პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია" - რას ამბობს ექსპრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი
"ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია" - რას ამბობს ექსპრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი

"ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ციხე ეს არის დას­ჯის ელე­მენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ, რათა მოხ­დეს მისი ახ­ლი­დან აღ­ზრდა. ჩვენ გვიჩ­ნდე­ბა კი­თხვა: ესა­ჭი­რო­ე­ბა თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ხე­ლახ­ლა აღ­ზრდა, რათა აღარ ჩა­ი­დი­ნოს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი? ცხა­დია, არა!" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნელ­მა ად­ვო­კატ­მა ევ­გე­ნი გრუ­შო­ვეც­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ახლა დაც­ვის მხა­რის ამო­ცა­ნაა, ობი­ექ­ტუ­რად გან­სა­ზღვროს, საქ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია და რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, და­ნა­შა­ულს ეხე­ბა, თუ ეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, რო­გორც ზე­წო­ლის ელე­მენ­ტი, რად­გან გრუ­შო­ვე­ცის თქმით, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ში არის ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე­ე­ბი იძე­ნენ იუ­რი­დი­ულ ფორ­მას.

"გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე ვნა­ხე უკ­რა­ი­ნა­ში და ის მი­ხე­ი­ლი, რო­მე­ლიც ახლა ჰოს­პი­ტალ­შია, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნია. შე­იძ­ლე­ბა არ ვი­ტყვი რამე პო­პუ­ლა­რულს, მაგ­რამ მე არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ იმ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­შიც კი, რო­მე­ლიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ის შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი თავი სწო­რად და ხა­რის­ხი­ა­ნად და­იც­ვას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ჰყავს ად­ვო­კა­ტე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მოხ­და, შიმ­ში­ლო­ბის პე­რი­ო­დი უკ­ვა­ლოდ ნამ­დვი­ლად არ გა­სუ­ლა და ჩემი ღრმა რწმე­ნით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა სულ მცი­რე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მე არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ შე­უძ­ლი­ათ ჰოს­პი­ტალ­ში ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, მაგ­რამ ის, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად ვერ შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი თა­ვის ხა­რის­ხი­ა­ნად და სწო­რად დაც­ვას, ეს ფაქ­ტია. ჩვენ გა­მოგ­ვიყ­ვეს ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, გან­ვი­ხი­ლეთ სა­კი­თხე­ბი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­წე­რა რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვჭირ­დე­ბა მის და­სა­ცა­ვად, მათ შო­რის, იმ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც აქა­უ­რო­ბას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ჩა­ვა­ტა­რებთ სხვა შეხ­ვედ­რებს ად­ვო­კა­ტებ­თან და ექი­მებ­თან, იმის­თვის, რომ შე­ვი­მუ­შა­ოთ ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია დაც­ვის­თვის.

გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ იმით, რომ 2006-2007 წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 2018 წელს ადა­მი­ა­ნი გა­ა­სა­მარ­თლეს და 2021 წელს ის იხ­დის სას­ჯელს. მე არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს არის ის სწო­რი იუ­რისპრუ­დენ­ცია და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც გა­წე­რია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ა­ში, მაგ­რამ ეს მო­ცე­მუ­ლო­ბაა და ამა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ.

სი­ნამ­დვი­ლე­ში პრობ­ლე­მა კომ­პლექ­სუ­რია, ეს არ არის მხო­ლოდ ერთ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა, ბევ­რი საქ­მე ვი­ცით, არის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­ნა­ჩე­ნი უკვე გა­მო­ტა­ნი­ლია, არის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში და არის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ გვეს­მის, რომ უნდა შე­ვა­და­როთ ობი­ექ­ტუ­რად, ეს იყო რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­გორც ზე­წო­ლის ელე­მენ­ტი, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვი­ცით, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ში არის ასე­თი საქ­მე­ე­ბი, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე­ე­ბი იძე­ნენ იუ­რი­დი­ულ ფორ­მას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, მივ­ცეთ შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა არა მხო­ლოდ ერთ ცალ­კე აღე­ბულ საქ­მეს, არა­მედ სის­ხლის სა­მარ­თლის ყვე­ლა საქ­მეს კომ­პლექ­სუ­რად და შემ­დეგ გან­ვსა­ზღვროთ, რო­გორ შევ­ძლებთ დახ­მა­რე­ბას. მე ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ის ადა­მი­ა­ნი არ არის, რო­მე­ლიც ახლა სა­პა­ტიმ­რო­ში უნდა იყოს. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ციხე - ეს არის დას­ჯის ელე­მენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ, რათა მოხ­დეს მისი ახ­ლი­დან აღ­ზრდა. ჩვენ გვიჩ­ნდე­ბა კი­თხვა: ესა­ჭი­რო­ე­ბა თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ხე­ლახ­ლა აღ­ზრდა, რათა აღარ ჩა­ი­დი­ნოს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი? ცხა­დი, არა! და არ შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ვი­წყოთ, რომ ის არის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე და ჩვენ რო­გორც ად­ვო­კა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან, გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რათა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფომ და­იც­ვას თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სხვა ქვეყ­ნებ­ში და ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რომ­ლებ­საც აქვთ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

რატომ გონიათ რომ რასაც იტყვიან იმას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ? წადი რა შენს უკრაინაში და იქ იბჟუტურე.....

