მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება, რათა მკურნალობა გავაგრძელოთ" - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება, რათა მკურნალობა გავაგრძელოთ" - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ექი­მი ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ფსი­ქო­ლო­გი­სა და ფსი­ქი­ატ­რის და­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო.

რო­გორც მან გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით საფრ­თხე­ე­ბი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს.

"მთხო­ვა ქალ­ბა­ტონ მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დე, ეს არის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კო­მი­სია, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი სთხოვს, რომ მო­ვი­დეს ამ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია გა­ი­ა­რონ. მე მგო­ნია, რომ სა­ჭი­როა ფსი­ქო­ლო­გი­სა და ფსი­ქი­ატ­რის და­მა­ტე­ბა ამ დიდ ჯგუფ­თან ერ­თად, რომ მისი მკურ­ნა­ლო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ. მად­ლო­ბას უხ­დის ჰოს­პიტ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს, მთა­ვარ ექიმს, მკურ­ნალ, ექიმს და ა.შ. დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ამა­სა და გლ­დანს შორს, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო მა­ინც სა­ა­ვად­მყო­ფოა“, - გა­ნა­ცხა­და ყიფ­ში­ძემ.

მან გან­მარ­ტა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ისე­თი­ვე ფან­ჯა­რა სურ­და, რო­გო­რიც გლ­და­ნის ცი­ხე­ში ჰქონ­და, რა­საც მცი­რე­დი გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვა. თუმ­ცა, ყიფ­ში­ძის თქმით, მას პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას და­პირ­დნენ.

"დღეს მე შევ­ხვდი ბად­რაგს, ჰოს­პიტ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, შემ­დეგ ყვე­ლა ერ­თად შე­ვე­დით ბა­ტონ პრე­ზი­დენ­ტთან, ეს ამ­ბა­ვი მგო­ნი დამ­თავ­რდა და მგო­ნი ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი აღარ იქ­ნე­ბა. მო­გახ­სე­ნებთ, რომ ახლა ფან­ჯა­რა ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ისე­თი ფან­ჯრის და­ყე­ნე­ბა უნ­დო­და, რო­გო­რიც გლ­და­ნის ცი­ხე­ში ჰქონ­და, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 1 სმ-ით იხ­სნე­ბა, იმის გამო, რომ პრე­ზი­დენ­ტი ვერ და­დის და ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა, მზის სხი­ვე­ბი, სი­ნათ­ლე სჭირ­დე­ბა, ამა­ზე იყო დიდი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა გა­და­წყდა“,-გა­ნა­ცხა­და ყიფ­ში­ძემ.

მისი თქმით, თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ერ­თონ.

"საფრ­თხე­ე­ბი კი­დევ არ­სე­ბობს, ვერ გე­ტყვით, რომ საფრ­თხემ ჩა­ი­ა­რა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ და ვნა­ხოთ, რო­გორ და რა იქ­ნე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და ყიფ­ში­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა , რომ ხვალ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მისი ად­ვო­კა­ტე­ბი და რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი მო­ი­ნა­ხუ­ლებს

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
0

სირცხვილი ჩვენი, მიშას არაადეკვატურობა თუ ოფიციალურად დამტკიცდა, თანაც წლების განმავლობაში მწყემსავდა ამ ბედკრულ ქვეყანას უტვინო ხალხის ხელშეწყობით.

mmg
0

შენს დაუდექი თავთან, უნიავე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება, რათა მკურნალობა გავაგრძელოთ" - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება, რათა მკურნალობა გავაგრძელოთ" - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება შეიძლება გახდეს საჭირო.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.

"მთხოვა ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე, ეს არის ალტერნატიული კომისია, რომელსაც პრეზიდენტი სთხოვს, რომ მოვიდეს ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ ეს სიტუაცია გაიარონ. მე მგონია, რომ საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ მისი მკურნალობა გავაგრძელოთ. მადლობას უხდის ჰოსპიტლის თანამშრომლებს, მთავარ ექიმს, მკურნალ, ექიმს და ა.შ. დიდი განსხვავებაა ამასა და გლდანს შორს, მაგრამ საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა“, - განაცხადა ყიფშიძემ.

მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ისეთივე ფანჯარა სურდა, როგორიც გლდანის ციხეში ჰქონდა, რასაც მცირედი გართულება მოჰყვა. თუმცა, ყიფშიძის თქმით, მას პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.

"დღეს მე შევხვდი ბადრაგს, ჰოსპიტლის ადმინისტრაციას, შემდეგ ყველა ერთად შევედით ბატონ პრეზიდენტთან, ეს ამბავი მგონი დამთავრდა და მგონი ასეთი ინციდენტები აღარ იქნება. მოგახსენებთ, რომ ახლა ფანჯარა ნორმალურია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ისეთი ფანჯრის დაყენება უნდოდა, როგორიც გლდანის ციხეში ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 1 სმ-ით იხსნება, იმის გამო, რომ პრეზიდენტი ვერ დადის და ვერ გადაადგილდება, მზის სხივები, სინათლე სჭირდება, ამაზე იყო დიდი გართულებები, მაგრამ ეს პრობლემა გადაწყდა“,-განაცხადა ყიფშიძემ.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, შეიძლება საზღვარგარეთიდან სპეციალისტები ჩაერთონ.

"საფრთხეები კიდევ არსებობს, ვერ გეტყვით, რომ საფრთხემ ჩაიარა და ყველაფერი კარგად არის. უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ და რა იქნება“,-განაცხადა ყიფშიძემ.

მან აღნიშნა , რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილს მისი ადვოკატები და რამდენიმე დეპუტატი მოინახულებს