საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი შთამომავალი, რომელმაც ლეგენდარული კაბა მოირგო - ელენე გოგლიძე წინაპრებსა და ბაბუაზე, რომელიც ცნობილი რეჟისორია
ვინ არის ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი შთამომავალი, რომელმაც ლეგენდარული კაბა მოირგო - ელენე გოგლიძე წინაპრებსა და ბაბუაზე, რომელიც ცნობილი რეჟისორია

"ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი წი­ნაპ­რის კა­ბა­ში" - ამ წარ­წე­რით გავ­რცელ­და ულა­მა­ზე­სი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ელე­ნე გოგ­ლი­ძეა, რო­მე­ლიც თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა, თუ რას ნიშ­ნავს მის­თვის იყოს დი­დე­ბუ­ლი წი­ნაპ­რე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი და რო­გორ იყო ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის კა­ბის ფო­ტო­სე­სი­ის ის­ტო­რია.

ელე­ნე გოგ­ლი­ძე:

- ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის შთა­მო­მავ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა ჩემ­თვის. მას­თან ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი რო­მან­ტი­კო­სი პო­ე­ტი, მთარ­გმნე­ლი, ფლობ­და 5 ენას, იყო სამ­ხედ­რო, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი, მი­ღე­ბუ­ლი აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სეთ-საფ­რან­გე­თი­სა და რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომებ­ში. ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ყუ­რძნის ჯი­შის­გან, ევ­რო­პუ­ლი წე­სით და­ამ­ზა­და ღვი­ნო და ჩა­მო­ას­ხა ბოთ­ლებ­ში 1841 წელს. ასე­ვე იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, ვინც ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის და­ნერგვას შე­უ­წყო ხელი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რო­გორ გა­და­წყდა ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის კა­ბა­ში ფო­ტო­სე­სია, თქვენ­თვის ალ­ბათ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო?

- ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის კა­ბის აღ­დგე­ნის იდეა, 2013 წელს გაჩ­ნდა. მისი შექ­მნა დი­ზა­ი­ნერ სი­მონ მა­ჩა­ბელს და­ე­ვა­ლა. მან კაბა, ნი­ნოს ერ­თა­დერ­თი ფო­ტოს მი­ხედ­ვით აღად­გი­ნა. წი­ნან­დლის ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის მუ­ზე­უ­მის გუნ­დის იდე­ით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და ნი­ნოს კაბა უშუ­ა­ლოდ მის შთა­მო­მა­ვალს მო­ერ­გო ფო­ტო­სე­სი­ის­თვის. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზეს კა­ბის ჩაც­მა, თუმ­ცა ეს არც ისე ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

კაბა ძა­ლი­ან მძი­მე და მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი ყო­ფი­ლა, მა­შინ აღ­ვიქ­ვი თუ რო­გო­რი რთუ­ლი იყო იმ დრო­ინ­დე­ლი ქა­ლე­ბის­თვის ასე­თი სა­მო­სის ყო­ველ­დღი­უ­რად ტა­რე­ბა. კაბა დღეს მუ­ზე­უ­მის ერთ-ერთ ექ­სპო­ნატს წარ­მო­ად­გენს და დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­ში. ნი­ნოს წი­ნან­დლის „შავ ვარდს“ უწო­დებ­დნენ, რად­გან 17 წლის დაქვრი­ვე­ბუ­ლი ნინო მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა შავ სა­მოსს ატა­რებ­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს მეც წი­ნან­დლის ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ. მი­წევს შე­ხე­ბა ამ ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას­თან, რაც მა­ბედ­ნი­ე­რებს და დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­კის­რებს.

- გაგ­ვა­ცა­ნით თქვე­ნი ბავ­შვო­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბას­თან კავ­ში­რი...

- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, 1997 წელს. ვსწავ­ლობ­დი სენტ ეგ­ზი­უ­პე­რის ქარ­თულ-ფრან­გულ კო­ლე­ჯში და შემ­დეგ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში, სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის გან­ხრით. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი პრო­ფე­სი­ი­სა, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გი, რაც ვფიქ­რობ, არ­ცაა გა­საკ­ვი­რი. დედა და დე­ი­და მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან, ბაბუ - მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი…აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე მქონ­და შე­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას­თან. ბავ­შვო­ბი­დან კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტებს, ბა­ბუ­ას კინო გა­და­ღე­ბებს ვეს­წრე­ბო­დი, დავ­დი­ო­დი თე­ატ­რში, მიყ­ვარს სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემს პი­როვ­ნულ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში...

- ბა­ბუ­ამ - მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა თქვენ­თვის იყოთ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი?

- ბა­ბუა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ნამ­დვი­ლად თა­მა­შობს, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა­ში ბა­ბუა უბ­რა­ლოდ ბა­ბუა იყო და არა კი­ნო­რე­ჟი­სო­რი. წლებ­თან ერ­თად აღ­ვიქ­ვი მისი საქ­მი­ა­ნო­ბა, და­ვი­წყე მისი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა და იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა თუ რისი თქმა სურ­და სა­კუ­თა­რი ფილ­მე­ბით, რა აწუ­ხებ­და, რაში ხე­დავ­და გა­მო­სა­ვალს, რა დრო­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა და რა წი­ნა­ღო­ბე­ბი ხვდე­ბო­და სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის კე­თე­ბის დროს.

- გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ხართ, ფილმში გა­და­გი­ღოთ?

- ფილმში “ნუ­ცას სკო­ლა” ჩემი ბავ­შვო­ბის კად­რე­ბია. ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის შვი­ლის “როლი” მერ­გო, თუმ­ცა ეს პე­რი­ო­დი არ მახ­სოვს, მა­შინ მხო­ლოდ 1 წლის ვი­ყა­ვი. დღეს ბა­ბუა მუ­შა­ობს ფილმზე “ტერ­ცო მონ­დო”, სა­დაც ეპი­ზო­დუ­რი როლი მექ­ნე­ბა და ეკ­რან­ზე რე­ჟი­სორ და მსა­ხი­ობ ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან ერ­თად გა­მოვ­ჩნდე­ბი, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
5

ძალიან მომხიბვლელი და კარგი გოგონაა, მაგრამ ნინო ჭავჭავაძის შტამომავალი ვერ იქნება...

ლევანი
14

ეგრე რაა, ნამდვილი ლამაზები გვიჩვენეთ, ბოტოქსით დაბერილები და ტარზანივით გაშიშვლებულები მოაშორეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ვინ არის ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი შთამომავალი, რომელმაც ლეგენდარული კაბა მოირგო - ელენე გოგლიძე წინაპრებსა და ბაბუაზე, რომელიც ცნობილი რეჟისორია

ვინ არის ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი შთამომავალი, რომელმაც ლეგენდარული კაბა მოირგო - ელენე გოგლიძე წინაპრებსა და ბაბუაზე, რომელიც ცნობილი რეჟისორია

"ნინო ჭავჭავაძის შთამომავალი, მერაბ კოკოჩაშვილის შვილიშვილი წინაპრის კაბაში" - ამ წარწერით გავრცელდა ულამაზესი ფოტო სოციალურ ქსელში, რომელმაც უამრავი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვია. ფოტოზე ასახული უმშვენიერესი ელენე გოგლიძეა, რომელიც თავად გვესაუბრება, თუ რას ნიშნავს მისთვის იყოს დიდებული წინაპრების შთამომავალი და როგორ იყო ნინო ჭავჭავაძის კაბის ფოტოსესიის ისტორია.

ელენე გოგლიძე:

- ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლობა ძალიან საამაყოა ჩემთვის. მასთან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენაა დაკავშირებული. ის იყო პირველი ქართველი რომანტიკოსი პოეტი, მთარგმნელი, ფლობდა 5 ენას, იყო სამხედრო, გენერალ-ლეიტენანტი, მიღებული აქვს მონაწილეობა რუსეთ-საფრანგეთისა და რუსეთ-თურქეთის ომებში. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშისგან, ევროპული წესით დაამზადა ღვინო და ჩამოასხა ბოთლებში 1841 წელს. ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც ევროპული კულტურის დანერგვას შეუწყო ხელი საქართველოში.

- როგორ გადაწყდა ნინო ჭავჭავაძის კაბაში ფოტოსესია, თქვენთვის ალბათ ძალიან ემოციური იყო?

- ნინო ჭავჭავაძის კაბის აღდგენის იდეა, 2013 წელს გაჩნდა. მისი შექმნა დიზაინერ სიმონ მაჩაბელს დაევალა. მან კაბა, ნინოს ერთადერთი ფოტოს მიხედვით აღადგინა. წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმის გუნდის იდეით, კარგი იქნებოდა ნინოს კაბა უშუალოდ მის შთამომავალს მოერგო ფოტოსესიისთვის. ძალიან გამიხარდა, როდესაც შემომთავაზეს კაბის ჩაცმა, თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

კაბა ძალიან მძიმე და მოუხერხებელი ყოფილა, მაშინ აღვიქვი თუ როგორი რთული იყო იმ დროინდელი ქალებისთვის ასეთი სამოსის ყოველდღიურად ტარება. კაბა დღეს მუზეუმის ერთ-ერთ ექსპონატს წარმოადგენს და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს დამთვალიერებელში. ნინოს წინანდლის „შავ ვარდს“ უწოდებდნენ, რადგან 17 წლის დაქვრივებული ნინო მთელი თავისი ცხოვრება შავ სამოსს ატარებდა.

საბედნიეროდ, დღეს მეც წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმის თანამშრომელი ვარ. მიწევს შეხება ამ ოჯახის ისტორიასთან, რაც მაბედნიერებს და დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

- გაგვაცანით თქვენი ბავშვობა, ხელოვნებასთან კავშირი...

- დავიბადე თბილისში, 1997 წელს. ვსწავლობდი სენტ ეგზიუპერის ქართულ-ფრანგულ კოლეჯში და შემდეგ უმაღლესი განათლება მივიღე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საჯარო მმართველობის განხრით. მიუხედავად ჩემი პროფესიისა, ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნების სხვადასხვა დარგი, რაც ვფიქრობ, არცაა გასაკვირი. დედა და დეიდა მუსიკოსები არიან, ბაბუ - მერაბ კოკოჩაშვილი კინორეჟისორი…აქედან გამომდინარე, ცხოვრების ყველა ეტაპზე მქონდა შეხება ხელოვნებასთან. ბავშვობიდან კლასიკური მუსიკის კონცერტებს, ბაბუას კინო გადაღებებს ვესწრებოდი, დავდიოდი თეატრში, მიყვარს სახვითი ხელოვნება. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში...

- ბაბუამ - მერაბ კოკოჩაშვილმა თქვენს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, დიდი პასუხისმგებლობაა თქვენთვის იყოთ მისი შვილიშვილი?

- ბაბუა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ნამდვილად თამაშობს, თუმცა ბავშვობაში ბაბუა უბრალოდ ბაბუა იყო და არა კინორეჟისორი. წლებთან ერთად აღვიქვი მისი საქმიანობა, დავიწყე მისი ფილმების ყურება და იმის გაანალიზება თუ რისი თქმა სურდა საკუთარი ფილმებით, რა აწუხებდა, რაში ხედავდა გამოსავალს, რა დროში უწევდა ცხოვრება და რა წინაღობები ხვდებოდა საკუთარი შემოქმედების კეთების დროს.

- გამორჩეული გარეგნობის ხართ, ფილმში გადაგიღოთ?

- ფილმში “ნუცას სკოლა” ჩემი ბავშვობის კადრებია. ერთ-ერთი პერსონაჟის შვილის “როლი” მერგო, თუმცა ეს პერიოდი არ მახსოვს, მაშინ მხოლოდ 1 წლის ვიყავი. დღეს ბაბუა მუშაობს ფილმზე “ტერცო მონდო”, სადაც ეპიზოდური როლი მექნება და ეკრანზე რეჟისორ და მსახიობ ლევან წულაძესთან ერთად გამოვჩნდები, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.