პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მორიგი სიმღერის ჩაწერა არ ყოფილა. ზურასთვის ვმღეროდი" -  მუსიკოსმა გოგა მესხმა ზურა დოიჯაშვილს  მისივე ჰიტი მიუძღვნა
"ეს მორიგი სიმღერის ჩაწერა არ ყოფილა. ზურასთვის ვმღეროდი" -  მუსიკოსმა გოგა მესხმა ზურა დოიჯაშვილს  მისივე ჰიტი მიუძღვნა

პან­დე­მი­ის გამო ისე აქ­ტი­უ­რად ვე­ღარ უწევს საქ­მი­ა­ნო­ბა, რად­გა­ნაც კონ­ცერ­ტე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, გას­ტრო­ლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ ტარ­დე­ბა. ამი­ტომ, მუ­სი­კო­სი გოგა მეს­ხი, კო­ლე­გე­ბის მსგავ­სად, ხან­და­ხან და ისიც შე­ზღუ­დუ­ლად თუ ახერ­ხებს ამა თუ იმ სივ­რცე­ში გა­მოს­ვლას.

"რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ყვე­ლას გვი­ჭირს, დღეს თუ შეძ­ლებ და შენი პრო­ფე­სი­ით რა­ი­მეს გა­ა­კე­თებ, ხვა­ლინ­დელ დღე­ზე სა­ფიქ­რა­ლი გაქვს, - რა ქნა... ჩვენს სფე­რო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნია რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ცუდი ის არის, რომ არა­ვინ იცის, ეს მძი­მე ვი­თა­რე­ბა რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და სა­დამ­დე "გა­ქა­ჩავს“ ჩვე­ნი სფე­რო ამ აუ­ტა­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ას,“ - გვე­უბ­ნე­ბა მუ­სი­კო­სი, რო­მელ­საც არა­ერთ ცნო­ბილ კონ­კურ­სში, ფეს­ტი­ვალ­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ის ასე­ვე თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია...

"პან­დე­მი­ამ­დე სხვა­ნა­ი­რად იყო ყვე­ლა­ფე­რი. თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრში ვატო კა­ხი­ძეს­თან ვარ, ხში­რად გვქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი, ქვეყ­ნი­დან გას­ვლა, ხან ფეს­ტი­ვა­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად კლუბ­ში, ან - რეს­ტო­რან­ში გვქონ­და ხოლ­მე სა­მუ­შაო. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი... თით­ქმის ორი წე­ლია, არა­ფე­რი ხდე­ბა.

სა­ერ­თოდ ისე­თი პე­რი­ო­დია, კონ­ტაქ­ტებ­საც კი ვე­რი­დე­ბით, რად­გან კო­ვი­დი არა­ვის ინ­დობს. ბოლო დროს ამ ინ­ფექ­ცი­ის გა­რე­შეც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე დავ­კარ­გეთ, რა­მაც დიდი მწუ­ხა­რე­ბა და სევ­და მო­ი­ტა­ნა,“ - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც ამ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მა­ინც მო­ა­ხერ­ხა და მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს, მომ­ღე­რალ ზურა დო­ი­ჯაშ­ვილს მი­სი­ვე უკ­ვდა­ვი ჰიტი მი­უ­ძღვნა.

გო­გამ ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი და უბე­რე­ბე­ლი სიმ­ღე­რა - "მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი“ ჩა­წე­რა, რო­მელ­ზეც ვი­დე­ორ­გო­ლიც გა­და­ი­ღო.

ამ თე­მა­ზე კი Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

- "მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის“ ამ ახა­ლი, თქვე­ნე­უ­ლი ვერ­სი­ის შექ­მნის იდეა რო­გორ გაჩ­ნდა?

- ზუ­რას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ გული ყვე­ლას ძა­ლი­ან დაგ­ვწყვი­ტა, დაგ­ვა­სევ­დი­ა­ნა... შემ­დეგ ჩემს ახლო მე­გო­ბარს, ლერი რო­ბა­ქი­ძეს იდეა გა­უჩ­ნდა და მი­თხრა, - კარ­გი იქ­ნე­ბო­და, დო­ი­ჯა გა­გეხ­სე­ნე­ბი­ნაო. მე მისი ხსოვ­ნის წი­ნა­შე ამა­ზე უკე­თესს რას გა­ვა­კე­თებ­დი?!

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი და დო­ი­ჯას ურ­თი­ერ­თო­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის ხელ­ში გა­ვი­ზარ­დე. ის რო­გორც ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი, ასე­ვე ჩემი მშობ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი იყო. რა­ღაც­ნა­ი­რად მინ­დო­და, ჩემი მხრი­დან მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო გა­მო­მე­ხა­ტა.

