საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერი - ორიგინალი წარმოების ქარხნული ავტონაწილები ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას რეალურად ახანგრძლივებს
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერი - ორიგინალი წარმოების ქარხნული ავტონაწილები ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას რეალურად ახანგრძლივებს

ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა, რაც მისი პრო­ექ­ტი­რე­ბი­სა და ქარ­ხნუ­ლი წარ­მო­ე­ბი­სას გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნით, შე­იძ­ლე­ბა საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­დეს ან პი­რი­ქით, გა­ი­ზარ­დოს.

რას სთა­ვა­ზობს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ მომ­ხმა­რე­ბელს იმ მიზ­ნით, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა გა­ხან­გრძლივ­დეს, ხოლო მარ­თვის პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი და უსაფრ­თხო გახ­დეს. ამ თე­მა­ზე „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ ხა­რის­ხის მარ­თვის მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი ეთე­რია სა­უბ­რობს.

- ვფიქ­რობთ, ეს სა­კი­თხი, ნე­ბის­მი­ე­რი მძღო­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს. იმის­თვის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა გა­ვა­ხან­გრძლი­ვოთ, პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ავ­ტო­მო­ბილს ყვე­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გეგ­მუ­რი საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო თუ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დეს: გარ­ბე­ნის კო­ლო­მეტ­რა­ჟის მი­ხედ­ვით რე­გუ­ლა­რუ­ლად შე­იც­ვა­ლოს ზეთი ძრა­ვა­ში, სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა­ში, გა­და­ცე­მა­თა ავ­ტო­მა­ტურ კო­ლოფ­ში, მე­ქა­ნი­კურ კო­ლოფ­ში, ხი­დებ­ში, ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­იც­ვა­ლოს ძრა­ვის, ჰა­ე­რის და სა­ლო­ნის ფილტრე­ბი, სან­თლე­ბი. რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რის­გან შე­ძე­ნი­ლი, ასე­ვე მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ ტო­ი­ო­ტას მძღო­ლე­ბი, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ტო­ი­ო­ტას ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის­ცენ­ტრში რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ივ­ლი­ან იმ გეგ­მურ ტექ­ნი­კურ სერ­ვი­სებს, რო­მე­ლიც გარ­ბე­ნის კი­ლო­მეტ­რა­ჟის მი­ხედ­ვი­თაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის­თვის ასე­ვე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან ხან­დაზ­მუ­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის შეც­ვლა აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დეს ქარ­ხნუ­ლი, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კი, ტო­ი­ო­ტას ორი­გი­ნა­ლი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბით.

- რა­ტომ არის უმ­ჯო­ბე­სი, რომ მძღო­ლებ­მა მი­მარ­თონ ტო­ი­ო­ტას ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის­ცენ­ტრს?

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნის გამო, ცალ­სა­ხად უმ­ჯო­ბე­სია, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის­ცენ­ტრს მი­მარ­თოს. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ უკვე 24 წე­ლია ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რებს. ჩვენ­თან მომ­ხმა­რე­ბელს მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ ტო­ი­ო­ტას მიერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ტექ­ნი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით იკ­ვლე­ვენ ტექ­ნი­კურ და­ზი­ა­ნე­ბას, სა­ზღვრა­ვენ და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რისხს და მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზო­ბენ პრობ­ლე­მის უმოკ­ლეს დრო­ში გა­დაჭ­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ გა­და­წყვე­ტას. ჩვენს ცენ­ტრში შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად და კომ­პლექ­სუ­რად მი­ღე­ბა, რა დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტო­ი­ო­ტას ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბი. ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, ვზრუ­ნავთ სან­დო­ო­ბა­ზე, ხა­რისხსა და მომ­ხმა­რებ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ არის უმ­ჯო­ბე­სი, მძღო­ლებ­მა მი­მარ­თონ დი­ლე­რის ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის­ცენ­ტრს და ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ტექ­ნი­კო­სე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ, რო­მელ­თა ყო­ველ­წლი­ურ გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე ტო­ი­ო­ტას სა­თა­ვო ოფი­სის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ზრუ­ნა­ვენ.