კახელი
0

ჰე ბიჭო! თუ ხედავ რო სხვადასხვაა გაანებე ამას თავი და მეორე მოძებნე!!!

ავტორი:

"ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია" - რას ამბობს ექსპრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი

"ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია" - რას ამბობს ექსპრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი

"ყველამ ვიცით, რომ ციხე ეს არის დასჯის ელემენტი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული მოქალაქის მიმართ, რათა მოხდეს მისი ახლიდან აღზრდა. ჩვენ გვიჩნდება კითხვა: ესაჭიროება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ხელახლა აღზრდა, რათა აღარ ჩაიდინოს ახალი დანაშაული? ცხადია, არა!" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ახლა დაცვის მხარის ამოცანაა, ობიექტურად განსაზღვროს, საქმეები, რომლებზეც განაჩენი გამოტანილია და რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სააკაშვილის წინააღმდეგ, დანაშაულს ეხება, თუ ეს გამოყენებულია, როგორც ზეწოლის ელემენტი, რადგან გრუშოვეცის თქმით, ყველა სახელმწიფოში არის ასეთი შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური საქმეები იძენენ იურიდიულ ფორმას.

"გულწრფელად გეტყვით, რომ ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია. შეიძლება არ ვიტყვი რამე პოპულარულს, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ სასამართლო პროცესებშიც კი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ის შეძლებს საკუთარი თავი სწორად და ხარისხიანად დაიცვას, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს ადვოკატები და უფლებადამცველები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მოვლენები, რომლებიც მოხდა, შიმშილობის პერიოდი უკვალოდ ნამდვილად არ გასულა და ჩემი ღრმა რწმენით, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად სჭირდება სულ მცირე რეაბილიტაცია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შეუძლიათ ჰოსპიტალში ყველა საჭიროების დაკმაყოფილება, მაგრამ ის, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანი ნამდვილად ვერ შეძლებს საკუთარი თავის ხარისხიანად და სწორად დაცვას, ეს ფაქტია. ჩვენ გამოგვიყვეს ნახევარი საათი კომუნიკაციისთვის, განვიხილეთ საკითხები, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა რამდენიმე განცხადება, რომლებიც ჩვენ გვჭირდება მის დასაცავად, მათ შორის, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც აქაურობასთან არ არის დაკავშირებული და შესაბამისად, ახლა ჩავატარებთ სხვა შეხვედრებს ადვოკატებთან და ექიმებთან, იმისთვის, რომ შევიმუშაოთ ერთიანი სტრატეგია დაცვისთვის.

გულწრფელად გითხრათ, ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რომ 2006-2007 წლების მოვლენებთან დაკავშირებით 2018 წელს ადამიანი გაასამართლეს და 2021 წელს ის იხდის სასჯელს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ის სწორი იურისპრუდენცია და სამართლიანი სასამართლო, რომელიც გაწერია ადამიანის უფლებათა კონვენციაში, მაგრამ ეს მოცემულობაა და ამაზე ვიმუშავებთ.

სინამდვილეში პრობლემა კომპლექსურია, ეს არ არის მხოლოდ ერთ საქმესთან დაკავშირებული პრობლემა, ბევრი საქმე ვიცით, არის საქმეები, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია, არის საქმეები, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და არის საქმეები, რომლებზეც მოკვლევა მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის, რომ უნდა შევადაროთ ობიექტურად, ეს იყო რაღაც დანაშაულებები თუ ეს შესაძლებელია, როგორც ზეწოლის ელემენტი, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ყველა სახელმწიფოში არის ასეთი საქმეები, როდესაც პოლიტიკური საქმეები იძენენ იურიდიულ ფორმას. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენი ამოცანაა, მივცეთ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არა მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ საქმეს, არამედ სისხლის სამართლის ყველა საქმეს კომპლექსურად და შემდეგ განვსაზღვროთ, როგორ შევძლებთ დახმარებას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი არ არის, რომელიც ახლა საპატიმროში უნდა იყოს. ყველამ ვიცით, რომ ციხე - ეს არის დასჯის ელემენტი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული მოქალაქის მიმართ, რათა მოხდეს მისი ახლიდან აღზრდა. ჩვენ გვიჩნდება კითხვა: ესაჭიროება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ხელახლა აღზრდა, რათა აღარ ჩაიდინოს ახალი დანაშაული? ცხადი, არა! და არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე და ჩვენ როგორც ადვოკატები უკრაინიდან, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინის სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქეები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში და ნებისმიერ სიტუაციაში, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური სარჩული“, - განაცხადა ადვოკატმა.