პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა" - NDI
"საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა" - NDI

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის, ხმე­ბის მოს­ყიდ­ვი­სა და ამომ­რჩევ­ლებ­სა, კან­დი­და­ტებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ზე­წო­ლი­სა და მათი და­ში­ნე­ბის შე­სა­ხებ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა პრო­ცე­სი და­ა­ზი­ა­ნა"- ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ად­გი­ო­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან 5 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდს მო­ი­ცავს.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, უხეშ­მა რი­ტო­რი­კამ და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა მხო­ლოდ გა­აღ­რმა­ვა ისე­დაც პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, ხოლო ეროვ­ნუ­ლი დო­ნის სა­კი­თხებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბამ ად­გი­ლობ­რი­ვი დო­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი დაჩ­რდი­ლა.

"2021 წლის ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ შექ­მნი­ლი ხან­გრძლი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხის კონ­ტექ­სტში გა­ი­მარ­თა. ბევ­რი ამ პრო­ცესს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ლაკ­მუ­სის ტეს­ტად გა­ნი­ხი­ლავ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­გორც წესი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ად­გი­ლობ­რივ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბი­ან, გა­სულ წელს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, მათ შო­რის, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ ხმე­ბის 43 პრო­ცენტზე ნაკ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პერ­სპექ­ტი­ვამ, პო­ლი­ტი­კუ­რი ფსო­ნე­ბი ყვე­ლა მხა­რის­თვის გა­ზარ­და. რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფებ­მა აღ­ნიშ­ნეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და ზო­გა­დად კარ­გად ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო, სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს ღრმა ხარ­ვე­ზებ­მა პრო­ცეს­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. შე­დე­გად, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მი­მართ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბის გაზ­რდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან იქნა გაშ­ვე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ­მა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა აჩ­ვე­ნეს თა­ვი­ან­თი მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყონ სა­ქარ­თვე­ლოს უწყვე­ტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პროგ­რე­სი. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გარ­კვე­უ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლო­ბის

მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის, ხმე­ბის მოს­ყიდ­ვი­სა და ამომ­რჩევ­ლებ­სა, კან­დი­და­ტებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ზე­წო­ლი­სა და მათი და­ში­ნე­ბის შე­სა­ხებ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა პრო­ცე­სი და­ა­ზი­ა­ნა. უხეშ­მა რი­ტო­რი­კამ და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა მხო­ლოდ გა­აღ­რმა­ვა ისე­დაც პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, ხოლო ეროვ­ნუ­ლი დო­ნის სა­კი­თხებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბამ ად­გი­ლობ­რი­ვი დო­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი დაჩ­რდი­ლა. ისე­ვე რო­გორც წინა წლებ­ში, პარ­ტი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის დის­ბა­ლან­სმა, კამ­პა­ნი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის არა­საკ­მა­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას­თან და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებ­თან ერ­თად, ხელი შე­უ­წყო არა­თა­ნა­ბარ პო­ლი­ტი­კურ ველს,“- ნათ­ქვა­მია NDI-ის ან­გა­რიშ­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით არ­ჩე­უ­ლი წევ­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში.

"პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ა­გა­რე­მო ამომ­რჩე­ველს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უზღუ­დავ­და. მე­დი­ა­ზე და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ­მა თავ­დას­ხმებ­მა არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტუ­რის დღე­ებ­ში და მათი თა­ვი­სუ­ფა­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­ზღუდ­ვის მცდე­ლო­ბამ მთლი­ან პრო­ცეს­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და. მეტ­წი­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო გენ­დერუ­ლი კვო­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხარ­ჯზე მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლე­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, ისე­ვე რო­გორც სხვა ნაკ­ლე­ბად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჯგუ­ფე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა კვლავ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა.

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, არ­ჩევ­ნე­ბის დროს და შემ­დგომ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას კი­დევ უფრო ამ­ცი­რებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის სკეპ­ტი­ციზ­მზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სრუ­ლი­ად პო­ლი­ტი­კურ სპექტრს ეკის­რე­ბა, რად­გან, რო­გორც ჩანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს შე­ე­წი­რა. უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ­ჩე­ულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ­ჩევ­ნებს შო­რის პე­რი­ოდ­ში თა­ვი­ან­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­ას­რუ­ლონ და ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ა­ტა­რონ. სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ინ­კლუ­ზი­უ­რი და პლუ­რა­ლის­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბით მოქ­მე­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბათ. ეს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ჭი­როა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვის გა­მო­ჩე­ნა, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა და შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი რეფ­ლექ­სია, რათა მომ­დევ­ნო სა­არ­ჩევ­ნო ციკ­ლის წინ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ნდო­ბა იქ­ნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი,“- ნათ­ქვა­მია NDI-ის ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოო
0

კითხვები სპეციალურად ისეა დასმული, რომ ზუსტ პასუხს ვერ მიიღებ

ალექს
2

დესტრუქცია დარჩა დაუსჯელი !

ავტორი:

"საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა" - NDI

"საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა" - NDI

"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა"- ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ადგიოლობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მათივე შეფასებით, უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა.

"2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში გაიმართა. ბევრი ამ პროცესს ქვეყნის დემოკრატიული ორიენტაციის ლაკმუსის ტესტად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა. როგორც საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. შედეგად, პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ ფართო საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა და ადგილობრივმა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აჩვენეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, უზრუნველყონ საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული პროგრესი. ასევე აღსანიშნავია გარკვეული გაუმჯობესება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის

მიმართულებით. თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა. ისევე როგორც წინა წლებში, პარტიული რესურსების დისბალანსმა, კამპანიების დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობასთან და მმართველი პარტიის თანამდებობრივი უფლებამოსილების უპირატესობებთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარ პოლიტიკურ ველს,“- ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა, განსაკუთრებით საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხთან მიმართებაში.

"პოლარიზებული და პოლიტიზებული მედიაგარემო ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავდა. მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავრცელებულმა თავდასხმებმა არჩევნების პირველი და მეორე ტურის დღეებში და მათი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის მცდელობამ მთლიან პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. მეტწილად სავალდებულო გენდერული კვოტების განხორციელების ხარჯზე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალებისა და უმცირესობების, ისევე როგორც სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა კვლავ გამოწვევად რჩება.

არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდგომ პოლიტიკური აქტორების გარკვეული ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა არჩევნებს შორის პერიოდში თავიანთი პასუხისმგებლობა შეასრულონ და ამომრჩეველთა ინტერესები გაატარონ. საჯარო თანამდებობის პირებს ინკლუზიური და პლურალისტური პრინციპებით მოქმედების ვალდებულება ეკისრებათ. ეს ანგარიშვალდებული მმართველობისთვის აუცილებელი ნაწილია, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. საჭიროა კეთილსინდისიერი ძალისხმევის გამოჩენა, პოლიტიკური განხეთქილების გადალახვა და შიდა პოლიტიკური რეფლექსია, რათა მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა იქნას უზრუნველყოფილი,“- ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.