პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება
ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება

ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის (სე­მე­კი) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლის­ში მრი­ცხველ­თა წა­კი­თხვის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა 2022 წლის იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. თბი­ლი­სის ყვე­ლა აბო­ნენ­ტის მრი­ცხვე­ლის წა­კი­თხვას, კომ­პა­ნია თე­ლა­სი, ყო­ვე­ლი თვის ბოლო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ახ­დენს. ხოლო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქვი­თარს, მო­სახ­ლე­ო­ბა ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო თვის პირ­ველ რი­ცხვებ­ში მი­ი­ღებს. შე­სა­ბა­მი­სად ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და ქვით­რის მომ­ზა­დე­ბი­დან 15 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ახა­ლი სქე­მის ამოქ­მე­დე­ბას­თან ერ­თად, წეს­დე­ბა გა­დახ­დის სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი, რომ­ლი­თაც ისარ­გებ­ლე­ბენ პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის ერ­თი­ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და პენ­სი­ო­ნე­რებს ყო­ვე­ლი თვის 16 რი­ცხვამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ, ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას ყო­ვე­ლი თვის 22 რი­ცხვამ­დე შეძ­ლე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, მო­სახ­ლე­ო­ბის ამ ჯგუ­ფე­ბის­თვის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის ვადა, პენ­სი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის ვა­დებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ვე­ლად მრი­ცხვე­ლე­ბის ერ­თი­ა­ნი წა­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად დე­კემ­ბე­რი - გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც, თელ­მი­კოს აბო­ნენ­ტე­ბის ნა­წი­ლი მი­ი­ღებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის 2 ქვი­თარს. პირ­ველ ქვი­თარს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ჩვე­ულ დროს მი­ი­ღე­ბენ და მას­ში ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წინა თვის გა­და­სა­ხა­დი, ანუ ნო­ემ­ბე­რის და ნა­წი­ლობ­რივ დე­კემ­ბე­რის. მე­ო­რე ქვი­თარს აბო­ნენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ დე­კემ­ბრის ბო­ლოს ან იან­ვრის და­სა­წყის­ში და მას­ში ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა დე­კემ­ბრის დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბის გა­და­სა­ხა­დი.

გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გე­ნენ, მხო­ლოდ ის აბო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სტან­დარ­ტუ­ლად თვის ბო­ლოს იღე­ბენ ქვი­თარს, მათ­თან მხო­ლოდ ერთი ქვი­თა­რი იან­ვრის და­სა­წყის­ში მივა და მას­ში ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა დე­კემ­ბრის თვის გა­და­სა­ხა­დი.

კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა თეა ნო­ზა­ძემ გა­ნა­ცხა­და: ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლე­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის (სე­მე­კი) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მრი­ცხვე­ლე­ბის წა­კი­თხვის ერ­თი­ან სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2022 წლი­დან, თბი­ლის­ში, თელ­მი­კოს ყვე­ლა აბო­ნენ­ტი ქვი­თარს თვის პირ­ველ რი­ცხვებ­ში მი­ი­ღებს. გა­დახ­დას მო­სახ­ლე­ო­ბა შეძ­ლებს ქვით­რის მომ­ზა­დე­ბი­დან 15 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­დახ­დის სა­ბო­ლოო თა­რი­ღი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქვი­თარ­ში ისე­ვე, რო­გორც ეს ხდე­ბო­და აქამ­დე, ხოლო პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი გა­დახ­დის სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დით ისარ­გებ­ლე­ბენ.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს კომ­პა­ნია „თელ­მი­კოს“ ქოლ ცენ­ტრს, ნო­მერ­ზე +995 32 5 000 777, მოგ­ვწე­როს პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ფე­ის­ბუქ­ში ან ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე info@telmico.ge

NS

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა წერეთელ
0

მაიმუნობას თავი დაანებეთ და მოიქეცით წესიერად ყაჩაღებო სად გაგონილა. თვეში ორჯერ გადასახადი არ შეგერგოთ 

ზურა
0

რიმელ იდიოტს მოაფიქრდა ასეთი სისტემა? მშვენიერი იყო ამერიკელების დანერგილი 20 დრიანი წაკიტხვის სისტემა. ეს ახალი სისულელე ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს პირველ რიგში თელასის და ენერგოპროსათვის - წარმოიდგინეტ ამდენი აბონენტის ოთხ დღეში წაკითხვა. ესეთი სისტემა მისაღები იქნება, როცა ავტომატური მრიცხველები დამონტაჟდება და წაკითხვას არ დასჭირდება იქ ადამიანის მისვლა და ჩვენების ამოწერა

ავტორი:

ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება

ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. შესაბამისად ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ახალი სქემის ამოქმედებასთან ერთად, წესდება გადახდის საშეღავათო პერიოდი, რომლითაც ისარგებლებენ პენსიის მიმღები პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები და მრავალშვილიანი ოჯახები. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადა, პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული.

მნიშვნელოვანია, რომ პირველად მრიცხველების ერთიანი წაკითხვა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელდება. შესაბამისად დეკემბერი - გარდამავალი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც, თელმიკოს აბონენტების ნაწილი მიიღებს ელექტროენერგიის 2 ქვითარს. პირველ ქვითარს მომხმარებლები ჩვეულ დროს მიიღებენ და მასში ასახული იქნება ელექტროენერგიის წინა თვის გადასახადი, ანუ ნოემბერის და ნაწილობრივ დეკემბერის. მეორე ქვითარს აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში და მასში ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების გადასახადი.

გამონაკლისს წარმოადგენენ, მხოლოდ ის აბონენტები, რომლებიც სტანდარტულად თვის ბოლოს იღებენ ქვითარს, მათთან მხოლოდ ერთი ქვითარი იანვრის დასაწყისში მივა და მასში ასახული იქნება დეკემბრის თვის გადასახადი.

კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა თეა ნოზაძემ განაცხადა: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულერებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან, თბილისში, თელმიკოს ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. გადახდას მოსახლეობა შეძლებს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, გადახდის საბოლოო თარიღი დაფიქსირებული იქნება ქვითარში ისევე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე, ხოლო პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge

NS