქ­მნე­ბა ძაბ­ვა? რამ­ხე­ლაა სპი­ლო? ასეთ კი­თხვებს პა­ტა­რე­ბი ხში­რად სვა­მენ. წიგნ­ში პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზეა გა­ცე­მუ­ლი. მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნე­ბი ბავ­შვის მიერ უკვე წა­კი­თხულ მა­სა­ლას ამოწ­მებს, მშვე­ნი­ე­რი ილუსტრა­ცი­ე­ბი კი შე­მეც­ნე­ბის პრო­ცესს უფრო სა­ინ­ტე­რე­სო­სა და სა­ხა­ლი­სოს ხდის.

ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რი, „პა­ტა­რა პრინ­ცი“ ანუ­კა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ილუსტრა­ცი­ე­ბით - ეს არის ამო­უ­წუ­რა­ვი წიგ­ნი, რომ­ლის ყო­ველ ჯერ­ზე გა­და­კი­თხვა სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს. „პა­ტა­რა პრინ­ცი“ ბავ­შვებს გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ ამ­ბავს მო­უყ­ვე­ბა მარ­ტო­ო­ბა­ზე, მე­გობ­რო­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და სა­სო­წარ­კვე­თა­ზე, რაც მთა­ვა­რია, პა­ტა­რა, გულ­წრფე­ლი პერ­სო­ნა­ჟის ენით.

ვაჟა-ფშა­ვე­ლა, „შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბი" და სხვა მო­თხრო­ბე­ბი - ვა­ჟას ეს უკ­ვდა­ვი მო­თხრო­ბა პა­ტა­რებს აღავ­სებს ემ­პა­თი­ით ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ, გა­უ­ჩენს სხვი­სი დახ­მა­რე­ბი­სა და გა­სა­ჭი­რის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვილს.

დალი
0

მარკუს ზუზაკის " წიგნის ქურდი"

ავტორი:

2021 წელს მკითხველის მიერ აღიარებული წიგნების სია - რომელია თქვენი ფავორიტი?

2021 წელს მკითხველის მიერ აღიარებული წიგნების სია - რომელია თქვენი ფავორიტი?

გულწრფელად რომ ვთქვათ, განვლილი 2021 წელი არ იყო ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. დაუვიწყარი თავგდასავლების ნაცვლად მივიღეთ გაუქმებული ავიარეისები, გადადებული ან რადიკალურად შეცვლილი ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები, სამუშაოდ ოფისიდან სახლში გადასვლა და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი შეცვლილი გეგმა.

მთელი ამ აურზაურისგან თავის დაღწევის მცდელობისას კიდევ უფრო მეტად დავაფასეთ წიგნები და უკან დავუბრუნდით მათ. რას ნიშნავს ეს უკან დაბრუნება? - ალბათ, ყველას გვქონდა წასაკითხი წიგნების ვრცელი სია, რომელიც შემდეგ თაროდ იქცა, თუმცა მოუცლელობის გამო მასზე მხოლოდ მტვერს თუ გადავწმენდდით. შვებულებისთვის თუ შაბათ-კვირისთვის შეძენილმა ამ წიგნებმა სწორედ პანდემიისას შეგვახსენა თავი და ე. წ. ლოქდაუნის თუ თვითიზოლაციის პერიოდი სასიამოვნო და შემეცნებით პროცესად გვიქცია. ამასთან, კიდევ უფრო პოპულარული გახდა აუდიოწიგნები, რომლებიც განტვირთვის ეფექტიანი ფორმაა. 2021 წელს ჩვენს ქვეყანაში აუდიოწიგნების პლატფორმა „გუდაბუქსის“ ყველაზე პოპულარულ აუდიოწიგნების ჩამონათვალი ასეთია: მარკ მენსონი - „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“; ელიფ შაფაქი - „სიყვარულის ორმოცი წესი“ და მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“.

ამერიკული გამომცემლობა Penguin Random House-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ წიგნებზე მოთხოვნა 2021 წელს განსაკუთრებით გაიზარდა.

„პანდემიის ყველაზე ბნელი დღეებიდან გამოვედით, თუმცა ეს პროცესი ისევ გრძელდება და ამ ყველაფერს სულ პატარა ვერცხლისფერ ხაზად გასდევს ერთი კარგი რამ: ამერიკელებმა 2021 წელს გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტი წიგნი შეიძინეს. ეს ნიშნავს იმას, რომ Zoom-ის შეხვედრებისგან გამოწვეული დაღლილობა გაიზარდა და პირდაპირ სოციალიზაციას სახლში დარჩენასა და მშვიდად კითხვას ვამჯობინებთ,“ - ნათქვამია გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

წიგნზე მოთხოვნა გაიზარდა საქართველოშიც. როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ განგვიმარტეს, 2021 წელს მკითხველი როგორც კლასიკურ ლიტერატურას, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს დიდი ინტერესით იძენდა, რაზეც გაყიდვებიც მოწმობს.

