პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკონომიკის 6,5 მილიარდი ლარით გაზრდა შევძელით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა წელს, მით უმეტეს პანდემიის ფონზე" - პრემიერი
"ეკონომიკის 6,5 მილიარდი ლარით გაზრდა შევძელით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა წელს, მით უმეტეს პანდემიის ფონზე" - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ბი­უ­ჯეტ­ზე ისა­უბ­რა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ბი­უ­ჯე­ტი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს (6 მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი) აქვს, ხოლო ყვე­ლა­ზე მცი­რე ბი­უ­ჯე­ტი შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატს (3 მი­ლი­ონ ლარი) და­უ­ფიქ­სირ­და.

ამას­თან, პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ეკო­ნო­მი­კის 6.5 მი­ლი­არ­დი ლა­რით გაზ­რდა შეძ­ლო, რაც კრი­ზი­სე­ბის ფონ­ზე "შთამ­ბეჭ­და­ვი“ მიღ­წე­ვაა.

"სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა შე­ად­გენს 105 მი­ლი­ონ ლარს, გაზ­რდი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 16 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი შე­ად­გენს 932 მი­ლი­ონ ლარს და გაზ­რდი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 290 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. აქე­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ო­ნი ლარი მი­ე­მარ­თე­ბა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ პრო­ექ­ტე­ბის­თვის და პროგ­რა­მე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა შე­ად­გენს 2.8 მი­ლი­არდ ლარს, და­ახ­ლო­ე­ბით 430 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტით არის გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტი. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი შე­ად­გენს 310 მი­ლი­ონ ლარს და გაზ­რდი­ლი არის 14 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი არის 176 მი­ლი­ო­ნი ლარი, თით­ქმის 6 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე გავ­ზარ­დეთ. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი შე­ად­გენს მი­ლი­არდ ლარს და გავ­ზარ­დეთ და­ახ­ლო­ებთ 72 მი­ლი­ო­ნი ლა­რით ბი­უ­ჯე­ტი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა შე­ად­გენს 865 მი­ლი­ონ ლარს და გაზ­რდი­ლი გვაქვს 85 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, დევ­ნილ­თა, შრო­მის და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა შე­ად­გენს 6 მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტს. შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის 3 მი­ლი­ონ ლარს, გაზ­რდი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რით. გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა 593 მი­ლი­ონ ლარს. გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო - მი­ლი­არდ 684 მი­ლი­ონ ლარს, ხოლო კულ­ტუ­რის სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა 357 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. ასე­ვე გე­ტყვით, რომ შე­და­რე­ბის­თვის 2022 წლის მთლი­ა­ნი ვალი შე­ად­გენს 60% მშპ-სთნ მი­მარ­თე­ბით, ხოლო მთლი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კა შე­ად­გენ­და 58.5 მი­ლი­არდ ლარს, გა­მო­დის რომ 6,5 მი­ლი­არ­დი ლა­რით გაზ­რდა შევ­ძე­ლით მშპ-ს - ეკო­ნო­მი­კის გაზ­რდა, რაც საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი მიღ­წე­ვაა წელს, მით უმე­ტეს პან­დე­მი­ის და ამ­დე­ნი კრი­ზი­სის ფონ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

ბატონო პრემიერო , გთხოვთ სიძულვილის ენაზე სანქციები დააწესეთ.მერწმუნეთ ბევრი თანხა შემოვა სახელმწიფო ხაზინაში.მიიღეთ კანონი ა.მით თქვენც შეხვალთ ისტორიაში როგორ სიძულვილის დამმარცხებელი.გთხოვთ, ყველას ნერვები დაუწყნარდება.

რევაზი
0

და სადაა ეს ეკონომიური ზრდის შედეგი? ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება და საჯარო სამსახურში მყოფთ ხელფასს რომ უზრდით, ესაა ყველაფერი?

კარგია, რომ პენსიებს და დახმარებებს ზრდით, მაგრამ რა დაასავეს ძალოვანებმა? თუ მათ ჩვეულებრივზე დიდი პენსია აქვთ ეს ასეც უნდა იყოს, ისინი ათწლეულობით კრიმინალს ებრძოდნენ, იბრძოდნენ ცხინვალსა და აფხაზეთში; ჰქონდათ არანორმირებული სამუშაო დღე, თვე, ... წლებია მათი პენსია არ მატულობს, რატომ? 

ავტორი:

"ეკონომიკის 6,5 მილიარდი ლარით გაზრდა შევძელით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა წელს, მით უმეტეს პანდემიის ფონზე" - პრემიერი

"ეკონომიკის 6,5 მილიარდი ლარით გაზრდა შევძელით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა წელს, მით უმეტეს პანდემიის ფონზე" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამინისტროების ბიუჯეტზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, ყველაზე მაღალი ბიუჯეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (6 მილიარდ ლარზე მეტი) აქვს, ხოლო ყველაზე მცირე ბიუჯეტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს (3 მილიონ ლარი) დაუფიქსირდა.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის 6.5 მილიარდი ლარით გაზრდა შეძლო, რაც კრიზისების ფონზე "შთამბეჭდავი“ მიღწევაა.

"სამინისტროების დაფინანსებას რაც შეეხება, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 105 მილიონ ლარს, გაზრდილია დაახლოებით 16 მილიონი ლარით. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 932 მილიონ ლარს და გაზრდილია დაახლოებით 290 მილიონი ლარით. აქედან, დაახლოებით 300 მილიონი ლარი მიემართება "აწარმოე საქართველოს“ პროექტებისთვის და პროგრამებისთვის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2.8 მილიარდ ლარს, დაახლოებით 430 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი ბიუჯეტი. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 მილიონ ლარს და გაზრდილი არის 14 მილიონი ლარით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი არის 176 მილიონი ლარი, თითქმის 6 მილიონ ლარამდე გავზარდეთ. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს მილიარდ ლარს და გავზარდეთ დაახლოებთ 72 მილიონი ლარით ბიუჯეტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 865 მილიონ ლარს და გაზრდილი გვაქვს 85 მილიონი ლარით. ოკუპირებული ტერიტორიების, დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ ლარზე მეტს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 3 მილიონ ლარს, გაზრდილია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 593 მილიონ ლარს. განათლების და მეცნიერების სამინისტრო - მილიარდ 684 მილიონ ლარს, ხოლო კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 357 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე გეტყვით, რომ შედარებისთვის 2022 წლის მთლიანი ვალი შეადგენს 60% მშპ-სთნ მიმართებით, ხოლო მთლიანი ეკონომიკა შეადგენდა 58.5 მილიარდ ლარს, გამოდის რომ 6,5 მილიარდი ლარით გაზრდა შევძელით მშპ-ს - ეკონომიკის გაზრდა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა წელს, მით უმეტეს პანდემიის და ამდენი კრიზისის ფონზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.