პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ფინალი ძალიან აზარტული იქნება, აუცილებლად უნდა ნახოთ!“ – 28 ნოემბერს „მასტერშეფის“ VI სეზონის გადამწყვეტი ბრძოლა შედგება
„ფინალი ძალიან აზარტული იქნება, აუცილებლად უნდა ნახოთ!“ – 28 ნოემბერს „მასტერშეფის“ VI სეზონის გადამწყვეტი ბრძოლა შედგება

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გის „მას­ტერ­შე­ფის“ VI სე­ზო­ნის გრან­დი­ო­ზულ ფი­ნა­ლამ­დე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბა. ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთს რუსო და­უშ­ვი­ლი, მა­რი­კა კო­პა­ლი­ა­ნი და დი­მიტ­რი რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი შეხ­ვდე­ბი­ან. სა­მი­ვე მათ­გან­მა მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რა თავი და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, წინ და­უ­ვი­წყა­რი შოუ გვე­ლო­დე­ბა.

დი­მიტ­რი რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რიმ კას­ტინგზე­ვე გა­მო­არ­ჩია და მას ოქ­როს წინ­სა­ფა­რი გა­დას­ცა. რო­გორც იგი „გემ­რი­ე­ლი­ას­თან“ სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, გზა, რო­მე­ლიც ფი­ნა­ლამ­დე გა­ი­ა­რა, რთუ­ლი, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნდა:

„რაც უფრო უახ­ლოვ­დე­ბი ფი­ნალს, მით უფრო ხვდე­ბი, რომ საქ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად არის და უბ­რა­ლოდ თა­მაშ­ში არ ხარ. თა­ვი­დან, რო­დე­საც შე­სარ­ჩევ ტურ­ში მოვ­დი­ო­დი, არც კი მე­გო­ნა, თუ თორ­მე­ტე­ულ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, რად­გან ზედ­მე­ტად თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ. მაგ­რამ, ოქ­როს წინ­სა­ფა­რი რომ ავი­ღე, მივ­ხვდი, რა­ღაც კარ­გს ვა­კე­თებ­დი. პრო­ექ­ტმა 11 უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი გა­მაც­ნო და, ამას გარ­და, მომ­ცა ძა­ლი­ან დიდი სა­შუ­ა­ლე­ბა თვით­გან­ვი­თა­რე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით, მას­წავ­ლა დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტი. სულ სწავ­ლა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და ვარ­ჯი­ში – ასე­თი იყო მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი. მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მა­გა­რი შოუ ელო­დე­ბა, პი­რა­დად ჩემ­გან კი – სხვა­დას­ხვა, უც­ნა­უ­რი გე­მო­ე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თა­მა­შე­ბა. მერ­წმუ­ნეთ, ფი­ნა­ლი ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოთ,“ - აღ­ნიშ­ნავს დი­მიტ­რი.

მა­რი­კა კო­პა­ლი­ა­ნი იმ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის არის, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლი ტუ­რი­დან ფი­ნა­ლამ­დე დიდი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­დეს და ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც კი გა­ა­ო­ცეს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო:

„პირ­ვე­ლად რო­დე­საც მი­ვე­დი ქას­თინგზე, ფიქ­რა­დაც არ მქონ­და, რომ თორ­მე­ტე­ულ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლი­სას, მაგ­რამ შე­ფე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვხვდე­ბო­დი რომ კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. არც იმას ვე­ლო­დი, რომ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის და­მა­სა­ხე­ლებ­დნენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქ­ტი, ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლო იყო. „მას­ტერ­შეფ­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­ზარ­დე, ვის­წავ­ლე უამ­რა­ვი რამ, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, შე­ვი­ძი­ნე ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი. ვთვლი, რომ ყვე­ლა ჩვენ­განს გა­ნუ­ვი­თარ­და სტრე­სულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის, სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის, დე­ტა­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რი და ა.შ. მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ნა­ლი ელო­დე­ბა. გპირ­დე­ბით, რომ ჩემი სეტი არ იქ­ნე­ბა მო­ნო­ტო­ნუ­რი და მო­სა­წყე­ნი, არა­მედ გა­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი შოუს ელე­მენ­ტე­ბით,“ - ამ­ბობს მა­რი­კა.

რუსო და­უშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ მო­ნა­წი­ლე­თა­გან, რომ­ლებ­საც კუ­ლი­ნა­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უძ­ლია მის­თვის, რომ ჟი­უ­რი­სა და მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა. ამი­ტომ რუსო „გემ­რი­ე­ლი­ას­თან“ აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს პრო­ექ­ტი მის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო:

„არას­დროს მი­ფიქ­რია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე, მაგ­რამ ჩემი მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით გა­ვე­დი. წინ­საფ­რის აღე­ბის მო­ლო­დი­ნიც კი არ მქონ­და, შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს მი­ვუ­დე­ქი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კუ­თხით, ყო­ვე­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ვცდი­ლობ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­მე­ღო, მზად ვი­ყა­ვი ყვე­ლაფ­რის­თვის, თუნ­დაც იმის­თვის, რომ რამე არ გა­მო­მი­ვი­დო­და. იმ­დე­ნი რამე ვის­წავ­ლე შე­ფე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი­სა და მი­თი­თე­ბე­ბის­გან, რომ ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზეც არ მქონ­და ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა. მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სეტი ელო­დე­ბა ჩემ­გან. ვიცი, რომ ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­ლას ჰგავს და ვნა­ხოთ, რო­გორ ჩა­ივ­ლის ჩემი მცდე­ლო­ბა. გპირ­დე­ბით, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს რუსო.