გამომცემლობა „პალიტრა L”-ის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც 2021 წელს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა:

  • რომანი

ნებისმიერ წელს, როგორი პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს, რომანი არასდროს კარგავს აქტუალობას, ასე იყო 2021 წელსაც.

უკვე კარგად ნაცნობ და აღიარებულ რომანებს შორის წლის აღმოჩენა იყო რამდენიმე თანამედროვე ქართველი მწერლის ნამუშევარი, რომელთა შორის არის მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“, თინათინ ბერიძის „მოპარული სიყვარული“.

„მარგალიტები“ მოგვითხრობს 15 წლის მარგოს შესახებ, რომლის ცხოვრებაც სავსეა წვრილმანი სასწაულებითა და ოცნებებით, „მოპარული სიყვარული“ კი „პალიტრა L”-ის კონკურსმა „გახდი ბესტსელერის ავტორმა“ აღმოაჩინა. ავტორი გვიამბობს უწყინარი ხუმრობისა და შემთხვევითობის ამბავს, რომელმაც სრულიად შეცვალა პერსონაჟების ცხოვრება. სხვადასხვა პერსონაჟის თვალით დანახულ ამ სიყვარულის ისტორიას ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ.

2021 წლის ბესტსელერებს შორის იყო აგატა კრისტის უკვდავი დეტექტივიც „ვილა ჩალისფერი ცხენი“. დეტექტივების დედოფალმა საოცარი ოსტატობით გვიამბო ახალგაზრდა ისტორიკოსის, მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის მკვლევარ მარკ ისთერბრუკის ისტორია. პერსონაჟი უცნაური მოვლენის მომსწრე ხდება, რომლის ამოხსნაც მარტივი ნამდვილად არ არის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე პოპულარული წიგნების ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს „ლაზიერის გამბიტი“ და „მოკალი ევა“, რომელთა მიხედვითაც Netflix-მა გახმაურებული სერიალები გადაიღო.

  • პროფესიული ლიტერატურა

განვლილი წელი პიროვნული და პროფესიული განვითარების კუთხითაც რომ შევაჯამოთ, იკვეთება, რომ „ლურჯი ოკეანის“ ბიბლიოთეკაზე მოთხოვნა გაიზარდა. პროექტი გულისხმობს ისეთი აღიარებული პროფესიული ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემას, რომელიც მკითხველს პიროვნული უნარების გაუმჯობესებასა და, ზოგადად, წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ამასთან, იზოლაციამ და ფინანსურმა სირთულეებმა ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე წუხილმა კიდევ უფრო მეტად დაგვანახა მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მასზე ზრუნვის საჭიროება, რის შესაძლებლობასაც სწორედ „ლურჯი ოკეანის“ ლიტერატურა გაძლევთ. 2021 წელს სოციალიზაციის უნარების გაუმჯობესებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ გამოცემული წიგნებიც პოპულარობით სარგებლობდა.

წლის ბესტსელერებს შორის გამორჩეული იყო მიშელ ობამას „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“, რომელიც ქართველმა მკითხველმა სწრაფად აიტაცა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ეს ბესტსელერი „ლურჯმა ოკეანემ“ თარგმნა და ქართველი მკითხველისთვის გახადა ხელმისაწვდომი. როგორც ვარაუდობენ, ის 2022 წლის რეკორდებსაც მოხსნის.

2021 წლის ბიზნესლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშია „ცხოვრების 12 წესი“, რომელიც პიროვნების თანამედროვე გაგებაზე ბევრ საინტერესო მოსაზრებას გაგიზიარებთ. მისი ავტორი ჯორდან პეტერსონი კლინიკული ფსიქოლოგიის აღიარებული სპეციალისტი და გამორჩეული მოაზროვნეა, რომლის წიგნმაც გამოსვლისთანავე მოუტანა აღიარება.

მესამე და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნია „POST კორონა“ , რომელიც კოვიდ-პანდემიის პირობებში და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. წიგნის მიზანია, გვიჩვენოს, ვინ მიიღო სარგებელი პანდემიური ვითარებით, რა რეალობაზე მოუწევს ბიზნესს და მომხმარებელს მორგება და როგორი იქნება მათი მომავალი პანდემიის შემდეგ.

  • ფენტეზი და Sci-Fi

სხვა სამყაროში გაქცევა საუკეთესო გამოსავალია, როცა შენი ცხოვრება მხოლოდ ოთხი კედლით, საწოლითა და კომპიუტერით შემოიფარგლება. ფენტეზი და Sci-Fi კი ამის საშუალებას ყოველთვის მოგცემთ. ორივე ჟანრი განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს და 2021 წლის სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება.

