საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომიკრონი" არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
"ომიკრონი" არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია "ომიკ­რო­ნის“ სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა, უფრო სწრა­ფი, ვიდ­რე "დელ­ტა“ შტა­მი ვრცელ­დე­ბო­და - მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ კლი­ნი­კურ სექ­ტორ­ზე გა­იზ­რდე­ბა დატ­ვირ­თვა , - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი მზად არის დატ­ვირ­თვას გა­უძ­ლოს.

"სამ­წუ­ხა­როდ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ "ომიკ­რო­ნი“ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გავ­რცელ­დე­ბა. მსოფ­ლი­ოს 65 ქვე­ყა­ნა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ აქაც გავ­რცელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სე­რი­ო­ზუ­ლი მი­მოს­ვლა აქვს უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­თან. რა თქმა უნდა, ეს და­მა­ტე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვაა, თან ბო­ლომ­დე არ ვი­ცით, რო­გო­რი გა­მოწ­ვე­ვაა. ჯერ კი­დევ არ და­დე­ბუ­ლა სა­ბო­ლოო დას­კვნე­ბი შტა­მის ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის შე­სა­ხებ. ერთი რამ მინ­და, რომ მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დო, ეს არც პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვაა და შე­საძ­ლოა არც უკა­ნას­კნე­ლი. მას უნდა შევ­ხვდეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­გორც ერთ-ერთ რი­გით გა­მოწ­ვე­ვას, ყო­ველ­გვა­რი პა­ნი­კის გა­რე­შე. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა, უფრო სწრა­ფი, ვიდ­რე "დელ­ტა“ შტა­მი ვრცელ­დე­ბო­და.

შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ დატ­ვირ­თვა კლი­ნი­კურ სექ­ტორ­ზე გა­იზ­რდე­ბა. თუ აქამ­დე, პი­კის პე­რი­ოდ­ში 5-6 ათა­სი ფიქ­სირ­დე­ბო­და, ამ ბოლო დროს და­იკ­ლო და 3 ათა­სის ფარ­გლებ­შია, შე­საძ­ლოა ეს რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­დოს და­წო­ლა კლი­ნი­კურ სექ­ტორ­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით, ეს შტა­მი არ იწ­ვევს უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას და უფრო მეტ სიკ­ვდი­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, თუ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი იქ­ნე­ბა, ის რომც არ იწ­ვევ­დეს სიკ­ვდი­ლო­ბის გაზ­რდას, მა­ინც ბევ­რი ავად­მყო­ფის ყო­ლის გამო, კლი­ნი­კურ სექ­ტორს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა, რომ სიკ­ვდი­ლო­ბა და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ამის­თვის ჩვენ მზად ვართ", - აღ­ნიშ­ნა მან.

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას აც­რი­სა და პირ­ბა­დის ტა­რე­ბის­კენ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და.

"პრობ­ლე­მა, იცავს თუ არა ვაქ­ცი­ნე­ბი "ომიკ­რო­ნის­გან“ - ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ნა­წი­ლობ­რივ იცავს და გან­სა­კუთ­რე­ბით, იცავს თუ გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვს მე­სა­მე, "ბუს­ტერ“ დოზა. ამი­ტომ, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, ვი­საც ორი დოზა გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს, გა­ი­კე­თოს მე­სა­მე. ვი­საც არ აქვს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, უმოკ­ლეს დრო­ში მი­მარ­თონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, რად­გან ეს მა­ინც იცავს, შე­საძ­ლოა ნა­წი­ლობ­რივ, მაგ­რამ მა­ინც იცავს. პირ­ბა­დე­ე­ბის ხმა­რე­ბა უნდა გა­იზ­რდოს მკვეთ­რად. 28-30% ძა­ლი­ან ცო­ტაა. პირ­ბა­დე უნი­ვერ­სა­ლუ­რია, ის ნამ­დვი­ლად იცავს "ომიკ­რო­ნის­გა­ნაც. ახლა სა­ნამ ჩვენ მი­ვაღ­წევთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ით სა­ყო­ველ­თაო მოც­ვას, რა­საც დას­ჭირ­დე­ბა 2-3 თვე, მა­ნამ­დე პირ­ბა­დე­ე­ბი ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა", - აღ­ნიშ­ნა მან.

