პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვანეთვალება ავღანელის" ევაკუაცია სამშობლოდან - როგორ გაექცა ყველასთვის ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა "თალიბანს" იტალიაში
"მწვანეთვალება ავღანელის" ევაკუაცია სამშობლოდან - როგორ გაექცა ყველასთვის ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა "თალიბანს" იტალიაში

მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ავ­ღა­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 1985 წლის National Geographic-ის ყდა­ზე გა­მოჩ­ნდა და დღემ­დე ყვე­ლას­თვის ნაც­ნობ სა­ხედ რჩე­ბა, თა­ლი­ბე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იტა­ლი­ა­ში გა­ექ­ცა.

შარ­ბათ გუ­ლას ევა­კუ­ა­ცი­ას იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ ორ­გა­ნი­ზე­ბა მას შემ­დეგ გა­უ­კე­თა, რაც მან ავ­ღა­ნე­თის და­სა­ტო­ვებ­ლად შვე­ლა ითხო­ვა. ხუთ­შა­ბათს რო­მი­დან პა­სუ­ხი მი­უ­ვი­და, რომ იტა­ლი­ა­ში და­ბი­ნა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

გულა 1984 წელს, ფო­ტოგ­რაფ სტივ მაკ­ქა­რის ფო­ტო­თი გახ­და საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი, რო­გორც დევ­ნი­ლი გო­გო­ნა, თუმ­ცა მისი რე­ა­ლუ­რი ვი­ნა­ო­ბა 2002 წლამ­დე უც­ნო­ბი იყო. ფო­ტოგ­რა­ფი კვლავ და­უბ­რუნ­და რე­გი­ონს და მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა გო­გო­ნა ისევ იპო­ვა.

2014 წელს ის პა­კის­ტან­ში გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის შე­ძე­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და მის დე­პორ­ტა­ცი­ა­ზეც გა­ი­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა.

შარ­ბათ გულა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ბულ­ში გა­და­აფ­რი­ნეს, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტმა უმას­პინ­ძლა და ახა­ლი ბი­ნის გა­სა­ღე­ბიც გა­დას­ცა.

იტა­ლია ერთ-ერთი იყო იმ და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან, რო­მელ­მაც ავ­ღა­ნე­თი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დაყ­ვა­ნას შე­უ­წყო ხელი.

რომ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­ლას იტა­ლი­ა­ში გა­დაფ­რე­ნა იმ პროგ­რა­მის ნა­წი­ლია, რი­თიც და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ავ­ღა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

გასულა სამშვიდობოს, ჯოჯოხეთიდან სამოთხეში. 

-
7

ვაიმე .

ავტორი:

"მწვანეთვალება ავღანელის" ევაკუაცია სამშობლოდან - როგორ გაექცა ყველასთვის ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა "თალიბანს" იტალიაში

"მწვანეთვალება ავღანელის" ევაკუაცია სამშობლოდან - როგორ გაექცა ყველასთვის ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა "თალიბანს" იტალიაში

მწვანეთვალება ავღანელი გოგონა, რომელიც 1985 წლის National Geographic-ის ყდაზე გამოჩნდა და დღემდე ყველასთვის ნაცნობ სახედ რჩება, თალიბების ხელისუფლებას იტალიაში გაექცა.

შარბათ გულას ევაკუაციას იტალიის მთავრობამ ორგანიზება მას შემდეგ გაუკეთა, რაც მან ავღანეთის დასატოვებლად შველა ითხოვა. ხუთშაბათს რომიდან პასუხი მიუვიდა, რომ იტალიაში დაბინავებაში დაეხმარებოდნენ.

გულა 1984 წელს, ფოტოგრაფ სტივ მაკქარის ფოტოთი გახდა საქვეყნოდ ცნობილი, როგორც დევნილი გოგონა, თუმცა მისი რეალური ვინაობა 2002 წლამდე უცნობი იყო. ფოტოგრაფი კვლავ დაუბრუნდა რეგიონს და მწვანეთვალება გოგონა ისევ იპოვა.

2014 წელს ის პაკისტანში გამოჩნდა, მაგრამ მიმალვაში იმყოფებოდა, რადგან ხელისუფლება ყალბი პირადობის მოწმობის შეძენაში ადანაშაულებდა და მის დეპორტაციაზეც გაიცა განკარგულება.

შარბათ გულა, მოგვიანებით ქაბულში გადააფრინეს, სადაც პრეზიდენტმა უმასპინძლა და ახალი ბინის გასაღებიც გადასცა.

იტალია ერთ-ერთი იყო იმ დასავლური სახელმწიფოებიდან, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანების გადაყვანას შეუწყო ხელი.

რომმა განაცხადა, რომ გულას იტალიაში გადაფრენა იმ პროგრამის ნაწილია, რითიც დასავლური სახელმწიფოები ავღანეთის მოსახლეობას დაეხმარებიან.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა