პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი - არ არის საინტერესო ჩემთვის, მითუმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო" - ირაკლი ღარიბაშვილი
"რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი - არ არის საინტერესო ჩემთვის, მითუმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მა­შინ, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მათ მო­ა­ხერ­ხეს და შექ­მნეს ე.წ. მე­გო­ბარ­თა კლუ­ბე­ბი. ვგუ­ლის­ხმობ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, კონ­გრეს­მე­ნებს და სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ტი­კურ ცენ­ტრებ­ში და­საქ­მე­ბულ ე.წ. ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც დღე­საც აქ­ტი­უ­რო­ბენ და არა ქვეყ­ნის მე­გო­ბარ­თა კლუ­ბებ­ში, არა­მედ პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბა და მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ მათ" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, მარ­ტი­ვი ასახ­სნე­ლია, რას იტყვის რო­მე­ლი­მე მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ან კონ­გრეს­მე­ნი.

"ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქმე­დე­ბით და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ შეგ­ვიძ­ლია, და­გეგ­მილ სა­ინ­ფორ­მა­ციო, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ომს ვუ­პა­სუ­ხოთ ჩვე­ნი საქ­მით. ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გვქონ­და ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი.

ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­გო­ბარ­თა კლუ­ბე­ბი არ­სე­ბო­ბენ, მათ შო­რის, ევ­რო­პა­ში, აშშ-ში და მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩემ­თვის, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უინ­ტე­რე­სოა. მა­შინ, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მათ მო­ა­ხერ­ხეს და შექ­მნეს ე.წ. მე­გო­ბარ­თა კლუ­ბე­ბი. ვგუ­ლის­ხმობ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, კონ­გრეს­მე­ნებს და სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ტი­კურ ცენ­ტრებ­ში და­საქ­მე­ბულ ე.წ ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც დღე­საც აქ­ტი­უ­რო­ბენ და არა ქვეყ­ნის მე­გო­ბარ­თა კლუ­ბებ­ში, არა­მედ პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბა და მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ მათ. მათ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ლი­ო­ნე­ბი აქვთ და­ხარ­ჯუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და არა პი­რა­დი ან პარ­ტი­ის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის მარ­ტი­ვი ასახ­სნე­ლია, რას იტყვის რო­მე­ლი­მე მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ან კონ­გრეს­მე­ნი - არ არის სა­ინ­ტე­რე­სო ჩემ­თვის, მი­თუ­მე­ტეს, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არ უნდა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
1

ყოველგვარი ირონიის გარეშე, ბატონო ირაკლი, თქვენს პრინციპულ პოზიციაზეა დამოკიდებული ბევრი რამ, განსაკუთრებით ამ ძნელბედობის ჟამს უმთავრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის ფიზიკური გადარჩენა ! მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას თქვენს გუნდთან ერთად შეძლებთ !

შეგეწიოთ მაღალი ღმერთი ამ კეთილშობილური მიზნების აღსრულებაში !

ანტონი
4

ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით.. პრიკოლია ეს კაცი))

ავტორი:

"რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი - არ არის საინტერესო ჩემთვის, მითუმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო" - ირაკლი ღარიბაშვილი

"რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი - არ არის საინტერესო ჩემთვის, მითუმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები. ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და არა ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი.

"ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, დაგეგმილ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს ვუპასუხოთ ჩვენი საქმით. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ ყველა მიმართულებით გვქონდა ხელშესახები პროგრესი.

ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, აშშ-ში და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები. ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და არა ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოწირულობებიდან. შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი - არ არის საინტერესო ჩემთვის, მითუმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.