ცერ­ცვა­ძის თქმით, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, აქ უფრო კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, დღეს არ­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა მოქ­მე­დებს "ომიკ­რო­ნის“ შტამ­ზეც. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შევ­ხვდით ამ ყვე­ლა­ზე მძი­მე ტალ­ღას სა­ქარ­თვე­ლო­ში და ასე­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვხვდე­ბით "ომიკ­რონს“, - შე­მო­ტა­ნი­ლი გვაქვს 5 ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, ყვე­ლა ეფექ­ტი­ა­ნია ამ შტა­მის წი­ნა­აღ­მდე­გაც. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

beso
1

„რო­გორც ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი მზად არის დატ­ვირ­თვას გა­უძ­ლოს.“>>>>>>>>>>>ვერ გავიგე ეს კაცი ვინაა, მინისტრია, პრემიერ მინისტრია, თუ ვინ არის. რა ამის კომპეტენციას წარმოადგენს ეს!? გიხაროდეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ომიკრონი" არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

"ომიკრონი" არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

საქართველოში მოსალოდნელია "ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე "დელტა“ შტამი ვრცელდებოდა - მოსალოდნელია, რომ კლინიკურ სექტორზე გაიზრდება დატვირთვა , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, საქართველოში ჯანდაცვის სექტორი მზად არის დატვირთვას გაუძლოს.

"სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ "ომიკრონი“ საქართველოშიც გავრცელდება. მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ბუნებრივია, რომ აქაც გავრცელდება. საქართველოს სერიოზული მიმოსვლა აქვს უცხოეთის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, თან ბოლომდე არ ვიცით, როგორი გამოწვევაა. ჯერ კიდევ არ დადებულა საბოლოო დასკვნები შტამის ყველა თავისებურების შესახებ. ერთი რამ მინდა, რომ მკაფიოდ განვაცხადო, ეს არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა არც უკანასკნელი. მას უნდა შევხვდეთ მომზადებული, როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, ყოველგვარი პანიკის გარეშე. მოსალოდნელია სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე "დელტა“ შტამი ვრცელდებოდა.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დატვირთვა კლინიკურ სექტორზე გაიზრდება. თუ აქამდე, პიკის პერიოდში 5-6 ათასი ფიქსირდებოდა, ამ ბოლო დროს დაიკლო და 3 ათასის ფარგლებშია, შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს და შესაბამისად, გაიზარდოს დაწოლა კლინიკურ სექტორზე. ჯერჯერობით არსებული ინფორმაციებით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას. შესაბამისად, პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის რომც არ იწვევდეს სიკვდილობის გაზრდას, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომ სიკვდილობა დაბალ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ", - აღნიშნა მან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მოსახლეობას აცრისა და პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"პრობლემა, იცავს თუ არა ვაქცინები "ომიკრონისგან“ - ვარაუდობენ, რომ ნაწილობრივ იცავს და განსაკუთრებით, იცავს თუ გაკეთებული გაქვს მესამე, "ბუსტერ“ დოზა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა გაკეთებული აქვს, გაიკეთოს მესამე. ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ, უმოკლეს დროში მიმართონ ვაქცინაციას, რადგან ეს მაინც იცავს, შესაძლოა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავს. პირბადეების ხმარება უნდა გაიზრდოს მკვეთრად. 28-30% ძალიან ცოტაა. პირბადე უნივერსალურია, ის ნამდვილად იცავს "ომიკრონისგანაც. ახლა სანამ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციით საყოველთაო მოცვას, რასაც დასჭირდება 2-3 თვე, მანამდე პირბადეები ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალებაა", - აღნიშნა მან.

ცერცვაძის თქმით, მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება.

"რაც შეეხება მკურნალობას, აქ უფრო კარგი ინფორმაცია გვაქვს, დღეს არსებული მედიკამენტები, პრაქტიკულად, ყველა მოქმედებს "ომიკრონის“ შტამზეც. ჩვენ ძალიან კარგად მომზადებულები შევხვდით ამ ყველაზე მძიმე ტალღას საქართველოში და ასევე მომზადებული ვხვდებით "ომიკრონს“, - შემოტანილი გვაქვს 5 ახალი მედიკამენტი, ყველა ეფექტიანია ამ შტამის წინააღმდეგაც. მკურნალობის პროტოკოლში არავითარი ცვლილება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.