მარ­თლა სხვა ადა­მი­ა­ნი იყო, ის ჩვე­ნი მხრი­დან ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს იმ­სა­ხუ­რებს. კი, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვიხ­სე­ნებ მას, რად­გა­ნაც პირ­ველ რიგ­ში ზურა ადა­მი­ა­ნი იყო.

ამ სიმ­ღე­რა­ზე და შემ­დეგ უკვე ვი­დე­ორ­გოლ­ზე ყვე­ლამ სუ­ლით და გუ­ლით იმუ­შა­ვა, რად­გა­ნაც დო­ი­ჯა მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ცოტა სხვა ვერ­სი­აა, ტექ­სტის ნა­წი­ლი ოდ­ნავ გა­და­კე­თე­ბუ­ლი - ლექ­სი უფრო ზუ­რა­ზეა... ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ალ­ბათ ნე­ბარ­თვა სიმ­ღე­რის ავ­ტო­რის­გან აი­ღეთ, ხომ?

- ახა­ლი ვერ­სი­ის ჩა­წე­რის ნე­ბარ­თვა მუ­სი­კის ავ­ტორ­მა, კომ­პო­ზი­ტორ­მა ზურა მა­ნა­გა­ძემ მოგ­ვცა. ლექ­სის გა­და­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა კი, მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის შვილ­მა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ბა­ტო­ნი მურ­მა­ნის ლექ­სია.

- კადრში მუ­სი­კო­სი კაკო ვა­შა­ლო­მი­ძე ჩნდე­ბა, ასე­ვე მხატ­ვა­რი ნონა გი­უ­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის ქვი­შა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი ვი­დე­ორ­გოლს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბა. ნა­მუ­შე­ვა­რი ფაქ­ტია, რომ სევ­დი­ა­ნია...

- დიახ, ტექ­სტი სევ­დი­ა­ნი გახ­და, რი­თაც ზუ­რას არ­ყოფ­ნას ვეხ­მი­ა­ნე­ბით. სიმ­ღე­რა რო­კის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს. კლი­პი გა­და­ი­ღო ჩემ­მა ორმა მე­გო­ბარ­მა - ბექა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და ბექა შა­კაშ­ვილ­მა. ნონა გი­უ­ნაშ­ვილ­მა კი, რო­გორც უკვე ახ­სე­ნეთ, ყვე­ლა­ფე­რი და­ხა­ტა და ფაქ­ტობ­რი­ვად, ასე შე­იქ­მნა მთე­ლი ვი­დე­ოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. არა­ნორ­მა­ლუ­რად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. ლექსში ცვლი­ლე­ბა ნანა ცინ­ცა­ძემ შე­ი­ტა­ნა. გი­ორ­გი ცხვა­რი­აშ­ვილ­მა საყ­ვირ­ზე და­უკ­რა. ჩა­ი­წე­რა ზურა მახ­ნი­აშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში და არის ზაზა წურ­წუ­მი­ას ვერ­სია.

- თქვენ­თვის ემო­ცი­უ­რად რას ნიშ­ნავ­და ამ სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ო­ბა?

- სა­ნერ­ვი­უ­ლო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე იყო. შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემი ჩა­ნა­ფიქ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისე არ მი­ე­ღო, რო­გორც მე მინ­დო­და. ეს ჩემი მო­რი­გი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა არ ყო­ფი­ლა. ზუ­რას­თვის ვმღე­რო­დი, ყვე­ლამ, ვინც ვი­დე­ორ­გო­ლი ნახა და მო­ის­მი­ნა, და­დე­ბი­თად მი­ი­ღო, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ხომ ვამ­ბობ, დო­ი­ჯა ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. პრაქ­ტი­კუ­ლად არ მსმე­ნია, რომ მას­ზე ვინ­მეს ცუდი ეთ­ქვა.

- როცა ეს სიმ­ღე­რა ზუ­რას სი­ცო­ცხლე­ში გეს­მო­დათ, მა­შინ რა ემო­ცია გქონ­დათ?

- 36 წლის წინ და­ი­წე­რა, მა­შინ და­ბა­დე­ბუ­ლიც არ ვი­ყა­ვი. ამა­ზე არა­ვინ და­ვობს, რომ ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი დიდი ჰი­ტია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ერთ-ერთი ბრი­ლი­ან­ტია. სიმ­ღე­რამ დროს გა­უძ­ლო.

