სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ზეღდულეთის სიახლოვეს ხმაურია - რატომ გეგმავს მოსახლეობა საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას?
სოფელ ზეღდულეთის სიახლოვეს ხმაურია - რატომ გეგმავს მოსახლეობა საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას?

სო­ფელ ზეღ­დუ­ლე­თის სი­ახ­ლო­ვეს ხმა­უ­რია, სა­დაც სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა 10 წლის წინ გა­ყი­დულ სა­ძო­ვარ ფარ­თო­ბებ­ზე და­ვას აგ­რძე­ლებს.

ოთხი დღის წინ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ მი­წის მე­სა­კუთ­რეს ფარ­თო­ბის და­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს და ად­გილ­ზე მიყ­ვა­ნი­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კა უკან გა­აბ­რუ­ნეს.

შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხუთ­დღი­ან ვა­და­ზე შე­თან­ხმდნენ, დღეს კი, შე­თან­ხმე­ბი­დან მე­ო­თხე დღეს, სოფ­ლის მცხოვ­რებ­თა ერ­თმა ნა­წილ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გა­და­კეტ­ვა გა­და­წყვი­ტა და 100-მდე ადა­მი­ა­ნი ზეღ­დუ­ლე­თი­დან ავ­ტო­ბა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფე­ხით გა­ე­შუ­რა.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. პო­ლი­ცია მო­ქა­ლა­ქე­ებს ავ­ტო­ბან­ზე ას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. შეკ­რე­ბი­ლებს, ამ წუ­თებ­ში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლე თა­მაზ ში­ოშ­ვი­ლი და ზეღ­დუ­ლე­თი­სა და შავ­შვე­ბის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კობა ბე­რი­ა­ნი­ძე ხვდე­ბი­ან.

"პირ­ვე­ლი, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­სა­ღე­ბია, არის ის, რომ ავ­ტო­ბა­ნის გა­და­კეტ­ვა არ უნდა მოხ­დეს და არ უნდა შე­ფერ­ხდეს ის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ვინც მა­გის­ტრალ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა. მე­ო­რე გახ­ლავთ ის, რომ უნდა მო­ი­ძებ­ნოს გარ­კვე­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი. 2011 წელს, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სოფ­ლის კუთ­ვნი­ლი სა­ძოვ­რე­ბი გა­ყი­და და თქვენ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გა­მოხ­ვე­დით, მა­შინ მეც თქვენს გვერ­დით ვი­დე­ქი, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლით, რომ გვე­ჯობ­ნა იმ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ჟი­მის­თვის. მა­შინ­დელ­მა მფლო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი 75 ჰა უცხო­ელ ინ­ვეს­ტორ­ზე გა­ას­ხვი­სა, რო­მელ­მაც, ამ­ჟა­მად, კი­დევ ერთხელ გა­ყი­და მი­წის ეს ფარ­თო­ბე­ბი. ეს შემ­ძე­ნი არის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მყიდ­ვე­ლი და ფორ­მა, რო­მელ­საც თქვენ ითხოვთ, რომ მოხ­დეს ამ ადა­მი­ა­ნის­თვის მი­წის წარ­თმე­ვა, არის უკა­ნო­ნო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე გთა­ვა­ზობთ, რომ მოვ­ძებ­ნოთ კა­ნო­ნი­ე­რი გა­მო­სა­ვა­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და შეკ­რე­ბი­ლებს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლემ თა­მაზ ში­ოშ­ვილ­მა.

ავტორი:

სოფელ ზეღდულეთის სიახლოვეს ხმაურია - რატომ გეგმავს მოსახლეობა საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას?

სოფელ ზეღდულეთის სიახლოვეს ხმაურია - რატომ გეგმავს მოსახლეობა საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას?

სოფელ ზეღდულეთის სიახლოვეს ხმაურია, სადაც სოფლის მოსახლეობა 10 წლის წინ გაყიდულ საძოვარ ფართობებზე დავას აგრძელებს.

ოთხი დღის წინ, აღნიშნული სოფლის მოსახლეობამ მიწის მესაკუთრეს ფართობის დამუშავების საშუალება არ მისცეს და ადგილზე მიყვანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უკან გააბრუნეს.

შეთანხმების მისაღწევად, სოფლის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხუთდღიან ვადაზე შეთანხმდნენ, დღეს კი, შეთანხმებიდან მეოთხე დღეს, სოფლის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა გადაწყვიტა და 100-მდე ადამიანი ზეღდულეთიდან ავტობანის მიმართულებით ფეხით გაეშურა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. პოლიცია მოქალაქეებს ავტობანზე ასვლის საშუალებას არ აძლევს. შეკრებილებს, ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და ზეღდულეთისა და შავშვების ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბერიანიძე ხვდებიან.

"პირველი, რა გადაწყვეტილებაც მისაღებია, არის ის, რომ ავტობანის გადაკეტვა არ უნდა მოხდეს და არ უნდა შეფერხდეს ის უამრავი ადამიანი, ვინც მაგისტრალზე გადაადგილდება. მეორე გახლავთ ის, რომ უნდა მოიძებნოს გარკვეული გამოსავალი. 2011 წელს, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოფლის კუთვნილი საძოვრები გაყიდა და თქვენ პროტესტის ნიშნად გამოხვედით, მაშინ მეც თქვენს გვერდით ვიდექი, მაგრამ ვერ შევძელით, რომ გვეჯობნა იმჟამინდელი რეჟიმისთვის. მაშინდელმა მფლობელმა აღნიშნული 75 ჰა უცხოელ ინვესტორზე გაასხვისა, რომელმაც, ამჟამად, კიდევ ერთხელ გაყიდა მიწის ეს ფართობები. ეს შემძენი არის კეთილსინდისიერი მყიდველი და ფორმა, რომელსაც თქვენ ითხოვთ, რომ მოხდეს ამ ადამიანისთვის მიწის წართმევა, არის უკანონო. აქედან გამომდინარე, მე გთავაზობთ, რომ მოვძებნოთ კანონიერი გამოსავალი“, - განუცხადა შეკრებილებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.