პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე გაეშვება პროექტი, რომელსაც მსოფლიო ელოდება... ათი მილიარდი დაჯდა" - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ?
"მალე გაეშვება პროექტი, რომელსაც მსოფლიო ელოდება... ათი მილიარდი დაჯდა" - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ?

"ოთხი წლის წინ, ჩემი შვი­ლი ოთო წა­ვიყ­ვა­ნე ნა­სა­ში და თვით მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი და ჩემი მე­გო­ბა­რი, რობ მე­ნინ­გი იყო მისი გიდი... უკან ხე­დავთ მარსმა­ვა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს, რო­მე­ლიც უკვე მარსზეა" - წერს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე...

რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი ერთი კვი­რის წი­ნაც იმ­ყო­ფე­ბო­და ნა­სას ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან და მთა­ვარ ინ­ჟი­ნერ­თან... ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა ნა­სას უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი გაგ­ვაც­ნო:

- ერთი კვი­რის წინ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩემს მე­გო­ბარს სტუმ­რად ვეწ­ვიე, რო­მე­ლიც ნა­სას თა­ნამ­შრო­მე­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი რობ მე­ნინ­გია... მან მად­ლი­ე­რე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ვახ­შამ­ზე მი­მიწ­ვია, სა­დაც მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და მიწ­ვე­უ­ლი. მე და რობი ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას სი­ახ­ლე­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ და ამ­ჯე­რა­დაც ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე გა­მაც­ნო... ასე­ვე შევ­ხვდი ჩემს მე­ო­რე უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს ჯონ კა­სა­ნის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯონ კა­სა­ნი მარ­თლაც ცო­ცხა­ლი ლე­გენ­დაა და ნა­სას ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნებ­ლად ით­ვლე­ბა.

- ნა­სა­ში ალ­ბათ ბევ­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ იგეგ­მე­ბა...

- დიახ სი­ახ­ლეს რაც შე­ე­ხე­ბა, მი­თხრეს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რაც მალე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პი უნდა გა­იშ­ვას... ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია მთე­ლი მსოფ­ლიო ელო­დე­ბა და საკ­მა­ოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ათ მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე დაჯ­და... ტე­ლეს­კოპ ჰაბ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზეა, ჯე­იმს ვე­ბის ტე­ლეს­კო­პი დე­და­მი­წი­დან მი­ლი­ონ კი­ლო­მეტრზე შორ მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი და რა­ი­მე პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში, მისი შე­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი და რობ მე­ნინ­გი

რობი მე­ნინ­გი რა­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ეს არის ნასა რომ აპი­რებს პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის ერთ-ერთ თა­ნამ­გზავრ "ევ­რო­პა­ზე" კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი გა­უშ­ვას, ... მო­გეხ­სე­ნე­ბათ "ევ­რო­პა" მთლი­ა­ნად ყი­ნუ­ლე­ბით არის და­ფა­რუ­ლი და ნა­სას ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რომ ამ ყი­ნუ­ლე­ბის ქვეშ დიდი ოკე­ა­ნე­ე­ბია. ინფრა­წი­თე­ლი კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იქ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ... კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი არ დაჯ­დე­ბა "ევ­რო­პა­ზე", მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევრ და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­აგ­რო­ვებს ამ პა­ტა­რა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნამ­გზავ­რის შე­სა­ხებ...

რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი ხო­მალდ ვო­ი­ა­ჯე­რის მო­დელ­თან

ვი­ცით, რომ იუ­პი­ტერ­ზე დაჯ­დო­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წე­ლია იუ­პი­ტე­რის გარ­შე­მო ნა­სას აქვს კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, რო­მე­ლიც იუ­პი­ტე­რის შე­სა­ხებ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის. არ­სე­ბობს მათ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი. ამ­ჯე­რად კვლე­ვაც გა­და­წყვი­ტა ნა­სამ და ამი­ტომ კონ­კრე­ტუ­ლად თა­ნამ­გზავრ "ევ­რო­პა­ზე" გა­უშ­ვე­ბენ კოს­მო­სურ ხო­მალდს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას უნდა ვე­ლო­დოთ!

