პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გსურთ ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ" - რას წერს CNN საქართველოს შესახებ?
"თუ გსურთ ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ" - რას წერს CNN საქართველოს შესახებ?

სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ CNN-მა მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა­ზე სტა­ტი­ა­თა ციკ­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. CNN-ზე სტა­ტი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ვრცელ­დე­ბა.

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თი­თო­ე­ულ სტა­ტი­ას CNN-ზე ერთი სლო­გა­ნი აერ­თი­ა­ნებთ - “და­გეგ­მე მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში”. სტა­ტი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ღვი­ნო და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, იმე­რე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბი და ზამ­თრის აქ­ტი­ვო­ბე­ბია აღ­წე­რი­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეკო­ლო­გი­უ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა“ იმოგ­ზა­უ­რე და შე­ის­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა“, - მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უდი­დეს მე­დია-პლატ­ფორ­მა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვაშ­ლო­ვა­ნის, ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძა­ლე­ბი, ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის, თუ­შე­თის, თბი­ლი­სის ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი, ჯა­ვა­ხე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია, ბა­თუმ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ად­გი­ლია აღ­წე­რი­ლი. "თუ გსურთ ბუ­ნე­ბა­ში ჩაფ­ლო­ბა და ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის პე­ი­ზა­ჟე­ბის აღ­მო­ჩე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ეწ­ვი­ოთ. სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით 40 ავი­ა­კომ­პა­ნია ას­რუ­ლებს პირ­და­პირ რე­ისს. აქ მოხ­ვედ­რა და მოგ­ზა­უ­რო­ბა ასე­თი ად­ვი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა.“- წე­რია CNN-ის სტა­ტი­ა­ში.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა“

"თი­თო­ე­უ­ლი სტუ­მა­რი ღვთის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­ჩუ­ქა­რია“, ასე­თია ქარ­თუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი, რაც კარ­გი პი­რო­ბაა მოგ­ზა­ურ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც ამ აღ­მო­უ­ჩე­ნელ ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას ეძე­ბენ, ეს ფრა­ზა კი გამ­ყა­რე­ბუ­ლია შე­სა­ნიშ­ნა­ვი კერ­ძე­ბი­თა და ღვი­ნით. სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა ჩვე­ვა­ზე მე­ტია. ეს ღრმა ტრა­დი­ცი­აა“- ასე იწყე­ბა CNN-ის სტა­ტია ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ.

სტა­ტი­ა­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი, სუფ­რის ტრა­დი­ცია, თბი­ლი­სის კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის სამ­ზა­რე­უ­ლო და ღვი­ნის 8 ათას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი, მღვი­მე­ე­ბი, ვე­ნა­ხე­ბი და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი კუ­რორ­ტე­ბი-გზამ­კვლე­ვი იმე­რეთ­ში“

იმე­რე­თი სავ­სეა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი ვე­ნა­ხე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. იმე­რეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას უმ­რავ­ლე­სო­ბა ქუ­თა­ი­სი­დან იწყებს, ერთ დროს სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი ახლა მე­ო­რე ქა­ლა­ქია, ქუ­თა­ი­სი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქია მსოფ­ლი­ო­ში, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადა­მი­ა­ნი პირ­ვე­ლად ასი ათა­სი წლის წინ და­სახ­ლდა. დღეს ქუ­თა­ი­სი ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz Air-ის სახ­ლია და შე­დე­გად ქუ­თა­ი­სი ევ­რო­პის მრა­ვალ ქა­ლაქს ად­ვი­ლად უკავ­შირ­დე­ბა. ქუ­თა­ის­ში გან­ვი­თარ­და თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და ღა­მის კლუ­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია CNN-ის სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია ქუ­თა­ი­სი, ბაგ­რა­ტის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი კა­ცხის სვე­ტი, სა­თაფ­ლია და პრო­მე­თეს მღვი­მე.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ო­ცა­რი ზამ­თა­რი, გრძე­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და ჯა­დოს­ნუ­რი ზამ­თა­რი“ ზამ­თარს მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი დღე­სას­წა­უ­ლი მო­აქვს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­სას­წა­უ­ლე­ბი უფრო ხან­გრძლი­ვია და ის თით­ქმის მთე­ლი იან­ვა­რი გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა ზამ­თარ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო კუ­რორ­ტე­ბი დამ­სვე­ნებ­ლებს ზამ­თრის სპორ­ტის უამ­რავ სა­ხე­ო­ბას სთა­ვა­ზობს“, - წერს CNN სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია გუ­და­უ­რი, სვა­ნე­თის სამ­თო კუ­რორ­ტე­ბი, თბი­ლი­სის სა­ა­ხალ­წლო მორ­თუ­ლო­ბა და რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, რო­მელ­საც ზამ­თარ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ.

