პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ მიმალვა მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა ამისთვის...“ - რა განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა სასამართლოზე?
"მე რომ მიმალვა მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა ამისთვის...“ - რა განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა სასამართლოზე?

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი დღეს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

საქ­მე 16 აგ­ვის­ტოს წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას ეხე­ბა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­თან ერ­თად გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო, ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვილს კი 5 000 - ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლო­ზე პრო­კუ­რორ­მა ვა­რა­უ­დი გა­მოთ­ქვა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ბრალ­დე­ბულს მი­მალ­ვა ეცა­და, რის სა­პა­სუ­ხო­დაც ძი­უ­დო­ის­ტმა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში სი­ტყვა წარ­მოს­თქვა:

"გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მიყ­ვა­ნი­დან, ალ­ბათ 5-6 სა­ა­თი ვი­ყა­ვი გა­ჩე­რე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში. შემ­დეგ, მე­გობ­რის მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი, დავ­ტო­ვე ეზო და გა­ვე­დით ერთი სა­ა­თი მა­ინც ვი­ა­რეთ. მერე მი­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში და მომ­ხდარ­ზე ვი­სა­უბ­რე.

რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მე­სა­მე პირი გარ­და­იც­ვა­ლა, პო­ლი­ცი­ას მე თვი­თონ და­ვუ­ძა­ხე და ვუ­თხა­რი, რომ ეს ჩემი ჩა­დე­ნი­ლია, ია­რა­ღი აქ არის-მეთ­ქი. ამას ხალ­ხი ეს­წრე­ბო­და. მე რომ მი­მალ­ვა მდო­მე­ბო­და ან გაქ­ცე­ვა, 5-6 სა­ა­თი დრო მქონ­და ამის­თვის...“ - გა­ნა­ცხა­და ზვი­ა­და­ურ­მა.

სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რი ვლა­დი­მერ ბე­ქიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათ მხა­რი და­უ­ჭი­რეს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა ბრალ­დე­ბა.

"დღეს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე, მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა გა­ნი­ხი­ლა ბრალ­დე­ბულ ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი­სა და ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა. დღეს უწევ­დათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა. ბრალ­დე­ბის მხა­რემ მხა­რი და­უ­ჭი­რა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო პა­ტიმ­რო­ბა, რაც და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იყო. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­უ­ფარ­და. არ ვე­თან­ხმე­ბით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ჰქონ­და მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ფარ­დე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბე­ქიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვა კვლავ გრძელ­დე­ბა. რო­გორც პრო­კუ­რო­რი აღ­ნიშ­ნავს, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ უნდა და­ი­კი­თხონ მოწ­მე­ე­ბი და ჩვე­ნე­ბა მის­ცენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

კარგია გარეთ რომ იქნები უფრო ადვილი იქნება შენი დათრევა

ყვერთაოზ ზვიადაური
0

ადრე თუ გვიან გნახავენ და შენს მკვლელსაც გირაოთი გამოუშვებენ !!!!!!!!!!!!

ავტორი:

"მე რომ მიმალვა მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა ამისთვის...“ - რა განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა სასამართლოზე?

"მე რომ მიმალვა მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა ამისთვის...“ - რა განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა სასამართლოზე?

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმე 16 აგვისტოს წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობას ეხება. ზურაბ ზვიადაურთან ერთად გირაოთი გაათავისუფლეს კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაურს 50 000-ლარიანი გირაო, ჯაბა ჯანგირაშვილს კი 5 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.

სასამართლოზე პროკურორმა ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იყო ბრალდებულს მიმალვა ეცადა, რის საპასუხოდაც ძიუდოისტმა სასამართლო დარბაზში სიტყვა წარმოსთქვა:

"გარდაცვლილების მიყვანიდან, ალბათ 5-6 საათი ვიყავი გაჩერებული საავადმყოფოს ეზოში. შემდეგ, მეგობრის მანქანაში ჩავჯექი, დავტოვე ეზო და გავედით ერთი საათი მაინც ვიარეთ. მერე მივედი პოლიციაში და მომხდარზე ვისაუბრე.

როდესაც გავიგე, რომ მესამე პირი გარდაიცვალა, პოლიციას მე თვითონ დავუძახე და ვუთხარი, რომ ეს ჩემი ჩადენილია, იარაღი აქ არის-მეთქი. ამას ხალხი ესწრებოდა. მე რომ მიმალვა მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა ამისთვის...“ - განაცხადა ზვიადაურმა.

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილის განცხადებით, მათ მხარი დაუჭირეს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდება.

"დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე, მამუკა წიკლაურმა განიხილა ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა. დღეს უწევდათ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულიყო პატიმრობა, რაც დასაბუთებული იყო. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება მიზანშეწონილი იყო, თუმცა, მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად საფუძვლიანად ჰქონდა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული“, - განაცხადა ბექიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევა კვლავ გრძელდება. როგორც პროკურორი აღნიშნავს, საქმესთან დაკავშირებით კიდევ უნდა დაიკითხონ მოწმეები და ჩვენება მისცენ.