პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჰქვია წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "შავი პარასკევი" - ისტორია, რომელსაც ფასდაკლებებთან საერთო არაფერი აქვს
რატომ ჰქვია წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "შავი პარასკევი" - ისტორია, რომელსაც ფასდაკლებებთან საერთო არაფერი აქვს

"შავი პა­რას­კე­ვი" მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში წლის მთა­ვა­რი სა­ვაჭ­რო მოვ­ლე­ნაა. ეს დღე გრან­დი­ო­ზულ ფას­დაკ­ლე­ბებ­თან, ხელ­საყ­რელ შე­თა­ვა­ზე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ეს არის დღე, რო­მელ­საც ბევ­რი მთე­ლი წელი ელო­დე­ბა, რათა სა­ოც­ნე­ბო კოს­მე­ტი­კა, სა­მო­სი, ავე­ჯი, ტექ­ნი­კა თუ სხვა ნივ­თე­ბი ხელ­საყ­რელ ფა­სად შე­ი­ძი­ნონ.

"შავი პა­რას­კე­ვი" ამე­რი­კუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბის დღის შემ­დგო­მი პა­რას­კე­ვია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის­ტო­რი­უ­ლად, "შავ პა­რას­კევს" სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს მის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბას­თან და პირ­ვე­ლად ის სულ სხვა მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნად გა­მო­ი­ყე­ნეს.

  • "შავი პა­რას­კე­ვი" და ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი

თავ­და­პირ­ვე­ლად ტერ­მი­ნი "შავი პა­რას­კე­ვი“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო არა "შო­პინგთან", არა­მედ ფი­ნან­სურ კრი­ზის­თან. ორმა უოლ სტრი­ტელ­მა ფი­ნან­სის­ტმა, ჯიმ ფისკმა და ჯეი გოლდმა ამე­რი­კუ­ლი ოქ­როს დიდი რა­ო­დე­ნო­ბა იმ იმე­დით იყი­და, რომ ოქ­როს ფასი გა­იზ­რდე­ბო­და და მის გა­ყიდ­ვას უზარ­მა­ზა­რი მო­გე­ბით შეძ­ლებ­დნენ.

1869 წლის 24 სექ­ტემ­ბერს, პა­რას­კევს, ამე­რი­კის ოქ­როს ბა­ზა­რი ფის­კი­სა და გო­ულ­დის მოქ­მე­დე­ბის გამო გა­ნად­გურ­და, ხოლო უოლ სტრი­ტე­ლი ბა­რო­ნე­ბი გა­კოტ­რდნენ. სწო­რედ ამი­ტომ ამ დღეს "შავი პა­რას­კე­ვი" ეწო­და.

შემ­დეგ იყო 1929 წლის უოლ სტრი­ტის კი­დევ ერთი კრა­ხი, რო­დე­საც ნიუ იორ­კის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე აქ­ცი­ე­ბის ფასი ერთ დღე­ში 6.3 პრო­ცენ­ტით გა­უ­ფა­სურ­და, რა­საც მოჰ­ყვა მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში აქ­ცი­ე­ბის კი­დევ უფრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბა. ამ დღე­ებს ეწო­და "შავი პა­რას­კე­ვი", "შავი ორ­შა­ბა­თი" და "შავი სამ­შა­ბა­თი"

  • რა­ტომ აირ­ჩი­ეს სა­ფონ­დო ბირ­ჟის კრახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფრა­ზა დატ­ვირ­თუ­ლი სა­ვაჭ­რო დღი­სა და ფას­დაკ­ლე­ბე­ბის აღ­სა­წე­რად?

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ყო­ვე­ლი­ვე ამე­რი­კუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. უფრო ზუს­ტად კი, რო­დე­საც აშშ-ის მა­ღა­ზი­ებ­ში ხე­ლით აღ­რი­ცხავ­დნენ სა­ბუ­ღალ­ტრო დე­ტა­ლებს, მო­გე­ბას შა­ვად წერ­დნენ, ხოლო წა­გე­ბას წით­ლად.

ბევ­რი მა­ღა­ზია, სა­დაც ხში­რად წა­გე­ბა მო­გე­ბას აჭარ­ბებ­და, თავს მად­ლი­ე­რე­ბის დღის შემ­დგომ პა­რას­კევს, ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ყიდ­ვის შე­დე­გად გა­და­ირ­ჩენ­და ხოლ­მე.

  • ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მა

არ­სე­ბობს და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი და ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მა იმის შე­სა­ხებ, რომ სამ­ხრეთ პლან­ტა­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლებს 1800-იან წლებ­ში შე­ეძ­ლოთ მო­ნე­ბი ეყი­დათ ია­ფად მად­ლი­ე­რე­ბის დღის შემ­დეგ. თუმ­ცა მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ტერ­მინ "შავი პა­რას­კე­ვის“ გა­ჩე­ნა ამას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

  • ფი­ლა­დელ­ფი­ე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი

ტერ­მინ "შავ პა­რას­კევს" თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი იყე­ნებ­დნენ, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი 1950 წლი­დან დამ­კვიდ­რდა. ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, მად­ლი­ე­რე­ბის დღის შემ­დეგ, ტუ­რის­ტე­ბი­სა და მყიდ­ვე­ლე­ბის დიდი ნა­კა­დი მი­ე­დი­ნე­ბო­და, რო­მელ­საც ერ­თვო­და ასე­ვე ამე­რი­კის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სა­ფეხ­ბურ­თო მატჩზე მი­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ჯგუ­ფი, რაც ქმნი­და ქა­ოსს, სა­ცობს, გარ­და ამი­სა იყო მა­ღა­ზი­ე­ბის მა­სობ­რი­ვად გა­ქურდვის ფაქ­ტე­ბი.

ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რი

პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებ­მა კი გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სარ­კას­ტუ­ლად "შავი პა­რას­კე­ვი" უწო­დეს.. მას შემ­დეგ ეს სა­ხე­ლი მთელ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში გავ­რცელ­და და დამ­კვიდ­რდა, რო­გორც მად­ლი­ე­რე­ბის დღის შემ­დგომ სა­ვაჭ­რო ქა­ო­სის აღმნიშ­ვნე­ლი ტერ­მი­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო მცდე­ლო­ბა შე­ეც­ვა­ლათ და შა­ვის ნაც­ვლად "დიდი პა­რას­კე­ვი“ ეწო­დე­ბი­ნათ.

1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს ეს ტერ­მი­ნი უკვე სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი იყო მთელ შტა­ტებ­ში. დღეს შავი პა­რას­კე­ვი აშშ-ში წლის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ვაჭ­რო მოვ­ლე­ნაა - მა­ღა­ზი­ე­ბი ამ­ცი­რე­ბენ ფა­სებს და სა­დღე­სას­წა­უ­ლო სე­ზო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწყე­ბა.

  • "შავი პა­რას­კე­ვი" მსოფ­ლი­ო­ში

"შავი პა­რას­კე­ვი­სა" და ფას­დაკ­ლე­ბე­ბის იდეა მალე მო­ე­დო მთელ მსოფ­ლი­ოს. ეს დღე მთა­ვარ სა­ვაჭ­რო მოვ­ლე­ნად იქცა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, ინ­დო­ეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, რუ­მი­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მექ­სი­კა­ში "შავ პა­რას­კევს“ სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს და მას "El Buen Fin"-ს, ანუ "კარგ და­სას­რულს“ უწო­დე­ბენ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში კი ყვე­ლა­ზე დიდი ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დღეს "თეთ­რი პა­რას­კე­ვი“ და­არ­ქვეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია telegraph-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაყვალა
1

ფასის დაკლება არა ფასის გაზრდა იციან საქართველოში, სახელიც რო შეუცვალოთ არაა? ჩვენ კიდე ,,შავი პარასკევი,, გვინდა. ???!!!

nnabdb
0

შეცვალეთ ეს ტერმინი შავი პარასკევი იყო ზუსტად ბათუმში რომ დაიღუპა ხალხი, ყველაფერი არ შეიძლება გადმოიტანოთ პირდაპირ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რატომ ჰქვია წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "შავი პარასკევი" - ისტორია, რომელსაც ფასდაკლებებთან საერთო არაფერი აქვს

რატომ ჰქვია წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "შავი პარასკევი" - ისტორია, რომელსაც ფასდაკლებებთან საერთო არაფერი აქვს

"შავი პარასკევი" მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წლის მთავარი სავაჭრო მოვლენაა. ეს დღე გრანდიოზულ ფასდაკლებებთან, ხელსაყრელ შეთავაზებებთან ასოცირდება. ეს არის დღე, რომელსაც ბევრი მთელი წელი ელოდება, რათა საოცნებო კოსმეტიკა, სამოსი, ავეჯი, ტექნიკა თუ სხვა ნივთები ხელსაყრელ ფასად შეიძინონ.

"შავი პარასკევი" ამერიკული მადლიერების დღის შემდგომი პარასკევია. საინტერესოა, რომ ისტორიულად, "შავ პარასკევს" საერთო არაფერი აქვს მის თანამედროვე გაგებასთან და პირველად ის სულ სხვა მოვლენის აღსანიშნად გამოიყენეს.