"სა­ქარ­თვე­ლო ზამ­თრის სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა“

CNN-ის კი­დევ ერთი სტა­ტია ეძღვნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­სა და ბუ­ნე­ბას.

"ულა­მა­ზე­სი ტბე­ბის, მთე­ბი­სა და ხე­ო­ბე­ბის სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლო ძი­რი­თა­დად ტუ­რის­ტუ­ლი რა­და­რის მიღ­მა იყო, თუმ­ცა ახლა მსოფ­ლიო ეც­ნო­ბა იმ შარმს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ტა­ცე­ბუ­ლია ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, ამავდრო­უ­ლად ამა­ყობს თა­ვი­სი ქვეყ­ნის სი­ლა­მა­ზით და მას მოგ­ზა­უ­რებს უზი­ა­რებს. ქარ­თვე­ლებ­მა შეძ­ლეს და ბუ­ნე­ბა და­იც­ვეს, გა­მო­ა­ცხა­დეს და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ე­ბად და ეროვ­ნულ პარ­კე­ბად, შე­დე­გად ასო­ბით ათა­სი ჰექ­ტა­რი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი გა­დარ­ჩა“, - წე­რია CNN-ის სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის აღ­წე­რით გრძელ­დე­ბა. "მეს­ტია, გო­დერ­ძი, ბა­კუ­რი­ა­ნი, ბორ­ჯო­მი, გუ­და­უ­რი, სტე­ფან­წმინ­და-სტა­ტი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტე­ბი, ჯა­ვა­ხე­თის გა­ყი­ნუ­ლი ტბე­ბი და გუ­რი­ის ტყე-პარ­კე­ბი.

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ზამ­თრის მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნია მსოფ­ლი­ოს უდი­დეს მე­დია და სა­მოგ­ზა­უ­რო პლატ­ფორ­მებს მო­ი­ცავს, რო­გო­რე­ბი­ცაა Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში CNN- ზე გა­დის სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო რგო­ლი.

კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უ­დის არა­ბეთ­ში, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, ის­რა­ელ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, ლი­ე­ტუ­ვა­ში, ლატ­ვი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, აშშ-ში. კამ­პა­ნია ნო­ემ­ბერ­ში და­ი­წყო და იან­ვრის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"თუ გსურთ ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ" - რას წერს CNN საქართველოს შესახებ?

"თუ გსურთ ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ" - რას წერს CNN საქართველოს შესახებ?

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN-მა მედიაპლატფორმაზე სტატიათა ციკლი გამოაქვეყნა. CNN-ზე სტატიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თითოეულ სტატიას CNN-ზე ერთი სლოგანი აერთიანებთ - “დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში”. სტატიებში საქართველოს დაცული ტერიტორიები, ღვინო და სტუმართმოყვარეობა, იმერეთი, საქართველოს ზამთრის კურორტები და ზამთრის აქტივობებია აღწერილია.

"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა“ იმოგზაურე და შეისწავლე საქართველოს ველური ბუნება“, - მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვაშლოვანის, ლაგოდეხის ნაკრძალები, ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, თბილისის ეროვნული პარკები, ჯავახეთის დაცული ტერიტორია, ბათუმთან ახლოს მდებარე ფრინველებზე დაკვირვების ადგილია აღწერილი. "თუ გსურთ ბუნებაში ჩაფლობა და ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ. საქართველოს მიმართულებით 40 ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისს. აქ მოხვედრა და მოგზაურობა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა.“- წერია CNN-ის სტატიაში.