ჩემ­თვის ამ ახა­ლი ვერ­სი­ის შე­ფა­სე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლო იყო. არა­ერ­თმა მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მო­ი­წო­ნა, მათ შო­რის, ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და არ და­ი­ნა­ნა და­დე­ბი­თი სი­ტყვე­ბი. რაც მა­ხა­რებს ისაა, რომ ისეთ­მა დიდ­მა მუ­სი­კოს­მა, რო­გო­რიც კაკო ვა­შა­ლო­მი­ძეა, მი­თხრა, - რაც გა­მი­კე­თე­ბია, ეს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა, მომ­წონს და მი­ხა­რია, რომ ეს სიმ­ღე­რა გა­ვა­კე­თე­თო. თბი­ლად შე­მეხ­მი­ა­ნა რომა რცხი­ლა­ძე, მა­ესტრო გელა ფარ­ჩუ­კი­ძე. ეს კი იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მოგ­ვი­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
0

ბრავო მაგარია

ცისა
0

მადლობა გოგოს და შემოქმედებით ჯგუფს..👍👍❤❤❤

ავტორი:

"ეს მორიგი სიმღერის ჩაწერა არ ყოფილა. ზურასთვის ვმღეროდი" -  მუსიკოსმა გოგა მესხმა ზურა დოიჯაშვილს  მისივე ჰიტი მიუძღვნა

"ეს მორიგი სიმღერის ჩაწერა არ ყოფილა. ზურასთვის ვმღეროდი" -  მუსიკოსმა გოგა მესხმა ზურა დოიჯაშვილს  მისივე ჰიტი მიუძღვნა

პანდემიის გამო ისე აქტიურად ვეღარ უწევს საქმიანობა, რადგანაც კონცერტები, ფესტივალები, გასტროლები ფაქტობრივად, აღარ ტარდება. ამიტომ, მუსიკოსი გოგა მესხი, კოლეგების მსგავსად, ხანდახან და ისიც შეზღუდულად თუ ახერხებს ამა თუ იმ სივრცეში გამოსვლას.

"რთული სიტუაციაა, ყველას გვიჭირს, დღეს თუ შეძლებ და შენი პროფესიით რაიმეს გააკეთებ, ხვალინდელ დღეზე საფიქრალი გაქვს, - რა ქნა... ჩვენს სფეროში ბევრი ადამიანია რთულ მდგომარეობაში. ცუდი ის არის, რომ არავინ იცის, ეს მძიმე ვითარება როდემდე გაგრძელდება და სადამდე "გაქაჩავს“ ჩვენი სფერო ამ აუტანელ სიტუაციას,“ - გვეუბნება მუსიკოსი, რომელსაც არაერთ ცნობილ კონკურსში, ფესტივალში მიუღია მონაწილეობა. ის ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემსრულებელია...

"პანდემიამდე სხვანაირად იყო ყველაფერი. თბილისის სიმფონიურ ორკესტრში ვატო კახიძესთან ვარ, ხშირად გვქონდა კონცერტები, ქვეყნიდან გასვლა, ხან ფესტივალი. პარალელურად კლუბში, ან - რესტორანში გვქონდა ხოლმე სამუშაო. ძალიან აქტიურად ვიყავი ყველაფერში ჩართული... თითქმის ორი წელია, არაფერი ხდება.

საერთოდ ისეთი პერიოდია, კონტაქტებსაც კი ვერიდებით, რადგან კოვიდი არავის ინდობს. ბოლო დროს ამ ინფექციის გარეშეც ბევრი ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ, რამაც დიდი მწუხარება და სევდა მოიტანა,“ - ამბობს მომღერალი, რომელმაც ამ რთულ მდგომარეობაში მაინც მოახერხა და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილ მეგობარს, მომღერალ ზურა დოიჯაშვილს მისივე უკვდავი ჰიტი მიუძღვნა.

გოგამ ქართველი მსმენელისთვის საყვარელი და უბერებელი სიმღერა - "მელიქიშვილის გამზირი“ ჩაწერა, რომელზეც ვიდეორგოლიც გადაიღო.

ამ თემაზე კი Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- "მელიქიშვილის გამზირის“ ამ ახალი, თქვენეული ვერსიის შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?

- ზურას გარდაცვალებამ გული ყველას ძალიან დაგვწყვიტა, დაგვასევდიანა... შემდეგ ჩემს ახლო მეგობარს, ლერი რობაქიძეს იდეა გაუჩნდა და მითხრა, - კარგი იქნებოდა, დოიჯა გაგეხსენებინაო. მე მისი ხსოვნის წინაშე ამაზე უკეთესს რას გავაკეთებდი?!

