მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგა გულისხმიერი ადამიანი და მამაცი ჯარისკაცი იყო" - გმირი ექიმი, რომლის სახელსაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი ატარებს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯარიდან გაუშვეს
"გოგა გულისხმიერი ადამიანი და მამაცი ჯარისკაცი იყო" - გმირი ექიმი, რომლის სახელსაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი ატარებს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯარიდან გაუშვეს

გო­რის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მკურ­ნა­ლობს, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს და­ღუ­პუ­ლი ექი­მის გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ხელს ატა­რებს. მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც სამ­ხედ­რო, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს და აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რით. ჰოს­პი­ტალს გმი­რი ექი­მის სა­ხე­ლი 2013 წელს მი­ე­ნი­ჭა.

  • ვინ იყო გი­ორ­გი (გოგა) აბ­რა­მიშ­ვი­ლი

გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლი სიღ­ნაღ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ის ქუჩა, სა­დაც ის ცხოვ­რობ­და, დღეს მის სა­ხელს ატა­რებს.

2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს ექი­მი გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლა ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბას - სას­წრა­ფოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი. სა­ა­ვად­მყო­ფო იყო პირ­ვე­ლი, იმ ობი­ექ­ტე­ბის სი­ა­ში, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის სა­მიზ­ნე უნდა გამ­ხდა­რი­ყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ექიმს უთხრეს, მაგ­რამ ის მა­ინც დარ­ჩა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში... ის ჰოს­პიტ­ლის ეზო­ში მტრის გახ­სნილ ცე­ცხლს ემსხვერ­პლა.

  • "გოგა სამ­შობ­ლოს­თვის იბ­რძო­და და მის­თვის სუნ­თქავ­და“

"გოგა 2007 წელს გა­და­ვი­და გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში. ომი რომ და­ი­წყო, ის ჰოს­პი­ტალ­ში თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით - ქი­რურ­გად მუ­შა­ობ­და. იმ­ჟა­მად მე ტყვი­ავ­ში, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლის უფ­რო­სი მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი. 11 აგ­ვის­ტოს ჩა­ვე­დი გორ­ში, ჰოს­პი­ტა­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო, მხო­ლოდ გოგა და რამ­დე­ნი­მე ექი­მი­ღა შე­მორ­ჩა იქა­უ­რო­ბას, ანუ ად­გილ­ზე ექი­მე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა იყო, ჰოს­პი­ტა­ლი რომ ვერ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. გოგა ევა­კუ­ა­ცი­ას არ და­ე­მორ­ჩი­ლა, მი­თხრა, - ვერ წა­ვალ, ვინ­მე მო­რო­დი­ო­რი არ შე­მო­ვარ­დეს, ტექ­ნი­კა მი­სა­ხე­დი­აო და დარ­ჩა. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ბოლო ნახ­ვა იყო“ - იხ­სე­ნებს ასე­ვე სამ­ხედ­რო ექი­მი, თა­და­რი­გის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ლაშა ქო­ი­ა­ვა.

მისი თქმით, 2006 წლის და­სა­წყის­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს.

ლაშა ქო­ი­ა­ვა:

- მე და გოგა ერ­თად ვსწავ­ლობ­დით სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში, სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე, ის ჩემ­ზე ერთი კურ­სით დაბ­ლა იყო. მერე შევ­ხვდით აფხა­ზე­თის ომში, გოგა "თეთ­რი გი­ორ­გის“ ბა­ტა­ლი­ონ­ში იყო, მე - პირ­ვე­ლი ბრი­გა­დის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. ომი ერ­თად მო­ვი­ა­რეთ, შემ­დეგ გოგა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში მსა­ხუ­რობ­და. მან ქი­რურ­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღო და, სხვა­თა შო­რის, შე­სა­ნიშ­ნავ ქი­რურ­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ჩვენ ერ­თად ვი­ყა­ვით სწავ­ლე­ბა­ზე - "კა­ხე­თი - 2002“, გე­მახ­სოვ­რე­ბათ, პუ­ტინს დე­სან­ტის გად­მოს­ხმა რომ უნ­დო­და, იმ პე­რი­ოდ­ში. იმ­ჟა­მად და­ვით თევ­ზა­ძემ ჯარი გაგ­ვიშ­ვა და პან­კი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე დაგ­ვა­ყე­ნა. გოგა იქ სამ თვეს იყო გა­უს­ვლე­ლად, ჩვე­ნი ჯა­რის და იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე იდგა, ბევ­რს კურ­ნავ­და, ძალ­ზე გუ­ლის­ხმი­ე­რი ექი­მი იყო, და­უ­ზა­რე­ლი და დიდი პი­როვ­ნე­ბა.

