პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგიელი მეცნიერები - „კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ სპერმის სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს, თუმცა რამდენიმე თვეში აღდგება“
ბელგიელი მეცნიერები - „კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ სპერმის სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს, თუმცა რამდენიმე თვეში აღდგება“

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ბელ­გი­ა­ში ჩა­ტარ­და, კო­რო­ნა­ვირუ­სი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა მა­მა­კა­ცის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე. კვლე­ვებ­ში 150-მდე მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

სპერ­მის ნი­მუ­შე­ბის კვლე­ვით დად­გინ­და, რომ მისი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­დან 1 თვის შემ­დე­გაც კი 60%-ით იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი. „Fertility and Sterility Journal“- ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, მეც­ნი­ე­რებ­მა 150-მდე მა­მა­კა­ცი გა­მო­იკ­ვლი­ეს, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და, რომ სპერ­მა სრუ­ლად აღ­დგა და მისი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა კვლავ ამაღ­ლდა მხო­ლოდ 51-ე დღეს.

იმა­ვე კვლე­ვით ასე­ვე დად­გინ­და, რომ, ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­დან ორი თვის თავ­ზეც კი, სპერ­მის მო­ბი­ლო­ბა 37%-ით იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ხოლო რა­ო­დე­ნობ­რი­ვად - 29%-ით. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში დამ­ტკიც­და ისიც, რომ „კო­ვიდ-19“-ის გა­დას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დროს.

ბელ­გი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სპერ­მის ხა­რის­ხის, მო­ბი­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნა - „კო­ვიდ-19“-ის ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­დან 3 თვის შემ­დეგ ხდე­ბა.

NS

ავტორი:

ბელგიელი მეცნიერები - „კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ სპერმის სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს, თუმცა რამდენიმე თვეში აღდგება“

ბელგიელი მეცნიერები - „კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ სპერმის სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს, თუმცა რამდენიმე თვეში აღდგება“

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც ბელგიაში ჩატარდა, კორონავირუსი უარყოფითად აისახება მამაკაცის ნაყოფიერებაზე. კვლევებში 150-მდე მამაკაცი მონაწილეობდა.

სპერმის ნიმუშების კვლევით დადგინდა, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა ინფექციის გადატანიდან 1 თვის შემდეგაც კი 60%-ით იყო შემცირებული. „Fertility and Sterility Journal“- ში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის მიხედვით, მეცნიერებმა 150-მდე მამაკაცი გამოიკვლიეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სპერმა სრულად აღდგა და მისი სიცოცხლისუნარიანობა კვლავ ამაღლდა მხოლოდ 51-ე დღეს.

იმავე კვლევით ასევე დადგინდა, რომ, ინფექციის გადატანიდან ორი თვის თავზეც კი, სპერმის მობილობა 37%-ით იყო შემცირებული, ხოლო რაოდენობრივად - 29%-ით. კვლევის ფარგლებში დამტკიცდა ისიც, რომ „კოვიდ-19“-ის გადასვლა შეუძლებელია დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს.

ბელგიელი მეცნიერების თქმით, სპერმის ხარისხის, მობილობისა და სიცოცხლისუნარიანობის სრულად აღდგენა - „კოვიდ-19“-ის ინფექციის გადატანიდან 3 თვის შემდეგ ხდება.

NS