"ქართული ღვინო და სტუმართმოყვარეობა“

"თითოეული სტუმარი ღვთისგან გამოგზავნილი საჩუქარია“, ასეთია ქართული გამონათქვამი, რაც კარგი პირობაა მოგზაურთათვის, რომლებიც ამ აღმოუჩენელ ტურისტულ მიმართულებას ეძებენ, ეს ფრაზა კი გამყარებულია შესანიშნავი კერძებითა და ღვინით. საქართველოში სტუმართმოყვარეობა ჩვევაზე მეტია. ეს ღრმა ტრადიციაა“- ასე იწყება CNN-ის სტატია ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ.

სტატიაში მრავალფეროვანი ქართული კერძები, სუფრის ტრადიცია, თბილისის კვების ობიექტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო და ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიაა წარმოდგენილი.

"იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, მღვიმეები, ვენახები და გამაჯანსაღებელი კურორტები-გზამკვლევი იმერეთში“

იმერეთი სავსეა ღირსშესანიშნაობებით, ისტორიული ადგილებით დაწყებული ვენახებით დამთავრებული. იმერეთში მოგზაურობას უმრავლესობა ქუთაისიდან იწყებს, ერთ დროს საქართველოს დედაქალაქი ახლა მეორე ქალაქია, ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, ამ ტერიტორიაზე ადამიანი პირველად ასი ათასი წლის წინ დასახლდა. დღეს ქუთაისი ავიაკომპანია Wizz Air-ის სახლია და შედეგად ქუთაისი ევროპის მრავალ ქალაქს ადვილად უკავშირდება. ქუთაისში განვითარდა თანამედროვე კაფეები, რესტორნები და ღამის კლუბები“, - აღნიშნულია CNN-ის სტატიაში.

სტატიაში აღწერილია ქუთაისი, ბაგრატის საკათედრო ტაძარი, გელათის მონასტერი კაცხის სვეტი, სათაფლია და პრომეთეს მღვიმე.

"საქართველოს საოცარი ზამთარი, გრძელი დღესასწაულები და ჯადოსნური ზამთარი“ ზამთარს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბევრი დღესასწაული მოაქვს, მაგრამ საქართველოში დღესასწაულები უფრო ხანგრძლივია და ის თითქმის მთელი იანვარი გრძელდება. საქართველო საუკეთესო მიმართულებაა ზამთარში დასასვენებლად, საქართველოს სამთო კურორტები დამსვენებლებს ზამთრის სპორტის უამრავ სახეობას სთავაზობს“, - წერს CNN საქართველოს სამთო კურორტების შესახებ.

სტატიაში აღწერილია გუდაური, სვანეთის სამთო კურორტები, თბილისის საახალწლო მორთულობა და რელიგიური დღესასწაულები, რომელსაც ზამთარში აღნიშნავენ.

"საქართველო ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“

CNN-ის კიდევ ერთი სტატია ეძღვნება საქართველოს ზამთრის კურორტებსა და ბუნებას.

"ულამაზესი ტბების, მთებისა და ხეობების სამშობლო საქართველო ძირითადად ტურისტული რადარის მიღმა იყო, თუმცა ახლა მსოფლიო ეცნობა იმ შარმს, რაც საქართველოს აქვს. ქართველი ხალხი გატაცებულია ბუნების სილამაზის შენარჩუნებით, ამავდროულად ამაყობს თავისი ქვეყნის სილამაზით და მას მოგზაურებს უზიარებს. ქართველებმა შეძლეს და ბუნება დაიცვეს, გამოაცხადეს დაცულ ტერიტორიებად და ეროვნულ პარკებად, შედეგად ასობით ათასი ჰექტარი ველური ბუნება ხელშეუხებელი გადარჩა“, - წერია CNN-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს ზამთრის კურორტების აღწერით გრძელდება. "მესტია, გოდერძი, ბაკურიანი, ბორჯომი, გუდაური, სტეფანწმინდა-სტატიაში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს კურორტები, ჯავახეთის გაყინული ტბები და გურიის ტყე-პარკები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.

კამპანიის ფარგლებში CNN- ზე გადის საქართველოს ზამთრის კურორტების ამსახველი ვიდეო რგოლი.

კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.