- მარ­სის შე­სა­ხებ რას გვე­ტყო­დით?

- ყვე­ლა­ზე დიდი შე­ხე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მარსთან რობ მე­ნინგს ჰქონ­და, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მარსმა­ვა­ლის მარსზე გან­თავ­სე­ბის პრო­ცეს­ში რობი იყო და არის ჩარ­თუ­ლი. დღეს იგი ნა­სას მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რია და თუ რამე ხდე­ბა ნა­სას მხრი­დან მარსზე, ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, ვინც ყვე­ლა დე­ტა­ლი ზე­პი­რად იცის, ეს რობ მე­ნინ­გია... მზის სის­ტე­მის პლა­ნე­ტე­ბის კვლე­ვა ერ­თნა­ი­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უბ­რა­ლოდ, მარ­სი უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და შე­და­რე­ბით ად­ვი­ლი შე­სას­წავ­ლია, რად­გან ყვე­ლა­ზე ახლო პლა­ნე­ტაა დე­და­მი­წი­დან.

ნა­სას და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას წლე­ბია მარსზე ჰყავს გან­თავ­სე­ბუ­ლი მარსმა­ვა­ლე­ბი და მარ­სი ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზეა გა­მოკ­ვლე­უ­ლი. კვლე­ვა კი­დევ გრძელ­დე­ბა... რაც უფრო შორს მივ­დი­ვართ, ყვე­ლა­ფე­რი უფრო რთულ­დე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან დიდი ხანი უნდა იქ ჩას­ვლას. მა­გა­ლი­თად პლა­ნე­ტა "პლუ­ტო­ნის" გა­მო­საკ­ვლე­ვად კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი "ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტი" 12 წელი მი­დი­ო­და. მარსზე ჩას­ვლას მხო­ლოდ ექ­ვსი თვე ჭირ­დე­ბა.

მთელ მსოფ­ლი­ო­ში რა­ტომ­ღაც ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ნასა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ამ დროს, რად­გან ნა­სას და­ფი­ნან­სე­ბა ამე­რი­კის ბი­უ­ჯე­ტი­დან ხდე­ბა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გამჭვირ­ვა­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა.

რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი და ჯონ კა­სა­ნი

ნა­სა­ზე რაც სა­ი­დუმ­ლოა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ არ სურთ მათი ტექ­ნი­კა უცხო ხელ­ში ჩა­ვარ­დეს, თო­რემ იმი­ტომ კი არა, რომ უცხო პლა­ნე­ტე­ლებ­თან ერ­თად მგზავ­რო­ბენ... ნა­სას წარ­მო­მად­გენ­ლებს ჩემ­თან პი­რად სა­უ­ბარ­ში რამ­დენ­ჯერ უთ­ქვამთ, ნე­ტავ რამე იყოს და ჩვენ მა­გის თქმას ვე­რა­ვინ დაგ­ვას­წრებ­სო. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კოს­მო­სის კვლე­ვას უძღვნის, ყვე­ლა­ზე მე­ტად მას სურს რამე ახა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნოს?! ადა­მი­ანს თუ ეს­მის, სამ­ყა­რო რამ­ხე­ლაა და ამის აღ­ქმა შე­უძ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად უნდა ხვდე­ბო­დეს, რომ ერთი კი არა, მი­ლი­ო­ნო­ბით სხვა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­აა... უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი რამ­დე­ნად აქ მო­დი­ან და ვი­ზი­ტებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ეს სხვა სა­კი­თხია. იმ ფი­ზი­კით, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად ვი­ცით, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- რო­გორც ვი­ცით თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ...

