პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ისარგებლებდა სეირნობის უფლებით" - ნინო ლომჯარია
"მიხეილ სააკაშვილს ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ისარგებლებდა სეირნობის უფლებით" - ნინო ლომჯარია

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ღია სივ­რცე არ აქვს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, სა­დაც ის, რო­გორც პა­ტი­მა­რი სე­ირ­ნო­ბის უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებ­და.

რო­გორც ომ­ბუდსმენ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვილს, რო­გორც პა­ცი­ენტს უფრო მეტი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა სჭირ­დე­ბა და ეს სა­კი­თხი პრობ­ლე­მაა.

"რაც შე­ე­ხე­ბა უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორც თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც მი­თხრა, დის­ციპ­ლი­ნუ­რი სას­ჯე­ლი გა­მო­ი­ხა­ტა მხო­ლოდ სა­უბ­რის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­ში, რაც მას ისე­დაც შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. დღეს ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებს, თუმ­ცა, რაც პრობ­ლე­მუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა არის ის, რომ ღია სივ­რცე არ აქვს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, სა­დაც ის, რო­გორც პა­ტი­მა­რი ისარ­გებ­ლებ­და სე­ირ­ნო­ბის უფ­ლე­ბით. ასე­ვე, რო­გორც ვიცი, რო­გორც პა­ცი­ენტს მას სჭირ­დე­ბა უფრო მეტი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და ეს პრობ­ლე­მუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა. ეს სა­კი­თხე­ბიც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ შე­საძ­ლო გა­დაყ­ვა­ნის სა­კითხს, ომ­ბუდსმე­ნი ამ­ბობს, რომ ჯერ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ექი­მე­ბის მიერ უნდა შე­ფას­დეს და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გას­ცენ.

"ალ­ბათ, ჯერ უნდა შე­ფას­დეს ჯანმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ექი­მე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც და­წე­რენ. მე ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში არ ვე­რე­ვი, თუ იქ­ნე­ბა ექი­მე­ბის მხრი­დან მსგავ­სი შე­ფა­სე­ბა, რა თქმა უნდა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მხარს და­უ­ჭერს ამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ჯერ ექი­მებ­მა უნდა ისა­უბ­რონ და პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ა­ჯე­რონ“,- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერტთა ჯგუ­ფი დას­კვნას გა­მო­აქ­ვეყ­ნებს. ამის შე­სა­ხებ ნინო ლომ­ჯა­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლი­დან გა­მოს­ვლი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ომ­ბუდსმე­ნის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მრა­ვალ­მხრი­ვი პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თი­ან სუ­რათ­ში და­ნახ­ვას სა­ჭი­რო­ებს.

"ძა­ლი­ან დიდი აქ­ცენ­ტე­ბი კეთ­დე­ბა მხო­ლოდ ფსი­ქოტ­რო­პულ სა­კი­თხებ­ზე, თუმ­ცა მრა­ვალ­მხრი­ვი პრობ­ლე­მე­ბი არის, რო­მელ­საც შე­ჯე­რე­ბა და ერ­თი­ა­ნი სუ­რა­თის და­ნახ­ვა სჭირ­დე­ბა.

ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ ამ სა­კი­თხზე მა­ინ­ცა­და­მა­ინც ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბას ნუ გა­ა­მახ­ვი­ლებთ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში უნდა შე­ფას­დეს და ძა­ლი­ან მალე ვეც­დე­ბით, რომ ჩვე­ნი დას­კვნა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თქმით, ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტმა თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა პა­ცი­ენ­ტის საქ­მე.

"ასე­ვე, ჩა­ტარ­და მი­სის უშუ­ა­ლო გა­სინ­ჯვა შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ. პა­რა­ლე­ლუ­რად მკურ­ნალ ექიმ­თან სა­უ­ბა­რი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც შე­ჯე­რე­ბა სჭირ­დე­ბა, იმი­ტომ რომ ეს არ არის პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მა არ აქვს, ეს არის მრა­ვალ­მხრი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ექი­მებს ახლა სჭირ­დე­ბათ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­ა­ჯე­რონ. ამის შემ­დეგ გავ­რცელ­დე­ბა სა­ჯა­როდ დას­კვნა, შე­ფა­სე­ბით და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტთა ჯგუ­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში დღეს შე­ვი­და. სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მებ­თან ერ­თად, დღეს ჯგუ­ფის მუ­შო­ბა­ში ექი­მი ფსი­ქი­ატ­რიც ჩა­ერ­თო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

სასწრაფოდ მალდივიზე!

უცნობი
0

სახალხო დამცველს კითხეთ აბა, ციხეში რომ ბიჭი თითქმის 40 დღე შიმშილობდა, ერთხელს მაინც მოინახულა? ან იმის შემდგომი თერაპიით ვინმე დაინტერესდა? იქნებ იმასაც ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ისარგებლებდა სეირნობის უფლებით" - ნინო ლომჯარია

"მიხეილ სააკაშვილს ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ისარგებლებდა სეირნობის უფლებით" - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი სეირნობის უფლებით ისარგებლებდა.

როგორც ომბუდსმენმა დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სააკაშვილს, როგორც პაციენტს უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება და ეს საკითხი პრობლემაა.

"რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმაც მითხრა, დისციპლინური სასჯელი გამოიხატა მხოლოდ საუბრის უფლების შეზღუდვაში, რაც მას ისედაც შეზღუდული ჰქონდა სხვადასხვა მიმდინარე საქმიდან გამომდინარე. დღეს ტელევიზორს უყურებს, თუმცა, რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, როგორც ვიცი, როგორც პაციენტს მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვენება. ეს საკითხებიც განხილული იქნება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანის საკითხს, ომბუდსმენი ამბობს, რომ ჯერ მისი მდგომარეობა ექიმების მიერ უნდა შეფასდეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცენ.

"ალბათ, ჯერ უნდა შეფასდეს ჯანმთელობის მდგომარეობა და ექიმები რეკომენდაციებსაც დაწერენ. მე ამ რეკომენდაციებში არ ვერევი, თუ იქნება ექიმების მხრიდან მსგავსი შეფასება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი მხარს დაუჭერს ამ რეკომენდაციების განხორციელებას. ჯერ ექიმებმა უნდა ისაუბრონ და პოზიციები შეაჯერონ“,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მრავალმხრივი პრობლემა იკვეთება, რომელიც ერთიან სურათში დანახვას საჭიროებს.

"ძალიან დიდი აქცენტები კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, თუმცა მრავალმხრივი პრობლემები არის, რომელსაც შეჯერება და ერთიანი სურათის დანახვა სჭირდება.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ საკითხზე მაინცადამაინც ამხელა ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ძალიან მალე ვეცდებით, რომ ჩვენი დასკვნა იყოს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით დეტალურად შეისწავლა პაციენტის საქმე.

"ასევე, ჩატარდა მისის უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მკურნალ ექიმთან საუბარი მიმდინარეობდა. ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც შეჯერება სჭირდება, იმიტომ რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა არ აქვს, ეს არის მრავალმხრივი გართულებები. ექიმებს ახლა სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ. ამის შემდეგ გავრცელდება საჯაროდ დასკვნა, შეფასებით და რეკომენდაციებით“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს შევიდა. სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ერთად, დღეს ჯგუფის მუშობაში ექიმი ფსიქიატრიც ჩაერთო.