ხში­რად, მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბი თავს არი­დე­ბენ ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის­ცენ­ტრებს, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა სხვა­გან გა­ცი­ლე­ბით იაფი და­უჯ­დე­ბათ. თუმ­ცა პი­რი­ქით ხდე­ბა - არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში თუ კერ­ძო პი­რებ­თან მის­ვლით პრობ­ლე­მა, უმე­ტეს წი­ლად, პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბით ვერ გვარ­დე­ბა და გან­მე­ო­რე­ბით იჩენს ხოლ­მე თავს. შე­დე­გად, მომ­ხმა­რებ­ლის და­ნა­ხარ­ჯი, ვგუ­ლის­ხმობთ დრო­სა და თან­ხას, იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე ავ­ტო­რი­ზე­ბულ ცენ­ტრში მი­მარ­თვი­სას იქ­ნე­ბო­და. ასე რომ, უმ­ჯო­ბე­სია, მძღო­ლებ­მა თა­ვი­დან­ვე ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლერს, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლისს“ მი­მარ­თონ. პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრას უმოკ­ლეს დრო­ში შევ­ძლებთ, მძღო­ლე­ბი კი დრო­საც და­ზო­გა­ვენ და თან­ხა­საც.

- რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ტო­ი­ო­ტას წარ­მო­ე­ბის ორი­გი­ნა­ლი ვერ­სი­ე­ბით შეც­ვლა - ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბი ხომ საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს? რჩე­ბა თუ არა მო­გე­ბუ­ლი მძღო­ლი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

- ორი­გი­ნა­ლი ნა­წი­ლი, არა მხო­ლოდ „ტო­ი­ო­ტა­სი“, არა­მედ სხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დე­ბი­საც ყო­ველ­თვის უფრო ძვი­რია, ვიდ­რე არა­ო­რი­გი­ნა­ლი ნა­წი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ად­გი­ლი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩი­ნუ­რი, ტა­ი­ვა­ნის, თურ­ქუ­ლი და სხვა წარ­მო­ე­ბის არა­ო­რი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ია­ფად შე­ძე­ნა. გე­თან­ხმე­ბით იმა­ში, რომ ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლის შე­ძე­ნი­სას ერთჯე­რა­დი ხარ­ჯი შე­იძ­ლე­ბა უფრო მა­ღა­ლი იყოს, მაგ­რამ არა­ო­რი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლი გა­ცი­ლე­ბით სწრაფ ცვე­თას გა­ნიც­დის და მისი შეც­ვლა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის ჭრილ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხდე­ბა სა­ჭი­რო, რაც თა­ვის­თა­ვად, მეტ ხარჯთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რომ უხა­რის­ხო დე­ტა­ლი, ხში­რად იწ­ვევს სხვა ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას.

რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბილ­ში არა­ო­რი­გი­ნა­ლი დე­ტა­ლე­ბი დგე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი მთლი­ა­ნო­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლად ირ­ღვე­ვა. მა­გა­ლი­თის­თვის, როცა მძღო­ლი ავ­ტო­მო­ბილ­ში აყე­ნებს არა­ო­რი­გი­ნალ ფილტრს, რო­მელ­საც არ აქვს სა­თა­ნა­დო გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, ეს იწ­ვევს ძრა­ვის მიერ ზე­თის ჭარ­ბად მოხ­მა­რე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, მი­დის არას­წო­რი ში­დაწ­ვის პრო­ცე­სი. ორი­გი­ნა­ლი წარ­მო­ე­ბის ფილტრით, რო­მელ­საც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს, მსგავ­სი პრობ­ლე­მის წარ­მოქ­მნა გა­მო­რი­ცხუ­ლია. ნე­ბის­მი­ერ ავ­ტო­ნა­წილს, რო­მე­ლიც არა­ო­რი­გი­ნა­ლია და არ არის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტო­ი­ო­ტას მიერ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნოს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რაც შე­სა­ბა­მი­სად, უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს მის სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვა­და­ზე.