- დიახ... "ვო­ი­ა­ჯე­რის“ 40 წლის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, "ვო­ი­ა­ჯე­რი­სა" და "ჩაკ­რუ­ლოს" კოს­მოს­ში გაშ­ვე­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა. კონ­ცერ­ტი „ჩაკ­რუ­ლოს“ კვი­რე­უ­ლის“ ფარ­გლებ­ში, "ნა­სას" ორი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის, „ვო­ი­ა­ჯერ 1“-ისა და „ვო­ი­ა­ჯერ 2“-ის კოს­მოს­ში გაშ­ვე­ბის 40 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბო­და. კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვენ: აშშ-ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მეც­ნი­ე­რე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ფონ­დი „ნოვა“. "ვო­ი­ა­ჯერ 2" 1977 წლის 20 აგ­ვის­ტოს გა­უშ­ვეს... თი­თო­ე­ულ ხო­მალდს "კოს­მო­სურ ოკე­ა­ნე­ში" თან მი­აქვს ოქ­როს ფირ­ფი­ტა, რომ­ლებ­ზეც ჩა­წე­რი­ლია დე­და­მი­წი­სე­უ­ლი ხმე­ბი, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი ჩვე­ნი პლა­ნე­ტი­დან, მათ შო­რი­საა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა "ჩაკ­რუ­ლო". უკვე არა­ერ­თხელ მით­ქვამს რომ კოს­მოს­ში "ჩაკ­რუ­ლოს" გაშ­ვე­ბის ბედი ჯონ ასა­ნიმ გა­და­წყვი­ტა და ამი­ტომ ჯონ კა­სა­ნი და რობ მე­ნინ­გი ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბად იყ­ვნენ მოწ­ვე­უ­ლი...

ამ­ჯე­რად ამე­რი­კა­ში სუფ­რას­თან რომ ვის­ხე­დით, რობ მე­ნინ­გმა მი­თხრა, რომ ყვე­ლას დე­ტა­ლებ­ში უყ­ვე­ბა იმ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას, რაც მან სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო...რობ მე­ნინგს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო! მისი მე­გობ­რე­ბი რომ შე­იკ­რიბ­ნენ, პირ­ვე­ლი რაც მან გა­ა­კე­თა, გი­ტა­რა მო­მა­წო­და და მი­თხრა, გთხოვ, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შეგ­ვის­რუ­ლე, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რაო...

"ჩაკ­რუ­ლო" დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 35 მი­ლი­არ­დი კი­ლო­მეტ­რით არის დე­და­მი­წი­დან და­შო­რე­ბუ­ლი. ეს ჩვე­ნი გან­სა­ზღვრე­ბით ძა­ლი­ან დიდ მან­ძი­ლად ჩანს, მაგ­რამ კოს­მო­სის­თვის სრუ­ლი­ად უმ­ნიშ­ვნე­ლოა...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!!!

ნუკრი
0

რამ გაგაბოროტათ მართლა, რა არ მოგეწონათ, დაწერეთ მაინც. გარეგნობა, წერის კულტურა, მგობართა წრე თუ რა.

ავტორი:

"მალე გაეშვება პროექტი, რომელსაც მსოფლიო ელოდება... ათი მილიარდი დაჯდა" - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ?

"მალე გაეშვება პროექტი, რომელსაც მსოფლიო ელოდება... ათი მილიარდი დაჯდა" - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ?

"ოთხი წლის წინ, ჩემი შვილი ოთო წავიყვანე ნასაში და თვით მთავარი ინჟინერი და ჩემი მეგობარი, რობ მენინგი იყო მისი გიდი... უკან ხედავთ მარსმავალის მშენებლობის პროცესს, რომელიც უკვე მარსზეა" - წერს ქართველი რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე...

