მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის მდგომარეობას" - ამერიკელი სენატორების განცხადება
"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის მდგომარეობას" - ამერიკელი სენატორების განცხადება

ოთხი ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

„ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სე­ნა­ტო­რე­ბის, ჯიმ რი­შის (სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წამ­ყვა­ნი რეს­პუბ­ლი­კე­ლი წევ­რი), რონ ჯონ­სო­ნის (ევ­რო­პის ქვე­კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), ბენ კარ­დი­ნის (ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე) და ჯინ შა­ჰი­ნის (ევ­რო­პის ქვე­კო­მი­ტე­ტის წამ­ყვა­ნი დე­მოკ­რა­ტი წევ­რი) გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

“ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტუ­ა­ცი­ას და მკურ­ნა­ლო­ბას, რაც ამე­რი­კის სე­ნატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ვაფრ­თხი­ლებ­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კურ პო­ლა­რი­ზე­ბას გა­აღ­რმა­ვებ­და, ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც ელის სა­სა­მარ­თლოს, იმ­სა­ხუ­რებს სა­მარ­თლი­ან და ღირ­სე­ულ მო­პყრო­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ჩვენ გვაშ­ფო­თებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდე­ბა.

და­ჟი­ნე­ბით მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოს და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­კოს­თა გუნ­დის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­და­უ­დებ­ლად, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. ჩვენ ახ­ლოს ვაკ­ვირ­დე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და ხაზს ვუს­ვამთ იმის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რომ პრო­ცე­სი სა­მარ­თლი­ა­ნად, გამჭვირ­ვა­ლედ და პი­რა­დი დას­წრე­ბით წა­რი­მარ­თოს. სა­მარ­თლი­ა­ნი და სწრა­ფი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის უფ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რი­თა­დი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია და ეს შემ­თხვე­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სე­ნა­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, გა­დად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯე­ბი.

„ჩვენ და­ჟი­ნე­ბით მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოს სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტუ­ა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გავ­ლე­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე.

ახლა დროა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­სარ­გებ­ლოდ გვერ­დზე გა­და­ი­დოს. სი­ტუ­ა­ცი­ის ყო­ველ­დღი­უ­რად დამ­ძი­მე­ბას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბა ასე­ვე არას­წო­რი გათ­ვლე­ბის გა­კე­თე­ბის რის­კე­ბიც, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნით ან უა­რე­სით დას­რულ­დეს. მსგავს ტრა­გე­დი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ მის­წრა­ფე­ბებ­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მხა­რეს, იმოქ­მე­დონ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, - ამ­ბო­ბენ სე­ნა­ტო­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 123 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tbilisi
4

რატომ ცდილობენ ასე მონდომებით პატივცემული სენატორები, რომ ამერიკის რეპუტაცია საქართველოში მიწასთან გაასწორონ? რა ინტერესი აქვთ?

 

რატომ გვიმტკიცებენ შავზე რომ თეთრია, თეთრზე რომ შავია? ბრმები ვონივართ? 

 

 

 

 

პლ
7

ნაცები ქოცებს აბრალებენ პრორუსულობას, ქოცები ნაცებზე იძახიან პრორუსულები არიანო!?!?!?.... გამოდის რომ ორივენი პრორუსულები არიან? ხოდა თუ ასეა, რას ვიკლავთ თავს, მივუერთდეთ რუსეთის ფედერაციას, ქოციც მოისვენებს, ნაციც,ევროპა-ამერიკაც და პუტინიც!.... არც მიტინგი შეგვაწუხებს და არც ნაც-ქოცური მიდი-მოვდივარ! მთავრობასაც მოსკოვი გაგვიჩარხავს და ეგაა სულ!.... მოკლედ და მარტივად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის მდგომარეობას" - ამერიკელი სენატორების განცხადება

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის მდგომარეობას" - ამერიკელი სენატორების განცხადება

ოთხი ამერიკელი სენატორი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სენატორების, ჯიმ რიშის (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი), რონ ჯონსონის (ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე), ბენ კარდინის (ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე) და ჯინ შაჰინის (ევროპის ქვეკომიტეტის წამყვანი დემოკრატი წევრი) განცხადებას აქვეყნებს.

“ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიტუაციას და მკურნალობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკურ პოლარიზებას გააღრმავებდა, ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება.

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევების გათვალისწინებით, გადაუდებლად, სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ჩვენ ახლოს ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ იმის მნიშვნელობას, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გადადგან პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობისთვის საჭირო ნაბიჯები.

„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას და გაითვალისწინოს ამ სიტუაციის გავლენა, საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ახლა დროა პოლიტიკური განსხვავებები ქართველი ხალხის სასარგებლოდ გვერდზე გადაიდოს. სიტუაციის ყოველდღიურად დამძიმებასთან ერთად, იზრდება ასევე არასწორი გათვლების გაკეთების რისკებიც, რომელიც შეიძლება ბატონი სააკაშვილის სერიოზული ზიანით ან უარესით დასრულდეს. მსგავს ტრაგედიას, საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ექნება.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით“, - ამბობენ სენატორები.