მომ­ხმა­რე­ბელ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ის ფაქ­ტიც, რომ გარ­კვე­უ­ლი ტი­პის არა­ო­რი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და გა­რე­მოს­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია. ვთქვათ, სა­ლო­ნის არა­ო­რი­გი­ნა­ლი ფილტრი, რო­მე­ლიც ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას, ავ­ტო­მო­ბილ­ში შე­მო­ი­ტანს და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერს, რაც შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. ავი­ღოთ თუნ­დაც ორი­გი­ნა­ლი წარ­მო­ე­ბის სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დი, რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბის­გან, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა და მუ­შა­ო­ბი­სას არ ახ­დენს მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. მის­თვის სპე­ცი­ფი­კუ­რი ცვე­თაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. გა­ცი­ლე­ბით ია­ფია არა­ო­რი­გი­ნა­ლი ხუნ­დი, მაგ­რამ ის მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს. არა­ო­რი­გი­ნა­ლი ხუნ­დი ხა­ხუ­ნის პრო­ცეს­ში იშ­ლე­ბა უწ­ვრი­ლეს ნა­წი­ლა­კე­ბად და ჰა­ერ­ში გა­იფ­რქვე­ვა, ადა­მი­ა­ნე­ბი კი ჩა­ვი­სუნ­თქავთ და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერს და ეს სა­წამ­ლა­ვი გვე­ლე­ქე­ბა ფილ­ტვებ­ში, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, არა­ო­რი­გი­ნა­ლი ხუნ­დი, არას­წო­რი ცვე­თის გამო, იწ­ვევს საყ­რდე­ნი დის­კის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლას. საყ­რდე­ნი დის­კის და­ზი­ა­ნე­ბას კი მოს­დევს მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბი, მათ შო­რის ხუნ­დის ბუ­დის, იგი­ვე სუ­პორ­ტის და­ზი­ა­ნე­ბაც.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ არა­ო­რი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლი, ორი­გი­ნალ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლე­ფექ­ტი­ა­ნია. მა­გა­ლი­თის­თვის: თუ არა­ო­რი­გი­ნა­ლი ხუნ­დით ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ივ­ლის 20 000 კმ-ს, ორი­გი­ნა­ლი ხუნ­დით ის 60 000 კმ გარ­ბენს გა­ა­კე­თებს; ავი­ღოთ ორი­გი­ნა­ლი წარ­მო­ე­ბის სან­თე­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს 80 000-დან 100 000 კმ-მდე გარ­ბენ­ზე, არა­ო­რი­გი­ნა­ლი სან­თე­ლი კი მხო­ლოდ 10 000-დან 20 000 კმ-მდე გარ­ბენ­ზე იმუ­შა­ვებს და ა.შ. ცხა­დია, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ტო­ი­ო­ტას ავ­ტო­მო­ბი­ლის ორი­გი­ნალ ავ­ტო­ნა­წი­ლებს სის­ტე­მა­ტუ­რად ანაც­ვლებს ჩი­ნუ­რი, ტა­ი­ვა­ნუ­რი ან თურ­ქუ­ლი ნა­წი­ლე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლი ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ტო­ი­ო­ტას ბრენ­დის სტან­დარ­ტებ­სა და ხა­რისხს. შე­სა­ბა­მი­სად, მის ავ­ტო­მო­ბილს ვე­ღარ მი­ვა­კუთ­ვნებთ ტო­ი­ო­ტას ბრენ­დს.

- რამ­დე­ნად უნდა იყოს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რომ „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ ნამ­დვი­ლად ორი­გი­ნალ ავ­ტო­ნა­წი­ლებს შე­ი­ძენს?

- ამის დას­ტუ­რი, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­ხნუ­ლი გა­რან­ტი­აა, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლის და­ინ­სტა­ლი­რე­ბი­სას იღებს. არა­ო­რი­გი­ნალ ნა­წი­ლებ­ზე კი გა­რან­ტი­ას არა­ვინ იძ­ლე­ვა. ჩვე­ნი ცენ­ტრი, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რი, ია­პო­ნი­ი­დან მა­რაგ­დე­ბა ტო­ი­ო­ტას ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბით, რო­მელ­თა ხა­რის­ხი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა მა­ღა­ლია. ტო­ი­ო­ტას ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლერს არ აქვს უფ­ლე­ბა გა­ყი­დოს არა­ო­რი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მას ლი­ცენ­ზია შე­უ­ჩერ­დე­ბა. ამ პრო­ცე­სებს მო­ნი­ტო­რინგს უწევს „ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სია“, რო­მე­ლიც „ტო­ი­ო­ტა ევ­რო­პას“ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში რა­ი­მე სა­ხის გა­დაც­დე­ნა ან შე­უ­სა­ბა­მო­ბა არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლი.