რო­გორც კი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ჯარ­ში რა­ღაც ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და­ი­წყეს, ნა­ო­მარ ხალ­ხს ჯა­რი­დან ყრიდ­ნენ. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა იმ­ხა­ნად 2000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გა­უშ­ვა, 2 თვე­ში ჯარი და­შა­ლა და აბ­სო­ლუ­ტურ ნულ­ზე და­იყ­ვა­ნა. და­ვით თევ­ზა­ძემ მი­ნის­ტრო­ბი­სას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­აგ­ზავ­ნა სას­წავ­ლებ­ლად სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში - ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­მაც აფხა­ზე­თის ომი გა­მო­ი­ა­რეს და არა­ნა­ი­რი სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, ზოგი უკ­რა­ი­ნა­ში გა­უშ­ვა, ზოგი - საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, ინ­გლი­სა და თურ­ქეთ­ში. მა­ინც ფი­ლო­სო­ფო­სი კა­ცია და ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზეც ზრუ­ნავ­და, აპი­რებ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ჯა­რის ქარ­თუ­ლი სკო­ლა ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა.

მო­ვიდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და ყვე­ლა გა­ყა­რეს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჯა­რი­დან გო­გაც გა­უშ­ვეს, რის შემ­დე­გაც ეუთო - ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ( 2005-ში მე, მომ­დევ­ნო წლის და­სა­წყის­ში კი გოგა გა­მო­უშ­ვეს). 2007 წელს გა­და­ვი­და გოგა გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში. ომი როცა და­ი­წყო, ის ჰოს­პი­ტალ­ში თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით - ქი­რურ­გად მუ­შა­ობ­და.

იმ­ჟა­მად მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ორი ვერ­სია ვრცელ­დე­ბო­და. იყო ლა­პა­რა­კი, რომ გოგა ვერ­ტმფრე­ნის ტყვი­ამფრქვე­ვის ტყვი­ით და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ­ტმფრე­ნის ტყვი­ამფრქვე­ვის ჯერ­მა გა­და­ტე­ხა ხე და ეს ხე და­ე­ცა გო­გას. ის ჰოს­პი­ტა­ლის ეზო­ში იპო­ვეს. რო­მე­ლია ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, არ ვიცი, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, გოგა ომს და ვერ­ტმფრე­ნი­დან გახ­სნილ ცე­ცხლს შე­ე­წი­რა. რუ­სებ­მა იცოდ­ნენ, რომ იქ ჰოს­პი­ტა­ლი იყო და წე­სით, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ცე­ცხლი არ უნდა გა­ეხ­სნათ... გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ ეს­რო­ლა ვერ­ტმფრენ­მა ჰოს­პი­ტა­ლის ტე­რი­ტო­რი­ას. მერე, დაჭ­რი­ლე­ბის მი­ღე­ბის მთე­ლი სიმ­ძი­მე ჩვენ­მა, ტყვი­ა­ვის სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­მა აიღო..

გოგა გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მი და მა­მა­ცი ჯა­რის­კა­ცი იყო, რო­გო­რე­ბიც არი­ან ომში კა­ხე­ლე­ბი - მა­მა­ცი, გუ­ლა­დი, სა­ი­მე­დო... ჩვენ კარ­გი მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ის ასე­ვე, მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა და მე­უღ­ლე იყო, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა. ყვე­ლა ღირ­სე­ბას­თან ერ­თად, მას სას­წა­უ­ლი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და, ქი­ზი­ყე­ლი კაცი იყო, სამ­შობ­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მის­თვის იბ­რძო­და და მის­თვის სუნ­თქავ­და.

