Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება... სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება" - ლევან გოფოძე
"მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება... სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება" - ლევან გოფოძე

"კვლავ დატ­ვირ­თუ­ლია რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთლი­ა­ნად სავ­სეა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა. მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბა თა­ვის­თა­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ მცირ­დე­ბა ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და, რომ შემ­ცირ­დეს" - ამის შე­სა­ხებ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან გო­ფო­ძემ სა­მე­დი­ცი­ნო ჰოლ­დინ­გის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გო­ფო­ძე გან­მარ­ტავს, გან­ხორ­ცი­ელ­და რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რაც მისი თქმით, გუ­ლის­ხმობს იმას, რომ გა­იხ­სნა ახა­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და რთულ პი­რო­ბებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 350 პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა. მი­სი­ვე თქმით, დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 70 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

"პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ძი­რე­უ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს გუ­ლის­ხმობს უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა იმას, რომ ოთხი სარ­თუ­ლი უკვე შე­ვი­და მოქ­მე­დე­ბა­ში ძვე­ლი შე­ნო­ბი­დან, ამას და­ე­მა­ტა ისიც, რაც მა­ნამ­დე გვქონ­და, მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა მისი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­იხ­სნა ახა­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თულ პი­რო­ბებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 350 პა­ცი­ენ­ტი მი­ე­ღო და ემ­კურ­ნა­ლა მათ­თვის, მათ შო­რის, ამ 350-დან 75 რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ად­გი­ლი გვქონ­და, რაც და­მერ­წმუ­ნე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის და პი­რა­დად ჩვენ­თვის, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის. ძა­ლი­ან მძი­მე დრო გა­მო­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ამას ჰქონ­და გან­სა­ზღვრუ­ლი და­დე­ბი­თი მო­მენ­ტე­ბიც იმი­ტომ, რომ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო აღი­ჭურ­ვა უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით, მათ შო­რის ეს იყო რე­ა­ნი­მა­ცი­ის­თვის და კვლე­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რა. ჩვენ უკვე გვაქვს PCR ტეს­ტი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რა და ა.შ. გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი რა თქმა უნდა, რჩე­ბა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს არის ის, რომ კვლავ დატ­ვირ­თუ­ლია რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, მათ შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 70 პა­ცი­ენ­ტი გვყავს ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთლი­ა­ნად სავ­სეა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რაც რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ასე­თი მა­ღა­ლი რი­ცხვი, რაც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია ამ წუ­თას, გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ მცირ­დე­ბა ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და, რომ შემ­ცირ­დეს, ამი­ტო­მაც, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­როთ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც ხელი უნდა შეგ­ვი­წყოს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­ფო­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

ჩემი ოჯახის სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმებს, ექთნებს და ყველა მოსამსახურე პერსონალს იმ უდიდესი შრომისთვის, რასაც პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის ახორციელებენ.

ნინო
0

არ შემიძლია რესპუბლიკური საავადმყოფოს გაგონებაზე, კიდევ ათასი მადლობა რომ არ გადავუხადო ამ საავადმყოფოს ჩემი მშობლების გადარჩენისთვის.......

ავტორი:

"მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება... სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება" - ლევან გოფოძე

"მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება... სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება" - ლევან გოფოძე

"კვლავ დატვირთულია რესპუბლიკური საავადმყოფო, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს, შეიძლება ითქვას, მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება. მძიმე პაციენტების ასეთი დიდი რაოდენობა თავისთავად განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ შემცირდეს" - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც გოფოძე განმარტავს, განხორციელდა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია პანდემიის პირობებში, რაც მისი თქმით, გულისხმობს იმას, რომ გაიხსნა ახალი რეანიმაციული განყოფილება, რამაც შესაძლებელი გახადა რთულ პირობებში დაახლოებით 350 პაციენტის მიღება. მისივე თქმით, დღეს დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.

"პანდემიის პირობებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეული რეორგანიზაცია განხორციელდა. ეს გულისხმობს უპირველეს ყოვლისა იმას, რომ ოთხი სართული უკვე შევიდა მოქმედებაში ძველი შენობიდან, ამას დაემატა ისიც, რაც მანამდე გვქონდა, მთლიანად შეიცვალა მისი ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ახალი რეანიმაციული განყოფილება, რამდენიმე თერაპიული განყოფილება, რამაც საშუალება მისცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ძალიან დატვირთულ პირობებში, დაახლოებით 350 პაციენტი მიეღო და ემკურნალა მათთვის, მათ შორის, ამ 350-დან 75 რეანიმაციული ადგილი გვქონდა, რაც დამერწმუნებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის და პირადად ჩვენთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომლისთვის. ძალიან მძიმე დრო გამოვიარეთ, მაგრამ ამას ჰქონდა განსაზღვრული დადებითი მომენტებიც იმიტომ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო აღიჭურვა უახლესი აპარატურით, მათ შორის ეს იყო რეანიმაციისთვის და კვლევებისთვის საჭირო აპარატურა. ჩვენ უკვე გვაქვს PCR ტესტირებისთვის საჭირო აპარატურა და ა.შ. გამოწვევები და პრობლემები რა თქმა უნდა, რჩება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის, რომ კვლავ დატვირთულია რესპუბლიკური საავადმყოფო, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს, მათ შორის დაახლოებით 70 პაციენტი გვყავს ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის და მძიმე პაციენტების ასეთი მაღალი რიცხვი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ამ წუთას, განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ შემცირდეს, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მძიმე პაციენტების რაოდენობა, მაგრამ აუცილებლად ჩვენმა მოსახლეობამაც ხელი უნდა შეგვიწყოს", - განაცხადა ლევან გოფოძემ.