მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

30

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 10:19-ზე, მთვარე მერწყულშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრანსგენდერის როლის შესრულება შეცდომა იყო" - ედი რედმეინი "დანიელ გოგონაში" თამაშს "ნანობს"
"ტრანსგენდერის როლის შესრულება შეცდომა იყო" - ედი რედმეინი "დანიელ გოგონაში" თამაშს "ნანობს"

მსა­ხი­ო­ბი ედი რედ­მე­ი­ნი აცხა­დებს, რომ 2015 წელს გა­და­ღე­ბულ ფილმში, "და­ნი­ე­ლი გო­გო­ნა“, ტრანსგენ­დე­რის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა "შეც­დო­მა“ იყო.

ბრი­ტა­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ტრანსგენ­დე­რის, ლილი ელ­ბის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ოს­კარ­ზეც კი იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი.

გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, ფილ­მს დი­დე­ბა ხვდა წი­ლად, თუმ­ცა ბევ­რი კი­ცხავ­და რედ­მე­ინს და ამ­ტკი­ცებ­და, რომ როლი ტრანსგენ­დერ მსა­ხი­ობს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

"ახლა რომ შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ "და­ნი­ელ გო­გო­ნა­ში“ თა­მა­ში, ალ­ბათ როლ­ზე უარს ვი­ტყო­დი. ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას, სა­უ­კე­თე­სო გან­ზრახ­ვე­ბი მქონ­და გულ­ში, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ შეც­დო­მა და­ვუშ­ვი", - ამ­ბობს ედი.

მსა­ხი­ობ­მა და­ა­მა­ტა,რომ იმე­დი აქვს, მო­მა­ვალ­ში ტრანსგენ­დე­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის როლს თა­ვად ამ უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ და ამა­ტებს: "თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ მსა­ხი­ობს უნდა შე­ეძ­ლოს ითა­მა­შოს ის პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც უნდა, თუ ის პა­ტი­ოს­ნად და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნად მო­ე­კი­დე­ბა თა­ვის საქ­მეს.“

ედი რენ­მე­ი­ნის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ კო­მენ­ტა­რებს ტრანს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია Gendered Intelligence-ის სპი­კე­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ის ავ­თენ­ტუ­რო­ბა, რა­საც ტრანსგენ­დე­რი მსა­ხი­ო­ბის მიერ ტრან­სი პერ­სო­ნა­ჟის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა იძ­ლე­ვა, უფრო მე­ტად აზ­რი­ა­ნი და მრა­ვალმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვი­საც და მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვი­საც. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მო­მა­ვალ­ში ის­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც ტრანს ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბათ, თა­ვად ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოყ­ვე­ბი­ან.

ამ­ჟა­მად, ბრი­ტა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და სულ მალე ის ლონ­დო­ნის თე­ატ­რში, "კა­ბა­რე­ში“ ითა­მა­შებს ემ­სის როლს. ამ პერ­სო­ნაჟს უმე­ტე­სად LGBTQ+ მსა­ხი­ო­ბე­ბი ასა­ხი­ე­რე­ბენ და ამის გამო მე­ო­რე­ჯერ გახ­და რედ­მე­ი­ნი კრი­ტი­კის მსხვერ­პლი. ამა­ზე მსა­ხი­ობ­მა მშვი­დად გა­ნა­ცხა­და: "ხალ­ხს ვთხოვ­დი, ვიდ­რე ჩემს გან­სჯას და­ი­წყებ­დნენ, ჯერ მო­სუ­ლიყ­ვნენ და სპექ­ტაკ­ლი ენა­ხათ“.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
morieli
2

მაგარი ფილმია,არ მესმის რას ნანობს,ძალიან ნიცჰიერი მსახიობია,უმაგრესი შესრულებით,

go-go
3

რა სისულელეა, მაშინ პედოფილის როლი, პედოფილმა?/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები ტრაგედიის ადგილიდან - აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ტრანსგენდერის როლის შესრულება შეცდომა იყო" - ედი რედმეინი "დანიელ გოგონაში" თამაშს "ნანობს"

"ტრანსგენდერის როლის შესრულება შეცდომა იყო" - ედი რედმეინი "დანიელ გოგონაში" თამაშს "ნანობს"

მსახიობი ედი რედმეინი აცხადებს, რომ 2015 წელს გადაღებულ ფილმში, "დანიელი გოგონა“, ტრანსგენდერის როლის შესრულება "შეცდომა“ იყო.

ბრიტანელი ვარსკვლავი ერთ-ერთი პირველი ტრანსგენდერის, ლილი ელბის როლის შესრულებისთვის ოსკარზეც კი იყო ნომინირებული.

გამოსვლისთანავე, ფილმს დიდება ხვდა წილად, თუმცა ბევრი კიცხავდა რედმეინს და ამტკიცებდა, რომ როლი ტრანსგენდერ მსახიობს უნდა შეესრულებინა.

"ახლა რომ შემოეთავაზებინათ "დანიელ გოგონაში“ თამაში, ალბათ როლზე უარს ვიტყოდი. ფილმზე მუშაობისას, საუკეთესო განზრახვები მქონდა გულში, მაგრამ მაინც მგონია, რომ შეცდომა დავუშვი", - ამბობს ედი.

მსახიობმა დაამატა,რომ იმედი აქვს, მომავალში ტრანსგენდერი პერსონაჟების როლს თავად ამ უმცირესობის წარმომადგენელი მსახიობები შეასრულებენ და ამატებს: "თუმცა ნებისმიერ მსახიობს უნდა შეეძლოს ითამაშოს ის პერსონაჟი, რომელიც უნდა, თუ ის პატიოსნად და პასუხისმგებლიანად მოეკიდება თავის საქმეს.“

ედი რენმეინის ბოლოდროინდელ კომენტარებს ტრანს საქველმოქმედო ორგანიზაცია Gendered Intelligence-ის სპიკერი გამოეხმაურა: "ის ავთენტურობა, რასაც ტრანსგენდერი მსახიობის მიერ ტრანსი პერსონაჟის როლის შესრულება იძლევა, უფრო მეტად აზრიანი და მრავალმნიშვნელოვანია მსახიობებისთვისაც და მაყურებლებისთვისაც. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ისტორიებს, რომლებიც ტრანს ადამიანებს ეხებათ, თავად ეს ადამიანები მოყვებიან.

ამჟამად, ბრიტანელი მსახიობი თეატრითაა დაკავებული და სულ მალე ის ლონდონის თეატრში, "კაბარეში“ ითამაშებს ემსის როლს. ამ პერსონაჟს უმეტესად LGBTQ+ მსახიობები ასახიერებენ და ამის გამო მეორეჯერ გახდა რედმეინი კრიტიკის მსხვერპლი. ამაზე მსახიობმა მშვიდად განაცხადა: "ხალხს ვთხოვდი, ვიდრე ჩემს განსჯას დაიწყებდნენ, ჯერ მოსულიყვნენ და სპექტაკლი ენახათ“.

წყარო