რაც შეეხება ჩემი და დოიჯას ურთიერთობას, ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე. ის როგორც ჩემი ახლო მეგობარი, ასევე ჩემი მშობლების მეგობარი იყო. რაღაცნაირად მინდოდა, ჩემი მხრიდან მის მიმართ სიყვარული და სითბო გამომეხატა.

მართლა სხვა ადამიანი იყო, ის ჩვენი მხრიდან ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. კი, დიდი სიყვარულით ვიხსენებ მას, რადგანაც პირველ რიგში ზურა ადამიანი იყო.

ამ სიმღერაზე და შემდეგ უკვე ვიდეორგოლზე ყველამ სულით და გულით იმუშავა, რადგანაც დოიჯა მათთვის მნიშვნელოვანია.

- ცოტა სხვა ვერსიაა, ტექსტის ნაწილი ოდნავ გადაკეთებული - ლექსი უფრო ზურაზეა... ამ ყველაფერზე ალბათ ნებართვა სიმღერის ავტორისგან აიღეთ, ხომ?

- ახალი ვერსიის ჩაწერის ნებართვა მუსიკის ავტორმა, კომპოზიტორმა ზურა მანაგაძემ მოგვცა. ლექსის გადაკეთების უფლება კი, მურმან ლებანიძის შვილმა. მოგეხსენებათ, ეს ბატონი მურმანის ლექსია.

- კადრში მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე ჩნდება, ასევე მხატვარი ნონა გიუნაშვილი, რომლის ქვიშაში შესრულებული ნახატები ვიდეორგოლს თავიდან ბოლომდე მიჰყვება. ნამუშევარი ფაქტია, რომ სევდიანია...

- დიახ, ტექსტი სევდიანი გახდა, რითაც ზურას არყოფნას ვეხმიანებით. სიმღერა როკის ელემენტებს შეიცავს. კლიპი გადაიღო ჩემმა ორმა მეგობარმა - ბექა გაჩეჩილაძემ და ბექა შაკაშვილმა. ნონა გიუნაშვილმა კი, როგორც უკვე ახსენეთ, ყველაფერი დახატა და ფაქტობრივად, ასე შეიქმნა მთელი ვიდეოს გამოსახულება. არანორმალურად ნიჭიერი ადამიანია. ლექსში ცვლილება ნანა ცინცაძემ შეიტანა. გიორგი ცხვარიაშვილმა საყვირზე დაუკრა. ჩაიწერა ზურა მახნიაშვილის სტუდიაში და არის ზაზა წურწუმიას ვერსია.

- თქვენთვის ემოციურად რას ნიშნავდა ამ სიმღერაზე მუშაობა?

- სანერვიულო და საპასუხისმგებლო საქმე იყო. შეიძლებოდა, ჩემი ჩანაფიქრი საზოგადოებას ისე არ მიეღო, როგორც მე მინდოდა. ეს ჩემი მორიგი სიმღერის ჩაწერა არ ყოფილა. ზურასთვის ვმღეროდი, ყველამ, ვინც ვიდეორგოლი ნახა და მოისმინა, დადებითად მიიღო, რაც ძალიან მახარებს. ხომ ვამბობ, დოიჯა ყველას ძალიან უყვარდა. პრაქტიკულად არ მსმენია, რომ მასზე ვინმეს ცუდი ეთქვა.

- როცა ეს სიმღერა ზურას სიცოცხლეში გესმოდათ, მაშინ რა ემოცია გქონდათ?

- 36 წლის წინ დაიწერა, მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი. ამაზე არავინ დავობს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი დიდი ჰიტია. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ესტრადის ერთ-ერთი ბრილიანტია. სიმღერამ დროს გაუძლო.

ჩემთვის ამ ახალი ვერსიის შეფასება პროფესიონალებისგან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. არაერთმა მუსიკოს-შემსრულებელმა მოიწონა, მათ შორის, ძველი თაობის წარმომადგენელმა და არ დაინანა დადებითი სიტყვები. რაც მახარებს ისაა, რომ ისეთმა დიდმა მუსიკოსმა, როგორიც კაკო ვაშალომიძეა, მითხრა, - რაც გამიკეთებია, ეს ერთ-ერთი საუკეთესოა, მომწონს და მიხარია, რომ ეს სიმღერა გავაკეთეთო. თბილად შემეხმიანა რომა რცხილაძე, მაესტრო გელა ფარჩუკიძე. ეს კი იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ ნამუშევარი გამოგვივიდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/6w0tsbg7sQ8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>