პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ "ტვ პირველს" პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
სასამართლომ "ტვ პირველს" პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის გელა კვა­ში­ლა­ვას და ტე­ლე­კომ­პა­ნია “პირ­ველს" შო­რის მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ზე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ცხად­და.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შემ­ლახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი იყო. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ასე­ვე შა­ბა­თის გა­და­ცე­მის ეთერ­ში და­ა­ვა­ლა, გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ცნო­ბა სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 30 იან­ვარს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ველ­მა" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ათე­უ­ლის მე­თა­უ­რი გელა კვა­ში­ლა­ვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო გა­და­ტა­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ასე­ვე, ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მისი სუ­რა­თი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­უ­ჟე­ტის ავ­ტორს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნუ­მარ­ტა, რომ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ათე­უ­ლის მე­თა­ურ­მა გელა კვა­ში­ლა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" მიერ მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ი­ტა­ნა. სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე კვაშ­ლა­ვას ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უტყუ­ა­რად სცნო, შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­დას­ტურ­და, რომ გელა კვა­ში­ლა­ვას შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქონ­და ნარ­კო­ტი­კე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ველ­მა“ კი იცო­და, რომ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო არას­წო­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად შე­იყ­ვა­ნა შეც­დო­მა­ში", - ნათ­ქვა­მია უწყებს იმ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
1

ტვ პირველს თავი დაანებეთ, ვერ ხედავთ ნოდარიკო მელაძეს ბოლივუდისათვის ამზადებენ, ინდური ცეკვები და მიხვრა მოხვრა მაგრად დაამხეცა.

!!
1

ეს ერთი და სხვა მრავალი! 

არაფერი არ უნდა შეგრჩეთ ცილისმწამებლებს და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს!!!

ავტორი:

სასამართლომ "ტვ პირველს" პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

სასამართლომ "ტვ პირველს" პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გელა კვაშილავას და ტელეკომპანია “პირველს" შორის მიმდინარე დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული, პატრულ-ინსპექტორის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაცია ცილისმწამებლური იყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე შაბათის გადაცემის ეთერში დაავალა, გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ.

"მიმდინარე წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია "პირველმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განუმარტა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა გელა კვაშილავამ ტელეკომპანია "პირველის" მიერ მის შესახებ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კვაშლავას ინტერესების დამცველის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად სცნო, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში", - ნათქვამია უწყებს იმფორმაციაში.