ფენტეზზე საუბრისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ჯ.რ.რ. ტოლკინი და მისი საოცარი სამყარო. მისი „გონდოლინის დაცემა“ 2021 წელს ქართველი მკითხველის აღმოჩენა იყო. გონდოლინი ქალაქია, რომელიც ღმერთების შუღლის ქარტეხილშია მოქცეული, თუმცა მისი მდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია. მოვლენები საკმაოდ დაძაბულად, დრამატულად და საინტერესოდ ვითარდება.

მეორე ბესტელერად ასევე ტოლკინის „ცეცხლი და სისხლი“ უნდა დავასახელოთ, რომელიც ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს აღწევების შესახებ გვიამბობს. თუ „სამეფო კარის თამაშებზე“ შეყვარებული ხართ, ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა.

დაბოლოს, ყოველთვის, ყოველი წლის ბესტსელერებს შორის ფენტეზის ჟანრში, ექცევა ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“, რომელსაც ჩვენი მკითხველი ალბათ უკვე კარგად იცნობს.

  • კულინარიული რეცეპტების წიგნები

2021 წელი წიგნების წელთან ერთად, აღმოჩენებისაც იყო. ბევრმა ჩვენგანმა საკუთარ თავში კულინარიის ნიჭი იპოვა და განავითარა, რაშიც აღნიშნული ჟანრის ლიტერატურამ შეუწყო ხელი. საუზმე, სადილი, დესერტი, დამწყები თუ პროფესიონალი კულინარის გზამკვლევი, მიმდინარე წელს ყველა წიგნი პოპულარული იყო, რომელიც რეცეპტებს შეეხებოდა.

როცა მთელი ოჯახი სახლში იყო და ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის ან მათთან ერთად ახალ-ახალ კულინარიულ თავგადასავლებს ვქმნიდით, ეს ერთმანეთთან კიდევ უფრო გვაახლოებდა და რუტინულ დღეებში სიახლე შემოჰქონდა.

„პალიტრა L-ის“ ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის არის „აზიური სამზარეულო“, რომელიც საოცრად მადისაღმძვრელი კერძების რეცეპტებს გვთავაზობს. თუ ნუდლსის, სუშისა და აზიური სამზარეულოს სხვა გემრიელი კერძების მოყვარული ხართ, ეს რეცეპტები მათს მომზადებაში დაგეხმარებათ.

ასევე, „საქართველოს კულინარიულმა ატლასმა“ ბევრ ჩვენგანს ტრადიციული კერძები თავიდან აღმოაჩენინა და, თუ ქართული სამზარეულოს მოყვარული ხართ, თქვენც დაგეხმარებათ. წიგნში კი „ქართული ტრადიციული სამზარეულო“ ნახავთ მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციულ რეცეპტებს ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან და აღმოაჩენთ, რეალურად როგორ მზადდება კერძი, რომლისთვისაც, შესაძლოა, აქამდე სულ სხვა ინგრედიენტებს იყენებდით.

სამივე წიგნმა 2021 წელს ახალი კულინარიული შესაძლებლობების აღმოჩენას შეუწყო ხელი.

  • საბავშვო ლიტერატურა

ბავშვების ნაწილმა 2021 წელი ჰიბრიდული სწავლების რეჟიმში ან სკოლაში, მაგრამ მაინც რეგულაციების ფონზე გაატარა. ისინი ვეღარ აღნიშნავდნენ დაბადების დღეებს ხალხმრავალ გასართობ ცენტრებში, აღარ ეწყობოდა ზეიმები, სასკოლო ღონისძიებები და მთელმა გასართობმა პროცესებმა ლეპტოპის ეკრანზე გადაინაცვლა. მშობლებმა კი გადაწყვიტეს, გამოსავალი ეპოვათ, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უფრო და უფრო მეტი წიგნის შეძენა დაიწყეს, რამაც შედეგიც გამოიღო.

„პალიტრა L-ის“ ყველაზე მოთხოვნადი საბავშვო ლიტერატურის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი - რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას ამოწმებს, მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, „პატარა პრინცი“ ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით - ეს არის ამოუწურავი წიგნი, რომლის ყოველ ჯერზე გადაკითხვა სიამოვნებას გვანიჭებს. „პატარა პრინცი“ ბავშვებს გულისამაჩუყებელ ამბავს მოუყვება მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რაც მთავარია, პატარა, გულწრფელი პერსონაჟის ენით.

ვაჟა-ფშაველა, „შვლის ნუკრის ნაამბობი" და სხვა მოთხრობები - ვაჟას ეს უკვდავი მოთხრობა პატარებს აღავსებს ემპათიით ცხოველების მიმართ, გაუჩენს სხვისი დახმარებისა და გასაჭირის გაზიარების სურვილს.