გო­რის ჰოს­პი­ტალს გო­გას სა­ხე­ლი 2013 წლი­დან მი­ე­ნი­ჭა. მგონი, ცი­ნი­კუ­რია ის ამ­ბა­ვი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გოგა აბ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაგოდეხი
2

ტანია ❤

კომენტარი
20

ანუ რა გამოდის ქოიავას მოყოლილიდან, რომ ევაკუაცია გამოცხადდა , გიორგი არ დაემორჩილა და მოროდიორებისგან ტექნიკა რომ დაეცვა , იმიტომ დარჩა კლინიკაში? ანუ საავადმყოფო ევაკუირებული იყო ექიმიან-პაციენტიანად და ექიმი დარჩა კლინიკის ტექნიკის გამო? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გოგა გულისხმიერი ადამიანი და მამაცი ჯარისკაცი იყო" - გმირი ექიმი, რომლის სახელსაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი ატარებს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯარიდან გაუშვეს

"გოგა გულისხმიერი ადამიანი და მამაცი ჯარისკაცი იყო" - გმირი ექიმი, რომლის სახელსაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი ატარებს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯარიდან გაუშვეს

გორის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ექიმის გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს. მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. ჰოსპიტალს გმირი ექიმის სახელი 2013 წელს მიენიჭა.

  • ვინ იყო გიორგი (გოგა) აბრამიშვილი

გიორგი აბრამიშვილი სიღნაღში დაიბადა და გაიზარდა. ის ქუჩა, სადაც ის ცხოვრობდა, დღეს მის სახელს ატარებს.

2008 წლის 11 აგვისტოს ექიმი გიორგი აბრამიშვილი არ დაემორჩილა ევაკუაციის ბრძანებას - სასწრაფოდ დაეტოვებინა გორის სამხედრო ჰოსპიტალი. საავადმყოფო იყო პირველი, იმ ობიექტების სიაში, რომელიც რუსული ავიაციის სამიზნე უნდა გამხდარიყო. ეს ყველაფერი ექიმს უთხრეს, მაგრამ ის მაინც დარჩა საავადმყოფოში... ის ჰოსპიტლის ეზოში მტრის გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

  • "გოგა სამშობლოსთვის იბრძოდა და მისთვის სუნთქავდა“

"გოგა 2007 წელს გადავიდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ომი რომ დაიწყო, ის ჰოსპიტალში თავისი სპეციალობით - ქირურგად მუშაობდა. იმჟამად მე ტყვიავში, საველე ჰოსპიტალის უფროსი მეთაური ვიყავი. 11 აგვისტოს ჩავედი გორში, ჰოსპიტალი ოკუპირებული იყო, მხოლოდ გოგა და რამდენიმე ექიმიღა შემორჩა იქაურობას, ანუ ადგილზე ექიმების ის რაოდენობა იყო, ჰოსპიტალი რომ ვერ იფუნქციონირებდა. გოგა ევაკუაციას არ დაემორჩილა, მითხრა, - ვერ წავალ, ვინმე მოროდიორი არ შემოვარდეს, ტექნიკა მისახედიაო და დარჩა. რას წარმოვიდგენდი, რომ ბოლო ნახვა იყო“ - იხსენებს ასევე სამხედრო ექიმი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ქოიავა.

მისი თქმით, 2006 წლის დასაწყისში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში გიორგი აბრამიშვილი სამხედრო სამსახურიდან გაუშვეს.

ლაშა ქოიავა:

- მე და გოგა ერთად ვსწავლობდით სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, ის ჩემზე ერთი კურსით დაბლა იყო. მერე შევხვდით აფხაზეთის ომში, გოგა "თეთრი გიორგის“ ბატალიონში იყო, მე - პირველი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ვიყავი. ომი ერთად მოვიარეთ, შემდეგ გოგა შეიარაღებული ძალების საველე ჰოსპიტალში მსახურობდა. მან ქირურგის კვალიფიკაცია მიიღო და, სხვათა შორის, შესანიშნავ ქირურგად ჩამოყალიბდა.