  • "შავი პარასკევი" და ფინანსური კრიზისი

თავდაპირველად ტერმინი "შავი პარასკევი“ დაკავშირებული იყო არა "შოპინგთან", არამედ ფინანსურ კრიზისთან. ორმა უოლ სტრიტელმა ფინანსისტმა, ჯიმ ფისკმა და ჯეი გოლდმა ამერიკული ოქროს დიდი რაოდენობა იმ იმედით იყიდა, რომ ოქროს ფასი გაიზრდებოდა და მის გაყიდვას უზარმაზარი მოგებით შეძლებდნენ.

1869 წლის 24 სექტემბერს, პარასკევს, ამერიკის ოქროს ბაზარი ფისკისა და გოულდის მოქმედების გამო განადგურდა, ხოლო უოლ სტრიტელი ბარონები გაკოტრდნენ. სწორედ ამიტომ ამ დღეს "შავი პარასკევი" ეწოდა.

შემდეგ იყო 1929 წლის უოლ სტრიტის კიდევ ერთი კრახი, როდესაც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი ერთ დღეში 6.3 პროცენტით გაუფასურდა, რასაც მოჰყვა მომდევნო დღეებში აქციების კიდევ უფრო გაუფასურება. ამ დღეებს ეწოდა "შავი პარასკევი", "შავი ორშაბათი" და "შავი სამშაბათი"

  • რატომ აირჩიეს საფონდო ბირჟის კრახთან დაკავშირებული ფრაზა დატვირთული სავაჭრო დღისა და ფასდაკლებების აღსაწერად?

არსებობს მოსაზრება, რომ ყოველივე ამერიკული მაღაზიების მეპატრონეებს უკავშირდება. უფრო ზუსტად კი, როდესაც აშშ-ის მაღაზიებში ხელით აღრიცხავდნენ საბუღალტრო დეტალებს, მოგებას შავად წერდნენ, ხოლო წაგებას წითლად.

ბევრი მაღაზია, სადაც ხშირად წაგება მოგებას აჭარბებდა, თავს მადლიერების დღის შემდგომ პარასკევს, ფასდაკლებული საქონლის დიდი რაოდენობით გაყიდვის შედეგად გადაირჩენდა ხოლმე.

  • ხალხური გადმოცემა

არსებობს დაუდასტურებელი და ხალხური გადმოცემა იმის შესახებ, რომ სამხრეთ პლანტაციების მფლობელებს 1800-იან წლებში შეეძლოთ მონები ეყიდათ იაფად მადლიერების დღის შემდეგ. თუმცა მკვლევართა აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ტერმინ "შავი პარასკევის“ გაჩენა ამას უკავშირდებოდეს.

  • ფილადელფიელი პოლიციელები

ტერმინ "შავ პარასკევს" თავდაპირველად მხოლოდ მაღაზიის მეპატრონეები იყენებდნენ, ფართო საზოგადოებაში კი 1950 წლიდან დამკვიდრდა. ფილადელფიაში, მადლიერების დღის შემდეგ, ტურისტებისა და მყიდველების დიდი ნაკადი მიედინებოდა, რომელსაც ერთვოდა ასევე ამერიკის საზღვაო ძალების საფეხბურთო მატჩზე მიმავალი ადამიანების დიდი ჯგუფი, რაც ქმნიდა ქაოსს, საცობს, გარდა ამისა იყო მაღაზიების მასობრივად გაქურდვის ფაქტები.

ფილადელფიაში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრი

პოლიციის ოფიცრებმა კი განვითარებულ მოვლენებს სარკასტულად "შავი პარასკევი" უწოდეს.. მას შემდეგ ეს სახელი მთელ ფილადელფიაში გავრცელდა და დამკვიდრდა, როგორც მადლიერების დღის შემდგომ სავაჭრო ქაოსის აღმნიშვნელი ტერმინი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა შეეცვალათ და შავის ნაცვლად "დიდი პარასკევი“ ეწოდებინათ.

1980-იანი წლების ბოლოს ეს ტერმინი უკვე საყოველთაოდ ცნობილი იყო მთელ შტატებში. დღეს შავი პარასკევი აშშ-ში წლის ყველაზე დიდი სავაჭრო მოვლენაა - მაღაზიები ამცირებენ ფასებს და სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად იწყება.

  • "შავი პარასკევი" მსოფლიოში

"შავი პარასკევისა" და ფასდაკლებების იდეა მალე მოედო მთელ მსოფლიოს. ეს დღე მთავარ სავაჭრო მოვლენად იქცა დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, რუმინეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

საინტერესოა, რომ მექსიკაში "შავ პარასკევს“ სახელი შეუცვალეს და მას "El Buen Fin"-ს, ანუ "კარგ დასასრულს“ უწოდებენ, გაერთიანებულ არაბთა საემიროებში კი ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "თეთრი პარასკევი“ დაარქვეს.

მომზადებულია telegraph-ის მიხედვით