რამაზ ბლუაშვილი ერთი კვირის წინაც იმყოფებოდა ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან და მთავარ ინჟინერთან... ქართველმა რეჟისორმა ნასას უახლოესი გეგმები გაგვაცნო:

- ერთი კვირის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემს მეგობარს სტუმრად ვეწვიე, რომელიც ნასას თანამშრომელი, მსოფლიოში ცნობილი რობ მენინგია... მან მადლიერების დღისადმი მიძღვნილ ვახშამზე მიმიწვია, სადაც მხოლოდ უახლოესი მეგობრები ჰყავდა მიწვეული. მე და რობი ყოველი შეხვედრისას სიახლეებზე ვსაუბრობთ და ამჯერადაც ბევრი სასიამოვნო სიახლე გამაცნო... ასევე შევხვდი ჩემს მეორე უახლოეს მეგობარს ჯონ კასანის. მოგეხსენებათ, ჯონ კასანი მართლაც ცოცხალი ლეგენდაა და ნასას ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება.

- ნასაში ალბათ ბევრი უმნიშვნელოვანესი რამ იგეგმება...

- დიახ სიახლეს რაც შეეხება, მითხრეს, რომ უახლოეს მომავალში, ყველაზე პირველი პროექტი, რაც მალე განხორციელდება, კოსმოსური ტელესკოპი უნდა გაიშვას... ძალიან დიდი ხანია მთელი მსოფლიო ელოდება და საკმაოდ გახმაურებული პროექტია, რომელიც ათ მილიარდ დოლარამდე დაჯდა... ტელესკოპ ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც დედამიწის ორბიტაზეა, ჯეიმს ვების ტელესკოპი დედამიწიდან მილიონ კილომეტრზე შორ მანძილზე იქნება განთავსებული და რაიმე პრობლემის შემთხვევაში, მისი შეკეთება შეუძლებელი იქნება.

რამაზ ბლუაშვილი და რობ მენინგი

რობი მენინგი რასაც ხელმძღვანელობს, ეს არის ნასა რომ აპირებს პლანეტა იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ "ევროპაზე" კოსმოსური ხომალდი გაუშვას, ... მოგეხსენებათ "ევროპა" მთლიანად ყინულებით არის დაფარული და ნასას ინფორმაცია აქვს, რომ ამ ყინულების ქვეშ დიდი ოკეანეებია. ინფრაწითელი კამერების საშუალებით იქ ფოტოების გადაღებას შეძლებენ... კოსმოსური ხომალდი არ დაჯდება "ევროპაზე", მაგრამ ძალიან ბევრ და საინტერესო ინფორმაციას შეაგროვებს ამ პატარა, თუმცა ძალიან საინტერესო თანამგზავრის შესახებ...

რამაზ ბლუაშვილი ხომალდ ვოიაჯერის მოდელთან

ვიცით, რომ იუპიტერზე დაჯდომა შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმე წელია იუპიტერის გარშემო ნასას აქვს კოსმოსური ხომალდი, რომელიც იუპიტერის შესახებ უამრავ ინფორმაციას გვაწვდის. არსებობს მათ მიერ გადაღებული ძალიან დეტალური ფოტოები. ამჯერად კვლევაც გადაწყვიტა ნასამ და ამიტომ კონკრეტულად თანამგზავრ "ევროპაზე" გაუშვებენ კოსმოსურ ხომალდს. ძალიან საინტერესო ინფორმაციას უნდა ველოდოთ!

- მარსის შესახებ რას გვეტყოდით?

- ყველაზე დიდი შეხება მსოფლიოში მარსთან რობ მენინგს ჰქონდა, რადგან აბსოლუტურად ყველა მარსმავალის მარსზე განთავსების პროცესში რობი იყო და არის ჩართული. დღეს იგი ნასას მთავარი ინჟინერია და თუ რამე ხდება ნასას მხრიდან მარსზე, ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ყველა დეტალი ზეპირად იცის, ეს რობ მენინგია... მზის სისტემის პლანეტების კვლევა ერთნაირად მნიშვნელოვანია, უბრალოდ, მარსი უფრო პრიორიტეტული და შედარებით ადვილი შესასწავლია, რადგან ყველაზე ახლო პლანეტაა დედამიწიდან.