ჩვენ ერთად ვიყავით სწავლებაზე - "კახეთი - 2002“, გემახსოვრებათ, პუტინს დესანტის გადმოსხმა რომ უნდოდა, იმ პერიოდში. იმჟამად დავით თევზაძემ ჯარი გაგვიშვა და პანკისის მიმართულებაზე დაგვაყენა. გოგა იქ სამ თვეს იყო გაუსვლელად, ჩვენი ჯარის და იქაური მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა, ბევრს კურნავდა, ძალზე გულისხმიერი ექიმი იყო, დაუზარელი და დიდი პიროვნება.

როგორც კი "ნაციონალები“ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჯარში რაღაც ექსპერიმენტები დაიწყეს, ნაომარ ხალხს ჯარიდან ყრიდნენ. ირაკლი ოქრუაშვილმა იმხანად 2000 სამხედრო მოსამსახურე გაუშვა, 2 თვეში ჯარი დაშალა და აბსოლუტურ ნულზე დაიყვანა. დავით თევზაძემ მინისტრობისას უამრავი ადამიანი გააგზავნა სასწავლებლად სხვადასხვა ქვეყანაში - ბიჭები, რომლებმაც აფხაზეთის ომი გამოიარეს და არანაირი სამხედრო განათლება არ ჰქონდათ, ზოგი უკრაინაში გაუშვა, ზოგი - საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ინგლისა და თურქეთში. მაინც ფილოსოფოსი კაცია და ჯარისკაცების განათლებაზეც ზრუნავდა, აპირებდა თანამედროვე ჯარის ქართული სკოლა ჩამოეყალიბებინა.

მოვიდნენ "ნაციონალები" და ყველა გაყარეს.

"სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯარიდან გოგაც გაუშვეს, რის შემდეგაც ეუთო - ში დაიწყო მუშაობა ( 2005-ში მე, მომდევნო წლის დასაწყისში კი გოგა გამოუშვეს). 2007 წელს გადავიდა გოგა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ომი როცა დაიწყო, ის ჰოსპიტალში თავისი სპეციალობით - ქირურგად მუშაობდა.

იმჟამად მისი გარდაცვალების ორი ვერსია ვრცელდებოდა. იყო ლაპარაკი, რომ გოგა ვერტმფრენის ტყვიამფრქვევის ტყვიით დაიღუპა, მეორე ინფორმაციით, ვერტმფრენის ტყვიამფრქვევის ჯერმა გადატეხა ხე და ეს ხე დაეცა გოგას. ის ჰოსპიტალის ეზოში იპოვეს. რომელია ზუსტი ინფორმაცია, არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში, გოგა ომს და ვერტმფრენიდან გახსნილ ცეცხლს შეეწირა. რუსებმა იცოდნენ, რომ იქ ჰოსპიტალი იყო და წესით, არავითარ შემთხვევაში ცეცხლი არ უნდა გაეხსნათ... გაურკვეველია, რატომ ესროლა ვერტმფრენმა ჰოსპიტალის ტერიტორიას. მერე, დაჭრილების მიღების მთელი სიმძიმე ჩვენმა, ტყვიავის საველე ჰოსპიტალმა აიღო..

გოგა გულისხმიერი ადამიანი, პროფესიონალი ექიმი და მამაცი ჯარისკაცი იყო, როგორებიც არიან ომში კახელები - მამაცი, გულადი, საიმედო... ჩვენ კარგი მეგობრები და თანამებრძოლები ვიყავით. ის ასევე, მოსიყვარულე მამა და მეუღლე იყო, პასუხისმგებლიანი პიროვნება. ყველა ღირსებასთან ერთად, მას სასწაული იუმორის გრძნობა ჰქონდა, ქიზიყელი კაცი იყო, სამშობლოს ემსახურებოდა, მისთვის იბრძოდა და მისთვის სუნთქავდა.

გორის ჰოსპიტალს გოგას სახელი 2013 წლიდან მიენიჭა. მგონი, ცინიკურია ის ამბავი, რომ მიხეილ სააკაშვილს გოგა აბრამიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.