პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობს, რომელიც კევინ მაკალისტერის ბოროტი ძმის როლს თამაშობდა, შეყვარებულზე ძალადობა და მისი დახრჩობის მცდელობა ედება ბრალად - "ბაზის" რეალური ისტორია
მსახიობს, რომელიც კევინ მაკალისტერის ბოროტი ძმის როლს თამაშობდა, შეყვარებულზე ძალადობა და მისი დახრჩობის მცდელობა ედება ბრალად - "ბაზის" რეალური ისტორია

"მარ­ტო სახ­ლშის" კე­ვი­ნის ბო­როტ ძმას შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ძა­ლა­დო­ბა და მისი დახ­რჩო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად

ლე­გენ­და­რუ­ლი სა­ა­ხალ­წლო ფილ­მის "მარ­ტო სახ­ლშის“ ვარ­სკვლა­ვი, დე­ვინ რეტ­რეი პო­ლი­ცი­ამ ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა მას შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბა­სა და დახ­რჩო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

რო­გორც Dailymail-ი იტყო­ბი­ნე­ბა, 44 წლის მსა­ხი­ო­ბი სა­კუ­თა­რი ფე­ხით მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში და ჩა­ბარ­და. ის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 25 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

დე­ვინ რეტ­რეი 13 წლის ასაკ­ში "მარ­ტო სახ­ლშის“ კე­ვინ მა­კა­ლის­ტე­რის ბო­რო­ტი ძმის - ბა­ზის რო­ლით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მსა­ხი­ო­ბი ქალს მას შემ­დეგ გა­უბ­რაზ­და, რაც ბარ­ში და­ლე­ვის დროს, მათ­თან ორი ფანი გო­გო­ნა მი­ვი­და და მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა რეტ­რე­ის თან­ხმო­ბის გა­რე­შე შეს­თა­ვა­ზა მათ ავ­ტოგ­რა­ფე­ბი, თა­ნაც უფა­სოდ.

ჩხუ­ბი წყვილ­მა ოკ­ლაჰო­მას სას­ტუმ­როს ოთახ­ში გა­ნაგ­რძო, სა­დაც დე­ვი­ნი აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და ქა­ლის მოხ­რჩო­ბაც კი სცა­და. მას შემ­დეგ, რაც შეყ­ვა­რე­ბულ­მა ხელ­ზე უკბი­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა კი­დეც მას, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ, ნა­ცე­მი ქალი მო­ძა­ლა­დე მსა­ხი­ობს ოთა­ხი­დან არ გა­ექ­ცა.

წყვი­ლი ამ ამ­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს და­შორ­და და ქალ­მა რეტ­რე­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რიც შე­ი­ტა­ნა. მსა­ხი­ობ­მა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც უარ­ყო ბრალ­დე­ბე­ბი და თქვა, რომ მის­თვის ხელი სა­ერ­თოდ არ და­უ­კა­რე­ბია.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტოლტენბერგი
5

კაცური კაცი! ასეთი ადამიანები თუ გადაგვარჩენენ. ეს ტრანსპორტიც როგორ გაძვირდა. ომიკრონის შტამიღა გვაკლდა. მიშა ჭკუაზე შემცდარა. მეცოდება, ეგეც ადამიანია..

das
2

ბაზის ტარანტულას რა ბედი ეწია?

ავტორი:

მსახიობს, რომელიც კევინ მაკალისტერის ბოროტი ძმის როლს თამაშობდა, შეყვარებულზე ძალადობა და მისი დახრჩობის მცდელობა ედება ბრალად - "ბაზის" რეალური ისტორია

მსახიობს, რომელიც კევინ მაკალისტერის ბოროტი ძმის როლს თამაშობდა, შეყვარებულზე ძალადობა და მისი დახრჩობის მცდელობა ედება ბრალად - "ბაზის" რეალური ისტორია

"მარტო სახლშის" კევინის ბოროტ ძმას შეყვარებულზე ძალადობა და მისი დახრჩობის მცდელობა ედება ბრალად

ლეგენდარული საახალწლო ფილმის "მარტო სახლშის“ ვარსკვლავი, დევინ რეტრეი პოლიციამ ძალადობის ბრალდებით დააკავა მას შეყვარებულ გოგონაზე ძალადობასა და დახრჩობის მცდელობაში ედება ბრალი.

როგორც Dailymail-ი იტყობინება, 44 წლის მსახიობი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა. ის, მოგვიანებით, 25 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დევინ რეტრეი 13 წლის ასაკში "მარტო სახლშის“ კევინ მაკალისტერის ბოროტი ძმის - ბაზის როლით გახდა პოპულარული.

როგორც ირკვევა, მსახიობი ქალს მას შემდეგ გაუბრაზდა, რაც ბარში დალევის დროს, მათთან ორი ფანი გოგონა მივიდა და მისმა შეყვარებულმა რეტრეის თანხმობის გარეშე შესთავაზა მათ ავტოგრაფები, თანაც უფასოდ.

ჩხუბი წყვილმა ოკლაჰომას სასტუმროს ოთახში განაგრძო, სადაც დევინი აგრესიული გახდა და ქალის მოხრჩობაც კი სცადა. მას შემდეგ, რაც შეყვარებულმა ხელზე უკბინა, რამდენჯერმე დაარტყა კიდეც მას, სანამ საბოლოოდ, ნაცემი ქალი მოძალადე მსახიობს ოთახიდან არ გაექცა.

წყვილი ამ ამბის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა და ქალმა რეტრეის წინააღმდეგ საჩივარიც შეიტანა. მსახიობმა საბოლოოდ მაინც უარყო ბრალდებები და თქვა, რომ მისთვის ხელი საერთოდ არ დაუკარებია.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა