პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არალეგალი მიგრანტები საზღვრის გადაკვეთას ისევ ცდილობენ.
მათივე თქმით, ბელარუსის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა საზღვარზე მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესა, თუმცა საზღვრის კვეთის ფაქტები მაინც ხდება.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მხოლოდ 22 ნოემბერს ბელარუსიდან პოლონეთში დაახლოებით 50 მიგრანტი გადავიდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბელარუსის ხელისუფლებამ საზღვრის პირას მყოფი მიგრანტები თავშესაფარში გადაიყვანა, ლტოლვილების მიერ მოწყობილი ბანაკი კი დაშალა. ამასთან, 100-ზე მეტმა მიგრანტმა ბელარუსი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.
ვარშავაში ფიქრობენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი არ აპირებს საკუთარ გეგმებზე უარის თქმას და კვლავ ეცდება ევროკავშირის წინააღმდეგ მიგრანტები პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს.
ეს მიგრანტები ლუკაშენკომ ჩამოიყვანა. ხოდა მიხედოს, დააპუროს, ჩააცვას, საცხოვრებელი მისცეს და თუ უნდა თავისთან დაასახლოს. პოლონეთი რა შუაშია?
მიგრანტებს ამერიკა იყენებს და არა ბელორუსი, ბელორუსს არ მოუწვევია ისინი, ვინ აიძულა ისინი ლტოლვილები გამხდარიყვნენ იმათ მოსთხოვეთ პასუხი.თქვენ (პოლონელებს) ნათელია ვის დავალებებსაც ასრულებთ. გაუკეთეთ ,, კორიდორი" და გააცილეთ თქვენი ქვეყნიდან. რატომ არ უშვებთ სხვა ქვეყანაში?