ნასას და რამდენიმე ქვეყანას წლებია მარსზე ჰყავს განთავსებული მარსმავალები და მარსი ძალიან მაღალ დონეზეა გამოკვლეული. კვლევა კიდევ გრძელდება... რაც უფრო შორს მივდივართ, ყველაფერი უფრო რთულდება, რადგან ძალიან დიდი ხანი უნდა იქ ჩასვლას. მაგალითად პლანეტა "პლუტონის" გამოსაკვლევად კოსმოსური ხომალდი "ახალი ჰორიზონტი" 12 წელი მიდიოდა. მარსზე ჩასვლას მხოლოდ ექვსი თვე ჭირდება.

მთელ მსოფლიოში რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ნასა გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა. ამ დროს, რადგან ნასას დაფინანსება ამერიკის ბიუჯეტიდან ხდება, თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე ორგანიზაციაა.

რამაზ ბლუაშვილი და ჯონ კასანი

ნასაზე რაც საიდუმლოა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ მათი ტექნიკა უცხო ხელში ჩავარდეს, თორემ იმიტომ კი არა, რომ უცხო პლანეტელებთან ერთად მგზავრობენ... ნასას წარმომადგენლებს ჩემთან პირად საუბარში რამდენჯერ უთქვამთ, ნეტავ რამე იყოს და ჩვენ მაგის თქმას ვერავინ დაგვასწრებსო. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება კოსმოსის კვლევას უძღვნის, ყველაზე მეტად მას სურს რამე ახალი აღმოაჩინოს?! ადამიანს თუ ესმის, სამყარო რამხელაა და ამის აღქმა შეუძლია, შესაბამისად უნდა ხვდებოდეს, რომ ერთი კი არა, მილიონობით სხვა ცივილიზაციაა... უცხოპლანეტელები რამდენად აქ მოდიან და ვიზიტებს ახორციელებენ, ეს სხვა საკითხია. იმ ფიზიკით, რომელიც ამჯერად ვიცით, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია.

- როგორც ვიცით თქვენი მეგობრები საქართველოში იმყოფებოდნენ...

- დიახ... "ვოიაჯერის“ 40 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად, "ვოიაჯერისა" და "ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. კონცერტი „ჩაკრულოს“ კვირეულის“ ფარგლებში, "ნასას" ორი კოსმოსური ხომალდის, „ვოიაჯერ 1“-ისა და „ვოიაჯერ 2“-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. კვირეულის ორგანიზატორები იყვენ: აშშ-ის საელჩო საქართველოში და მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდი „ნოვა“. "ვოიაჯერ 2" 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს... თითოეულ ხომალდს "კოსმოსურ ოკეანეში" თან მიაქვს ოქროს ფირფიტა, რომლებზეც ჩაწერილია დედამიწისეული ხმები, ღირსშესანიშნავი ადგილები და სიმღერები ჩვენი პლანეტიდან, მათ შორისაა ქართული სიმღერა "ჩაკრულო". უკვე არაერთხელ მითქვამს რომ კოსმოსში "ჩაკრულოს" გაშვების ბედი ჯონ ასანიმ გადაწყვიტა და ამიტომ ჯონ კასანი და რობ მენინგი ყველაზე საპატიო სტუმრებად იყვნენ მოწვეული...

ამჯერად ამერიკაში სუფრასთან რომ ვისხედით, რობ მენინგმა მითხრა, რომ ყველას დეტალებში უყვება იმ აღფრთოვანებას, რაც მან საქართველოში მიიღო...რობ მენინგს ძალიან უყვარს საქართველო! მისი მეგობრები რომ შეიკრიბნენ, პირველი რაც მან გააკეთა, გიტარა მომაწოდა და მითხრა, გთხოვ, ქართული სიმღერა შეგვისრულე, საქართველო ძალიან მოგვენატრაო...

"ჩაკრულო" დღეს დაახლოებით 35 მილიარდი კილომეტრით არის დედამიწიდან დაშორებული. ეს ჩვენი განსაზღვრებით ძალიან დიდ მანძილად ჩანს, მაგრამ კოსმოსისთვის სრულიად უმნიშვნელოა...

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"