ჩვე­ნი ცენ­ტრი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს მომ­ხმა­რე­ბელ­ზე, ით­ვა­ლის­წი­ნებს მის ინ­ტე­რე­სებს და ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნა-სერ­ვის­ზე მუდ­მი­ვად სთა­ვა­ზობს სპე­ცი­ა­ლურ შე­ღა­ვა­თებ­სა და აქ­ცი­ებს. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ აქ­ცი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა და ხელ­საყ­რელ ფა­სად მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა ტო­ი­ო­ტას ნე­ბის­მი­ერ მძღოლს შე­უძ­ლია. მიმ­დი­ნა­რე წლის დე­კემ­ბრი­დან კი ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კი­დევ ერთი, სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა ავა­მოქ­მე­დეთ, რაც ორი­გი­ნა­ლი წარ­მო­ე­ბის გარ­კვე­ულ ავ­ტო­ნა­წი­ლებ­სა და მათი შეც­ვლის სერ­ვის­ზე 20%-იან ფას­დაკ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერი - ორიგინალი წარმოების ქარხნული ავტონაწილები ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას რეალურად ახანგრძლივებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერი - ორიგინალი წარმოების ქარხნული ავტონაწილები ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას რეალურად ახანგრძლივებს

ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა, რაც მისი პროექტირებისა და ქარხნული წარმოებისას განისაზღვრება, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორის გავლენით, შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს ან პირიქით, გაიზარდოს.

რას სთავაზობს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს იმ მიზნით, რომ ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა გახანგრძლივდეს, ხოლო მართვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გახდეს. ამ თემაზე „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერი გიორგი ეთერია საუბრობს.

- ვფიქრობთ, ეს საკითხი, ნებისმიერი მძღოლისთვის საინტერესო უნდა იყოს. იმისთვის, რომ ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა გავახანგრძლივოთ, პირველ რიგში, აუცილებელია ექსპლუატაციის პროცესში ავტომობილს ყველა სავალდებულო გეგმური საპროფილაქტიკო თუ სადიაგნოსტიკო სამუშაოები ჩაუტარდეს: გარბენის კოლომეტრაჟის მიხედვით რეგულარულად შეიცვალოს ზეთი ძრავაში, სამუხრუჭე სისტემაში, გადაცემათა ავტომატურ კოლოფში, მექანიკურ კოლოფში, ხიდებში, ასევე, აუცილებელია შეიცვალოს ძრავის, ჰაერის და სალონის ფილტრები, სანთლები. რეალურად, ყველა მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემის თავიდან აცილება და ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია, როგორც ოფიციალური დილერისგან შეძენილი, ასევე მეორადი ავტომობილების შემთხვევაში, თუ ტოიოტას მძღოლები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში რეგულარულად გაივლიან იმ გეგმურ ტექნიკურ სერვისებს, რომელიც გარბენის კილომეტრაჟის მიხედვითაა რეკომენდებული. ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებისთვის ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ დაზიანებული ან ხანდაზმული ავტონაწილების შეცვლა აუცილებლად მოხდეს ქარხნული, ჩვენს შემთხვევაში კი, ტოიოტას ორიგინალი წარმოების ავტონაწილებით.

- რატომ არის უმჯობესი, რომ მძღოლებმა მიმართონ ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრს?

