სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცმოძრაობა" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ
"ნაცმოძრაობა" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­წო­დებს, 29 ნო­ემ­ბერს, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან შე­იკ­რი­ბონ, სა­დაც 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უნდა გა­ი­მარ­თოს.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მძლავრ პრო­ტესტს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

"მო­ვუ­წო­დებთ მხარ­დამ­ჭე­რებს და იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე და უსა­მარ­თლო­ბა­ზე გული შეს­ტკი­ვათ, მო­ვიდ­ნენ და და­ა­ფიქ­სი­რონ მძლავ­რი პრო­ტეს­ტი უკა­ნო­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­გა­ლით­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

"ჩვენ იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და მთავ­რო­ბა შეძ­ლებს, აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დას­წრე­ბას, სა­დაც მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­მარ­თოს რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ისე სა­სა­მარ­თლოს და თა­ვი­სი სი­მარ­თლე წა­რუდ­გი­ნოს. საქ­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც შე­საძ­ლოა, 7 ნო­ემ­ბერ­თან მი­მარ­თე­ბით სა­ა­კაშ­ვილს აეღო, ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მან ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა და ახა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნა, რაც ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის კუ­თხით",- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გეგ­მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბეჟაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მათი გეგ­მა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე "მუდ­მი­ვი და გა­ნახ­ლე­ბა­დია".

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მოქ­მე­დო გეგ­მა იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვი და გა­ნახ­ლე­ბა­დი არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. საპ­რო­ტეს­ტო მუხტს ვერ და­ვაგ­დებთ იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის უკა­ნო­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოხ­სნა",- გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 29 ნო­ემ­ბერს უნდა გა­ი­მარ­თოს. წინა სხდო­მა 11 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­და და მას სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ და­ეს­წრო.

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

 

ჩე ან მანდელა ისე არ შეიქმნება მიშასაგან, როგორც ხურმისაგან სალამური და რა უნდა ამ ხალხს ვერ გამიგია. მარტივად რა გინდათ, რა ვერ არკვიეთ ამ განვლილობაში, ან რა გაქვთ გასარკვევი. ვის სურათს აკლია შტრიხები, ან რა უნდა მიემატოს მას!? ე.ი. მიშა ეს ჩვენი ხვალეა და სიმბოლიკა!? საიდან, ან რა დევს მასში ისეთი, რომელ;იც არ ინახა. არაფერი არ დევს მასში ასეთი და მოეშვით დროზე და გადაერთეთ საქმეზე, ხოლო ეს საქმე კი უნარების ძიება და შექმნაა, რადაგნ ამის გარეშე არავინ არ გამოსულა კრიზისიდან, ხოლო ჩვენი ცხოვრება არა თუ კრიზისია, არამედ დაღმასვლაა. დაღმასვლა ეს კრიზისზე გაცილებით უარესია, თუ არა კრიზისი ყველა გარემოებას ახასიათებს, რადგან ეს მისი თანმდევია. გიხაროდეთ!

ჯიბის სასამართლოს
25

მიშა უდანაშაულოა , თავისუფლება მიშას

ავტორი:

"ნაცმოძრაობა" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ

"ნაცმოძრაობა" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ

"ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მძლავრ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს.

"მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და იმ ადამიანს, ვისაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და უსამართლობაზე გული შესტკივათ, მოვიდნენ და დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ამასთან, ლევან ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.

"ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ პენიტენციური სამსახური და მთავრობა შეძლებს, აიღებს პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრებას, სადაც მიეცემა შესაძლებლობა მიმართოს როგორც საზოგადოებას, ისე სასამართლოს და თავისი სიმართლე წარუდგინოს. საქმე სამართლებრივი არგუმენტებიდან გამომდინარე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ერთადერთი პასუხისმგებლობა, რაც შესაძლოა, 7 ნოემბერთან მიმართებით სააკაშვილს აეღო, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ყველამ კარგად იცის, რომ 7 ნოემბრის შემდეგ მან ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, თანამდებობიდან გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არავის გაუკეთებია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების კუთხით",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გეგმას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ბეჟაშვილი ამბობს, რომ მათი გეგმა არსებული ვითარებიდან გამომდინარე "მუდმივი და განახლებადია".

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა იქნება მუდმივი და განახლებადი არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საპროტესტო მუხტს ვერ დავაგდებთ იმიტომ, რომ საზოგადოების დაკვეთა არის სამართლიანობა და ივანიშვილის რეჟიმის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს უნდა გაიმართოს. წინა სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა და მას სააკაშვილი ვერ დაესწრო.