სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის ეს ემოციურად ძნელად მისაღები ამბავია, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სასამართლოში... " - რას ამბობს გიგა ბოკერია მერაბ კობიაშვილის გამართლებაზე
"მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის ეს ემოციურად ძნელად მისაღები ამბავია, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სასამართლოში... " - რას ამბობს გიგა ბოკერია მერაბ კობიაშვილის გამართლებაზე

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ში - მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი გა­ა­მარ­თლა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ" - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა, გიგა ბო­კე­რი­ამ, პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის დაც­ვის უფ­ლე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად უნდა ჰქონ­დეს.

"მეს­მის, რომ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის­თვის და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ეს ემო­ცი­უ­რად ძნე­ლად მი­სა­ღე­ბი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯე­რო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­ა­პყროს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნის მხრი­დან სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის თავ­დაც­ვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ღრმად პრობ­ლე­მა­ტუ­რი და სა­გან­გა­შო იყო, რომ ამ ადა­მი­ანს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში. იმი­ტო­მაც არის საკ­ვან­ძო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მხრი­დან, რომ დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში, როცა კრი­მი­ნა­ლი­სა და ძა­ლა­დო­ბის ზრდას­თან გვაქვს ად­გი­ლი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ან ახ­ლობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლის დაც­ვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­დეთ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყროთ იმას, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუტს.

"ეს არის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ლი­ბე­რა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ად, რეს­პუბ­ლი­კად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის და სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. ასე თვლიდ­ნენ ამ ქვეყ­ნის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მე­ბი, მათ შო­რის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე. ასე თვლი­და პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა და ეს ინ­სტი­ტუ­ტი მოს­პო საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რად­გან მას სჭირ­დე­ბო­და კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი სა­სა­მარ­თლო. სამ­წუ­ხა­როდ, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით დრო­უ­ლად ამ ინ­სტი­ტუ­ტის აღ­დგე­ნა. რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ მო­მა­ვალ­ზე, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტის სრულ­ფა­სოვ­ნად შე­მო­ღე­ბა, სა­დაც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე არის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის. ამ ინ­სტი­ტუ­ტით ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია, რომ პირ­და­პირ მო­ახ­დი­ნოს ზე­გავ­ლე­ნა სა­კუ­თარ ბედ­ზე და იგ­რძნოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში.

ამი­ტომ არის ეს ინ­სტი­ტუ­ტი საკ­ვან­ძო და დრა­მა­ტუ­ლად სა­ზი­ა­ნოა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მისი შე­ჩე­რე­ბა. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­ავ­რცე­ლა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტი ყველ­გან, სა­დაც პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა ადა­მი­ანს, რაც გარ­და­ტე­ხას შე­ი­ტან­და ჩვე­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ა­ში. სწო­რედ ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ მყი­სი­ე­რად ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოკერიას!
0

ხელისუფლებაში დაბრუნებაზე იოცნებეთ, იოცნებეთ სანამ ოცნების თავი გექნებად!

ნათი
4

ამ კომენტარის აზრში გეთანხმებით

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის ეს ემოციურად ძნელად მისაღები ამბავია, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სასამართლოში... " - რას ამბობს გიგა ბოკერია მერაბ კობიაშვილის გამართლებაზე

"მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის ეს ემოციურად ძნელად მისაღები ამბავია, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სასამართლოში... " - რას ამბობს გიგა ბოკერია მერაბ კობიაშვილის გამართლებაზე

"მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სასამართლოში - მერაბ კობიაშვილი გაამართლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს საკუთარი სიცოცხლის დაცვის უფლება გარანტირებულად უნდა ჰქონდეს.

"მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის და ახლობლებისთვის ეს ემოციურად ძნელად მისაღები ამბავია, მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჯეროვანი ყურადღება მიაპყროს ამ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ გარანტირებული იყოს ადამიანის მხრიდან საკუთარი სიცოცხლის თავდაცვის ფუნდამენტური უფლება. სწორედ ამიტომ, ღრმად პრობლემატური და საგანგაშო იყო, რომ ამ ადამიანს ბრალი წაუყენეს განზრახ მკვლელობაში. იმიტომაც არის საკვანძო ეს გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების მხრიდან, რომ დღევანდელ პირობებში, როცა კრიმინალისა და ძალადობის ზრდასთან გვაქვს ადგილი მთელ საქართველოში, უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანებს საკუთარი ან ახლობლების სიცოცხლის დაცვის ფუნდამენტური უფლება ჰქონდეთ გარანტირებული", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაპყროთ იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს.

"ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საფუძველი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ლიბერალურ დემოკრატიად, რესპუბლიკად ჩამოყალიბებისთვის და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ასე თვლიდნენ ამ ქვეყნის დამფუძნებელი მამები, მათ შორის ილია ჭავჭავაძე. ასე თვლიდა პირველი რესპუბლიკა და ეს ინსტიტუტი მოსპო საბჭოთა ხელისუფლებამ, რადგან მას სჭირდებოდა კონტროლირებადი სასამართლო. სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენ ვერ შევძელით დროულად ამ ინსტიტუტის აღდგენა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, დღევანდელი ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვნად შემოღება, სადაც ყველა მოქალაქე არის თანამონაწილე მართლმსაჯულების განხორციელების. ამ ინსტიტუტით ყველა მოქალაქეს შეუძლია, რომ პირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა საკუთარ ბედზე და იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისუფლებისა და უფლებების დაცვაში.

ამიტომ არის ეს ინსტიტუტი საკვანძო და დრამატულად საზიანოა ამ ხელისუფლების მიერ მისი შეჩერება. ამ ხელისუფლებამ არ გაავრცელა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ყველგან, სადაც პატიმრობა ემუქრება ადამიანს, რაც გარდატეხას შეიტანდა ჩვენი მართლმსაჯულების ტრადიციაში. სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ მყისიერად ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ", - განაცხადა ბოკერიამ.