- პროფესიონალიზმისა და ორიგინალი ავტონაწილების შეძენის გამო, ცალსახად უმჯობესია, მომხმარებელმა ავტორიზებულ სერვისცენტრს მიმართოს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ უკვე 24 წელია ბაზარზე ოპერირებს. ჩვენთან მომხმარებელს მომსახურებას უწევენ ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მაქსიმალური სიზუსტით იკვლევენ ტექნიკურ დაზიანებას, საზღვრავენ დაზიანების ხარისხს და მომხმარებელს სთავაზობენ პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრის პროფესიონალურ გადაწყვეტას. ჩვენს ცენტრში შესაძლებელია ნებისმიერი ტექნიკური მომსახურების სრულყოფილად და კომპლექსურად მიღება, რა დროსაც გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილები. ჩვენ, პირველ რიგში, ვზრუნავთ სანდოობაზე, ხარისხსა და მომხმარებლის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ არის უმჯობესი, მძღოლებმა მიმართონ დილერის ავტორიზებულ სერვისცენტრს და ისეთი პროფესიონალი ტექნიკოსების მომსახურებით ისარგებლონ, რომელთა ყოველწლიურ გადამზადებაზე ტოიოტას სათავო ოფისის სპეციალისტები ზრუნავენ.

ხშირად, მეორადი ავტომობილების მძღოლები თავს არიდებენ ავტორიზებულ სერვისცენტრებს, რადგან ფიქრობენ, რომ ტექნიკური პრობლემის გადაჭრა სხვაგან გაცილებით იაფი დაუჯდებათ. თუმცა პირიქით ხდება - არაავტორიზებულ სახელოსნოებში თუ კერძო პირებთან მისვლით პრობლემა, უმეტეს წილად, პირველივე მცდელობით ვერ გვარდება და განმეორებით იჩენს ხოლმე თავს. შედეგად, მომხმარებლის დანახარჯი, ვგულისხმობთ დროსა და თანხას, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე პირველივე ჯერზე ავტორიზებულ ცენტრში მიმართვისას იქნებოდა. ასე რომ, უმჯობესია, მძღოლებმა თავიდანვე ოფიციალურ დილერს, ჩვენს შემთხვევაში, „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ მიმართონ. პრობლემის აღმოფხვრას უმოკლეს დროში შევძლებთ, მძღოლები კი დროსაც დაზოგავენ და თანხასაც.

- რატომ არის მნიშვნელოვანი დაზიანებული ავტონაწილების ტოიოტას წარმოების ორიგინალი ვერსიებით შეცვლა - ორიგინალი ავტონაწილები ხომ საკმაოდ ძვირი ღირს? რჩება თუ არა მოგებული მძღოლი ასეთ შემთხვევაში?

- ორიგინალი ნაწილი, არა მხოლოდ „ტოიოტასი“, არამედ სხვა საავტომობილო ბრენდებისაც ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე არაორიგინალი ნაწილი. საქართველოში არსებობს უამრავი ადგილი, სადაც შესაძლებელია ჩინური, ტაივანის, თურქული და სხვა წარმოების არაორიგინალი ავტონაწილების იაფად შეძენა. გეთანხმებით იმაში, რომ ორიგინალი ავტონაწილის შეძენისას ერთჯერადი ხარჯი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, მაგრამ არაორიგინალი ავტონაწილი გაცილებით სწრაფ ცვეთას განიცდის და მისი შეცვლა გარკვეული დროის ჭრილში რამდენჯერმე ხდება საჭირო, რაც თავისთავად, მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უხარისხო დეტალი, ხშირად იწვევს სხვა ავტონაწილების დაზიანებას.

როდესაც ავტომობილში არაორიგინალი დეტალები დგება, ამ შემთხვევაში მისი მთლიანობა სტრუქტურულად ირღვევა. მაგალითისთვის, როცა მძღოლი ავტომობილში აყენებს არაორიგინალ ფილტრს, რომელსაც არ აქვს სათანადო გამტარუნარიანობა, ეს იწვევს ძრავის მიერ ზეთის ჭარბად მოხმარებას, შესაბამისად, მიდის არასწორი შიდაწვის პროცესი. ორიგინალი წარმოების ფილტრით, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს, მსგავსი პრობლემის წარმოქმნა გამორიცხულია. ნებისმიერ ავტონაწილს, რომელიც არაორიგინალია და არ არის სერტიფიცირებული ტოიოტას მიერ, დროთა განმავლობაში შეუძლია სერიოზულად დააზიანოს ავტომობილი, რაც შესაბამისად, უარყოფითად იმოქმედებს მის საექსპლუატაციო ვადაზე.

მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტიც, რომ გარკვეული ტიპის არაორიგინალი ავტონაწილები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მომტანია. ვთქვათ, სალონის არაორიგინალი ფილტრი, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ავტომობილში შემოიტანს დაბინძურებულ ჰაერს, რაც შეიძლება ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი გახდეს. ავიღოთ თუნდაც ორიგინალი წარმოების სამუხრუჭე ხუნდი, რომელიც დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, ეკოლოგიურად სუფთაა და მუშაობისას არ ახდენს მავნე ზეგავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისთვის სპეციფიკური ცვეთაა დამახასიათებელი. გაცილებით იაფია არაორიგინალი ხუნდი, მაგრამ ის მავნე ნივთიერებებს შეიცავს. არაორიგინალი ხუნდი ხახუნის პროცესში იშლება უწვრილეს ნაწილაკებად და ჰაერში გაიფრქვევა, ადამიანები კი ჩავისუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს და ეს საწამლავი გველექება ფილტვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დაავადებები. გარდა ამისა, არაორიგინალი ხუნდი, არასწორი ცვეთის გამო, იწვევს საყრდენი დისკის მწყობრიდან გამოსვლას. საყრდენი დისკის დაზიანებას კი მოსდევს მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის ხუნდის ბუდის, იგივე სუპორტის დაზიანებაც.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არაორიგინალი ავტონაწილი, ორიგინალთან შედარებით გაცილებით დაბალეფექტიანია. მაგალითისთვის: თუ არაორიგინალი ხუნდით ავტომობილი გაივლის 20 000 კმ-ს, ორიგინალი ხუნდით ის 60 000 კმ გარბენს გააკეთებს; ავიღოთ ორიგინალი წარმოების სანთელი, რომელიც მუშაობს 80 000-დან 100 000 კმ-მდე გარბენზე, არაორიგინალი სანთელი კი მხოლოდ 10 000-დან 20 000 კმ-მდე გარბენზე იმუშავებს და ა.შ. ცხადია, როდესაც მომხმარებელი ტოიოტას ავტომობილის ორიგინალ ავტონაწილებს სისტემატურად ანაცვლებს ჩინური, ტაივანური ან თურქული ნაწილებით, ავტომობილი ვეღარ აკმაყოფილებს ტოიოტას ბრენდის სტანდარტებსა და ხარისხს. შესაბამისად, მის ავტომობილს ვეღარ მივაკუთვნებთ ტოიოტას ბრენდს.

- რამდენად უნდა იყოს დარწმუნებული მომხმარებელი, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ნამდვილად ორიგინალ ავტონაწილებს შეიძენს?

- ამის დასტური, პირველ რიგში, ქარხნული გარანტიაა, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ორიგინალი ავტონაწილის დაინსტალირებისას იღებს. არაორიგინალ ნაწილებზე კი გარანტიას არავინ იძლევა. ჩვენი ცენტრი, როგორც ოფიციალური დილერი, იაპონიიდან მარაგდება ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებით, რომელთა ხარისხი და ექსპლუატაციის ვადა მაღალია. ტოიოტას ოფიციალურ დილერს არ აქვს უფლება გაყიდოს არაორიგინალი ავტონაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ლიცენზია შეუჩერდება. ამ პროცესებს მონიტორინგს უწევს „ტოიოტა კავკასია“, რომელიც „ტოიოტა ევროპას“ ექვემდებარება. შესაბამისად, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საქმიანობაში რაიმე სახის გადაცდენა ან შეუსაბამობა არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი.

ჩვენი ცენტრი მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე, ითვალისწინებს მის ინტერესებს და ორიგინალი ავტონაწილების შეძენა-სერვისზე მუდმივად სთავაზობს სპეციალურ შეღავათებსა და აქციებს. „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ აქციებით სარგებლობა და ხელსაყრელ ფასად მომსახურების მიღება ტოიოტას ნებისმიერ მძღოლს შეუძლია. მიმდინარე წლის დეკემბრიდან კი ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის კიდევ ერთი, საინტერესო შეთავაზება ავამოქმედეთ, რაც ორიგინალი წარმოების გარკვეულ ავტონაწილებსა და მათი შეცვლის სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.

NS