სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მეტყვით, რომ გამყრელიძე თუ არ იქნება, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ" - ამირან გამყრელიძე
"თუ მეტყვით, რომ გამყრელიძე თუ არ იქნება, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ" - ამირან გამყრელიძე

"თუ მე­ტყვით, რომ მე უნდა ვაგო პა­სუ­ხი და გამ­ყრე­ლი­ძე თუ არ იქ­ნე­ბა დღეს და ხვალ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა გაქ­რე­ბა, ხვალ­ვე წა­ვალ NCDC-დან, მაგ­რამ ეს არ არის მთა­ვა­რი" - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

"მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ. ის, ვინც მარ­თავს და არის კი­დევ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სია სა­ჭი­რო.

ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან შე­იძ­ლე­ბა ჩემ­ზე მოქ­მე­დებს ის 50 და 60 გარ­დაც­ვა­ლე­ბა ყო­ველ დი­ლით, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მე ვი­გებ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. რომ გე­უბ­ნე­ბით, თითო ადა­მი­ანს გა­და­არ­ჩენთ, თუ ყვე­ლა ავიც­რე­ბით, 500 ადა­მი­ა­ნი ერთი სი­ცო­ცხლის სა­ნაც­ვლოდ, გა­ვა­კე­თოთ მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს. ხომ შე­იძ­ლე­ბა ერთ სა­კი­თხზე მა­ინც შევ­თან­ხმდეთ ქარ­თვე­ლე­ბი. კო­ვი­დი არის დღეს ყვე­ლა­ზე დიდი პრი­მა­ტი ქვე­ყა­ნა­ში. უმაღ­ლე­სი პრი­მა­ტი და ამ პრი­მა­ტის ირ­გვლივ ყვე­ლა გა­ვერ­თი­ან­დეთ და ვთქვათ, რომ ყვე­ლა ვიც­რე­ბით იმის­თვის, რომ გა­დარ­ჩეს ჩემი ოჯა­ხის წევ­რი, ჩემი მე­გო­ბა­რი, ჩემი მე­ზო­ბე­ლი, ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლამ გა­ვი­კე­თოთ პირ­ბა­დე, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დოთ ამის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ე.წ. უვა­დო მწვა­ნე პას­პორ­ტის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ შე­საძ­ლოა, ეს სა­კი­თხი გა­და­ი­ხე­დოს.

"ამ ქვე­ყა­ნა­ზე მუდ­მი­ვი არა­ფე­რი არის. ალ­ბათ, ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გა­და­ი­ხე­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე მო­დით, ის მა­ინც აღ­ვას­რუ­ლოთ, რაც არის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

დიახ, ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერი არის. დრო მოვა, მოგეთხოვებათ შენცა და შენს მაფიოზ ბოსს, ფაუჩის.

ვახო ხო
0

მიშასი არ იყოს მოვდივარ მოვდივარო და მოვიდა კიდეც.ეგეც წავა ალბათ მეთორმეტე დაძახებაზე,მაგრამ ამით რამე შეიცვლებაა?ჯანდაცვის სისტემა უნდა გადაიხედოს მთლიანად,თორემ ერთის მეორეთი ჩანაცვლებით არაფერი იცვლება

ავტორი:

"თუ მეტყვით, რომ გამყრელიძე თუ არ იქნება, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ" - ამირან გამყრელიძე

"თუ მეტყვით, რომ გამყრელიძე თუ არ იქნება, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ" - ამირან გამყრელიძე

"თუ მეტყვით, რომ მე უნდა ვაგო პასუხი და გამყრელიძე თუ არ იქნება დღეს და ხვალ, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ NCDC-დან, მაგრამ ეს არ არის მთავარი" - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ ეპიდვითარებაზე თითოეული ადამიანია პასუხისმგებელი.

"მთავარია, რომ ყველა პასუხისმგებელი ვართ. ის, ვინც მართავს და არის კიდევ მთელი საზოგადოება. საზოგადოებრივი კონსენსუსია საჭირო.

ყველაზე ძალიან შეიძლება ჩემზე მოქმედებს ის 50 და 60 გარდაცვალება ყოველ დილით, ერთ-ერთი პირველი მე ვიგებ ამ ინფორმაციას. რომ გეუბნებით, თითო ადამიანს გადაარჩენთ, თუ ყველა ავიცრებით, 500 ადამიანი ერთი სიცოცხლის სანაცვლოდ, გავაკეთოთ მთელმა საზოგადოებამ ეს. ხომ შეიძლება ერთ საკითხზე მაინც შევთანხმდეთ ქართველები. კოვიდი არის დღეს ყველაზე დიდი პრიმატი ქვეყანაში. უმაღლესი პრიმატი და ამ პრიმატის ირგვლივ ყველა გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ ყველა ვიცრებით იმისთვის, რომ გადარჩეს ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი მეგობარი, ჩემი მეზობელი, ჩემი უახლოესი ადამიანი, ყველამ გავიკეთოთ პირბადე, ყველას მოვუწოდოთ ამისკენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის ე.წ. უვადო მწვანე პასპორტის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ შესაძლოა, ეს საკითხი გადაიხედოს.

"ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერი არის. ალბათ, ზოგიერთი საკითხი გარკვეული პერიოდულობით გადაიხედება. ამ ეტაპზე მოდით, ის მაინც აღვასრულოთ, რაც არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.