შე­გახ­სე­ნებთ, „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ექ­ვსე სე­ზო­ნის გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ნა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში კვი­რას, 22:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

თქვენ ვის გულ­შე­მატ­კივ­რობთ?

ავ­ტო­რი: მო­ნი­კა ბიგ­ვა­ვა

00:00 / 00:00
სოფო
0

რუსოს, ღირსეული ფინალისტია, თუმცა ყველაზე სუსტი სეზონია ჩემი აზრით.

ავტორი:

„ფინალი ძალიან აზარტული იქნება, აუცილებლად უნდა ნახოთ!“ – 28 ნოემბერს „მასტერშეფის“ VI სეზონის გადამწყვეტი ბრძოლა შედგება

„ფინალი ძალიან აზარტული იქნება, აუცილებლად უნდა ნახოთ!“ – 28 ნოემბერს „მასტერშეფის“ VI სეზონის გადამწყვეტი ბრძოლა შედგება

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს ქართული ანალოგის „მასტერშეფის“ VI სეზონის გრანდიოზულ ფინალამდე მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება. ფინალში ერთმანეთს რუსო დაუშვილი, მარიკა კოპალიანი და დიმიტრი რჩეულიშვილი შეხვდებიან. სამივე მათგანმა მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი და, როგორც ამბობენ, წინ დაუვიწყარი შოუ გველოდება.

დიმიტრი რჩეულიშვილი „მასტერშეფის“ ჟიურიმ კასტინგზევე გამოარჩია და მას ოქროს წინსაფარი გადასცა. როგორც იგი „გემრიელიასთან“ საუბარში აღნიშნავს, გზა, რომელიც ფინალამდე გაიარა, რთული, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა:

„რაც უფრო უახლოვდები ფინალს, მით უფრო ხვდები, რომ საქმე სერიოზულად არის და უბრალოდ თამაშში არ ხარ. თავიდან, როდესაც შესარჩევ ტურში მოვდიოდი, არც კი მეგონა, თუ თორმეტეულში მოვხვდებოდი, რადგან ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ. მაგრამ, ოქროს წინსაფარი რომ ავიღე, მივხვდი, რაღაც კარგს ვაკეთებდი. პროექტმა 11 უკარგესი ადამიანი გამაცნო და, ამას გარდა, მომცა ძალიან დიდი საშუალება თვითგანვითარების, პროფესიული კუთხით, მასწავლა დროის მენეჯმენტი. სულ სწავლა, თვითგანვითარება და ვარჯიში – ასეთი იყო მთელი ეს პერიოდი. მაყურებელს ძალიან მაგარი შოუ ელოდება, პირადად ჩემგან კი – სხვადასხვა, უცნაური გემოების ერთმანეთთან შეთამაშება. მერწმუნეთ, ფინალი ძალიან აზარტული იქნება და აუცილებლად უნდა ნახოთ,“ - აღნიშნავს დიმიტრი.

მარიკა კოპალიანი იმ კონკურსანტებს შორის არის, რომლებმაც პირველი ტურიდან ფინალამდე დიდი პროგრესი განიცადეს და ჟიურის წევრებიც კი გააოცეს. როგორც თავად ამბობს, „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება მის ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო:

„პირველად როდესაც მივედი ქასთინგზე, ფიქრადაც არ მქონდა, რომ თორმეტეულში მოვხვდებოდი. ძალიან ვნერვიულობდი საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისას, მაგრამ შეფების შეფასებებიდან გამომდინარე, ვხვდებოდი რომ კმაყოფილები იყვნენ. არც იმას ველოდი, რომ ფინალისტებს შორის დამასახელებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი, ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო. „მასტერშეფში“ გატარებული პერიოდის განმავლობაში გავიზარდე, ვისწავლე უამრავი რამ, ყველაფერთან ერთად, შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები. ვთვლი, რომ ყველა ჩვენგანს განუვითარდა სტრესულ გარემოში მუშაობის, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების, დეტალებზე დაკვირვების უნარი და ა.შ. მაყურებელს საინტერესო ფინალი ელოდება. გპირდებით, რომ ჩემი სეტი არ იქნება მონოტონური და მოსაწყენი, არამედ გაჯერებული იქნება ძალიან ბევრი შოუს ელემენტებით,“ - ამბობს მარიკა.

რუსო დაუშვილი ერთ-ერთია იმ მონაწილეთაგან, რომლებსაც კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება არ მიუღია, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია მისთვის, რომ ჟიურისა და მაყურებლის სიყვარული დაემსახურებინა. ამიტომ რუსო „გემრიელიასთან“ აღნიშნავს, რომ ეს პროექტი მისთვის დიდი გამოწვევა იყო:

„არასდროს მიფიქრია მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით გავედი. წინსაფრის აღების მოლოდინიც კი არ მქონდა, შემდეგ ამ ყველაფერს მივუდექი პროფესიონალური კუთხით, ყოველი დავალების შესრულებისას ვცდილობდი მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო, მზად ვიყავი ყველაფრისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ რამე არ გამომივიდოდა. იმდენი რამე ვისწავლე შეფების შენიშვნებისა და მითითებებისგან, რომ ვარაუდის დონეზეც არ მქონდა ფინალში მოხვედრა. მაყურებელს ძალიან საინტერესო სეტი ელოდება ჩემგან. ვიცი, რომ ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს და ვნახოთ, როგორ ჩაივლის ჩემი მცდელობა. გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო ფინალი იქნება,“ - აღნიშნავს რუსო.

შეგახსენებთ, „მასტერშეფის“ მეექვსე სეზონის გრანდიოზული ფინალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვირას, 22:00 საათზე დაიწყება.

თქვენ ვის გულშემატკივრობთ?

ავტორი: მონიკა ბიგვავა