"კიდევ ოთხი ადამიანი გაიტაცეს ოკუპანტებმა. ეს არის ნამდვილი ლეკიანობა, რომელსაც აქეთა მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება.
სააკაშვილი მიმართვაში წერს, რომ ვერც 2008 წლამდე და ვერც 2008-2012 წლებში მსგავსს ვერაფერს ვერავინ ბედავდა.
"მინდა მივმართო უზურპატორებს: გორის ჰოსპიტალში მუდმივად მყარაულობს 200 კაცზე მეტი და ცალკე სპეცრაზმი. არსად გაქცევას რომ არ ვაპირებ და ამის ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მგონი იცით. იქნებ ამ ყარაულის რაოდენობა ორჯერ მაინც შეამციროთ და ხალხი დაიცვათ.
მინდა ყველას შევახსენო, რომ ვერც 2008-მდე და ვერც 2008-2012-ში მსგავსს ვერაფერს ვერავინ ბედავდა. და თუ ზოგჯერ ვიღაცას აკავებდნენ, პირდაპირ ვიღებდი ყურმილს, ვურეკავდი მაგალითად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს, კლინტონს და სწრაფად ვწყვეტდი საკითხს.
არც ხაზის გადმოწევა ხდებოდა. ერთხელ სცადეს საჩხერის რაიონში, მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენე და 1 კვირაში უკან გადაწიეს. ასეთია ფაქტები!", - წერს წერილში სააკაშვილი.
დაგვასვენეთ ამ პროვოკატორისგ ან,რატომ უშლით ხალხს ნერვებს! მისი ექიმი ისე ურცხვად აცხადებს რომ უცხოელი ექიმები მოდიან ჩვენ ვერ ვუკეთებთ ვერაფერს,გეგონება ისევ პრეზიდენტია და არა პატიმარი! გაამწესეთ დროზე რუსთავში ან გლდანში და დაამტავრეთ ხუშტურიანი კაცის თამაში!
თურმე ოკუპანტებს სააკაშვილის (სააკიანის) ეშინოდათ და ამიტომ ვერ ბედავდნენ ადამიანების გატაცებას! ეს არის დემაგოგიის უმაღლესი მწვერვალი!! ვისზეა ეს სიტყვები გათვლილი? ვაიპატრიოტებზე და გონებაჩლუნგ ადამიანებზე. საინტერესოა თვითონ თუ სჯერა ამ სიტყვების.
მისმა ხეტიალმა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტებთან ჩვენს ქვეყანას მოუტანა ის უბედურება, რასაც 2008 წლის ომი ჰქვია.
რომ არა ბუქარესტის „ნატო“-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ე. წ. „მაპ“-ის (ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - Membership Action Plan - MAP) მინიჭების შესახებ დიდი ალბათობით 2008 წელს ომიც არ მოხდებოდა!
რა, სააკაშვილმა არ იცოდა, რომ ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება და ასე ვთქვათ „რუსული დათვის“ გაღვიძება? ძალიან კარგადაც ეცოდინებოდა.
მაგრამ სააკაშვილის ხუშტურებისა და ახირებების გამო დაიღუპა ასობით ქართველი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა და არ იქნებოდა 30 000 ლტოლვილი!
რაც შეეხება ინციდენტს საჩხერის რაიონში. მაშინ სააკაშვილმა (სააკიანმა) წაიტრაბახა და რუსეთმა ეგრევე დასაჯა. ამ ტერიტორიის დაბრუნება მოხდა ილია მეორის თხოვნის შედეგად.
მას შემდეგ 13 წელი გავიდა. ახლა სადა ვართ? აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ბოლოდროინდელი განცხადებით კიდევ 10 წელი ლოდინი დასჭირდება საქართველოს და უკრაინას ნატოში მიღებაზე.
მანამდე ან მერე რა იქნება ღმერთმა იცის.