სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უახლოეს პერიოდში მივიღებთ სპეციფიურ "პისიარ“ ტესტებს, რომლებსაც "ომიკრონ“  შტამის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ" - ამირან გამყრელიძე
"უახლოეს პერიოდში მივიღებთ სპეციფიურ "პისიარ“ ტესტებს, რომლებსაც  "ომიკრონ“  შტამის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ" - ამირან გამყრელიძე

სა­ქარ­თვე­ლო უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სპე­ცი­ფი­ურ "პი­სი­არ“ ტეს­ტებს მი­ი­ღებს, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის, "ომიკ­რო­ნის“ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, "ომიკ­რო­ნის“ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის ასე­ვე სა­ჭი­როა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სეკ­ვე­ნი­რე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ბო­ლო­ოდ და­დას­ტურ­დე­ბა ახა­ლი შტა­მის არ­სე­ბო­ბა. მი­სი­ვე თქმით, მომ­ზა­დე­ბუ­ლია პრო­ტო­კო­ლი, სა­დაც გა­წე­რი­ლია, თუ რო­გორ უნდა ამო­იც­ნონ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­მა "ომიკ­რო­ნი“.

“სწრა­ფი ტეს­ტი ვერ ამო­იც­ნობს ახალ შტამს - "ომიკ­რონს“. ახალ შტამ­ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ზო­გი­ერ­თი "პი­სი­არ“ მე­თო­დით, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და სამ გენ­ზე მუ­შა­ობს. ახა­ლი შტა­მის, "ომიკ­რო­ნის“ ამოც­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი "პი­სი­ა­რით“ ხდე­ბა. ხვალ, ან ზეგ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ექ­ნე­ბათ ლუ­გა­რის თა­ნამ­შრომ­ლებს კონ­სულ­ტა­ცია. უკვე არის გარ­კვე­უ­ლი სპე­ცი­ფი­უ­რი "პი­სი­ა­რი“, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს "დელ­ტა“ და "ალფა“ შტამ­ზე და მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ვახ­დენთ.

ჩვენ­თან უკვე შე­მუ­შავ­და პრო­ტო­კო­ლი, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეჭ­ვის მი­ტა­ნა "ომიკ­რონ­ზე“. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ეგ­ზავ­ნა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და მთავ­რო­ბას, ასე­ვე ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ას და­ეგ­ზავ­ნე­ბა, ვინც აწარ­მო­ებს "პი­სი­არ“ დი­აგ­ნოს­ტი­კას.

ასე­ვე, ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბაა, რომ შერ­ჩე­ვი­თად გარ­კვე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბი გა­მო­იგ­ზავ­ნოს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რათა ჩა­ტარ­დეს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სეკ­ვე­ნი­რე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ბო­ლო­ოდ და­დას­ტურ­დე­ბა ახა­ლი შტა­მი. ახალ შტამს სპა­ი­კცი­ლა­ში 50-ზე მეტი მუ­ტა­ცია აქვს, აქ არის სპე­ცი­ფი­უ­რი მუ­ტა­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ სეკ­ვე­ნი­რებთ ვა­დას­ტუ­რებთ.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს პირ­ვე­ლი წი­ნას­წა­რი პრო­ტო­კო­ლი, თუ სად უნდა მი­ვი­ტა­ნოთ ეჭვი ახალ შტამ­ზე და რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. ალ­ბათ, სპე­ცი­ფი­უ­რი "პი­სი­ა­რი“ მალე მოგ­ვე­წო­დე­ბა პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან, მაგ­რამ ჩვენც ვა­კე­თებთ სეკ­ვე­ნი­რე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ზუს­ტია.

სპე­ცი­ფი­უ­რი "პი­სი­ა­რი“, დიდი ალ­ბა­თო­ბით ამ­ბობს, რომ საქ­მე გვაქვს "ომიკ­რო­მის“ შტამ­თან, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა ვირუ­სის გე­ნო­მის სეკ­ვე­ნი­რე­ბით, დაშ­ლით, რო­მელ­საც ვა­კე­თებთ სხვა შტა­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სას“, - აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
1

რა სასაცილო და სამასხარაო მდგომარეობაში იგდებს ეს კაცი თავს.მიზეზი კი ის არის რო ფარმაინდუსტრიის დირექტივებს ასრულებს

llcl
1

გაიკეთე

ავტორი:

"უახლოეს პერიოდში მივიღებთ სპეციფიურ "პისიარ“ ტესტებს, რომლებსაც "ომიკრონ“  შტამის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ" - ამირან გამყრელიძე

"უახლოეს პერიოდში მივიღებთ სპეციფიურ "პისიარ“ ტესტებს, რომლებსაც  "ომიკრონ“  შტამის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ" - ამირან გამყრელიძე

საქართველო უახლოეს პერიოდში სპეციფიურ "პისიარ“ ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის“ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, "ომიკრონის“ იდენტიფიცირებისთვის ასევე საჭიროა ძვირადღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამის არსებობა. მისივე თქმით, მომზადებულია პროტოკოლი, სადაც გაწერილია, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ლაბორატორიებმა "ომიკრონი“.

“სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს - "ომიკრონს“. ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი "პისიარ“ მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, "ომიკრონის“ ამოცნობა სპეციალური "პისიარით“ ხდება. ხვალ, ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური "პისიარი“, რომელიც ჩვენ გვაქვს "დელტა“ და "ალფა“ შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ.

ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა "ომიკრონზე“. აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას დაეგზავნება, ვინც აწარმოებს "პისიარ“ დიაგნოსტიკას.

ასევე, ჩვენი წინადადებაა, რომ შერჩევითად გარკვეული ნიმუშები გამოიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ჩატარდეს ძვირადღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამი. ახალ შტამს სპაიკცილაში 50-ზე მეტი მუტაცია აქვს, აქ არის სპეციფიური მუტაციები, რომელსაც ჩვენ სეკვენირებთ ვადასტურებთ.

ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიური "პისიარი“ მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია.

სპეციფიური "პისიარი“, დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს "ომიკრომის“ შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით, რომელსაც ვაკეთებთ სხვა შტამების იდენტიფიცირებისას“, - აღნიშნავს გამყრელიძე